ზვიად კვაჭანტირაძე მიხეილ ბოცვაძეს პასუხობს: "არაა ლამაზი ასეთი ტყუილების ტირაჟირება"

საზოგადოება

ზვიად კვაჭანტირაძე მიხეილ ბოცვაძეს პასუხობს: "არაა ლამაზი ასეთი ტყუილების ტირაჟირება"

5 იან. 2016, 22:19:12

"ენერგო პრო ჯორჯიას" და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის დაპირისპირება 2 იანვარს, მას შემდგ დაიწყო, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების უმრავლესობა და ქალაქის რამდენიმე უბანი უშუქოდ დარჩა _ თან ახალი წლის ღამეს.

ასობით აბონენტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (ძირითადად სოფლებში) უშუქოდ შეხვდა ახალ წელს. წარმოიდგინეთ? _ მესმის, დღეს ამის წარმოდგენა ძნელია, მაგრამ ფაქტია.

მართალია, ამ გაფუჭებულ საქმეზე მაქსიმალურად მოიკრიბეს ძალები და 70 %-ის აღდგენა მოხერხდა გუშინ 12 საათამდე, მაგრამ ამ წუთისთვის, ანუ , 2 იანვრის 01:05 ისთვის ისევ 3500 აბონენტია გამორთული. ფიზიკური მიზეზი??? _ ნუ იტყვით და თოვლი მოსულა.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. დეკემბერში თოვლი აბა არ უნდა მოვიდეს? _ ალბათ, "ენერგო პრო ჯორჯია" ახალ წელს თოვლს საერთოდ არ ელოდებოდა.

ჯერ კიდევ ოქტომბრის პირველ რიცხვებში ერთი ძალიან გამოცდილი კაცი მეძმარიშვილი გვაფრთხილებდა ყველას, მოემზადეთ ზამთრის სეზონისთვისო. ყველას დავუგზავნე მაშინ ეს გაფრთხილება. ეტყობა, ენერგო პრო ჯორჯიაში არც უნახავთ. ან ჩემი გაფრთხილება რათ უნდათ, რა, თავად არ იციან, რომ დამპალი ბოძები და სადენები, რომელთა მოვლა- პატრონობის და ზამთრისთვის მომზადების პირდაპირი ვალდებულება გააჩნიათ პრობლემებს შექმნიან თუ დროზე არ მიხედე?

ტარიფების მომატებაზე ხომ იზრუნეთ, ამ დროს გამრიცხველიანებასაც კი ვერ ახერხებთ!!! ერთ თეთრს ერთი დღით არავის პატიობთ და გინდათ თქვენმა აბონენტებმა გაპატიოთ ასეთი უპასუხისმგებლობა!

2 ღამეა ოზურგეთში მთელი ხელმძღვანელობა ფეხზე დგას, საკუთარ ოჯახებშიც არ მისულან, ხან ერთი ხაზის რემონტზე არიან, ხან მეორესი და ასობით საყვედურის მოსმენა უწევთ.

რატომ, თორემ კი? _ არ გაფრთხილებდნენ, არ გთხოვდნენ დროზე მიგეღოთ ზომები და ზამთრისთვის სარემონტოები ბოლომდე მიგეყვანათ? ხვალ 15 ბრიგადას აგზავნიან ოზურგეთში. აქამდე რომ გეზრუნათ არც ამ ბრიგადებს გაუმწარებდით ახალი წლის დღესასწაულებს.

არც კი იფიქროს ვინმემ თქვენი გამოქომაგება "ენერგო პრო ჯორჯია" !!!

რაც თქვენ ეს ორი დღეა თქვენი უპასუხისმგებლობით ხალხს და ჩვენს ხელისუფლებას გვავნეთ, ამას ასე მარტივად არ გადაგატანინებთ. პასუხს მოგთხოვთ მთელი სიმკაცრით! _ ეს სტატუსი ზვიად კვაჭანტირაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 2 იანავვრს გამოაქვეყნა. 

ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს "ენერგო პრო ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ "ქრონიკის" ეთერში კი გუშინ უპასუხა:

ფეისბუქ პოსტი 4 დღის წინ გავრცელდა და ჩვენ ამ დრომდე არ გაგვიცია პასუხი, მაგრამ როცა ეს ცენტრალური ტელევიზიებით შუქდება, ჩვენ ვუპასუხებთ და ვიტყვით, რომ სრული მობილიზაცია იყო და სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა კომპანია მოსალოდნელ სტიქიას.

მობილიზება იყო უპრეცენდენტო, მათ შორის ოზურგეთში. პიკზე იყო გათიშული 4000 აბონენტი და უშუქოდ ახალ წელს შეხვდა 300 აბონენტი დაახლოებით. ამის სანაცვლოდ ყველა სოფელი, ყველა ავარია ფეხით გვაქვს შემოვლილი ყველას. 

ვერ მივიღებთ ვერანაირ ბრალდებას. ჩვენი 1200 თანამშრომლის ლანძღვას, რომლებიც ახლაც ბოძებზე არიან ასულნი და სტიქიას ებრძიან უპასუხოდ ვერ დავტოვებთ.  შეიქმნას კომისია, შევხდეთ  და განვიხილოთ ყველა ჩატარებული ღონისძიება.

ბრალდებები, რომელიც არსებობს ნამდვილად განსახილველია. სტიქიის დროს უნდა დაზიანდეს თუ არა საყრდენი, ხაზები, თუ ეს არის კითხვა, გიპასუხებთ, რომ დიახ, უნდა დაზიანდეს.

როდესაც სახლები ინგრევა, აეროპორტები იკეტება, უნდა დაზიანდეს. 

არცერთ ქვეყანაში არ ხდება ისე რომ სტიქის დროს სიცოცხლის რისკის ფასად მომუშავე კოლექტივს თავს ესხმოდნენ.  ჯერ ხდება ამ პროცესების დასრულება და მერე განხილვა.

ყველაფერზე მზად ვართ პასუხი გავცეთ. თბილისიდან შესაძლოა ძალიან მარტივად ჩანს, გარწმუნებთ ყველა სოფელში ვიყავით,  ადგილზე მყოფმა ადამიანებმა ნახეს ჩვენი მობილიზება, _  განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

ბოცვაძის ამ კომენტარს ისევ სოციალურ ქსელში უპასუხა ზვიად კვაჭანტირაძემ:

_ კარგია, რომ რაღაც პასუხი მაინც მივიღეთ. ყოველშემთხვევაში, ცინიკური პასუხი მაინც არაა. რა თქმა უნდა, ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ. კრიტიკა და არა ლანძღვა "ე.პ.ჯ" - ს ხელმძღვანელობას ეხება და არა კომპანიის სხვა, მითუმეტეს რიგით თანამშრომლებს, რომელთა თავგადადებულ შრომაზე მე იმავე პოსტში ავღნიშნე.

არაა ლამაზი ასეთი ტყუილების ტირაჟირება და დაუზუსტებელი ციფრების მოყვანა, ვინ როდის იყო გათიშული და რამდენი ხნით.

სტიქია რაა ყველას გვესმის. როგორ მოამზადეთ სისტემა ზამთრისთვის და სხვა ვალდებულებებს როგორ ასრულებს "ე.პ.ჯ" ამაზე ერთად სერიოზული მსჯელობა და თქვენ კი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ.

ჩვენი კრიტიკა ხომ სწორედ ამას ეხება და არა იმ შრომას, რასაც თქვენ 31 დეკემბრიდან დღემდე ეწევით? ფაქტი სახეზეა, ენერგო პრო ჯორჯიას მონოპოლიური სისტემა ზამთარს სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდა და მოსახლეობის, აბონენტების დიდი ნაწილი, ათასობით ოჯახი, კონკრეტულად გურიაში ძალიან უკმაყოფილოა.

სხვათაშორის, გათიშვები კონკრეტულად ოზურგეთში სხვა დროსაც არაა იშვითობა. ამაზე, ყველაფერზე სერიოზული საუბარი მოგვიწევს მალე, _ წერს კვაჭანტირაძე.




