"ნუთუ რუსული დიპლომისათვის უნდა გამოვეგდე?"

საზოგადოება

"ნუთუ რუსული დიპლომისათვის უნდა გამოვეგდე?"

15 ოქტ. 2015, 15:45:46

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკის კულტურის სახლის დირექტორმა, ქეთევან ლორთქიფანიძემ  მის თანამშრომელს, ნანა ბოლქვაძეს ახალი სასწავლო წლიდან შორმითი ხელშეკრულება არ გაუგრძელა. ნანა ბოლქვაძე "გურია ნიუსს"  დაუკავშირდა. მისი თქმით, დღემდე არ აქვს  კონკრეტული პასუხი,  რის გამო არ გაუგრძელეს ხელშეკრულება.

"ნუთუ ჩემი დანაშაული  იმაში მდგომარეობს, რომ 2011 წლის 4 თებერვალს  დავაფიქსირე ჩემი სოლიდარობა ბანკი "ქართუსადმი"და ბიძინა ივანიშვილისადმი გადაცემა ,,მაცნეში", რისთვისაც მომხსნეს,  ქ.ბათუმის "ხალხური ხელოვნების სკოლიდან?'' ღამღამობით კაფეში ვმუშაობდი, ქირის ფული და ბანკის ვალები, რომ გამესტუმრებინა, ხოლო დღისით არ გამომიტოვებია არცერთი აქცია. ნუთუ ჩემი დანაშაული ის არის, ნაცებით გარეშემორტყმულ 24 უბანზე ბათუმში,  კომისიის წევრი ვიყავი (საპარლმენტო არჩევნებზე)?  მახსენდება როგორი ამაყი ვიყავი მაშინ! ნუთუ ნიკო გომელაურის და ჯაზის ისტორიის წაკითხვისათვის, რუსული დიპლომისათვის ( ვარ ბაკალავრი და მაქვს დამთავრებული ყაზანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი) უნდა გამოვეგდე, კულტურის სახლის დირექტორს მარტოხელა 53 წლის ქალი?!  ეს ქალბატონი ახლა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "ოცნების'' წარმომადგენელია და გარს შემოიკრიბა  ისევ "ნაციონალები", იმავე კლუბში მის საწინააღმდეგოდ თათბირებს რომ ატარებდნენ ერთ დროს.

დიახ! ეს ხდება კულტურის სახლში, რომელიც გაარემონტა  ბიძინა ივანიშვილმა, რომელშიც სითბო და ძალიან კარგი ხელფასებია, მაგრამ მერწმუნეთ,  სამუსიკო სტუდიის ბაშვებისათვის - არა!  საგუნდოს მასწავლებელი ასწავლის თითქმის ყველა საგანს, მაგრამ გუნდი კი არ არსებობს. მე კი უფლება არ მქონია აქ ვასწავლო მუსიკის ლიტერატურა,  ხოლო  სოციალურად დაუცველ და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვებს,   სრულიად უფასოდ ,"მუსიკის ანბანი".

ნუთუ ამისთვის ვიბრძოდით? "როდის დაბრუნდებით მასწ." -  ხშირად მეკითხებიან ბავშვები... "მალე,მალე'' – ვპასუხობ მეც ცრემლმორეული.. .მაგრამ უკვე აღარ მჯერა! უკვე ვიცი, რომ მეც ვატყუებ ბავშვებს!

მოგმართავთ თხოვნით,  ბატონო პრემიერო! მაქვს თუ არა  ამ ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება, თუ ეს მხოლოდ  "ნაციონალების"   პრეროგატივაა?!

. დიდი იმედი მაქვს სამართალი გაიმარჯვებს  და ჩემი შელახული ღირსებაც აღდგება." - თქვა ჩვენთან საუბრის დროს ნანა ბოლქვაძემ.

"გურია ნიუსი" დაბა ურეკის კულტურის სახლის დირექტორს, ქეთევან ლორთქიფანიძეს  დაუკავშირდა. მისი  თქმით,    პოლიტიკური განცხადებები ამ შემთხვევასთან არაფერ შუაშია.  მან  სატელეფონო საუბრის დროს ახსნა,  თუ რის გამო არ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება ნანა ბოლქვაძეს.

" ეს არის მუსიკალური სკოლა და მივიღეთ გამოსაცდელი ვადით. ნანა ავიყვანეთ თებერვალში და თუ შემოვიდოდა  ბავშვთა კონტიგენტი,  მაშინ სექტემბერში გავუგრძელებდით ხელშეკრულებას. მის გარდა არის კიდევ სამი პედაგოგი, რომლებიც დიდი ხანია ჩვენთან მუშაობს და რომელი მათგანი დაუთმობდა ბავშვებს? მიუხედავად ამისა, მოხდა ორი ბავშვის დათმობა. ასევე ნანამ გამოთქვა პრენტეზიები, გარკვეული საგნები მინდა ვასწავლოო, რომელიც ჩვენთან სტუდიაში არ ისწავლება. ისწავლება მხოლოდ საბავშვო ბაღში და დაწყებით სკოლაში. არ არიან  ბავშვები, არ შემოვიდა სექტემბერში ეს კონტიგენტი და რა გვექნა?! აქვს კაზანში დამთავრებული მუსიკალური სასწავლებელი და არ აკმაყოფილებს მუსიკალური სტუდიის და სკოლის მოთხოვნებს. საბავშვო ბაღის პედაგოგია, ბავშვი მუსიკალურ ანბანს, რომ სწავლობს, ისეთი განათლება აქვს. არანაირი უკანონობა მე არ ჩამიდენია,  სასამართლოს მიმართოს  თუ უნდა და ვისაც უნდა,  იმასთან მივიდეს. კანონიერად შეუჩერდა ხელშეკრულება, რადგან შტატი არ მქონდა და დაფინანსებაც მცირდება სტუდიის."

_ ქალბატონი ნანა ასევე ამბობს, რომ "პორტირებულ"  "ნაცმოძრაობის"  წევრებს უწევთ მფარველობას და ამის გამო მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება.

_ ყველას კითხეთ ვისაც გინდათ, ჩვენთან, სტუდიაში ვინმე თუ არის პორტირებული ნაციონალი. ბატონი ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულია კულტურის სახლი და ყველა მის სიყვარულში ვმოქმედებთ დღესაც. ნუ მანიპულირებს პოლიტიკური განცხადებებით. ახლა ისიც გავიგე, რომ თურმე შიმშილობას იწყებს და ეს არის მისი ნება. ნამდვილად, კანონიერად ვმოქმედებდი." - თქვა ქეთევან ლორთქიფანიძემ.




 ახალი ამბები
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...