ტექნიკა მუშაობს, თუმცა ქუჩები მაინც გაუწმენდავია

საზოგადოება

ტექნიკა მუშაობს, თუმცა ქუჩები მაინც გაუწმენდავია

5 იან. 2016, 20:01:35

დიდთოვლობის გამო  რთული მდგომარეობაა შექმნილი  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სამი იანვრიდან მოყოლებული სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ამასთან გაუწმენდავია გზები და მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია და ამ დრომდე  მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში-მამათში, აცანაში, აკეთში, მაჩხვარეთში, ორაგვეში, ლესაში,ნინოშვილსა და ჩოჩხათში. ასევე თოვლისგან იწმინდება ქალაქის ქუჩებიც.

"ტექნიკა ყველგან გასულია და მიმდინარეობს სამუშაოები. ეტაპობრივად გაიწმინდება ქალაქის ყველა ქუჩა", - განაცხადა გამგებლის მოადგილემ ნუგზარ ცინცაძემ.

მიუხედავად გამგებლის მოადგილის განცხადებისა,  გაუწმენდავია ქალაქის ცენტრი, სადაც გავლა ერთნაირად უჭირთ ავტომანქანებსა და ფეხით მოსიარულეებს, რომლებიც ჩვენთან საუბარში უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მეტ ქმედითუნარიანობას ითხოვენ.

„კი ამბობენ სამუსაოები მიმდინარეობსო, მაგრამ სად არის ტექნიკა, საღამო ხანია უკვე და ქალაქის ცენტრში ისეთი მდგომარეობაა, ვერ გაივლი. შუკებსა და პერიფერიულ ქუჩებზე არაფერს ვამბობთ. თქვენი თვალითაც კარგად ნახავთ, რომ ქალაქის მთავარი ქუჩები რა დღეშია, საერთოდ არაა გაწმენდილი, მაქანები ძვლივს მოძრაობენ. ნახევარი მეტრო თოვლი არ უნდა იყოს იმხელა პრობლემა, რომ ხალხს შუქი არ ქონდეს და გზა“, -ამბობენ ლანჩხუთელები.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდების საკითხს, გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყველა  დაზიანებულ უბანზე მიმდინარეობს სამუშაოები და  სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე  აღდგება.




