"ნურვინ დამწამებს, თითქო მე ჩვენი ემიგრაციის სიღარიბე არ ვიცოდე"

საზოგადოება

"ნურვინ დამწამებს, თითქო მე ჩვენი ემიგრაციის სიღარიბე არ ვიცოდე"

2016 იან 5 18:42:58

დღეს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეა.

ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი) დაიბადა 5 იანვარი,  ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ცნობილია როგორც 1921-45 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს საგანძურის დამცველი, რის გამოც კონსტანტინე გამსახურდიამ „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი" უწოდა.

"გურია ნიუსი" გთავაზობთ მის ერთ-ერთ წერილს, რომელიც მან საფრანგეთში ყოფნის დროს დაწერა.

"მიმართვა ქართველი ემიგრაციისადმი:

"იყო დრო და ეს არც ისე დიდი ხანია, რაც ჩვენი ინტელიგენცია ერთობ გულგრილად უცქეროდა ქართულ საკულტურო ნაშთებს და თავს არ იწუხებდა მათი შეგროვებისა და გამოცემისათვის. ამ გულგრილობამ დიდძალი პირველხარისხოვანი ძეგლები დაგვიკარგა. რაც მამებს თავიანთ ძველ ოჯახებში დაგროვილი ჰქონდათ, შვილებმა დაკარგეს… ქართული სულიერი, გონებრივი და მატერიალური კულტურა რთულია, მრავალმხრივია და ბევრ რამეში მეტად თავისებურია. იშვიათია პატარა ერი, რომელსაც ასეთი მდიდარი ძველი კულტურა ჰქონდეს. ამ კულტურამ გადაარჩინა ქართველი ერი მოსპობას ჟამთა ვითარების აბობოქრებული ქარტეხილისაგან, მისცა უნარი სიმტკიცისა, გამძლეობისა და ყოველი ჭირის გადატანისა. ვინც ამ კულტურას, ასე თუ ისე, არ იცნობს, ის არასოდეს არ იქნება ნამდვილი ქართველი, ჭეშმარიტად ქართული სულის მატარებელი, მას გადაგვარება მოელის, თუ უკვე გადაგვარებული არ არის.

ამიტომ მოვალე ვართ, ხელი შევუწყოთ ჩვენი კულტურის საფუძვლიანად შესწავლას, რაც უნდა გამოიხატოს საკულტურო მასალების შეკრებაში და უკვე შეკრებილის გამოქვეყნებაში. უამისოდ ჩვენ ვერ აღვადგენთ ჩვენი კულტურის ნამდვილ სახეს და ვერ შევიგნებთ მის ცხოველმყოფელ ძალას, რომელიც იხატებოდა, პირველ ყოვლისა, მდიდარი ქართული ენის განვითარებაში. ქართველთა მიერ ქართული ძეგლების შეკრება იწყება მხოლოდ წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებიდან, ამას ხელი შეუწყო კიდევ საეკლესიო მუზეუმისა და განსაკუთრებით განაცხოველა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსებამ… ეხლა მას აგვირგვინებს ჩვენს დროს დაარსებული ქართული უნივერსიტეტი და ხელს უწყობენ ჩვენი მუზეუმები.

კვეხნაში ნურვინ ჩამომართმევს, თუ ვიტყვით, რომ წილად მხვდა, სხვებთან ერთად, ჩემი სუსტი ღონე და მცირე თავისუფალი დრო, სპეციალური საპედაგოგო მოღვაწეობიდან გადარჩენილი, მთლად შემეწირა ქართული საისტორიო და საკულტურო საგნების და მასალების შეგროვებისათვის, ცნობაში მოყვანისათვის, აღწერისა და გამოცემისათვის. ამ მიზნით ხშირად მიხდებოდა მოგზაურობა და ექსპედიციების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. შეგროვილი დიდძალი მასალა დაცულია ჩვენს მუზეუმებში. მცირე ნაწილი გამოცემულია და ვინც ჩვენს ლიტერატურას თვალს ადევნებდა, დაინახავდა, თუ როგორ შეუწყვეს ხელი ამ გამოცემებმა ჩვენი ისტორიის, ლიტერატურის და ხელოვნების შესწავლას. ხოლო ერთი ნაწილი მასალებისა თან მაქვს და გამოუცემელი რჩება, საქმე კი საშურია: დრო მიდის, მე მივიწურე აღსასრულისაკენ: ,,ადამის ტომთა წესითა” და ჩემს შემდეგ ამ მასალას თავს ვერავინ გაართმევს.

