"ავღანეთში არის სოფელი, რომელიც ერთ დროს მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული"

საზოგადოება

"ავღანეთში არის სოფელი, რომელიც ერთ დროს მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული"

2015 ნოე 17 16:34:42

რამდენიმე დღის წინ შევხვდი ადამიანს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო გარკვეული პერიოდი ავღანეთში იმსახურა. ისეთ საოცრებებს ჰყვებოდა იმაზე, თუ როგორია სინამდვილეში შიგნიდან დანახული ეს მუსლიმანური ქვეყანა, რომელიც რა ხანია, ზესახელმწიფოებმა ნამდვილ საომარ ველად აქციეს, გადავწყვიტე, რომ ამის მოსმენა სხვებისთვისაც საინტერესო იქნებოდა. ეს ხომ შეულამაზებელი სინამდვილეა...

_ რა შეგიძლიათ გვიამბოთ ავღანეთზე, ქვეყანაზე, რომლის შესახებაც ხშირად წერენ, ძირითადად იქ მოხვედრილი უცხოელი ჟურნალისტები. მაგალითად, ვიცით, რომ ჰეროინით არიან გაბრუებული ბავშვობიდან, განათლების დაბალი დონეა...

_ მე რასაც ვხედავდი ამ წლების განმავლობაში, შემიძლია გითხრათ, რომ თავად ავღანელების სიცოცხლის საშუალო ასაკი დაახლოებით 45 წელია. 35-36 წლის ქალები რომ ნახოთ, შეიძლება შეგეშინდეთ - ჯაფისგან არიან დაბერებულები, დანაოჭებულები. მოგეხსენებათ, იქ წყალი არ მოიპოვება, მხოლოდ ქიმიური ხსნარებით დამუშავებული სითხე მიეწოდებათ და ფაქტობრივად თავის მოვლის საშუალებებზე, ვიზუალზე, ჰიგიენაზე ლაპარაკიც ზედმეტია. რაღაც ცხოველური ცხიმებით, ქონით იმუშავებენ სხეულს. მამაკაცებიც ასე არიან, საშინლად გამოიყურებიან. თუმცა მინდა გითხრათ, რაც შევნიშნე და რამაც გამაოცა, ყველა ავღანელს, ვინც მე მინახავს, და ცოტა არ მინახავს, ჰქონდა გადასარევი კბილები და თმა.

რაც შეეხება ნარკოტიკს, ბევრმა იცის, რომ ეს მათი შემოსავლის წყაროა, ყველას აქვს ნარკოტიკის გარკვეული რაოდენობის ჯიბით ტარების და ასევე მოყვანის უფლება. თუ დაკვირვებული ხართ, იქ ტერორისტული აქტებიც ხშირად უკავშირდება სწორედ ჰეროინის მოსავლის აღებას... მათ აქვთ უფლება, დაიტოვონ სახლში, რომ მთელი წელი მოიხმარონ. მუდმივად არიან ამ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ეს უცვლით საჭმელს, სასმელს, გართობას და ზოგადად ცხოვრებას. იმას, რაც არ აქვთ რეალურად.

_ ქალებზე რას იტყვით?

_ ეს ძალიან მძიმე თემაა. ვიცნობდი ერთ ქალს, რომელიც 38 წლის იყო, ჰყავდა 5 შვილი და იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახი მრავალსულიანი გახლდათ, იძულებული იყო სტერეოტიპები დაემსხვრია და გასულიყო სამუშაოდ მამაკაცებთან ერთად სასადილოში, რათა ეზრუნა საკუთარი შვილების განათლებასა და აღზრდაზე.

ეს წარმოუდგენელი ფაქტი იყო, იქ არ შეიძლება ქალი სადმე მუშაობდეს, სახლის გარეთ და მით უმეტეს იქ, სადაც მამაკაცების გარემოცვაა. ცოტა სასაუბრო ენა ვისწავლე, მან ცოტა ფრანგული იცოდა და ვსაუბრობდით ხოლმე. საშინელ რამეებს მიყვებოდა.

მიდგომაა ზოგადად საშინელი. ქალს უყურებენ, როგორც მხოლოდ გამრავლების საშუალებას. მამაკაცების დიდი ნაწილი მამათმავალია, სიყვარულზე ლაპარაკობენ მამაკაცებთან მიმართებაში, ქალი კი მათთვის გამრავლების საშუალებაა. შეიძლება, ძალიან ლამაზ ქალში კაცმა გადაიხადოს 20 ცხვარი და რადგან მისი (ქალის) ღირებულება შეადგენს საკმაოდ სოლიდურ თანხას, ქალი ვალდებულია, თავისი შრომით გამოისყიდოს მასში გადახდილი საფასური. სანამ თავისი შრომით არ გამოისყიდის, მანამდე ის მონაა. დღე და ღამე მუშაობს. რომ გამოისყიდოს, მერე შეიძლება აღიარონ პიროვნებად, რომელსაც ვალი არ აქვს.

