მედიაცია _ კეთილი ნების შუამავლებისა და პროფესიონალი მომრიგებლების ინსტიტუტი

საზოგადოება

მედიაცია _ კეთილი ნების შუამავლებისა და პროფესიონალი მომრიგებლების ინსტიტუტი

2012 აპრ 9 17:38:36

მედიაცია სახალხო ენაზე

იმ პატარა ქალაქში, სადაც ბავშვობა გავატარე, დიანა დეიდას მთელი დუნია იცნობს. მასავით ჩქარი სიარული და ხმამაღალი ლაპარაკი არასდროს არავის შეეძლო. მისი პროფესიული თვისება გახლდათ ეს. პროფესია კი მეტად საპასუხისმგებლო და უნიკალური ჰქონდა _ საოჯახო, სამეზობლო, საუბნო, საქორწილო, საქელეხო, სრულიად საქალაქო და ქალაქს საზღვრებს გაცდენილი დავების მოგვარება. ეს არასრული სია გახლავთ იმ ჩამონათვალისა, რაც დიანა დეიდას სამომრიგებლო-საშუამავლო ფუნქციებში შედიოდა.

მის მიერ "განხილული" ქეისები უნიკალური იყო თავისი შედეგით. მაგალითად, საოჯახო დავების მოგვარებისას, დიანა დეიდა ისე ახერხებდა, რომ კმაყოფილი იყო არა ორივე, არამედ სამივე მხარე _ ცოლი, ქმარი და ქმრის საყვარელიც კი.

ქალბატონი მერის და ქალბატონი ვერას ტიპის სამეზობლო დავების შემთხვევაში, რომელიც ძირითადად ცენტრალური ჭიშკრით სარგებლობის უფლებას გულისხმობდა, დიანა დეიდას მთავარი კოზირი წინაპრებისა და მათი ურთიერთობის შეხსენება იყო, _ "მერი დეიდა, რა იყო, ვერ ეტევით ამხელა ჭიშკარში ინდაურის წონა ქალები? ამას ახლა ცხონებული დედაშენი რომ უყურებდეს, გადატრიალდებოდა საფლავში..." იგივე ტექსტს, ოღონდ სხვაგვარი ინტერპრეტაციით ეუბნებოდა ვერასაც.

რაც შეეხება ქორწილებს, ქელეხებსა და ამ სახის ღონისძიებებს, დიანა დეიდას დიდი სია ჰქონდა შედგენილი, რომელ დღეს სად იყო მისასვლელი. მისი დანიშნულების ადგილზე ყოფნა ავტომატურად გულისხმობდა მოსალოდნელი დანაშაულის (სიძე-პატარძლის, მთვრალი სტუმრების და დაღლილი მასპინძლების ჩხუბის, კამათის ან კინკლაობის) პრევენციას. თუმცა, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, მოჩხუბარ კაცებს შორის ჩამხტარიც არაერთხელ უნახავთ.

შიგადაშიგ, როცა დიდი საქმეები არ ჰქონდა განსახილველი, მაჭანკლობა უყვარდა და დიანა დეიდას სახელობის არაერთი ოჯახი არსებობს, რითაც ის განსაკუთრებულად ამაყობს.

მაგრამ მისი ყველაზე დიდი "ქეისი", რამაც საყოველთაო აღიარება მოუტანა, "რუსი ტოლიკას და პატარა თამარას" საქმის სახელითაა ცნობილი.

არავინ იცის, რა ითქვა იმ "დახურულ სხდომაზე, "რომელსაც მხოლოდ დიანა დეიდა, ტოლიკა და პატარა თამარა ესწრებოდნენ, მაგრამ შედეგი გამაოგნებელი იყო. პატარა თამარამ მისი კარის მეზობელ ტოლიკას აპატია უმძიმესი დანაშაული _ ჯანმრთელობის დაზიანება მძიმე ხარისხით და გამოუსწორებელი შედეგით. არც მეტი არც ნაკლები, თვალის ჩინის დაკარგვაზე იყო საუბარი, რომელიც ტოლიკამ გადაჭარბებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა.