თანა მაქვს, სხვათა შორის, შესანიშნავი სახუროთმოძღვრო ძეგლების გეგმები სამუსულმანო საქართველოსი და მრავალი ფოტოგრაფიული სურათი. მათ შორის ისეთი პირველხარისხოვანი ძეგლების სურათებიც, რომელნიც დღეს სამუდამოდ მოსპობილია და მხოლოდ ჩემი აღწერილობა და გადმოღებული სურათებია დარჩენილი. ამათ გამოცემას მპირდებოდნენ ექვს დიდ ალბომად, მაგრამ ეს იმედი ეხლა გაქრა, ვინაიდან ამას, სულ ცოტა დასჭირდება ნახევარ მილიონ ფრანკზე მეტი. ისიც დიდი საქმე იქნება, თუ აღწერილობათა ტექსტები გამოვეცით. ეს შეადგენს დაახლოებით 2000 გვერდს შუა ფორმატის წიგნისას, რასაკვირველია, ეს რამდენიმე წიგნად უნდა გამოვიდეს. ამიტომ გავკადნიერდები, ვინაიდან ეს საზოგადო ქართული საკულტურო საქმეა და მივმართავ ყველა საზღვარს გარეთ მყოფ ქართველ ორგანიზაციებს და თვითეულ საზღვარს გარეთ მყოფ ქართველს განურჩევლად პარტიისა.

კეთილი ინებონ და ვისაც რა შეუძლია, რამდენიც შეუძლია, დაგვეხმარონ ამ საქმეში. ვისაც ეხერხება, ერთდროული თანხა მოგვაწოდოს; ვისაც ეს არ ეხერხება, თვიურად ერთი წლის განმავლობაში ათ-ათი ფრანკი შემოიტანოს. უფრო ხელმოკლედ შეუძლიათ თვიურად ხუთ-ხუთი ფრანკი გადადვან. ვინც უმუშევარია, მათ ეს მიმართვა არ ეხება. კერძოდ იმ ორგანიზაციებისათვის, რომელნიც გაზეთებს სცემენ, ჩემი წინადადებაა, ერთი-ორი ნომერის გამოცემა შეაჩერონ და მათი ფასი ამ საქმისათვის გადადვან, ამით მგონია, არაფერი დაშავდება.

მე მოწმე ვარ იმ საოცარი ევოლუციისა, რომელიც ჩვენში მოხდა ამ საკითხში. თუ პირველ ხანებში ამ დარგში მუშაობის დროს მე სასაცილოდ მიგდებდნენ, თავს მესხმოდენ, განსაქიქებელ წერილებს მიძღვნიდნენ, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ მტრული განწყობილება სიმპატიად შეიცვალა. ყველამ დიდი პატივი დამდვა, ძვირად თუ ვისმეს გაუწბილებივარ საყურადღებო ხელნაწერების და ნივთების შემოწირვაში. რაშიაც ფულს ვაძლევდით, იმასაც სულ იაფად დაგვითმობდნენ. ათი წლის განმავლობაში დიდი მუზეუმი შევქმენით და მილიონი მანეთის უძრავი მამულები შევიძინეთ.

