გაიუქმა თუ არა ინტერესთა კონფლიქტში მხილებულმა თანამდებობის პირმა ინდმეწარმის სტატუსი

საზოგადოება

გაიუქმა თუ არა ინტერესთა კონფლიქტში მხილებულმა თანამდებობის პირმა ინდმეწარმის სტატუსი

2016 მარ 7 20:39:01

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტში მხილებული თანამდებობის პირები ქონებრივი დეკლარაციების ჩასწორებას ცდილობენ. 

კერძოდ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" კვლევის გამოქვეყნების შემდეგ "გურია ნიუსს" ზეტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა სუქნიძე დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისმა მეუღლემ ინდმეწარმის სტატუსი გაიუქმა. 

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, მასში ნახსენებ ყველა პირს დავუკავშირდით, რამდენიმე მათგანს არ ახსოვდა, რატომ იყო დაშვებული შეცდომები მათი დეკლარაციების შევსებისას და გადასამოწმებლად დრო ითხოვეს.

ეს პირები აცხადებდნენ, რომ მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციებში "სავარაუდოდ, გამორჩათ".

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის შესახებ კვლევა 1 მარტს გამოაქვეყნა.

კვლევაში ადგილობრივი თვითმმართველობების თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემებია გადამოწმებული რომლის მიხედვითაც, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტები დაფიქსირდა.

 კერძოდ, კვლევისას გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამდებობის პირი და მათი ოჯახის წევრები სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან, თუმცა ამის შესახებ დეკლარაციებში მითითებული არაფერი აქვთ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში აღნიშნულია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, მარინა სუქნიძის მეუღლეს, ზაალ კაპანაძეს ინდმეწარმის მოქმედი სტატუსი აქვს, თუმცა, ეს ფაქტი სუქნიძეს 2014-2015 წლების დეკლარაციებში არ მიუთითებია.

კვლევის მიხედვით, მარინა სუქნიძე ზემოთ აღნიშნულ პოზიციას 2014 წლის არჩევნების შემდეგ იკავებს. მისი მეუღლე, ზაალ კაპანაძე კი, ინდივიდუალურ მეწარმედ 2009 წლიდან არის რეგისტრირებული.

კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, "გურია ნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად მარინა სუქნიძეს დაუკავშირდა, რომელმაც  ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ მისი მეუღლე ზაალ კაპანაძე ნამდვილად იყო დარეგისტრირებული ინდმეწარმედ, მაგრამ, მისივე ინფორმაციით, სტატუსი უკვე შეწყვეტილი აქვს.

"როგორც ვიცი, ეს სტატუსი შეწყვეტილი აქვს. რაიმე ტექნიკური შეცდომა თუ გაიპარა დეკლარაციაში, შემიძლია გავარკვიო საჯარო ან სამოქალაქო რეესტრში. ვფიქრობ, რომ შეცდომაიყო. ჩემი მეუღლე ამჟამად მუშაობს პოლიციის აკადემიის პრორექტორად. არა მგონია, რომ თანინდმეწარმე ყოფილიყო და თან ამ თანამდებობაზე იყოს. ნამდვილად ვიცი, ორივე თანამდებობას ვერ შეითავსებს. თუ რაიმე ხარვეზია, გავასწორებთ", _ აღნიშნა სუქნიძემ და დაგვპირდა, რომ დამატებით დოკუმენტაციას ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მოგვაწვდიდა.  

ამ კომენტარის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მარინა სუქნიძე "გურია ნიუსს" ისევ დაუკავშირდა და განმარტა, რომ მის მეუღლეს ზაალ კაპანაძეს ინდმეწარმის მოქმედი სტატუსი ჰქონია, რის შესახებაც თავად ინფორმაცია არ ჰქონდა.

"გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ ჩემს მეუღლეს ჰქონია ინდმეწარმის მოქმედი სტატუსი. უკვე მივმართეთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სტატუსის შეწყვეტის მოთხოვნით", _ აღნიშნა სუქნიძემ.

