"მე იმედი მაქვს, Forbes ამას მისცემს რეაქციას"

საზოგადოება

"მე იმედი მაქვს, Forbes ამას მისცემს რეაქციას"

2012 მარ 27 17:12:37

Forbes Georgia – ს ქართულენოვანი გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, რეზო საყევარიშვილმა თანამდეობა დატოვა. მიზეზად კი საქართველოში Forbes -ის გამოცემის უფლების მქონე კომპანია Media Partners–ის პრეზიდენტის, გაგიკ ეღიაზარიანის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა დაასახელა. სკანდალი კი ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს მოჰყვა.

რეზო საყევარიშვილმა Forbes-ის სათაო ოფისს თანამდებობის დატოვების შესახებ შეატყობინა, მაგრამ იქედან საკმაოდ მწირი პასუხი მიიღო: "ხომ არ იფიქრებდით, რომ ეს საკითხი განგვეხილა შიგნით Forbes –ის ფარგლებში"

ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა კი განაცხადა: "პრაქტიკულად ჟურნალი არის გამზადებული დასაბეჭდად. იქედან გამომდინარე, რომ აღარ მიმიწვდება ხელი მის კონტროლზე, ვერ ვაგებ პასუხს და არ ვიცი რა დაიბეჭდება, მე მინდა საჯარო გავხადო ეს პრობლემა. გამომეტანა და მეთქვა იმის გამო, რომ მერ პოსტფაქტუმ მუშტების ქნევა არ მომიხდეს. ბევრი ისეთი შეკითხვა შეიძლება გაჩნდეს, რომელზეც შეიძლება მე პასუხი არ გამაჩნდეს."

"გური ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ რეზო საყევარიშვილის განცხადებას.

Forbes Georgia-ს მთავრი რედაქტორის, რევაზ საყევარიშვილის განცხადება

"მოგახსენებთ, გასული წლის ოქტომბრიდან გახლავართ Forbes Georgia-ის მთავარი რედაქტორი. მიმაჩნია, რომ ეს ჩემთვის არის ერთდროულად როგორც განსაკუთრებული პროფესიული გამოწვევა, ასევე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც, ვინაიდან დიდ პატივად მიმაჩნია, როდესაც გეძლევა საშუალება, იმუშაო მსოფლიო ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული და კომპეტენტური მედია-ბრენდის ქოლგის ქვეშ, რომლის ობიექტურობა და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი უეჭველია.

ვფიქრობ, მსგავსი ისტორიის, სანდოობისა და გავლენის მქონე მედია-ინსტიტუტების საქართველოში შემოსვლა და დამკვიდრება მედიის განვითარების, ჟურნალისტიკის პროფესიული დონის ამღლებისა და მედია-გარმოს გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ხელისშემწყობი გარემოებაა.

სწორედ ამ მოტივით მივიღე მონაწილეობა Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის შერჩევის პროცესში, რის შედეგაც მომეცა საშუალება, გავმგზავრებულიყავი ნიუ-იორკში, სადაც Forbes – ის სათაო ოფისში კიდევ უფრო დეტალურად გავეცანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მედია-ბრენდის საქმიანობის პრინციპებსა და წესებს.

საგულისხმოა, რომ ჩემი Fორბეს Gეორგია-ში საქმიანობის პერიოდში საქართველოში Forbes-ის გამოცემის უფლების მქონე კომპანია Media Partners-ის პრეზიდენტ გაგიკ ეღიაზარიანთან არაერთხელ გამოიკვეთა კონფლიქტი, რომელიც განპირობებული იყო მისი მუდმივი მცდელობით, დაერღვია როგორც Forbes-ის, ასევე ზოგადად დამოუკიდებელი მედიის მუშაობის უმთავრესი პრინციპები, რაც სარედაქციო საქმიანობის დამოუკიდებლობისა და ცენზურის დაუშვებლობაში გამოიხატება.