ის ანდერძები, რომელნიც დაგვიტოვეს აკაკი წერეთელმა, დავით სარაჯიშვილმა, ნესტორ პეტრიაშვილმა, ღუდუშაურებმა და ბევრმა სხვებმა (ხოლო ჩვენ რევოლუციის და ფულის დაცემის გამო ნაკლებად ვისარგებლეთ), მოწმობენ ძირითად გარდატეხას და მტკიცე შეგნებას ჩვენი ძველი კულტურის შესწავლის აუცილებელ საჭიროებისა… მთელმა საქართველომ პატივი დაგვდვა და ხელი შეგვიწყო. თუ ასეთი სიმპატია გამოყვა ემიგრაციასაც, მაშინ ჩემი წინადადება, პატივით იქნება მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენი ემიგრაცია დაქსაქსულია პოლიტიკური მიმართულების თვალსაზრისით. ამ საქმეში მაინც შევერთდეთ. იქნება ამ შეერთებამ სხვა დიდ საქმეშიც შეერთება გამოიწვიოსო. ღმერთმა ქნას!

ახლო ხანში 50 წელი შესრულდება, რაც მე საპედაგოგო დარგში დავიწყე მუშაობა. ჩემმა ყოფილმა შეგირდებმა მომმართეს წინადადებით იუბილეს მოწყობისა. რაზედაც, უარი განვაცხადე, პირველად მიტომ, რომ საიუბილეო არაფერი გამიკეთებია. მხოლოდ ჩემ ქართულ მოვალეობას ვასრულებდი. მეორედ მიტომ, რომ კიდევაც ღირსი ვიყო იუბილესა, ჩვენს პირობებში, ემიგრაციაში, იუბილე ვის გაუგონია! არ ეგების! იუბილეზედ მეტად ჩავთვლი და უფრო სასარგებლოც იქნება, თუ ამ გამოცემათა საშუალებას მომიხერხებენ.

ნურვინ დამწამებს, თითქო მე ჩვენი ემიგრაციის სიღარიბე არ ვიცოდე. მაგრამ ისიც კარგად ვიცი, ჩვენში საზოგადო საქმე, თუ რამე გაკეთებულია, ისევ ღარიბი ქართველის ჯიბით და მისი ინტელიგენციის წყალობით, მდიდრები ცოტა გვყვანდენ და ვინც გვყავდა, ბევრი საიმისო არაფერი გაუკეთებიათ. თუ გული გულობს და ყველანი შევერთდებით, საერთო წვლილითაც ამ საქმეს ეშველება. ეს არის პირველი და უკანასკნელი ჩემი თხოვნა ქართველი ემიგრაციისადმი. ვინც პატივს დაგვდებს და დაგვეხმარება ამ საქმეში, მათ ვთხოვ წინდაწინვე მიიღონ ჩემი უღრმესი მადლობა."

