"ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს

საზოგადოება

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს

2016 იან 25 01:47:13

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"2016 წლის 23 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა - „ბიზნეს კურიერის“ და შემდგომ კი „კურიერის“ ერთ-ერთი სიუჟეტი დაეთმო შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“  მიერ მიღებული გაზის აღრიცხვის, ტექნიკური დანაკარგების და ფინანსური მაჩვენებლების საკითხს.

სიუჟეტში გაჟღერებული თემატიკის ანალიზის შედეგად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იგი მომზადებულია არაკომპეტენტური წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და წარმოადგენს დაკვეთილ, მიზანმიმართული ცილისწამების შედეგად შეთითხნილ ბრალდებას.

საკითხის უფრო ღრმად გარკვევის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის აღკვეთის მიზნით, ვალდებულად ვთვლით  სიუჟეტში გასულ ბრალდებებს გავცეთ კომპეტენტური და  რეალობის ამსახველი პასუხი.

დღეის მდგომარეობით ქ. თბილისის გაზმომარაგება ხორციელდება  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მაგისტრალური მაღალი წნევის გაზსადენიდან, გაზის მიღების ოთხი ძირითადი წერტილის და მათთან არსებული სათაო გაზგამანაწილებელი სადგურების (გგს) მეშვეობით (ნავთლუღი, გლდანი, გაჩიანი და დიდი დიღომი). რის შემდეგაც გაზი ნაწილდება კომპანიის შიდა გგს-ბზე და გაზმარეგულირებელ პუნქტებზე.

გაზის მიღების ოთხივე წერტილში (სათაო სადგურებზე) დამონტაჟებულია გაზის აღრიცხვის კვანძები, რომლებიც დამოწმებულია საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სააგენტოს მიერ და დალუქულია საგადასახადო უწყების და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის სპეციალური ლუქებით. სათაო მრიცხველები განთავსებულია სახელმწიფოს მიერ დაცულ ტერიტორიაზე. აღრიცხვის კვანძების მეშვეობით აღირიცხება ქ. თბილისის მიერ მიღებული გაზის რაოდენობა, რის საფუძველზეც ყოველთვიურად ხორციელდება  გაზის მომწოდებელთან შესაბამისი ანგარიშსწორება.

ქალაქში შემომავალი გაზი ნაწილდება უშუალოდ საცალო მომხმარებლებზე  და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მათ მიერ მიღებული გაზის აღრიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველების მეშვეობით (კერძოდ, მოსახლეობაში და კომუნალურ ობიქტებზე დამონტაჟებული  თითოეული მრიცხველის მეშვეობით). გამომდინარე აქედან, სიუჟეტში მოხსენიებულ ე.წ. „საუბნო მრიცხველებს“ არანაირი კავშირი არა აქვთ გაზის აღრიცხვის საკითხთან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის გაზგამანაწილებელი ქსელი წარმოადგენს ჩაკეტილ (დარგოლილ) სისტემას და მასში შემოსული გაზი მიეწოდება მხოლოდ საცალო მომხმარებლებს. გაზის ნაკადის მიმართვა აღნიშნული სისტემის გარეთ ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან ის აუცილებლად აისახება საცალო მომხმარებლების მრიცხველებზე.

რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, 2009 წლიდან, მას შემდეგ რაც კომპანია იმყოფება სპეციალური მართვის რეჟიმში, სწორად შერჩეული და დაგეგმილი მენეჯმენტის შედეგად დანაკარგები შემცირდა 33%-დან 10%-მდე, მაშინ როცა 2009 წელთან შედარებით 2015 წელს გაზის მიღება გაზრდილია 70%-ით.