 ახალი ამბები
  • აშშ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას გმობს2020 წლის 28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარიც ცენტრზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას. გამომსვლელებმა მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ გახშირებული პროვოკაციების შესახებ. განცხადებაში აღინიშნა, რომ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის (Covid-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას და მავთულხლართებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით, ასევე გრძელდება ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი კვლავაც უარს ეუბნება ახალგორის რაიონიდან პაციენტებს სამედიცინო ევაკუაციაზე. აღინიშნა მ.წ. 20 მაისს ახალგორის რაიონის მცხოვრები ჯუმბერ მილაძის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ, რომლის სამედიცინო ევაკუაციაზე კრიტიკულ მომენტამდე საოკუპაციო რეჟიმმა უარი განაცხადა. განცხადებაში ქართულმა მხარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართულად გაააქტიურა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ლაბორატორიას - რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. განცხადებაში აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ გააქტიურებული პროვოკაციული ქმედებები მოსკოვის მიზანმიმართული დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც, ადგილზე კონფლიქტის ესკალაციითა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედების გზით მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. ქართულმა მხარემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა ერთხმად დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დელეგაციებმა შეშფოთება გამოთქვეს უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და მოითხოვეს მისი დაუყოვნებელი შეჩერება. ევროკავშირის დელეგაციამ დაგმო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაციის მცდელობები; ხაზი გაუსვა მისიის საქმიანობისა და მანდატის შეზღუდვის მიუღებლობას და მოითხოვა მისიის საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული, ხელისშემშლელი ქმედებების შეწყვეტა. სხდომის ფარგლებში, გამომსვლელებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს პაციენტების გარდაცვალების ფაქტებზე, რაც დაკავშირებულია ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვასთან. წყარო: ... ...
  • „ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და არჩევნებზე დასრულდება _ რატი იონათამიშვილი„ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და როგორც ჩანს, აჩევნებზე დასრულდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა. იონათაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევაშიც ისარგებლებს და ეს ნათელი მაგალითი იქნება, თუ როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა. „რაც შეეხება ინტერპელაციას - მიუხედვად იმისა, რომ ეს საპარლამენტო ზედამხედველობისთვის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია, ოპოზიციის მხრიდან არ მაქვს მოლოდინი, რომ ამას შინაარსობრივად წარმართავენ. თუმცა, რასაკვირველია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევითაც ისარგებლებს და ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ ... ...
  • მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლამუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა _ დღეიდან ქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ. მერიის ზედამხველობის სამსახურმა მუნიციპალური ტრანსპორტის შეამოწმა მზაობა, რამდენად აკმაყოფილებს ის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდება. მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობა შეზღუდულია, მათ შორის ფეხზე დგომა და სავალდებულოა პირბადის ტარება. დღედაინ ასევე მუშაობა განაახლა ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმა, სადაც ყველა საჭირო წესია დაცული, ტერიტორია და გაშლილი სივრცე კი საშუალებას იძლევა, რეკრეაციულ ზონაში ერთდროულად რამდენიმე ათეული ადამიანი შევიდეს. ადგილზე გაკონტროლდება სოციალური დისტანცირების ... ...
  • ჩოხატაურში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგადღეს დილიდან ჩოხატაურში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად უნდა ჩაუტარდეს, სავალდებულოა პირბადის ტარება, ასევე, ტრანსპორტში იკრძალება მგზავრების ფეხზე დგომა და შეზღუდულია მგზავრთა ... ...
  • ოზურგეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ყველა სოფლის მიმართულებით დაიწყოოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დღეიდან, შიდასარაიონო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრობა აღდგა ყველა სოფლის მიმართულებით. ავტოსადგურის დირექტორი,  შალვა ორაგველიძე „გურია ნიუსთან“ ასეთ კომენტარს აკეთებს: _ტრანსპორტი, ჩვეულებრივად ყველა სოფელში იმოძრავებს ადრინდელი სარეისო გრაფიკის მიხედვით. დავიცავთ მითითებულ წესებს. კერძოდ, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ყველა ტანსპორტის დეზინფექცია ჩატარდება, რასაც თითოეული მძღოლი შეასრულებს.  ასევე, დეზინფექცირება ჩაუტარდება ავტოსადგურს. სადეზინფექციო ხსნარს ჩვენ თვითონ გადავცემთ. _ბატონო შალვა,  მგზავრების ფეხზე დგომა  დასაშვები იქნება? _არა. მხოლოდ ადგილების მიხედვით დასხდებიან. ასევე,  უნდა ეკეთოთ პირბადე, როგორც მგზავრებს, ისე მძღოლს. თუ ვინმე არ შეისმენს, ფეხზე დადგება ან პირბადეს არ გაიკეთებს, მძღოლი არ წავა სარეისო მიმართულებით. ამიტომ არჩევანი იქნება თითოეულ მგზავრზე. ასევე, კარგად უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს ფანჯრები. _ზოგ სოფელში არის სამგზავრო ტრანსპორტი, რომლის ფანჯრები არც იღება და არც იკეტება. მხოლოდ საფარად არის ჩასმული. _ამას  გადავამოწმებთ და სანამ არ მოაწესრიგებს, არ მივცემთ მოძრაობის საშუალებას. _მგზავრობის ღირებულება ხომ არ გაზრდილა? _არა. მძღოლს უფლება ეძლევა, რამდენი ადგილიც აქვს ტრანსპორტში, იმდენი მგზავრი გადაიყვანოს. შეზღუდვა არ არის, რომ მხოლოდ ორი ან სამი მგზავრით იაროს. ამიტომ არც ფასი გაზრდილა. ჯერი ჩვენზეა, როგორც დავიცავთ რეგულაციებს, შედეგიც ისეთივე გვექნება, - გვითხრა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?