ვინ არის დიანა დეიდა პროფესიით, დღესაც არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მოლაპარაკებების წარმოების უბადლო და არაერთგვაროვან ტექნიკას ფლობდა.

როდესაც საქართველოში სასამართლო მედიაციის ინსტიტუტის შემოღების შესახებ ამბავი გავიგე, რომელიც საოჯახო, სამემკვიდრეო და სამეზობლო დავებზე გავრცელდება, პირველი, რაც გამახსენდა, დიანა დეიდას "ქეისები" გახლდათ.

და მივხვდი, რომ ჩემი კარის მეზობელი, წარმოშობით გურული და ქობულეთში გამოთხოვილი დიანა დეიდა ერთ-ერთი საუკეთესო მედიატორი გახლდათ...

მედიაცია სამართლებრივ ენაზე _ სასამართლოდან გატანილი საქმეები მხარეთა კმაყოფილების ხარჯზე

"მედიაცია" (Mediation) ინგლისურიდან თარგმანში "შუამავლობას" ნიშნავს.

მედიაცია არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება _ მოლაპარაკების წარმოების ტექნიკა, როდესაც დამოუკიდებელი მედიატორი ცდილობს მოდავე მხარეთა პოზიციების დაახლოებას; მათ დახმარებას, თავად მივიდნენ არსებული უთანხმოების რაციონალურ და ორივე მხარისათვის მისაღებ გადაწყვეტამდე.

მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი, ნებაყოფლობითი პროცესია, როდესაც მესამე, ნეიტრალური მხარე _ მედიატორი, ხელს უწყობს დაპირისპირებულ მხარეებს დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით.

თამარ ზამბახიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, საქართველოში შეიქმნა მედიაციის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში სავალდებულო მედიაციის ინსტიტუტი კანონით გავრცელდება საოჯახო, სამემკვიდრეო და სამეზობლო დავებზე. ეს იმ კატეგორიის დავებია, რომლებშიც, როგორც წესი, ყველაზე დიდია დავის მორიგებით დასრულების ალბათობა. ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, მედიაციას შეიძლება დაექვემდებაროს ნებისმიერი სხვა სამოქალაქო დავა".

სასამართლო მედიაციას ეფექტურად გამოიყენებენ ევროპის ქვეყნებში და სასამართლო დარბაზებს მიღმა მოგვარებული საქმეების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

მაგალითად, გერმანიაში მედიაციის სამი ფორმაა: არასასამართლო (კერძო) მედიაცია, შიდა სასამართლო მედიაცია და სასამართლოსთან არსებული მედიაცია.

არასასამართლო (კერძო) მედიაციას, არანაირი შეხება არ აქვს სასამართლოსთან. ამ შემთხვევაში, მხარეები, რომლებსაც აქვთ გარკვეული სამართლებრივი პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ, დავის სასამართლოში განხილვის სანაცვლოდ, მიდიან მიუკერძოებელ მესამე პირთან, რომელიც მათ ეხმარება დავის მორიგებით დასრულებაში.

ავსტრიაში გარკვეულ საქმეებზე, მაგალითად, სამეზობლო დავებზე არის სავალდებულო მედიაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები სასამართლოსთვის მიმართვამდე ვალდებულები არიან, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის გზას მიმართონ, მათ შორის მედიაციას. შვეიცარიაში, გარკვეული გამონაკლისების გარდა, რომლის ჩამონათვალიც არსებობს, სავალდებულო არის თავდაპირველად მომრიგებელი მოსამართლისთვის მიმართვა ან ალტერნატივის სახით მედიაციის გამოიყენება.

რაც შეეხება საქართველოს, სამოქალაქო პროცესში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სავალდებულო მედიაცია შემოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეებს რომც არ ჰქონდეთ მედიაციაზე წასვლის სურვილი, მოსამართლეს შეუძლია გადაწყვიტოს და კონკრეტული საქმეები, როგორიცაა: საოჯახო, მემკვიდრეობითი და სამეზობლო დავები გადააგზავნოს სავალდებულო მედიაციაზე.