_ თვითონ თუ ამბობენ რამეს თავიანთ ამ მძიმე მდგომარეობაზე, რომ რა ხანია, თავად ვეღარ წყვეტენ საკუთარი ქვეყნის ბედს და სხვა ქვეყნების სათარეშოდ იქცნენ...

 რასაკვირველია, საუბრობენ ამაზე. მართალია, თვითონ ავღანეთი არასდროს ყოფილა ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, დაბალ დონეზე იდგა ყოველთვის, თუმცა თავის დროზე თავად მართავდნენ თავიანთ ბედს და არავინ ერეოდა მათ საშინაო თუ საგარეო გადაწყვეტილებებში, არც ცხოვრების წესში. დღეს ამდენი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების შესვლამ მათ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ უფრო დაჩაგრა და დააჩაჩანაკა.

თითქმის 18 ქვეყნის წარმომადგენლობაა განლაგებული სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე და ყველას შეაქვს რაღაც შენიშვნები, საკუთარი აზრები მათი ცხოვრების წესზე, ყველას მიაჩნია თავი ვალდებულად, რომ რაღაც შეცვალოს... არავისთვის არის დამალული ის ფაქტი, რომ მთელ მსოფლიოს გააჩნია ინტერესები ავღანეთის მიმართ. ავღანეთის ნარკოტიკით მარაგდება მთელი ფარმაცევტული კომპანიები, მაფიაზე აღარაფერს ვამბობ. ასევე მოიპოვება დიდი რაოდენობით ძვირფასი ქვები. დღეში 3-4 მთა ფეთქდებოდა ჩემ თვალწინ. გაიხედავდი, იყო მთა-გორები, გაიხედავდი და აღარ იყო. აქტიურად მოიპოვება ძვირფასი ქვები და ქვეყანა პრაქტიკულად, გადაიქცა ძლიერთა ამ ქვეყნისათა სათარეშოდ და გავლენის ობიექტების გადანაწილების ადგილად – იქ ერთმანეთს ებრძვიან ნარკოტიკის მარაგისთვის, ძვირფასი ქვებისთვის...

_ ავღანეთში აქვთ პატარა ბიჭების სექსმონებად და მეძავებად ქცევის ტრადიციაც. ამაზე თუ იცით რამე? და ზოგადად, ბავშვებთან როგორი დამოკიდებულება აქვთ? როგორ ზრდიან?

_ სიმართლე გითხრათ, ამაზე დეტალურად არ მსმენია, თუმცა მენტალობიდან გამომდინარე გასაკვირი და უარსაყოფიც არაფერია. სადაც მე ვმუშაობდი, იქ დამლაგებლებად და ინფრასტუქტურის მუშაკებად დაკავებულნი იყვნენ არასრულწლოვანი ბიჭები (14, 15, 16 წლის). მათ ყოველდღიურ საქციელს თუ დააკვირდებოდით, აშკარა ინტერესს გამოხატავდნენ სხვადასხვა ეროვნების მამაკაცების მიმართ.

ბავშვის აღზრდისათვის, მოგეხსენებათ, უამრავი ძალისხმევაა საჭირო, იქ, კი ელემენტარულად, სწავლა-განათლების მიღებაც კი არ არის შესაძლებელი ყველასთვის. ხშირად ბავშვები მშივრები და მოუვლელები არიან.

_ თქვენი გადმოსახედიდან, ვინც რეალურად იყო ამ სამყაროში, საინტერესოა, თავად ეს ეს ხალხი, უფრო ტერორისტია თუ მსხვერპლი?

 ამ კითხვაზე არ მინდა ვრცელი პასუხი, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს ხალხი არის მსხვერპლი. ტერორიზმიც იგივე "მაფიაა" და ამით ისევ სხვა მხრივ დაინტერესებული ხალხი "ითბობს" ხელს, მაგრამ ზოგადად იმ ქვეყნის ჩვეულებრივნი მაცხოვრებელნი, ვისზეც მეკითხებით, არიან უუფლებო მსხვრეპლნი სრულიად მსოფლიოსი.

მინდა დავამატო... ავღანელები ძალიან კეთილგანწყობილნი არიან ქართველების მიმართ, რადგან ყოველთვის კარგად და თბილად ვექცეოდით ჩვენ, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან განსხვავებით. მათ ბევრი რამ იციან ჩვენს შესახებ, ოცბებობენ საქართველოში ჩამოსვლაზე.

ავღანეთში არის სოფელი ყანდაღარი, რომელიც ერთ დროს მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული და თუ შეხვდებით ამ სოფლის მცხოვრებს, ის აუცილებლად გეტყვით, რომ "გურჯისტანის" შთამომავალია.

მარიამ ლაღიძე

წყარო: mshoblebi.ge




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - არის დაშავებულიზუგდიდის ცენტრში  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ახალგზარდა ქალი დაშავდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ  ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.   შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...