კონფლიქტმა განსაკუთრებით მწვავე სახე მიიღო მას შემდეგ, რაც ამერიკულმა Fორბეს-მა მარტის ნომერში ტრადიციული მილიარდერთა რეიტინგი გამოაქვეყნა, მასში ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატია განთავსდა და შესაბამისი ანონსი ჟურნალის ყდაზე გამოიტანა.

როგორც მთავარი რედაქტორი, მანამდეც ვთვლიდი, რომ Forbes _ ის მილიარდერთა სიის ერთადერთი ქართველი ფიგურანტი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხვედრილიყო Forbes Georgia-ს ყურადღების ფოკუსში. ამერიკულ Forbes –ში ივანიშვილის შესახებ სტატიის დაბეჭდვის შემდეგ მივიჩნიე, რომ სწორედ ამჟამად იყო ყველაზე უპრიანი დრო და როგორც ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა მივიღე გადაწყვეტილება, რომ ქართულ რედაქციასაც მოგვემზადებინა სტატია მის შესახებ.

სწორედ ამ ვითარებაში შევეჯახე ბატონ ეღიაზარიანის კატეგორიულ წინააღმდეგობას, რაც თავდაპირველად რედაქციის მიერ ივანიშვილის შესახებ დაგეგმილი პუბლიკაციის საერთოდ ამოღების, მოგვიანებით ივანიშვილთან ინტერვიუს პროცესში დასასმელი კითხვარის შედგენაში ჩარევის, პუბლიკაციის მომზადების შემდეგ კი მისი პირდაპირი და უხეში ცენზურის მცდელობაში გამოიხატა.

ვფიქრობ, დამფუძნებლის მხრიდან ცენზურის განხორციელების მცდელობა დიდწილად განპირობებულია მისი პირადი ნაცნობობით და მეგობრობით საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ გელა ბეჟუაშვილთან. ასევე მისი სურვილით, რომ Forbes Georgia-მ არ გამოაქვეყნოს იმ ტიპის პუბლიკაციები, რამაც შეიძლება ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვიოს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე შეუძლებლად მიმაჩნია Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელება. დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო მუშაობაში უხეში ჩარევის და გამოცემის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობისადმი პროტესტის ნიშნად მე ვტოვებ Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორობას, ამ გადაწყვეტილებისა და მისი მოტივების შესახებ უკვე ვაცნობე Forbes-ის სათავო ოფისს ნიუ-იორკში.

დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში სისტემური ჩარევისა და ცენზურის განხორციელების მცდელობის არაერთი ფაქტი მოიპოვება ჩვენს საქმიან მიმოწერაში(ელექტორნული ფოსტით დამფუძნებლის მიერ ჩემთვის მოწერილ წერილებში, სადაც ის დაბეჯითებით მოითხოვს სარედაქციო პოლიტიკის წარმოებას მისი პირადი შეხედულებების შესაბამისად). შიდა კორპორაციული ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ამ მიმოწერას არ ვხდი საჯარო განხილვის საგნად. თუმცა, ვიტოვებ უფლებას, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს დოკუმენტური მასალა გავხადო საჯარო და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

ამავე დროს, ვინაიდან Forbes Georgia-ს განკარგულებაში რჩება ჩემს მიერ მომზადებული ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან (რომლის ცენზურის მცდელობაც განხორციელდა დამფუძნებლის მხრიდან) და მე არ გამაჩნია არანაირი გარანტია, რომ ის საბოლოოდ არ დაიბეჭდება დამახინჯებული სახით, თავს ვალდებულად ვთვლი, საზოგადოებას წარვუდგინო მისი დედნისეული ვერსია, რათა გამოირიცხოს ამ პუბლიკაციის არასათანადო გამოყენების შესაძლებლობა".

პატივისცემით, რევაზ საყევარიშვილი, Forbes Georgia-ს (ყოფილი) მთავარი რედაქტორი

_ ბატონო რეზო, ჟურნალი Forbes Georgia ჯერ არ გამოსულა, თქვენ კი დატოვეთ თანამდებობა და განაცხადეთ, დამფუძნებელი ეღიაზარიანი "ივანიშვილის შესახებ დაგეგმილ პუბლიკაციის საერთოდ ამოღებას" გთხოვდათ.