დღესდღეობით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში საქართველოში მედიაცია გახორციელდება მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში. საპილოტე პროგრამის დანერგვაში, სასამართლოსთან ერთად, აქტიურადაა ჩართული გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

რა გახდა ამ ინსტიტუტის შემოღებისა და სამოქალაო პროცესში ცვლილებების შეტანის მიზეზი?

შალვა პაპუაშვილი, GIZ -ის სამართლის პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელი: "მედიაციის შემოღების ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ სამოქალაქო საქმეების მზარდი სტატისტიკა ბოლო წლების განმავლობაში. მაგალითისთვის, პირველი ინსტანციის სასამართლოებში შესული სამოქალაქო სარჩელების რაოდენობამ 2011 წელს 2009 წელთან შედარებით 65% მოიმატა. აბსოლუტურ ციფრებში _ 22612-დან 33546-მდე. აქედან თითქმის ნახევარი თბილისის საქალაქო სასამართლოზე მოდის. ამის გათვალისწინებით, საპილოტე პროგრამა პირველად სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოში გახორციელდება. სასამართლო სისტემის გადმოსახედიდან ამას ის უპირატესობა აქვს, რომ მოხდება სასამართლოს განტვირთვა ამგვარი ტიპის საქმეებისგან. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს სასამართლო თავიდან იშორებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მას მიმართავენ. უბრალოდ, ხდება დავის უფრო მარტივად, უფრო სწრაფად და ამავე დროს უფრო შედეგიანად მოგვარება".

მარტივად, სწრაფად, შედეგიანად და იაფად _ მაქსიმალური კმაყოფილება მინიმალური დანახარჯით

ქართველებს სიტყვა "ვალდებულება" არ გვიყვარს და რადგან საქმე სავალდებულო მედიაციას ეხება, არავინ იცის, როგორ მიიღებს ამას საზოგადოება. მედიაციის შესახებ რაიმე სახის საზოგადოებრივი კვლევა, ჯერჯერობით, არ ჩატარებულა.

"გურია ნიუსის" გამოკითხვების მიხედვით, ამ ახალი ინსტიტუტის შესახებ მოქალაქეებს ბევრი არაფერი სმენიათ. თუმცა, ჩვენ მიერ გაკეთებული განმარტებების შემდეგ ამბობენ, _ "წესით, ცუდი არ უნდა იყოსო..."

GIZ -ის სამართლის პროგრამის ჯგუფის ასისტენტის, ნონა გელაშვილის თქმით, "საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევების მიხედვით, სავალდებულო მედიაციის დროს ნებაყოფლობითზე ნაკლებეფექტური შედეგი არ დგება."

ქართული სასამართლო სისტემაც დადებითი ეფექტის მოლოდინშია.

თამარ ზამბახიძე: "ზუსტი პროგნოზირება ცოტა რთულია, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ ამ ინსტიტუტის დანერგვა იქნება წარმატებული, დიდია. ამ იმედს ამყარებს ის გარემოება, რომ მედიაცია დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში. გარდა ამისა, მედიაციის დროს მთავარი მხარეთა ნებაა და შესაბამისად, უარყოფითი ფაქტორებიც თითქმის არ არის."

რა არის მედიაციის დადებითი ფაქტორები და რატომ უნდა დავთანხმდეთ ასეთ შემოთავაზებას?

ყველაზე მომხიბვლელი წინადადება საქმის კონფიდენციალურობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი მეზობლის ან ცოლ-ქმრის ჩხუბი არ გახდება უბნის ბირჟაზე საჭორაო თემა და რაც მთავარია, თავიდან მოცილებულები გეყოლებით ჩვენ, "აბეზარი ჟურნალისტები". გარდა ამისა, "თქვენი ენა არ იქნება თქვენი მტერი".