დანაკარგების შემცირების დინამიკა- 2007წ - 37,3%, 2008წ - 32,7%, 2009წ - 27,8%, 2010წ - 21,2%, 2011წ - 17,8%, 2012წ - 14,9%, 2013წ - 14,2%, 2014წ - 10,37%,  2015წ - 10,3%

რაც შეეხება ყოფილი გენერალური დირექტორის, სანჟარ შოკატაევის მიერ სიუჟეტში გაკეთებული განცხადება, თითქოს ყაზახური მენეჯმენტის დროს კომპანიას ქონდა მოგება, არ შეესაბამება სიმართლეს, რის დასტურადაც წარმოვადგენთ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „იუაი საქართველოს“ ((EY) რომელიც კომპანიის აუდიტს აკეთებს ყაზახური მენეჯმენტის პერიოდიდან) ჩატარებული აუდიტის დასკვნებიდან მოგება-ზარალის ციფრებს წლებად.

2006წ : -25 721 206 ლარი, 2007წ: -57 795 240 ლარი, 2008წ: -70 390 468 ლარი, 2009წ: -59 855 483 ლარი, 2010წ: -27 777 050 ლარი, 2011წ: 8 075 967 ლარი, 2012წ: 3 144 937 ლარი, 2013წ: -5 861 352 ლარი,  2014წ: -14 068 838 ლარი

ყაზახური მენეჯმენტის მიერ კომპანიის მართვის არც ერთ წელს კომპანიას ფინანსური წელი მოგებით არ დაუსრულებია.

გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სპეცმმართველობის პერიოდში, კომპანიამ გარდა დანაკარგების მაჩვენებლის გაუმჯობესებისა,  ყაზახური მენეჯმენტის მიერ დაგროვილი ვალებიდან დაფარა 109 მილიონი ლარი, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს ვალის ნაწილი, ისე რომ მიმდინარე დავალიანება არ დაუგროვებია და არ აქვს ვადაგასული ამოსაღები დებიტორული დავალიანება.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, კონკრეტული საკითხების დაზუსტების მიზნით შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის“ ოფიციალურად წერილობით არ მოუმართავს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’-ის გადაცემების „ბიზნესკურიერის“ და „კურიერის“ არცერთ ჟურნალისტს, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს ვივარაუდოთ, რომ სიუჟეტი მომზადებულია ტენდენციურად. მასში ასახული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს და ემსახურება არა კომპანიაში არსებული რეალური სიტუაციის გაშუქებას, არამედ მიმართულია კომპანიისა და მისი ყოფილი, თუ ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისკენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია  შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის’’.