_ მასალის დედანი უკვე მოთავსებულია ინტერნეტში.

_ ინტერნეტში მასალა პრეს-კონფერენციის შემდეგ განთავსდა, მაგრამ თქვენ რედაქტორის თანამდებობა დატოვეთ იმის გამო, რომ Forbes Georgia –მ არ განათავსა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ. ჟურნალი კი ჯერ არ გამოსულა. Forbes Georgia–ს ფურცლებზე თუ ვიხილავთ ივანიშვილის ინტერვიუს ცენზურის გარეშე, რომელიც თქვენ მიაწოდეთ მედია საშუალებებს ჟურნალის გამოსვლადე, როგორი იქნება თქვენი რეაქცია?

_არა. მე მივესალმები თუ ისინი ამას გადაწყვეტენ და ასე მოიქცევიან, თუმცა ეს არ ცვლის ჩემს დამოკიდებულებას და ვერ დამავიწყებს იმ ცენზურის მცდელობას, სარედაქციო დამოუკიდებლობის მცდელობას რომელიც არაერთგზის არსებობდა. ჩემი გადაწყვეტილება შეიძლება საბოლოო ანგარიშით დააგვირგვინა ამ ერთმა ფაქტმა, მაგრამ არ გამოუწვევია ამ ერთ ფაქტს. ეს გროვდებოდა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

_ თქვენ განაცხადეთ, ივანიშვილთან ინტერვიუს პროცესში დასასმელი კითხვარის შედგენაში იყო ჩარევა დამფუძნებლის მხრიდან. რატომ არ გქონდათ ამ ფაქტზე მწვავე რეაქცია?

_ მე ვთქვი, რომ იყო მცდელობა ინტერვიუს კითხვარის შედგენაში ჩარევის თვალსაზრისით, მაგრამ მე არ მითქვამს რომ ეს ჩარევა განხორციელდა. ინტერვიუ მე გავაკეთე ისე როგორც ჩავთვალე სჭიროდ. ანუ ამ შემთხვევაში დამფუძნებლის ზეწოლა იყო უარყოფილი. ამ თვალსაზრისით იმ ეტაპზე პრობლემა არ მქონია.

_ თქვენ საკმაოდ ბევრ მედია-საშუალებეში მუშაობდით. იდენტური სახის ჩარევა ყოფილა რომელიმე ხელმძღვანელობიდან?

_ პრინციპში შეიძლება გამიმართლა ამ თვალსაზრისით. არ მქონია ასეთი პრობლემა, ასეთი პრობლემა რომ ყოფილიყო, იქაც ანალოგიურად მოვიქცეოდი.

კოალიციია - ”არჩევნის თავისუფლებისთვის” - წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ იმედი აქვს Forbes ამას მისცემს რეაქციას. -  რეზოს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მან ფაქტიურად უარი თვქა იმაზე, რომ Forbes სახელი არ გამოყენებულიყო მედია თავისუფლების შეზღუდვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია მგალითია ქართული მედია საშუალებებისთვის. მათაც გაიგონ არსებობს რაღაც პრინციპები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული.