ექვთიმე თაყაიშვილი, 25 ნოემბერი, 1936, პარიზი




 ახალი ამბები
  • "ზიარება ერთი კოვზით შეიცავს საფრთხეს და ვირუსი შეიძლება დღესასწაულებზე გავრცელდეს"ზიარება ერთი კოვზით შეიცავს საფრთხეს და ვირუსი შეიძლება დღესასწაულებზე გავრცელდეს, _ ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძემ "ფორმულასთან" ისაუბრა. "როგორც ექიმი მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული რიტუალური ღონისძიებები, იქნება ეს ზიარება ძველი ფორმატით - ერთი კოვზის გამოყენებით თუ იქნება ეს მაგალითად, ლიტურგია, როგორიც იყო გასულ წლებში აღდგომის დროს ან დიდი თავყრილობის დროს, ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს, რის გამოც, ვფიქრობ რომ, ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენმა ეკლესიამ უკვე გადადგა, რაც გამოიხატება სოციალური დისტანცირების დაცვაში და ზოგიერთ სხვა საკითხში, მაგრამ ეს ჩვეულებრივ დღეებში, მე მაინც ვფიქრობ (თუმცა ეს კიდევ ვიტყვი არ არის ჩვენი გადასაწყვეტი), რომ ვირუსის გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე", — თქვა თენგიზ ცერცვაძემ. ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი მისთვისაც და ზოგადადაც სენსიტიურია და ის, როგორც ქრისტიანი უდიდეს პატივს სცემს ეკლესიას, ყველა იმ ტრადიციასა და რიტუალს, რომელიც აქამდე ისტორიამ მოიტანა.  "ეს ზოგადად სენსიტიური და პირადად ჩემთვისაც სენსიტიური საკითხია. როგორც ქრისტიანი და ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი და პატრიოტი, უდიდეს პატივს ვცემ ჩემს ეკლესიას და ყველა იმ რიტუალს, რომელიც აქამდე ისტორიამ მოიტანა. მაგრამ დღეს შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს გამოვხატოთ ჩვენი პროფესიული პოზიცია", _აღნიშნა თენგიზ ... ...
  • "ამ სილამაზის ცქერით დაკავდნენ ეს გარეწრები!" _ ვანდალური ფაქტი ანასეულშიანასეულში ვანდალური ფაქტი მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ჩაის სუბტროპიკული კულტურების და მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, თემურ რევიშვილი ავრცელებს. „ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ორი დღე ვიფიქრე დამეწერა, თუ არა, მაგრამ ფაქტი იმდენად სერიოზული და დამაფიქრებელია, თუ რასთან გვაქვს საქმე, გადავწყვიტე, გაგიზიაროთ. 3-4  აპრილს (ზუსტი დრო უცნობია), ანასეულში მოხდა ვანდალური ფაქტი. უკეთურებმა დააზიანეს კამპუსის ინგლისურენოვანი აბრა და რაც ყველაზე მეტად აღმაშფოთებული, საზიანო და ვიმეორებ დამაფიქრებელია, ჩამოხსნეს, დააზიანეს და შეურაცხყვეს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს დროშა. მიმდინარეობს გამოძიება. იმედს ვიტოვებ, ოპერატიულად დაწყებული საგამოძიებო ქმედებები, საგანგებო მდგომარეობის ზომების გათვალისწინებით, გაგრძელდება. ანასეულის დენდროპარკში 100 -ზე მეტი სახეობის არაჩვეულებრივი მცენარე ხარობს და იქვე ამ სილამაზის ცქერით დაკავდნენ ეს გარეწრები!“_ წერს  თემურ ... ...
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობა StopCov ფონდში თანხას გადარიცხავსჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა უერთდება პარტია „ქართული ოცნების“ ინიციატივას და ხელფასის 1/3-ს StopCov ფონდში გადარიცხავს. აღნიშნულ ინიციატივას, 1/3 - ის გადარიცხვის თაობაზე, ასევე, უერთდებიან მერის მოადგილეები თამაზ ჯინჭარაძე და მინდია ჟღერია. ... ...