ამასთან, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, საკითხის კომპეტენტური შესწავლის გარეშე თავი შეიკავონ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქის გაზმომარაგებასთან" _ აღნიშნულია შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ,,ვფიქრობდი, დიტოს პატრონი არ ჰყავს და ამერიკაში სასწავლებლად ვინ გაუშვებს-მეთქი",,სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებ, დედა. ვამაყობ, შვილო, დიტო, შენით!"-ასეთ ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში სამტრედიელი ემიგრანტი ქალი. პროფესიით მედდა, ნანა ჯანელიძე რამდენიმე წელია საკუთარი ოჯახიდან მოშორებით, იტალიის ქალაქ ბარში ემიგრაციაში ცხოვრობს. მისი შვილი, 26 წლის დიმიტრი ჩაგრაგანიძე ამ წუთებში ამერიკაში, ოკლა ჰომას აეროპორტშია, საიდანაც ჯერ საფრანგეთში, შემდეგ ისრაელში და ბოლოს საქართველოში ჩამოფრინდება. დიმიტრი ჩაგრაგანიძე გორის თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულია და ხონის საარტილერიო მეექვსე ბრიგადაში მსახურობს. რვა თვის წინ თავდაცვის სამინისტროში გამოცდები ჩააბარა და ამერიკაში სწავლების უფლება მოიპოვა. დიმიტრი ჩაგრაგანიძემ რვათვიანი სწავლება წარმატებით გაიარა და შესაბამისი დიპლომიც აიღო. ამის ამსახველ ფოტო სურათებს დედა სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ,,გურია ნიუსთან" გულახდილად ამბობს, რომ ამას არ მოელოდა:,,ვფიქრობდი, დიტოს პატრონი არ ჰყავს და ამერიკაში საწავლებლად ვინ გაუშვებს-თქო. გამოცდების შემდეგ თავდაცვის სამინისტროში რომ დაიბარეს და ამერიკაში გასამგზავრებელი ბილეთი რომ გადასცეს, მაშინ ვიწამე ყველაფერი", _ გვეუბნება დედა. კვალიფიკაციაამაღლებულ დიმიტრი ჩაგრაგანიძეს საქართველოში სამხედრო სამსახური, ოჯახი, საყვარელი მეუღლე და პატარა ვაჟკაცი ... ...
  • „გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭება“_ ოზურგეთის საკრებულო განკარგულებას ტაშით შეხვდა დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოგზავნილი წინადადება  მოისმინა, რომელიც ალეკო მამეშვილმა წარმოადგინა. მან ისაუბრა გომის მთის ირგვლივ არსებულ პროცესებზე, რაც გასულ წლებში ხდებოდა: _იყო  ადმინისტრაციულ ერთეულად მიღების საკითხზე მსჯელობა, ასევე იყო სოფელ შემოქმედის საზღვრებში მოქცევის საკითხიც. დღეს მივდივართ იქით,  რომ მოხდეს  დამოუკიდებელ ტერიტორიულ  ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბება.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მომართეს მოქალაქეებმა სამოტივაციო წერილით, რომ აქვთ სურვილი, რეგისტრაცია გაიარონ და გახდნენ გომის მთის მცხოვრებლები.  ამ განცხადების საფუძველზე მერიამ მიმართა  საკრებულოს, რათა დაწყებული იქნეს პროცესი გომის მთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით , -თქვა მამეშვილმა და ისაუბრა ასევე გომის მთის, როგორც კურორტის  ისტორიაზე, რომელიც  1931 წელს დაიწყო.  ხოლო 1950 წელს  შევიდა პირველი გზა და 90 წელია ეს კურორტი არსებობს გომის მთის სახელით.   ამიტომ სახელდებასთან დაკავშირებით დაგვჭირდება საკრებულოს თანხმობა, რომ მოწონებული იქნეს  სახელწოდება გომის მთა. მე მქონდა საუბარი და  კომუნიაკაციაში ვარ სამინისტროსთან. ხელისუფლება და საქართველოს მთავრობა მზად არის შემჭიდროებულ ვადებში,  მხარი დაუჭიროს თქვენს  გადაწყვეტილებას, გომის მთასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, მალე გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭება - უთხრა მამეშვილმა საკრებულოს წევრებს. საკითხის ირგვლივ  ასევე  ისაუბრა საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. მან გამოხატა  საკუთარი პოზიცია და თქვა, რომ მომხრეა გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭოს. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა  მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილ წერილზე, რომ კურორტ გომის მთას დაბის კატეგორია მიენიჭოს. _მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პროცესი, რომელიც დაწყებული იყო და გომის მთა შემოქმედის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო, უარყოფილი იქნა. ამ პროექტის გახორციელება ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლის ზრდას, ინფრასტრუქტურული გარემოს  გაუმჯობესებას, _თქვა მან და მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაეჭირათ განკარგულებისთვის. დეპუტატებმა,  საბოლოოდ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადება მოიწონეს,  შესაბამისი განკარგულება დაამტკიცეს და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად, ამ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ. ... ...