 ახალი ამბები
  • პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა დავით ჭაკუას გადმოყვანა განახორციელესსპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ დავით ჭაკუას (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) გადმოყვანა განახორციელეს. დავით ჭაკუას 2013 წლის 8 იანვრის დადგენილებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით); 25,1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, "ბ“, „დ“, „ე“ ,„ზ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (პატიმართა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მიზნით წაქეზება, რაც გამოიხატა პატიმართა დამცირებაში, იძულებაში, მათ არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად დაკავებულის მიმართ და შეკვეთით); 25,145-ე მუხლით (დანაშაულთა პროვოკაციის მიზნით წაქეზება); 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით წაქეზება); 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება, რაც გამოიხატა მოწმის იძულებაში ცრუ ჩვენების მისაცემად, რასაც ერთვის მისთვის და მისი ახლო ნათესავისთვის ძალადობა და სხვა მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დავით ჭაკუა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ,„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. დავით ჭაკუას მიმართ 2013 წლის 27 თებერვლიდან გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით ჭაკუას ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარის მიერ სრულად დაკმაყოფილდა 2020 წლის 17 ივნისს. საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მიუხედავად კოვიდ19-ის ვირუსით განპირობებული გამოწვევებისა, შესაძლებელი გახდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მსჯავრდებულის ბერლინიდან საქართველოში ესკორტირების მიზნით. მსჯავრდებული თავდაპირველად მოთავსებული იქნება პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამედიცინო საკარანტინო სივრცეში. 21-დღიანი საკარანტინე პერიოდის შემდეგ, ის გადაყვანილი იქნება იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც მოიხდის ... ...
  • “იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. “პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს. ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი. ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რის გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი. არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია! დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.“ - წერს ნინო ... ...
  • გომისმთაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს (R)დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისს N825 განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა დაბა გომისმთის დასახლება. შედეგად „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები,“-აღნიშნულია ... ...
  • კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის პატივისცემისაკენ მოუწოდებსკოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესების შეწყვეტისა და ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანების პატივისცემისაკენ მოუწოდებს ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ მცდელობას სახელმწიფომ დასაჯოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები. ვფიქრობთ, მსგავსს პრეცენდენტს ქმნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებული გამოძიება. რომელიც მიმართულია „მთავარი არხის“ სიუჟეტის შინაარსზე. მიგვაჩნია, რომ წამოწყებული პროცესით, კიდევ უფრო ღვივდება მედიის მიმართ უნდობლობა, და სახეზეა ცენზურის საფრთხე. გავრცელებული ინფორმაციით, სუს-მა „საბოტაჟის“ მუხლით გამოძიება 2020 წლის 16 მარტს უწყებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უსაფრთხოების სამსახური სწავლობს 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების პირობებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილებების შესაძლო ბოროტად გამოყენებას. გამოიკითხა სიუჟეტის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი, ხოლო 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხიდან“ რეპორტაჟის დაუმონტაჟებელი ვიდეო მასალის გამოთხოვის თაობაზე უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა საგანგაშოა მედიის თავისუფლებისათვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება.სიუჟეტში პროფესიული გადაცდომის ან უზუსტობების შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს და ჟურნალისტთა პროფესიული გადაცდომების კორექციის საჭიროებისას უნდა გამოიყენოს მედიის თვითრეგულირების მექანიზმი, ისევე როგორც ჟურნალისტთა კოლეგიურ გაერთიანება - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია . კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გასცეს დირექტივა მედიის თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად. ვითხოვთ, დროულად შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის საქმე გადაეცეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ან /და შესწავლა დაიწყოს "მთავარი არხის" თვითრეგულირების მექანიზმის ... ...
  • ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელიც მდინარე ტეხურუში დაიხრჩოცოტა ხნის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურაში 18 წლის ბიჭი გადავარდა. როგორც გაირკვა, ის ადგილობრივი მკვიდრია.~ როგორც "გურია "ნიუსთან" თვითმხილველები ამბობენ, ბიჭს, სავარაუდოდ, გული გაუსკდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...