  • „მდიდრებს ამდიდრებენ, ღარიბებს აღარიბებენ“ _ უკმაყოფილო მოვაჭრეებიდღეის მდგომარეობით,  ოზურგეთის ქუჩებში, შედარებით,  ხალვათობაა. როგორც ცნობილია, აქ აგრარული ბაზარი დაიხურა და სავარაუდოდ,  დაკეტილი იქნება 21 აპრილამდე. თუმცა, დაზუსტებულ პასუხს  არავინ ამბობს,  კონკრეტულად როდის მოწესრიგდება და  გაიხსნება  მუდამ  მოუწესრიგებელი, თუმცა,  ხალხისთვის ასე საჭირო  ობიექტი. ყველაზე  ძალიან კი ის გარემოვაჭრეები სწუხან, რომლებიც ბაზრის სიახლოვეს, გურიის ქუჩაზე, იდგნენ და აქ ჰქონდათ განთავსებული თავიანთი სვაჭრო წერტილები. _ რა ამბავია, სამი კაცი ვდგავართ და სამი პოლიციელი დაგვძახის, დისტანცია დაიცავითო. სად გავიქცე, ახლოს არ მივკარებივარ არავის, გვერდი ავუარე შემხვედრს, როგორც წესია... საქმე ნახეს, რა, _ გვითხრა რიგითმა გამვლელმა და როცა ვინაობა ვკითხეთ, უფრო გაბრაზდა,  თქვენ მაინც  რაღა გინდათ, ეს გამაგებინეთო  და გაგვეცალა. _ვინც მდიდრები იყვნენ,  იმათ კიდე უფრო ამდიდრებენ, ღარიბებს  კი უფრო გვაღარიბებენ. აი,  ესაა ამ ღონისძიების შედეგი. ვისხედით აქ წესიერად და ვყიდდით  ბოსტნეულს და სხვადასხვა საოჯახო წვრილმანებს. რას ვაშავებდით? ვიღაცამ დაიცვას ეს დისტანციაა თუ ჯანდაბა. მე კარტოფილი გავყიდო თუ ამათ   ვუძახო, „ნაბიჯი  წინ და ორი ნაბიჯი უკან“? „მაგნიტის“ სავაჭრო ქსელს ყველა კუთხეში მაღაზია აქვს. ხალხი ახლა იქ შედის. ეს იყო მიზანი? მდიდარი უფრო უნდა გამდიდრდეს? იქ ხომ იცავს ვიღაც წესრიგს და სულ „დისტანციას“ გაიძახის. ამ ქუჩაშიც  ექნათ ასე და დავეყენებინეთ ჩვენს ადგილზე. მე ამ მთავრობის მომხრე ვარ, მაგათთვის ვირბინე და რას დავრბოდი , ნეტა, კი დამსვეს ახლა სახლში, _ გვეუბნება  გარემოვაჭრე მანანა ფერცულიანი. მცირე მეწარმე, ვლადიმერ გოგიტიძე, რომელსაც თაყაიშვილის ქუჩაზე სასურსათო ჯიხური აქვს, ამბობს, რომ ძალიან ცოტა ხალხი მოძრაობს. _თითქმის,  ადამიანების 60 % -მა  მოიმარაგა  საკვები პროდუქტები. ერთბაშად  იყიდეს ყველაფერი და ახლა სხედან შინ. ორი-სამი ადამიანი თუ შემოვა მაღაზიაში, ორი საათის შემდეგ კი ვკეტავ, _ გვითხრა მან. მოქალაქეები მშვიდად, დისტანცირებულად  დგანან „საქართველოს ბანკის“ წინ. _წესებს  ვიცავთ.  ჩვენი საქმე გვაქვს ბანკში, შევდივართ  ჩვეულებრივად, ხელი არაფერზე გვეშლება, - გვითხრეს ნინო ლომჯარიამ და თეონა შავიშვილმა. _ახლა გავრბივარ „კრედო-ბანკში“. ვიცოდი, რომ სესხი ამ ბანკმაც გადაგვივადა. თუმცა , შეტყობინება მივიღეთ, რომ გადაიხადეთო. მეზობელმა კი მითხრა, ესემესი ავტომატურად მოგივიდოდაო, მაგრამ უნდა გავიგო. შეწუხებული ვარ. შვილები მუშაობდნენ, მაგრამ ახლა ორივე დროებით  დაითხოვეს. ძალიან გამიჭირდება გადახდა, - გვითხრა სოფელ  ჭანიეთის მკვიდრმა ლია შავიშვიმა, რომელიც ბანკისკენ მიიჩქაროდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები,  აქტიურად მოძრაობენ ქუჩებში და მოუწოდებენ მოქალაქეებს,  დაიცვან  დისტანცია. _დილიდან  დავდივართ ყველა ქუჩაზე. შედარებით ხალხმრავლობა მაინც გურიის ქუჩაზეა და ხშირად შეხსენება განსაკუთრებით აქ სჭირდებათ მოქალაქეებს, რომ დაიცვან დისტანცია, შეიძინონ რაც სურთ და დროულად დაბრუნდნენ შინ.   ბევრი გვეკითხება, როდის გაიხსნება ოზურგეთის აგრარული ბაზარი, თუმცა  ოფიციალურად ეს არავის გადაუწყვეტია. არის ნათქვამი, რომ 21 აპრილამდე დაიკეტა. ხდება დაკვირვება, სიტუაციის კონტროლი. ყველას სურს, რომ დროულად დასრულდეს ეს კარანტინი თუ ყველანაირი შეზღუდვა და ადამიანები დაუბრუნდნენ ჩვეულ  სამუშაო რეჟიმს, _ გვითხრა მან. ოზურგეთის აფთიაქების უმეტესობაში არ არის და არც იციან, როდის ექნებათ პირბადეები და ხელთათმანები. ვიდრე ბაზარი დაიკეტებოდა, შიდა ტერიტორიაზე, ერთჯერადი ხელთათმანები 70 თეთრად ყოველდღე იყიდებოდა და მოქალაქეები ძირითადად იქ მიდიოდნენ ... ...