  • „ვ**ნაურობდი“ – ნინო ხაჟომიას პასუხი „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტს„აჭარის ტელევიზიის“ ახალდანიშნული ახალი ამბების რედაქტორი ჟურნალისტის შეკითხვას, რას საქმიანობდა გადაცემა „60 წუთის“ დახურვის შემდეგ, ნინო ხაჟომია პასუხობს, „ვ**ნაურობდი“. ინტერნეტში იძებნება ნინო ხაჟომიას მიერ ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს, რომ „რუსთავი 2-დან“ წასვლის შემდეგ „რეალ TV-ში“ გადავიდა სამუშაოდ. „ამჟამად ვარ „რეალ TV-ში“. გურამმა შემომთავაზა საინტერესო პროექტის გაკეთება. ეს არის ქართული საქმე. პრინციპში, ისევ ვიმუშავებ ქართულ ბიზნესზე. ეს პროექტი არის ეკონომიკის სამინისტროსი და იქნება ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი ბიზნესის შესახებ”, – განუცხადა „თბილისელებს“ ნინო ხაჟომიამ. ნინო ხაჟომიას „აჭარის ტელევიზიის“ ახალი ამბების რედაქტორად დანიშვნის შესახებ 24 თებერვალს გახდა ცნობილი. წყარო: ... ...
  • ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართებაევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა. მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღეს. „ჩვენ ვალდებულება გვაქვს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ ჩავატაროთ მინისტერიალი, ჩავატაროთ ამ ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. ამავე დროს არ უნდა დაზიანებულიყო ჩვენი კანონმდებლობა და მოგეხსენებათ, ჩვენი კანონმდებლობა რასთან არის დაკავშირებული - მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა. გვევალებოდა, რომ უზრუნველგვეყო ყველა წევრის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, ამიტომ ვიყავით კონსულტაციის რეჟიმში, რომ ყველა შესაძლო სცენარი გნგვეხილა. არსებობს პრეცედენტები, როდესაც ამის შესაძლებლობა გამოინახა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა რესურსი გვქონდა გამოყენებული. გუშინაც ჟენევაში, როდესაც გენერალურ მდივანს შევხვდი, სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი, მათი მხრიდან არის აბსოლუტურად სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მინისტერიალი ჩატარდეს სტრასბურგში. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ მსგავსი პრეცედენტიც არსებობს, როდესაც ქვეყნებმა, რომლებიც იყვნენ თავმჯდომარეები, მინისტერიალი ჩაატარეს სტრასბურგში“, - განაცხადა ზალკალიანმა. ზალკანიანს იმედი აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებს საზოგადოება გაგებით მოეკიდება, თუმცა მისივე თქმით ამ დიდი შეხვედრის ჩატარება საქართველოსთვი ძალიან მომგებიანი იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალისა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებისთვის უნდა ემასპინძლა. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენდა, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებდა, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი ... ...
  • ნათია თურნავა კორონავირუსზე - "ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება"ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“-ზე განაცხადა. თურნავას თქმით, ეს გლობალური გამოწვევაა, რომელიც გაზაფხულთან ერთად გადაივლის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. „ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ექნება თავისი ზემოქმედება გლობალურ ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, ავიაციაზე. მაგრამ მინდა დავიწყო პოზიტივით. საქართველოში არ გვაქვს პანიკის საფუძველი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მომზადებულია, ყველა საჭირო ზომა დროულად მივიღეთ, მათ შორის არაპოპულარული ზომებიც საკმაოდ სწრაფად. ჩვენთვის უპირატესია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უყოყმანოდ შევწვიტეთ ფრენები ჩინეთთანაც და ირანთანაც. თუ კიდევ რაიმე იქნება საჭირო, ყველა აუცილებელ ზომას მივიღებთ. რაც შეეხება ზიანს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ფაქტორის ზემოქმედება. პირდაპირი ზემოქმედება ტურიზმზე, რაც გამოწვეული იქნება ირანთან და ჩინეთთან პირდაპირი ფრენების შეჩერებით, დავითვალეთ და თვეში დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. ეს ეხება მხოლოდ ამ ორ მიმართულებას. ზოგადადაც, სხვა ქვეყნებიდანაც შეიკავებენ ადამიანები თავს მოგზაურობისგან და ამას ექნება თავისი ნეგატიური ზეგავლენა. ნება მიბოძეთ გამოვთქვა იმედი, რომ ეს ფაქტორი დიდხანს არ გაგრძელდება. ამ ვირუსს აქვს თავისი თვისებები და დათბობასთან ერთად, გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის. 2-3 თვის ზარალს, იმედი მაქვს შემდეგ თვეებში შევავსებთ იმიტომ, რომ ძალიან დივერსიფიცირებულია ჩვენი ტურიზმის გეოგრაფია“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა: „ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...