"გურია ნიუსს" მან ამის აღმნიშვნელი დოკუმენტაციას გადმოუგზავნა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სუქნიძის მეუღლემ ზაალ კაპანაძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 2 მარტს მიმართა.

"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად კი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ კაპანაძეს ინდმეწარმის სტატუსი შეუწყვიტა.

ამავე თემაზე:

კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში

კონსულტაციები "საახლობლოსთან" - კორუფციაში დადანაშაულებული თანამდებობის პირების განმარტებები




 ახალი ამბები
  • რომელი მოსწავლეები მონაწილეობენ გურიიდან “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ ფინალში საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და თაოსნობით სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ კონკურსში “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ (OLYINFO) ფინალში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები მოხვდნენ. “გურია ნიუსმა“  გაგაცნოთ ინფორმაცია, რომ ლიხაურის საჯარო სკოლიდან ოთხი მოსწავლე გადავიდა ფინალში. ახლა კი გაგაცნობთ ჩოხატაურის და ლანჩხუთის სკოლის მოსწავლეების სია, რომლებიც თბილისში გასამართ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. თამთა ყაჭეიშვილი, დავით სიხარულიძე, ლაშა-გიორგი სიხარულიძე, იური ყაჭეიშვილი, საბა ჩანტლაძე  არიან  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები; ნიკოლოზ ცინცაძე,  ანა კალანდაძე-  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  იანეულის   საჯარო    სკოლის მოსწავლეები; ანტონ  სიხარულიძე    სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  ბუკისციხის  საჯარო სკოლის მოსწავლე. ელენე გვარჯალაძე და მარიამ ცინცაძე არიან მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები; ლია ბოლქვაძე, ლინდა ჭაღალიძე, ბარბარე მორჩილაძე, ანასტასია გოგელია -სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გია ტრაპაიძის სახელობის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამავე თემაზე: ... ...
  • “მორიგი სუპერამბავი" _ ვინ გახდნენ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტები“მორიგი სუპერამბავი“, - ასე ავრცელებს სოციალურ ქსელში “გურული დღიურების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე ინფორმაციას ახალი სტიპენდიანტების შესახებ". “დღეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი ეს უნიჭიერესი ტყუპი გახდა: დათა და რენე გაბრიჭიძეები. ისინი ყველაზე პატარა, პირველკლასელი წევრები არიან ჩვენი ფონდის კლუბში", _ წერს გიორგი ... ...
  • "ოცნების" მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი დადგესთბილისში პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგა. ამჯერად კარავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მოძრაობამ „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ დადგა და ასე მოუწოდა ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების ... ...
  • ლევან დავითაშვილი: „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა. „მინდა აღვნიშნო, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ჩემი დეკლარაციის მონიტორინგი. მათ დეტალური კვლევა ჩაატარეს და მივიღე დადასტურებული პასუხი, რომ დეკლარაციის შევსების კუთხით შენიშვნა არ არსებობდა. აბსოლუტურად ცრუა ინფორმაცია, რომ ჩემი დეკლარაცია რამეს მალავს, ან უზუსტობაა. მხოლოდ ჩემი სიტყვები რომ არ იყოს მტკიცებულებად, გთხოვთ, თავად მიმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ობიექტური პასუხის მისაღებად“, _  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ... ...
  • “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა?!“ - რა შეუთვალა გურულმა მამაკაცმა სახალხო დამცველსდღეს ოზურგეთში სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ასევე დღეს დასრულდა 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, წლევანდელი კამპანიის დევიზი იყო “არა სექსუალურ შევიწროებას“. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანოვამ კამპანიის ფარგლებში არაერთი მოქალაქის კითხვას გასცა პასუხი და ასევე დაარიგა სხვადასხვა საკითხებზე მომზადებული ბუკლეტები. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოქალაქე კამპანიის არსს ვერ მიხვდა და გაღიზიანებულმა დატოვა შეხვედრის აქცია. “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა? თქვენი უფროსია (საუბარია სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე) მაგათი დამცველი. მაგას გადაეცით ხალხის უფლებები დაიცვას,“_ თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს