"მერცხლის სისწრაფით" _ რა ხდება "საქართველოს ფოსტის" ფილიალებში

საზოგადოება

"მერცხლის სისწრაფით" _ რა ხდება "საქართველოს ფოსტის" ფილიალებში

2015 ნოე 5 16:54:10

"საქართველოს ფოსტის" ოფიციალურ ვებგვერდს თუ დავეყრდნობით, "საქართველოს ფოსტა" უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. პროფესიონალებით დაკომპლექტებულ სერვის ცენტრებში მაღალკვალიფიციური მომსახურების შეთავაზებას და თითოეული გზავნილის ადრესატამდე უვნებლად და დროულად მიტანას. ყველა დაკვეთა მერცხლის სისწრაფით, თავდაუზოგავი შრომითა და კაცთმოყვარეობით სრულდება. მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს,  რომ ქვეყნის ყველაზე შორეულ წერტილამდე, წელიწადის ნებისმიერ დროსა და ამინდში, "საქართველოს ფოსტა" უზრუნველყოფს გზავნილის საიმედო და სწრაფ გადაადგილებას."

თუმცა, ეს ყველაფერი საიტზე _ რეალობა სრულად განსხვავებულია. კომპანია მომხმარებლებს არათუ "მაქსიმალურ კომფორტს", კარგ სკამსაც კი ვერ სთავაზობს _ ყოველ შემთხვევაში ასეა ჩოხატაურისა და ოზურგეთის სერვისცენტრებში.

განსაკუთრებული სავალალო მდგომარეობა ჩოხატაურის სერვისცენტრშია _ ძველებური დახლები, რამდენიმე მორყეული სკამი და ერთიც მაგიდა, რომელსაც, არ არის გამორიცხული, დაყრდნობის შემთხვევაში ფეხი მოძვრეს. შესაბამისად, რომ არ დაიმტვრეთ, "მერცხლის სისწრაფე" ნამდვილად არის საჭირო.

_ გაგვიკეთეს უკვე რემონტი _ მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჩასვეს, _ ირონიით გვითხრეს ფოსტის თანამშრომლებმა, რომლებსაც მომხმარებლების საყვედური მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო ხშირად ესმით.

აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ფოსტა" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა.

"საქართველოს ფოსტის" მხოლოდ საფოსტო მომსახურებებიდან შემოსავალი 2013 წელს შეადგენდა 10 მლნ-ზე მეტ ლარს, ხოლო 2014 წელს 13 მლნ-ს მიაღწია.

შპს "საქართველოს ფოსტის" ინფორმაციით, კომპანიაში დასაქმებულია 1,825 ადამიანი. მათგან კონკრეტულად  საფოსტო მომსახურებებზე მუშაობს 1191 ადამიანი, ფოსტალიონთა რაოდენობა კი 409-ს შეადგენს. 

როგორც "საქართველოს ფოსტის" თანამშრომლები ამბობენ, მათ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გარდა, დაბალი ანაზღაურებაც აწუხებთ, რაზეც კომპანიის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ და არც თანამშრომელთა ხელფასის რაოდენობას ასახელებენ, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, საარსებო მინიმუმზე დაბალია.

რაც შეეხება მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, პრესსამსახურში გვირჩევენ, რომ გარემონტებული ფილიალები ვნახოთ:

_ გარემონტებული რომელიცაა, იმის დანახვაც ხომ შეიძლება? ნელ-ნელა, ეტაპობრივად, მთელ საქართველოში მიმდინარეობს ოფისების განახლება. მაქამდეც მოვალთ აუცილებლად. ახლა, 4 სერვისცენტრი გარემონტდა სამეგრელოში, ჩოხატაურის და ოზურგეთის ფილიალებიც აუცილებლად გარემონტდება, _ გვითხრეს პრესსამსახურში.




 ახალი ამბები
  • კახა სიორიძე ოზურგეთში „ლელოს“ უხელმძღვანელებს„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთში საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ ოფისის გახსნა იგეგმება. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთში ახალდაფუძნებულ მოძრაობას შპს “ასკანგელ ალიანსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი კახა სიორიძე უხელმძღვანელებს. კახა სიორიძემ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაადასტურა. „დიახ გიდასტურებთ, რომ “ლელოს“ ოფისი იხსნება ოზურგეთში. დანარჩენი დეტალები შემდეგ კვირაში იქნება  ცნობილი“,_გვითხრა კახა სიორიძე. „ლელოს“ ახალი ოფისის გახსნა ოზურგეთში შემდეგ კვირაშია დაგეგმილი. სწორედ გახსნის დროს გახდება ცნობილი ვინ იქნება კახა სიორიძესთან ... ...
  • სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდასამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდა. მამაკაცს, რომელმაც სამტრედიაში ცოლი მოკლა,17-წლამდე პატიმრობა ელის. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სიახლე ოზურგეთში _ დასაქმების ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოახლახან, ოზურგეთელმა ნუგზარ რუხაძემ შრომის ბირჟა გახსნა. ის არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ნამუშევარი და როგორც თავად ამბობს, კარგად ერკვევა , თუ რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქალაქს და როგორ დაასაქმოს ისინი ისე, რომ მოსახლეობას მლესავის, ელექტროშემდუღებლის თუ უბრალოდ, დამხმარე მუშის საჭირობის დროს, პრობლემა არ შეექმნას. _ ხშირად გვესმის, რომ ხალხი სამუშაოს ეძებს და დასაქმების შანსი არ არის. არადა, ბევრჯერ პირიქითაა: ადამიანები ეძებენ ელექტრომონტიორს, კაფელის ხელოსანს თუ მლესავს და ვერ პოულობენ. ამიტომ დავისახე მიზნად, თავი მოვუყარო მაღალი კლასის და დავასაქმო  საჭიროების  მიხედვით. ჩვენ უკვე აღრიცხვაზე ავიყვანეთ სანტექნიკოსები, დურგლები, მეთუნუქეები, ელექტროშემდუღებლები, მღებავები, სახლის მშენებლები, პიანინოს ამწყობები,  უბრალოდ, ტვირთის გადამზიდავები და მიწის დამბარავებიც კი. ზოგს აწი მივიღებთ. მთავარია, თავის პროფესიაში ერკვეოდნენ კარგად და  შესაბამისად, დასაქმებისას კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ინდმეწარმე ნუგზარ რუხაძემ. დასაქმების ბირჟა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში, პირველ სართულზეა განთავსებული და მასში უკვე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გაწევრიანდა.      ... ...
  • ჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალაჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ დაწერა. "წავიდა ჩვენგან უნიჭიერესი მხატვარი, უანგარო და ერთგული მეგობარი გურამ მიქაძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", _ წერს გურამ მიქაძის ... ...
  • მკვლელობა სამტრედიაში _ მამაკაცს, რომელმაც ცოლი მოკლა,15-წლამდე პატიმრობა ელის სამტრედიაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკველობა) დაიწყო, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ელის. შეგახსენებთ, მკველობა სამტრედიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით რამდენჯერმე ... ...

არქივი

ზაფრანი

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...