"ღმერთი არ გაუწყრეთ, სამოქალაქო დაპირისპირება არ მოახდინონ"

საზოგადოება

"ღმერთი არ გაუწყრეთ, სამოქალაქო დაპირისპირება არ მოახდინონ"

23 ოქტ. 2015, 03:33:54

პოეტი დავით-დეფი გოგიბედაშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შესაძლოა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს.

"ეს ომია თავისუფალ საქართველოსა და კრემლს შორის. ფრონტის ხაზი გადიოდა აფხაზეთზე, 2008 წელს გავიდა სამაჩაბლოზე, ცხინვალის რეგიონზე; გადიოდა აჭარაზეც, ერთი პერიოდი, ახლა გადის უკრაინაზე და ყირიმზე, 2012 წელს ფრონტის ხაზმა გაიარა არჩევნებზე და მოვიდა "ქართული ოცნება" არარაობების წარმოუდგენელი ერთობა, კავშირი და ნაზავი. ახლა უკვე კრემლთან ომის ფრონტის ხაზი ღიად გადის "რუსთავი 2"-ზე.

თუ "რუსთავი 2" დღეს განადგურდება, როგორც თავისუფალი სიტყვის სიმბოლო და ადგილი, განადგურდება საქართველოს მომავალი, იქნება სრული ჯოჯოხეთი, ივანიშვილის საკუთრება, დაკომპლექსებული, გაპირუტყვებული ქვეყანა, რომელსაც არც თავმოყვარეობა შერჩება და არც აზროვნების უნარი. არც იმის განსხვავება რა არის განათლება, კაცობა, პროგრესი. ქვეყანას თუ უნდა დიდებით შეიმოსოს, იაზროვნოს, მას მოქალაქეობის უზენაესი პრონციპი უნდა ჰქონდეს. ეს თუ არ არის, მაშინ მივიღებთ 31%-ს, რომელსაც უნდა ევრაზიაში ცხოვრება", _ აცხადებს გოგიბედაშვილი.

კითხვაზე- ხედავთ თუ არა კავშირს 20007 წელს "იმედში" განვითარებულ მოვლენებსა და დღეს "რუსთავი 2"-სთან მიმდინარე პროცესებს შორის მსგავსებას, გოგიბედაშვილი გვპასუხობს:

"კავშირი ერთია, ორივე ტელევიზია იყო. თუმცა, იმ პერიოდის "იმედი" არ იყო ახლანდელი "რუსთავი 2"-ი რაც არის, ეს იყო ღია პრორუსული პროპაგანდის არხი. შიგნით რაც მოხდა, ეს, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, ხელისუფლების შეცდომა. ყველა ვარიანტში "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური ფასი გადაიხადა; არჩევნები წააგო და ხელისუფლება გადაეცა სხვა პოლიტიკურ ძალას.

ახლა სხეულს აქვს განგრენა, კიბო და ჩვენ ვამბობთ, რომ დემოკრატიაა ამ სხეულზე და კიბოს, განგრენას აქვს უფლება, რომ იარსებოს ჯანსაღ სხეულზე, თუმცა ეს სისულელეა. ეს არის სირცხვილი ისტორიის წინაშე. რუსი ოლიგარქისთვის, ჯანსაღი, თავისუფალი ქვეყნის ჩაბარება არის საკაცობრიო სირცხვილი; სირცხვილი ჩვენი შვილების, ისტორიის, ღმერთის წინაშე.

ღმერთი არ გაუწყრეს ხელისუფლებას და არ მოახდინოს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება. ეს იქნებს სრული კატასტროფა. ვვარაუდობ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირება მოხდება. ღარიბაშვილის განცხადება ეს იყო, სხვა არაფერი. ღმერთი თუ გაწყრა და კატასტროფა, სამოქალაქო დაპირისპირება მოხდა, მაშინ, მაინც იმედი მაქვს, რომ ამასაც გავუძლებთ და გავიმარჯვებთ, რადგან "რუსთავი 2" არის სიმართლე და "ცრუს" თავს მოაჭრის", _ ამბობს გოგიბედაშვილი.

მისივე შეფასებით, "დღეს საქართველოს პრეზიდენტი მოწოდების სიმაღლეზე იყო".

"დღეს მე პრეზიდენტი ვნახე. გიორგი მარგველაშვილი იყო მოწოდების სიმაღლეზე. ასეთი უნდა იყოს პრეზიდენტი. მას უნდა ეთქმოდეს და უნდა აკეთებდეს", _ განაცხადა გოგიბედაშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...