გუდაურში რა უნდა პრობლემებს?! - როდის გაიხსნება სეზონი ზამთრის კურორტზე

საზოგადოება

გუდაურში რა უნდა პრობლემებს?! - როდის გაიხსნება სეზონი ზამთრის კურორტზე

2015 დეკ 4 19:30:01

ზამთრის სეზონი გუდაურში ამ ეტაპზე არ დაწყებულა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი გუდაურის ადმინისტრაციულ ერთეულში,ზვიად ქავთარაშვილი ამბობს,  რომ სეზონი ოფიციალურად 13 დეკემბერს გაიხსნება.

" ვიდრე სეზონი გაიხსნება, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ ტურისტებს  მომზადებული რომ  დავხვდეთ.  დამსვენებლების მისარებად მზად ვართ" -  გვითხრა ზვიად ქავთარაშვილმა.

გუდაურის გამგებელმა  ჯერ არ იცის,  დაესწრება თუ არა სეზონის გახსნას პრემიერ-მინისტრი.

"არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. სამთავრობო გუნდი დაესწრება თუ არა. 13 დეკემბერს ასევე სეზონი იხსნება ბაკურიანში." თქვა ჩვენთან საუბრის დროს ქავთარაშვილმა.

გუდაურში ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემებზე ნაკლებად საუბრობს. იქ მცხოვრები კოლია სეთურიძე ამბობს, რომ პრობლემები ნაკლებად აწუხებს.

" გუდაურში რა უნდა პრობლემებს? ყველაფერი კარგად არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა უნდა პრობლემებს... მთავარია თოვლი მოვიდეს  და პრობლემა მოგვარებულია. ზამთარში უამრავი ხალხი და ტურისტი ჩამოდის. დასაქმებულები ვართ, ზოგი სასტუმროშია დასაქმებული, ზოგი ვაჭრობს და ზოგს კიდევ თავისი ბიზნესი აქვს." - ამბობს სეთურიძე.

ნანი ჯაღმაიძე სასტუმრო "მარკო პოლოში" არის დასაქმებული:

" მე  მარკო პოლოში ვმუშაობ. კარგად ვართ, პურის ფული გვაქვს. მცირედი პრობლემები გვაქვს, მაგრამ ისეთი არაფერი. ერთი სურვილი გვაქვს, რომ ყველა დასაქმებული და ბედნიერი იყოს." - თქვა ნანი ჯაღმაიძემ.

 კახელი ფერმერი დავით მთივლიშვილი  მეუღლესთან ერთად სხვადასხვა პროდუქტს ყიდის გუდაურში.

" სახლში გვაქვს მეურნეობა, მოგვყავს საზამთრო, ნესვი, კარტოფილი, ბადრიჯანი, სტაფილო,  პომიდორი, კიტრი, გვაქვს ვენახი. მოკლედ ჩემი მეუღლე და შვილები სოფლის მეურნეობაში ვართ ჩართული.  პენსია არ გვყოფნის და გადაწყვიტეთ ჩვენს მიერ მოყვანილი პროდუქტი გავყიდოთ და ამით დამატებით შემოსავალი მივიღოთ. კარგი იქნება, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს სოფლის მეურნეობას, რომ ადგილობრივმა ფერმერებმა მეტი კარგი საქმე ვაკეთოთ." - გვითხრა დავით მთივლიშვილმა.

ანა ბურდული გუდაურში ცხოვრობს. ის სკოლის მოსწავლეა. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ სასტუმროში მუშაობს. გაკვეთილებს ღამის საათებში სწავლობს.

"მე პირად სოფელ მლეთაში ვსწავლობ. თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ მეგობრებთან ერთად დროის გატარებას. უფრო მეტად ახალგაზრდები ველოსიპედით ერთობიან, თამაშობენ ფეხბურთს, ფრენბურთს, კალათბურთს და რის საშუალებაც არის,  ისე ვერთობით." - გვითხრა ანა ბურდულმა.

ქავთარაშვილის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა არა მხოლოდ სეზონზე, სეზონის შემდეგაც არის დასაქმებული.

" მარტო  საკურორტო სეზონზე არ არიან დასაქმებული გუდაურში მცხოვრებლები. სეზონზე ახლომდებარე სოფლებიდან მოდის ხალხი და საქმდებიან.  ვისაც მუშაობა არ ეზარება, ყველა მუშაობს.

 გუდაურში არ არის საბავშვო ბაღის შენობა და ამ პრობლემის მოგვარება უკვე დაწყებულია. 2016 წლიდან დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ასევე დაგეგმილია სპორტსკოლების გახსნა და ესეც ძალიან მალე იქნება. ვცდილობთ, რომ ყველა პრობლემა, რომელიც შეიძლება მოგვარდეს, დროულად მოვაგვაროთ." - თქვა ქავთარაშვილმა.

მისი თქმით, ახლა  გუდაურში  თოვლის საფარი 60-70 სანტიმეტრს აღწევს.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...