ივანე კიღურაძე: "არ შევუქმნათ ბავშვებს ილუზია, რომ ვასწავლით და ისე არ გამოვიდეს, რომ სწავლის წყურვილს ვუკლავთ"

საზოგადოება

ივანე კიღურაძე: "არ შევუქმნათ ბავშვებს ილუზია, რომ ვასწავლით და ისე არ გამოვიდეს, რომ სწავლის წყურვილს ვუკლავთ"

2016 თებ 29 21:40:53

დაწყებითი საფეხურის საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმის რევიზიის შედეგები განიხილეს დღეს განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე. პრეზენტაცია გამართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა.

კომიტეტის სხდომას კომიტეტის წევრებთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, „ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია, სახალხო კრების წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენელი ავთანდილ უნგიაძე ესწრებოდნენ.

ლია გიგაურმა დეპუტატებს დეტალურად გააცნო საზოგადოებრივი მეცნიერებების კურსში შემავალი ცვლილებები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში. მისი თქმით, სასწავლო გეგმა, რომელიც 2011 წელს დამტკიცდა, 2016 წლის ბოლოსთვის იწურება, რის გამოც საჭირო ხდება ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე გადასვლა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები, დაიწყო ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგი იმის გასარკვევად, რა პრობლემები არსებობდა სკოლებში მოსწავლის, მასწავლებლის, სახელმძღვანელოების და, ზოგადად, გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩატარდა ბევრი კვლევა და მოხდა სიტუაციური ანალიზი.

როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კვლევების საფუძველზე განისაზღვრა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც უნდა დამუშავებულიყო ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავების პროცესში. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დანერგვის მონიტორინგის შედეგებმა გამოავლინა სხვადასხვა ტიპის ხარვეზები“, _ განაცხადა ლია გიგაურმა.

მან დეპუტატებს წლიური პროგრამები სქემების სახით წარმოუდგინა. თითოეული თემის მიხედვით მან სტანდარტის შედეგებსა და მასთან დაკავშირებულ კითხვებსა და საკვანძო ცნებებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ, ასევე, რეკომენდაციები გააცნო დეპუტატებს.

კომიტეტის სხდომაზე დისკუსია გამოიწვია საჯარო სკოლებში საგნის „მე და საზოგადოების“ დანერგვის საკითხმა და მასთან დაკავშირებით მომზადებულმა პროგრამამ. ლია გიგაურის განმარტებით, მე-3 და მე-4 კლასებში მოხდება საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლება, ხოლო "ჩვენი საქართველო" - მე-5 და მე-6 კლასში დაინერგება.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, პირველადი ვერსია, რომელიც მომზადდა, მე-3 კლასში მოიცავდა თემებს: „ჩემი ოჯახი“, „სკოლა, მეგობრები, თანატოლები“ და „გარემო, რომელშიც ვცხოვრობ“. მისი განცხადებით, მე-4 კლასის თემები იყო „მედია და ინფორმაცია“, „რწმენა და რელიგია“, „მე და ჩემი ქვეყანა“.

ლია გიგაურის თქმით, გაცნობიერებული იყო რისკები, რომლებიც რწმენასა და რელიგიას უკავშირდება.

„გათვალისწინებული იქნა ფსიქოლოგების რეკომენდაციაც, რომ ადრეა ამ თემაზე მოსწავლეებთან საუბარი, მით უმეტეს, რომ მასწავლებლებს შესაბამისი გამოცდილება არც თუ დიდი აქვთ. შეიცვალა თემატიკა და მე-3 კლასში დარჩა - „ჩემი ოჯახი“, „სკოლა, მეგობრები, თანატოლები“, „გარემო, რომელშიც ვცხოვრობ“. მე-4 კლასში - „განათლება“, „მედია და ინფორმაცია“ იქნება, ხოლო „რწმენა და რელიგია“ „მე და ჩემი ქვეყანათი“ ჩანაცვლდება“, _ განმარტა ლია გიგაურმა.

განათლების მინისტრის მოადგილის მისამართით დასმულ კითხვაზე, თუ რას ნიშნავს და რა იგულისხმება განსხვავებული კულტურის, ეროვნებისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანებში, ლია გიგაურმა განმარტა, რომ განსხავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებად, განათლების სფეროში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები აღიქმებიან.

„ესენი არიან ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მენტალური თუ სხვა ტიპის პრობლემის მქონე პირები, რომლებიც დღეს ინკლუზიური განათლების ფარგლებში არიან ინტეგრირებული სკოლებში. შესაბამისად, მათ მიმართ ყოველ მოსწავლეს მზრუნველი და შემწყნარებლური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს“, _ განაცხადა ლია გიგაურმა.

პარლამენტის წევრებს, გიორგი ჟორჟოლიანს და ეკა ბესელიას მიაჩნიათ, რომ ამ საკითხზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ.

