ექსტერნის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

საზოგადოება

ექსტერნის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2016 თებ 24 15:45:58

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების პროგრამის დაძლევის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. 

სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 2016 წლის 17 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო გამოცდები ჩატარდება 2016 წლის 9 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით.

"რეგისტრაციის უფლება აქვთ პირებს, რომელთა ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს, თუ მათ დაძლეული აქვთ წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.

სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინოს რესურსცენტრში.

ა) ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველი პირი, თუ სწავლობს სკოლაში, მან განაცხადი უნდა წარადგინოს იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;

ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადების წარდგენა ხდება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

პირი, რომელიც ექსტერნატის ფორმით წარმატებით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ვალდებულია წარმატებით ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები.

ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მიზნით რესურსცენტრს უნდა წარედგინოს:

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მიეთითება:

  • ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი);

  • ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;

  • ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);

  • უცხო ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;

  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი/საგნები, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;

  • ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  • ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს. იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;     

  • საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით და მას ატარებს ის სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე ან პირს სურს რომ გააგრძელოს სწავლა.

მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ჩატარდება ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით 21 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით.

ამასთან გაცნობებთ, რომ პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა", _ აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი იუნკერის, მაკარ ბურჭულაძის ხსოვნას პატივი მიაგეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გმირ მაკარ ბურჭულაძის ხსოვნას მიაგეს პატივი. აღევლინა გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდიც, რასაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები,  სოფელ სამების, ამღლების, შუა ამაღლების, ხიდისთავის, ბუკისციხის, გოგოლესუბნის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის, ნიკო მარის სახელობის  N1  სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. ცნობისთვის, ჩოხატაურელი იუნკერი, მაკარ ბურჭულაძე სოფელ სამების მკვიდრი იყო. ის  საბჭოთა ოკუპაციის დროს კოჯორში ... ...
  • ოკუპაციის დღე ლანჩხუთშიოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის  ,,ოკუპაციის მუზეუმში" ჩატარდა ექსკურსიები და საქართველოს ოკუპაციის ამსახველი კადრები უჩვენეს. გარდა ამისა, მუზეუმში პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპოზიცია თემაზე ,,1921 წლის 25 თებერვალი- საქართველოს ოკუპაცია". „ოკუპციის მუზეუმში“ სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებიც ... ...
  • მშობლები სკოლაში _ საინტერესო პრეზენტაციები და დაახლოება სკოლასთან ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაში დასრულდა ერთკვირიანი კამპანია “მშობლები სკოლაში“. ამ ხნის მანძილზე 1-ა კლასის მოსწავლეების წინაშე ხუთი მშობელი წარსდგა. პირველ დღეს მშობელმა ნანა წითლიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია სოფელ ლიხაურის ღირშესანიშნაობებისა და დიდი ექვთიმეს შესახებ. მეორე დღეს კი მოსწავლეების წინაშე წარსდგა ხათუნა რუსიეშვილი, პრეზენტაციით “ჩემი სამშობლო საქართველოა".  პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მცირე დისკუსია თემაზე - რა არის თქვენთვის სამშობლო?! კვირეულის ფარგლებში მოსწავლეების წინაშე გამოვიდნენ: თეოფილე კალანდარიშვილი პრეზენტაციით - ,,ბუნებრივი აირი და უსაფრთხოების წესები", ლელა გოგიტიძე: პრეზენტაციით ,,მოსწავლე და მასწავლებელი, კვირეულის დასასრულს კი პრეზენტაცია მოაწყო სოფო ცინცაძე, რომლის თემა იყო “ბაქტერიები და ჰიგიენა.“ “ამ ეტაპზე ხუთმა მშობელმა მცირე პრეზენტაციებით პირველკლასელებს თავიანთ პროფესიები გააცნეს და ასევე საინტერესო თემებზე ისაუბრეს ბავშვებთან. პროექტის მიზანია გავზარდოთ მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესები სწავლისადმი.“ - აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს 1- ა კლასის მასწავლებელმა ნათია ჯულაყიძემ. მისივე თქმით, პირველი კლასელებისთვის აუცილებელია სკოლაში ჩატარდეს სახალისო და ამავე დროულად საინტერესო გაკვეთილები. “ამისთვის. შემოქმედებითი კუთხით ვიგონებთ ათასგვარ პროექტებს. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებულ ინიციატივებზე მშობლები მოდიან და პრეზენტაციებს აწყობენ ბავშვებისთვის. ბავშვებისთვის პირველ რიგში მშობლები არიან ავტორიტეტები და აქედან გამომდინარე მოგვივიდა იდეა, რომ სკოლაში მშობლის კვირეული ჩაგვეტარებინა. შემდეგ ეტაპზე აუცილებლად ვაპირებთ მამების ჩართვას პროექტში და ისინი გააცნობენ საინტერესო და მნიშვნელოვან ამბებს პირველკლასელებს.“- გვითხრა ნათია ჯულაყიძემ. კვირეულის ფარგლებში ძალიან აქტიურობა გამოიჩინეს პირველკლასელებმა და შეიძლება ითქვას კითხვების წვიმაში მოაქციეს ... ...
  • ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ აჭარის მაუწყებელი დატოვააჭარის მაუწყებელის ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა. ნინო ხოზრევანიძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას. "ბატონო გიორგი, რომ ვფიქრობდე გაუაზრებლად აზიანებთ მაუწყებელს, თქვენთან დალაპარაკებას ვცდიდი, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, როგორ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევთ, ანადგურებთ მაუწყებლის იდეას. პროცესები იმდენად შეუქცევადია, რომ აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის, თქვენს ქუდქვეშ ყოფნა მიუღებელია ჩემთვის. 21 თებერვალს ვნახეთ, როგორ მოარგეთ კონკურსი ბაკალავრის დიპლომის მქონე ვახო ხუზმიაშვილს, რომლის დანიშვნაზეც წინასწარ ვიცოდით. 20 თებერვალს განვითარებული მოვლენები კი სცდება ყოველგვარ მორალურ ზღვარს. მაუწყებლის ნგრევის პროცესში, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და ნათია ზოიძის იძულებით წასვლით გაგრძელდა, იცით, რომ თქვენ ხართ რიგითი შემსრულებელი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი დროებითია და თქვენი ქმედებებისთვის პასუხისგება მოგიწევთ" - წერს ნინო ხოზრევანიძე.   ნინო ხოზრევანიძე წლების განმავლობაში იყო აჭარის მაუწყებლის თბილისის ბიუროს რეპორტიორი.  ... ...
  • "ეჭიდავონ სტრასბურგს"_ ლუკა კალანდია ძმისთვის გამოტანილ განაჩენზე მიხეილ კალანდიას განაჩენის გამოცხადებას საქალაქო სასამართლოს დარბაზში ხმაური მოჰყვა. მიხეილ კალანდიას ძმამ სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური დავალება უწოდა. „ეს არის პოლიტიკური დავალება, ეჭიდავონ სტრასბურგს! საქართველოში სამართალი არ არსებობს“,_ განაცხადა მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკამ. შეგასენებთ, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.   განაჩენი მოსამართლემ ცოტა ხნის წინ ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...