ერთი სიტყვით, მედიაციის პროცესი დახურულია. მხარეებს შეუძლიათ მშვიდად ისაუბრონ პროცესის მიმდინარეობისას, ვინაიდან მედიაციის განმავლობაში მოპოვებული ყველა ინფორმაცია დარჩება საიდუმლოდ და მისი გამოყენების უფლება მხარეებს არ ექნებათ საქმის სასამართლო წესით განხილვის შემთხვევაშიც კი.

მეორე დადებითი ეფექტი არის ნაკლები ხარჯები.

შალვა პაპუაშვილი: "მხარეებს პროცესის ნებისმიერ დროს შეუძლიათ განაცხადონ მედიაციაზე წასვლის თანხმობა. მედიაციაზე, სასამართლო ბაჟისგან განსხვავებით, დავის ღირებულების სამი პროცენტის ნაცვლად, იხდიან ერთ პროცენტს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეს ბაჟის თანხა გადახდილი აქვს, მედიაციით დავის დასრულების შემთხვევაში, ბაჟის სახით გადახდილი თანხის 70% უკან დაუბრუნდება."

არის კიდევ 3 ფაქტორი, რაც მედიაციის საპილოტე პროგრამის ინიციატორებს ოპტიმისტური განწყობის საფუძველს აძლევს.

ხანგრძლივობა _ მედიაცია შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე საათი ან დღე, საქმის სირთულიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესები გრძელდება თვეობით, ზოგჯერ კი წლობით.

კონტროლი _ მხარეები თავად აკონტროლებენ მედიაციის პროცესს და შედეგამდეც თავად მიდიან ეტაპობრივად, მედიატორის დახმარებით.

არაფორმალური გარემო _ მხარეეები უფრო გახსნილები არიან ერთმანეთის მიმართ და საშუალება ეძლევათ ერთად გააანალიზონ დავის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები.

ნონა გელაშვილი: "ეს ყველაფერი უცხოეთში კეთდება მხარეთა კმაყოფილებისთვის. იგივე პრინციპით მოხდება ამ პროცესის გახორციელება საქართველოშიც. ძალიან ხშირად საოჯახო, მემკვიდრეობითი და სამეზობლო დავები რეალურად ისეთ საფუძველზეა წარმოშობილი, რაც სულ არ არის სასამართლო განსჯის საგანი. პრობლემა სულ სხვა რამეშია ხოლმე, რასაც საფუძვლად პიროვნული კონფლიქტები უდევს. ამიტომ, ადამიანებს შორის საუბარი და პოზიციებზე შეჯერება, პირველ რიგში, თვითონ მხარეებისთვისაა დადებითი ფაქტორი."

მედიატორი _ ყველაზე ლიბერალური, უასაკო და კეთილშობილური პროფესია

როგორც ჩვენი სტატიის ექსპერტები ამბობენ, ყველაფერი, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, მხარეთა კმაყოფილებისთვის კეთდება.

მხარეების კმაყოფილების ხარისხი კი, მთლიანად კეთილ შუამავლებზე ანუ მედიატორებზეა დამოკიდებული.

ვინ შეიძლება იყოს მედიატორი?

ეს საკითხი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარადაა მოწესრიგებული. გერმანიაში ამ საკითხზე, ჯერ-ჯერობით, მკაცრი რეგულაციები არ არის, თუმცა არსებობს მედიატორთა პროფესიული გაერთიანებები, რომლებიც წევრის სტატუსის მიღებისთვის სხვადასხვა წინაპირობას აყენებენ, როგორიცაა ასაკი, განათლება, მედიაციის მეთოდებზე სულ მცირე 200 სასემინარო საათის დაგროვება. ამასთან, ეს გაერთიანებები საკუთარი წევრებისთვის აწესებენ გარკვეულ სტანდარტებს ეთიკის კოდექსების სახით, რომელსაც უნდა ემორჩილებოდეს მედიატორი.

