რამაზ ყურაშვილი: "პაციენტს ვერ დავუნიშნავ პრეპარატს, რომელიც დაბალხარისხიანია"

საზოგადოება

რამაზ ყურაშვილი: "პაციენტს ვერ დავუნიშნავ პრეპარატს, რომელიც დაბალხარისხიანია"

2015 ოქტ 25 17:34:57

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საზოგადოებას სამინისტროს 3 წლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. სამომავლოდ კი, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედება და ელექტრონული რეცეპტული სისტემის ფართოდ დანერგვის საკითხები რჩება, კერძოდ,  ჯანდაცვის სამინისტრო  მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს.

მინისტრს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული  ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ  ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

„დადებითად ვაფასებ ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობას, ეს მხოლოდ ჩემი განწყობაა არ არის, ასევე ფიქრობენ ჩემი კოლეგებიც. სამწუხაროდ,ბატონ მინისტრს არ უსაუბრია იმ ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რომელიც 2010 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ მარეგულირებელი კანონების სახით შემოიღო და რომელიც ხელისშემშლელია ჩემი ყოველდღიური მუშაობისათვის. კერძოდ,  ის იურიდიული აქტები, რომლებიც დღეს და მათი დიდი ნაწილი ორაზროვნად იკითხება - ვერ გაიგებ სადა დარღვევა და სად - ნორმა. სამართლებრივი მიმართულებები დასარეგულირებელია,“ - აღნიშნა ენდოკრინოლოგმა, პროფესორმა, დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რამაზ ყურაშვილმა.

რამაზ ყურაშვილმა სამინისტროს მხრიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად  მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება მიიჩნია და ჯენერიკის მნიშვნელობა კი შემდეგნაირად განმარტა: „თეორიულად, ჯენერიკი და ორიგინალური პრეპარატი ერთმანეთისგან არ უნდა განსხვავდებოდეს 10 პროცენტზე მეტით. ვთქვათ, ორიგინალური პრეპარატი გამოუშვა ერთ-ერთმა ფირმამ. მან ამ პრეპარატის შექმნაში დახარჯა ოთხასი მილიონი ევრო. ათი ან თორმეტი წლის შემდეგ რომელიღაც ფირმას აქვს უფლება გამოუშვას მსგავსი პრეპარატი. ეს არის უკვე ჯენერიკი. ანუ ამ ფირმას არაფერი დაუხარჯავს. მას არ ჩაუტარებია ექსპერიმენტი ცხოველებზე, არ გამოუკვლევია პრეპარატი ტოქსიურობასა და გენეტიკაზე. გამოდის, რომ მას არანაირი ხარჯი არ გაუწევია და ავიწროებს ორიგინალურ პრეპარატს, ანუ ბრენდს. თანაც მავნებლობას სჩადის ავადმყოფისათვის, რადგან ამ წამალს რა შეუძლია და არ ვიცით რა დადებითის მოტანა შეუძლია. ამიტომ მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება აუცილებელია და  აუცილებლად და დროულად უნდა შეამოწმოს  ხარისხი.“

მისივე თქმით, "მდგომარეობიდან რომ გამოვიდეთ საქართველოში ე.წ  ნეპოტიზმი  უნდა მოვსპოთ".

_ მუდმივად ვგებულობ ინფორმაციას, რომ რომელიმე წამალი ამოიღეს ბაზრიდან, ან სერია იყო უვარგისი. თქვენ თუ გახსოვთ ამ ბოლო დროს შემთხვევა, რომ რომელიმე წამლის გამოყენება შეაჩერეს? ან რომელიმე ფირმა უვარგისი წამლისათვის დააჯარიმეს?  ეს პრობლემა უნდა დარეგულირდეს მკაცრი კონტროლის გზით. მე დღეს პაციენტს ვერ დავუნიშნავ პრეპარატს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცი და დაბალხარისხიანია, - აცხადებს ყურაშვილი.




 ახალი ამბები
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...
  • პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. „დღეს არის დიდი დღესასწაული - ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორე აცხადებს, რომ რთული დრო გაივლის და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა. ... ...
  • ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარესკომენდანტის საათის დროს ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა. მაუწყებლის ინფორმაციით, დილით ობიექტზე მისულმა თანამშრომლებმა კამერის ჩანაწერები ნახეს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკაზე დადო და რამდენიმე კილომეტრი ... ...
  • სოფელ ზოდში პოლიციის თანამშრომელი დააკავესდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პოლიციელი მ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში. მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...