  • ურუშაძის ქუჩის მობინადრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენლანჩხუთში, ურუშაძის ქუჩის მობინადრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ, რომ რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სანიღვრე არხების პრობლემა მოგვარდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ხატია სარჯველაძე ავრცელებს. „ურუშაძის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები ითხოვენს დახმარებას. წვიმის დროს ეტბორებათ პირველი სართულები და ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, სახლიდან ვერ გამოდიან წვიმის შემდეგ“, _ წერს ხატია სარჯველაძე. აქაურმა მაცხოვრებლებმა მერის, ალექსანდრე სარიშვილის სახელზე პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ერთობლივი განცხადებაც დაწერეს. „ყოველი წვიმის შემდეგ იტბორება ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც გამოწვეულია რკინიგზის სადგურის წინ მდებარე არხის უფუნქციონირების გამო. მოსახლეობს თხოვნაა, მოხდეს ამ სანიღვრე არხის რეაბილიტაცია ან ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა. არხის მოუწყობლობა გამოიწვევს სხვადასხვა ინფექციის კერის წარმოქმნას“, _ წერია ურუშაძის ქუჩის მაცხოვრებელთა ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს ათეულობით ადამიანი აწერს და მისი უშუალო ადრესატი მუნიციპალიტეტის პირველი პირია.რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მაცხოვრებლები პირად საუბრებშიც ამბობენ, რომ აქ წლებია გაუსაძლისი მდგომარეობაა.„პირველ რიგში, რკინიგზის ლიანდაგის მიმდებარე არხები უნდა გაკეთებულიყო, ყველა ქუჩის ნიაღვარი აქეთ იყრის თავს. ერთხელაც, წყალდიდობა არ აცდება აქაურობას. რა დააშავა არაცენტრალურმა ლანჩხუთმა?! მატარებლიდან ბევრი უცხო თვალი ხედვას აქაურობას და სირცხვილია ამდენი ორმო-ტალახების დანახვა. წლებია ასეთი მდგომარეობაა, კარგი იქნება ახლა მაინც რომ მოაგვარონ. გაუსაძლისია უკვე აქ ცხოვრება, ინფიცირების კერად იქცევა მალე აქაურობა“- ამბობს პრობლემით შეწუხებული მოსახლეობა. მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის მიხედვით, მიმდინარე წელს, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ხორციელდება რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობას. როგორც მერიის ოფიციალური გვერდიდან ხდება ცნობილი, ქალაქის მასშტაბით, სულ ასეთი ცხრა ქუჩა შეირჩა _ ებრალიძის, გოგებაშვილის, წერეთლის, ნინოშვილის (I შესახვევი), ჭანტურიას, თავდიშვილის, ხომერიკის, კუპრეიშვილის, ნათლისმცემლის ქუჩებზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ივნისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. პროექტის ჯამური ღირებულება კი, 1 169 999 ლარითაა განსაზღვრული.„გურია ნიუსი“ ურუშაძის ქუჩის მობინადრეთა მხრიდან გაჟღერებული პრობლემის თაობაზე ლანჩხუთის მერიას დაუკავშირდა. როგორც მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაკა სულაბერიზემ გვითხრა, აღნიშნულ საკითხს შესაბამისი კომისია შეისწვლის და მოსახლეობას ეცნობება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...