„ ეს არის ძალიან სპეციფიკური, ძალიან ფაქიზი სფერო, ამიტომ აქ უნდა ისაუბრონ სპეციალისტებმა, ბავშვთა ფსიქოლოგებმა, ეს მათი სივრცეა, რათა ძალიან კარგად გააზრებული სტანდარტები ჩამოყალიბდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის ის ჩარჩო, რასაც უნდა ეფუძნებოდეს ბავშვებისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია“, _ განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის, ივანე კიღურაძის განცხადებით, პედაგოგს არ უნდა აეკიდოს უზარმაზარი ტვირთი, რომელსაც იგი ვერ ასწევს. ამასთანავე არ შეიძლება ბავშვი დაიტვირთოს ისე, რომ მისგან საბოლოოდ რობოტი ჩამოყალიბდეს:

„ამას უნდა კარგი დაფიქრება, რომ არ შევიჭრეთ ისეთ სფეროში, რომლის ფორმალიზებაც შეუძლებელია, არ შევიჭრეთ შვილისა და დედის ურთიერთობაში, ოჯახისა და პატარას ურთიერთობაში, არ ავკიდოთ ბავშვს ტვირთი, რომ დაგეგმოს ოჯახის ბიუჯეტი. ეს ძალიან ფაქიზი საკითხია“, - განაცხადა ივანე კიღურაძემ.

მისი თქმით, როცა შესაბამისი სახელმძღვანელო დაიწერება, ის საჯარო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს.

"არ შევუქმნათ ბავშვებს ილუზია, რომ ვასწავლით და ისე არ გამოვიდეს, რომ სინამდვილეში კი არ ვასწავლით, არამედ სწავლის წყურვილს ვუკლავთ მათ“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კომიტეტის წევრებს მოუწოდა, არ დაუშვან სასკოლო პროგრამაში ისეთი დისციპლინის შეტანა, როგორიცაა „ მე და საზოგადოება“, რომელსაც მისივე თქმით, განათლების სამინისტრო ლობირებს

"აგერ უკვე 1 წელია ვებრძვით ამ ინიციატივას, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობების განათლების პრიორიტეტებთან. არის შეკვეთილი და ინსპირირებული უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების განვითარებას“, -_განაცხადა ლევან ვასაძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა, რამაზ საყვარელიძემ აღნისნა, რომ სამუშაო პროცესში ჩართულია ფსიქოლოგთა ძლიერი ჯგუფი, მისი თქმით, სახელმძღვანელო შექმნისთანავე გაივლის როგორც საჯარო დისკუსიის პროცესს, ასევე ტესტირებას, თუ როგორ გაიგებენ და აღიქვამენ მას მოსწავლეები.




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში  არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ. ... ...
  • რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას კარანტინის დროსრომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით მზა კვების ობიექტები დისტანციური მიწოდების რეჟიმით იმუშავებენ, ასევე ფუნქციონირებას გააგრძელებენ მიტანის სერვისებიც. „ყველაფერი ის, რაც გარდაუვალი და აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორიც არის თუნდაც სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, რომელიც არის საჭირო სასურსათო მაღაზიების უზრუნველყოფისთვის, ესეც ბუნებრივია იმუშავებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც შესაძლოა კითხვის ნიშნები არსებობდეს, ეს თუ ის საწარმო რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ, მაგალითისთვის თუნდაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები იქნა შემოღებული, იქაც კი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროს მიერ იყო განსაზღვრული ის ობიექტები, მაგალითად კონცერნი „მარნეული“ რომელიც საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს დ აგრძელებს მუშაობას“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. ... ...
  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება. ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში ... ...
  • დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდებაქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. „აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“,_ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ... ...
  • რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება ქვეყანაშისაქართველოში ხვალიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რას ითვალისწინებს აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვუსმინე, რაც გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვებს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია. იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაადგილება ქალაქებს შორის, გარდა ავტომობილისა, მათ შორის თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა. გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და იქაც თავისი წესებია. 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება, რომ იყოს ავტომობილში. მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც აქამდე არ იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაა და ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება  70 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, რომელთაც პრინციპში ეკრძალებათ გამოსვლა და მეოთხე, ესაა ე.წ. კომენდატის საათი. ეს არის უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვა, საკარანტინო შეზღუდვის კომპონენტი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საღამოს 9-დან დილის 6-ამდე გამოსვლა. იმისთვის, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ამიტომ თქვეს ე.წ. კომენდატის საათი. კომენდატის საათი ცოტა სხვა რაღაცებს მოიცავს თავის თავში, თუმცა, შინაარსით ამას ჰგავს. ე.წ. კომენდატის საათი, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანებმა მგზავრობა ისე უნდა დაგეგმონ, რომ გადაადგილება არ გახორციელდეს 9 საათის მერე“,_ გვითხრა ჩოკორაიამ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ უფრო მკაცრი სახით ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...