მკაცრი რეგულაციები არც საქართველოშია გაწერილი. მაგალითად, ჯერჯერობით, არ არის განსაზღვრული მედიატორის ასაკი, განათლების ხარისხი და რაიმე სახის აკრძალვა არც ნასამართლევ პირებზეა დაწესებული. ჯერ არ არის გადაწყვეტილი მედიაციაზე გასატანი საქმისა და მედიატორის შერჩევის პრინციპი.

მთავარია, ადამიანი იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი და კარგად ფლობდეს ურთიერთობის ხელოვნებას.

ნონა გელაშვილი: "პროცესში შევიდა ძალიან ზოგადი ცვლილებები და სწორედ ახლა, საპილოტე პროგრამის ფარგლებში უნდა ჩამოვყალიბდეთ როგორ მოხდება ეს ყველაფერი. შესაძლოა, საქმე გადაეცეთ აკრედიტირებულ მედიატორებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ სპეციალური კურსები და თავად მხარეები ამოარჩევენ იქედან მედიატორს. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, შეიძლება, მოსამართლემ შესთავაზოს მედიატორი. ეს სისტემა ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული. იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ შექმნილიყო მედიატორთა კავშირი, რომელიც წარმოადგენდა სიას, ან არასამთავრობოებს შეექმნათ მსგავსი ტიპის სამსახური. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ მედიატორი იყოს სერთიფიცირებული, რომელიც თავისი უნარ-ჩვევებით გამოდგება მხარეებთან საურთიერთობოდ. პირველ ეტაპზე, არ არის ჩამოყალიბებული, როგორ მოხდება ამ ხალხის შერჩევა. საპილოტე ფარგლებში მოხდება, სავარაუდოდ, 10 ადამიანის შერჩევა და მათი გადამზადება. ისინი იმ პროფესიულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ, რაც წარმატებული მედიაციისთვისაა საჭირო. მათი გადამზადება მოხდება უცხოელი კოლეგების მიერ. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, საპილოტე ფარგლებში მედიატორები იქნებიან ქართველები, მაგრამ მათ მენტორებად ეყოლებათ უცხოელები, რომლებიც დააკვირდებიან ამ პროცესს. ალბათ, ამ ყველაფრის შემდეგ გამოჩნდება, თუ როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ეს სისტემა."

მედიაციის ერთ-ერთ უპირატესობად ასახელებენ იმასაც, რომ სამართლებრივი კონფლიქტის მოგვარებასთან ერთად, იზრდება პიროვნული კონფლიქტის მოგვარების შანსიც. სხვა ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, მედიაციით გადაწყვეტილი დავების 90% უკვე აღარ საჩივრდება.

P.S. დიანა დეიდას სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება. მის მიერ გადაწყვეტილი დავების 100% აღარ გასაჩივრებულა. ის დღესაც წარმატებით აგრძელებს თავის მომრიგებელ-საშუამავლო-სამაჭანკლო საქმიანობას და ზუსტად ისევე ეფექტურად, როგორც მაშინ, ჩემს ბავშვობაში და რადგანაც კანონი არანაირ ასაკობრივ შეზღუდვას არ აწესებს, მას დიდი შანსი აქვს, მედიატორების შესარჩევ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და საკუთარ თავზე აღებული ეს კეთილშობილური მისია დაიკანონოს როგორც ოფიციალური პროფესია, პროფესია _ მედიატორი!




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...
  • გიორგი გახარია: "ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე""მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას ჩვენება მისცა, თუ საჭირო იქნა, მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას" _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, პროკურატურის გადასაწყვეტია რამდენ ადამიანს დააკავებენ: „20 ივნისი იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები. რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია, გამოძიება გრძელდება, თუ იქნება საჭირო 10 ადამიანის დაკავება, დააკავებენ 10 ადამიანს, თუ იქნება საჭირო, დააკავებენ ოცს“,_  განაცხადა გიორგი გახარიამ. 21 ივნისის მოვლენებიდან დღეს 3 თვე გავიდა და აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორები, რომლებიც 3 თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ, დღევანდელ დღეს პარლამენტის წინ მაშტაბური აქციით აღნიშნავენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...