 ახალი ამბები
  • ტროლები, ბოტები და ყალბი ამბების მიზანმიმართული გავრცელება: Freedom Hous-ის ანგარიშის მიგნებებისაერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ ინტერნეტის თავისუფლების შესახებ 5 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში 75 ქულით, გასული წლის მსგავსად, კვლავ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია.ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 31 მაისამდე პერიოდს მოიცავს, საქართველოში ციფრული უფლებები ზოგადად დაცულია, რაც Freedom House-ის შეფასებით, ახალი კონსტიტუციის მიღებით არის განპირობებული, რომლითაც თითოეული მოქალაქს ინტერნეტზე წვდომა გარანტირებული და უზრუნველყოფილია.“თუმცა, ინტერნეტის თავისუფლებისადმი საფრთხეები მთელი რიგი მიმართულებებით კვლავ ნარჩუნდება”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.Freedom House-ი განმარტავს, რომ ე.წ. ხელისუფლებასთან აფილირებული ე.წ. “ტროლები”, “ბოტები” და მომხმარებლები განსაკუთრებით 2018 წლის გაზაფხულზე დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების, საპრეზიდენტო არჩევნებისა და სხვა მნიშვნლოვანი მოვლენების პარალელურად აქტიურდებოდნენ. მაგალითად, სოციალური მედიის საშუალებით, ანონიმური წყაროები ჩნდებოდნენ და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით საინფორმაციო ლანდშაფტს ანადგურებდნენ.ანგარიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში უშუალოდ ხელისუფლების კონკრეტული ონლაინ კონტენტის სისტემატურ მანიპულაციას არ ჰქონია ადგილი, ხელისუფლებასთან აფილირებული ჯგუფები საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, სოციალურ მედიაში ყალბ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებდნენ.ანგარიშში ე.წ. “ტროლებისა” და “ბოტების” მიერ გავრცელებული ყალბი ამბების გავრცელების რამდენიმე კონკრეტული შემთხვევაც არის მოყვანილი. მაგალითად, Freedom House-ის განმარტებით, მათთვის ერთ-ერთი აქტივისტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის ზაფხულში, ანტისამთავრობო აქციების დროს, სოციალურ მედიაში სახელისუფლებო ტროლებისა და ბოტების ანგარიშები ამ აქციების დისკრედიტაციისთვის იყო გამოყენებული.Freedom House “მედიის განვითარების ფონდის” მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ სოციალურ მედიაში ყალბი ანგარიშები ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სხვა ჯგუფების იმიჯის შესალახად იყო გამოყენებული.ანგარიშში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგზე დაყრდნობით, ხაზგასმულია, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, დეზინფორმაციის გავრცელება ხდებოდა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან. Freedom House-ი არასამთავრობო ორგზანიცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო” საზოგადოების (ISFED) ინფორმაციაზე დაყრდნობით, იმაზეც მიუთითებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საგრძნობლად გაიზარდა ანონიმური მომხმარებლების სახელით გამოქვეყნებული დასპონსორებული პოსტები და გვერდები, რომელთა მიზანიც მეორე ტურში გადასული ორი კანდიდატის დისკრედიტაცია იყო. ანგარიშში ნათქვამია, რომ სოციალურ მედიაში მაშინ გავრცელებული ყალბი ამბები ძირითადად ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ იყო გამოყენებული. თუმცა, ყალბი ამბები მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგაც ვრცელდებოდა.