"საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც C ჰეპატიტი აღმოიფხვრება"

საზოგადოება

"საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც C ჰეპატიტი აღმოიფხვრება"

5 ნოე. 2015, 20:31:59

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ემორის, ჰოპკინსის უნივერსიტეტების ხელმძღვანელები  და სხვა საერთაშორისო პარტნიორები,  C ჰეპატიტის მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობა განიხილეს და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის შედეგები და მიღწევები დადებითად შეაფასეს.

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის  შეხვედრის მიზანსა და მნიშვნელობას C ჰეპატიტის ელიმინაციის  პროგრამის განვითარების ხელშეწობა და  პროგრამის მიმდინარეობაზე საზოგადოების ინფორმირების გაზრდა წარმოადგენდა.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაში  ვმონაწილეობთ ექსპერტები  და რეალურად ვაფასებთ   პროგრამის მიმდინარეობას  საქართველოში. პროგრამა საკმაოდ წარმატებულია. 

6 თვეა, რაც   პროგრამა  დაიწყო და მასში  უკვე 5000-ზე მეტი ადამიანია ჩართული.  ეს კარგად გამოხატავს იმ ნებას, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს მხრიდან. ეს იქნება პირველი შემთხვევა და მცდელობა იმისა, რომ აღნიშნული დაავადება იქნეს  აღმოფხვრილი ქვეყანაში.

ასე, რომ ეს სხვა ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა მსოფლიოში,“ - აღნიშნა საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალ ალიანსის“ პრეზედინტმა ჟან-ელი მალკინმა და დადებითად შეაფასა  პროგრამის პირველი შედეგები საქართველოში.

მალკინმა ასევე ისაუბრა პროგრამის მიმდინარეობის დეტალებზე. მისივე თქმით საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც   C ჰეპატიტის ელიმინაცია მოხდება და განმარტა:  „პროგრამა ორი ფაზისგან შედგება. პირველი ფაზა  უკვე ფაქტიურად დასრულებულია. მასში 5000 პაციენტი ჩაერთო, რომელიც  ყველაზე მეტად საჭიროებდა მკურნალობას. 2016 წლიდან დაიწყება შემდეგი ეტაპი, რომელშიც უფრო მეტი აქტივობები იქნება საჭირო, იმ კუთხით, რომ გამოვლინდნენ დაავადებულები. მე როგორც გლობალური ალიანსის ჯანდაცვის წარმომადგენელი, შევაფასებ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლიც წარმატებას საქართველოში მიაღწევს და შემდეგ მოხდება მთელ მსოფლიოში  C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოს წარმატებულ მაგალითზე.”

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოში ქრონიკული C ჰეპატიტი აღენიშნება 130-150 მილიონ ადამიანს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კრიტერიუმებით საქართველო ითვლება C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად. ინფიცირებულთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია მომატებული რისკის მქონე პოპულაციებში. ცნობილია, პროგრამა საქართველოში უკვე 6 თვეა ხორციელდება და მის ფარგლებში 5 ათასზე მეტი ადამიანი მკურნალობს.

„აღნიშნული ინიციატივა, რომელიც  საქართველოს მთავრობამ გამოიჩინა, მისასალმებელია. იმ შემთხვევაში თუ საქართველო მოახერხებს და მართლაც მოახდენს ამ დაავადების ელიმინაციას, ეს იქნება პირველი შემთხვევა მსოფლიოში. ეს იქნება არა მხოლოდ ამ კონკრეტული დაავადების ელიმინაცია ქვეყნისთვის, არამედ დიდი გამარჯვება საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერების კუთხით. იქიდან გამომდინარე, რომ  ძალიან დიდი პოლიტიკური ნება გააჩნია ქვეყანას,  ვიმედოვნებ,  რომ  ეს  შესაძლებელია ერთობლივი ძალებით,“ - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის  რეგიონის წარმომადგენელმა მარტინ დონოგმა

შეგახსენებთ, რომ საქართველოში C   ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო პარტნიორებმა, რომლებიც  ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გრძელვადიანი სტრატეგიის დანერგვის, მონიტორინგის, პრევენციისა და კონტროლის კუთხით გაუწევენ კონსულტაციას, საქართველოში მიმდინარე პროგრამა დადებითად შეაფასეს.

პროგრამის მეორე ეტაპი დეკემბრიდან დაიწყება, რომლის მიზანი საქართველოში წლის განმავლობაში დაახლოებით 20 ათასი ადამიანის მკურნალობაა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის,  აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...