ამასთან, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ინტერნეტსსივრცეში თავდასხმებისა და შევიწროების შემთხვევები კვლავაც გრძელდება და საანგარიშო პერიოდში არაერთი ასეთი ფაქტიც დაფიქსირდა. აღნიშნულ კონტექსტში, პარლამენტის დეპუტატის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისა და სექსუალური განათლების აქტივისტის ხატია ახალიას მიმართ ინტერნეტის მეშვეობით გამოხატული მუქარის ფაქტებია მოყვანილი.Freedom House-ი განმარტავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ყალბი ამბების გამავრცელებელი Facebook-ის გვერდები და მათი მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ანგარიშში Facebook-ის 2019 წლის იანვრის განცხადებაც არის მოხმობილი, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ საქართველოზე ფოკუსირებული რამდენიმე გვერდი წაშალა, რომლებიც რუსეთში იყვნენ დარეგისტრირებულნი.ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობა კონტრაქტების საშუალებით რამდენიმე ისეთი, მიკერძოებული მედიასაშუალების დაფინანსებას კვლავაც განაგრძობს, რომლებსაც რუსეთთან აქვთ კავშირები და ანტიდასავლური პროპაგანდის დღის წესრიგით არიან გამორჩეული.Freedom House-ი აცხადებს, რომ საქართველოში მედია მრავალფეროვანია და მისი შინაარსიც მრავალმხრივი, თუმცა იქვე არასამთავრობო ორგანიზაციების “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და “მედიის განვითარების ფონდის” მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კვლავ გარკვეული მედიასაშუალებების პოლიტიკურ აფილაციებსა და მათ მხრიდან დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაზე მიუთითებს. წყარო: "მედია ... ...
  • თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი - მასპინძლის სახლის დაზღვევა (R)თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს - მასპინძლის დაზღვევას სთავაზობს.სახლის გაქირავება ხშირად გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირდებული. ახალი პროდუქტი კი გაქირავებულ საცხოვრებელ ფართს ისეთი რისკებისგან აზღვევს, როგორებიცაა: - დამქირავებლის მიერ დაქირავებული ფართის დაზიანება დაუდევრად ფლობისა და განკარგვის შედეგად- მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება - კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლით ქონების დაზიანება - ელექტრო გაყვანილობისა და გათბობის სისტემების მწყობრიდან გამოსვლით ქონების დაზიანება- ხანძარი და აფეთქება - სტიქიური მოვლენები - ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა - ვანდალიზმი  თიბისის დაზღვევის ახალი პროდუქტით სარგებლობა ისეთი ბინების მფლობელებს, ან მესაკუთრეებს შეუძლიათ, რომლებშიც მუდმივად ცხოვრობენ.   მასპინძლის დაზღვევა ვრცელდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ბაკურიანსა და გუდაურში.  დაზღვევის შეძენა შესაძლებელია თვეში 12 ლარიდან, ვებ-გვერდზე ... ...
  • „იცით ვინაა ეს წაბლის მატლივით მსუქანი და ღოღიალა არსება?“თბილისის ზოოპარკი გადაშენების პირას მყოფი ძაღლის ლეკვების დაბადების შესახებ იუწყება. „იცით ვინაა ეს წაბლის მატლივით მსუქანი და ღოღიალა არსება? აფრიკული მოხატული ძაღლის შვილი. მოდით, ლეკვი ვთქვათ, თორემ ძაღლიშვილი რაღაცნაირად, უხერხულად ჟღერს. რომ იმშობიარა დედამისმა, ვიცოდით, მაგრამ რამდენი გააჩინა, ან რა სქესის, დღემდე ვერ გავარკვიეთ. ბუნაგში ჰყავს პატარები შემალული და ახლოს არავის აჭაჭანებს. ჩვენც არ ვურღვევთ მყუდროებას, არ ვანერვიულებთ, პალატაში არ ვეჭრებით, არიქა, ბავშვები დაგვანახეო და საშუალებას ვაძლევთ, თვითონ გადაწყვიტოს, როდის წარუდგინოს სამყაროს ნაშიერები. ჰოდა, როგორც ჩანს, ამის დროც დადგა. რამდენიმე დღეა, რაც გარეთ გამოყვანა დაიწყო. ჯერჯერობით, ორი ცალი გვაჩვენა. გამოსვამს ცოტა ხნით, მზეს მიაფიცხებს, გააგორ-გამოაგორებს, გაასუფთავებს, მუცლებს დაუმასაჟებს, მერე ჩაავლებს პირს და უკან, ბუნაგში აბრუნებს. აფრიკული მოხატული ძაღლი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და პირველ რიგში, ამიტომაა მნიშვნელოვანი ამბავი მათი გამრავლება. მეორე ის, რომ ზოოპარკებში, სადაც მათი გადარჩენის პროგრამები ხორციელდება, ადვილად ვერ მრავლდებიან. და ცხადია, გავიფხორეთ ამაყი მშობლებივით. და მესამეც - რა ჯობია იმ ემოციას, ბუჩქებს შორის ამ თვალებღილას რომ მოჰკრავ თვალს და ფოტოს გადაღებასაც რომ მოახერხებ, ყურებამდე გაბადრული“, _ წერია ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ... ...
  • “ყველაფერს ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ“ _ რა ხდება სოფელ ლიხაურში“სოფელ ლიხაურში, რუსიეშვილების ოჯახში დიდი ხანია გაჭირება სუფევს თუმცა, ძალიან მძიმე ჟამი დაუდგათ _ 4 თვის წინ დედა დაასაფლავეს, ახლა მამიდა გარდაეცვალათ, რომელსაც თანხების უქონლობის გამო ვერ ასაფლავებენ. თავად ნახავთ, რა მდგომარეობაში ცხოვრობენ, კეთილი ადამიანების დახმარებით რაღაც მცირედს უყრიან თავს მეზობლები ოჯახის დასახმარებლად, მაგრამ იქ ისედაც ყველა გაჭირვებულია და ვერ აგროვებენ საკმარის თანხას, რომ ოჯახს დაეხმარონ გარდაცვლილისთვის აუცილებელი ხარჯების დასაფარად.  ჩემი ჯგუფის წევრები უკვე მობილიზდნენ და ვაგროვებთ თანხებს ამ ოჯახის დასახმარებლად. ვისაც სურვილი გექნებათ შემოგვიერთდით“, _ ასეთი შინაარსის წერილს სოციალურ ქსელში “ფეისბუქის“ მომხარებელი შორენა ბიწაძე აქვეყნებს. “ვიყავი ახლა რუსიეშვილები ოჯახში და ყველაფერს ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ. ვესაუბრე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს და ჩავაყენე საქმის კურსში“, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ლიხაურში ივანე ... ...
  • "თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის გოშიები" - სალომე სამადაშვილი უმრავლესობას"მოხვედით აქ იმისთვის, რომ მიჩქმალოთ ივანიშვილის მცდელობა მიიტაცოს ახლა უკვე საქართველოს ეკლესია," - სალომე სამადაშვილმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს მიმართა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მმართველ გუნდს "ბიძინა ივანიშვილის გოშიებად" მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი.   "თქვენ და რუსეთი ხართ ერთი, ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი არის ერთი და თქვენ ამ პარლამენტში ხართ ბიძინა ივანიშვილის გოშიები. მე-9 მოწვევის პარლამენტი ისტორიაში შევა როგორც ყველაზე სამარცხვინო, რადგან დღემდე არ გვქონია პარლამენტი, სადაც უმრავლესობა არის დაკომპლექტებული გოშიებით, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის გოშიებით, რომლებიც დღეს მოვიდნენ რათა გაამართლონ ივანიშვილის მიერ მიტაცება დამატებით სახელმწიფო ქონების," - აცხადებს სალომე სამადაშვილი. სალომე სამადაშვილი პარლამენტში მყოფი მმართველი გუნდის დეპუტატებს მიმართავს. მისი განცხადებით, მეუფე პეტრეს და ასევე მეუფე იაკობსაც შეხვედრები ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილთან, რომლებიც საპატრიარქოში გადატრიალების ორგანიზებას ცდილობდნენ. "მოხვედით აქ იმისთვის, რომ მიჩქმალოთ ივანიშვილის მცდელობა მიიტაცოს ახლა უკვე საქართველოს ეკლესია, ვისზე საუბრობთ, მეუფე იაკობი, ისევე როგორც მეუფე პეტრე საუბრობენ ერთადერთ ადამიანზე, ვისთანაც მათ შეხვედრები ჰქონდათ, ბიძინა ივანიშვილზე და მის წარმომადგენლებზე, რომლებიც ცდილობენ საქართველოს საპატრიარქოში გადატრიალების ორგანიზებას," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი პარლამენტში მყოფ დეპუტატებს მიმართავს შეთავაზებით, შეიქმნას საგამოძიებო კომისია და პარლამენტში დაიბარონ მეუფე იაკობი, მეუფე პეტრე, ასევე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?