ინგა გრიგოლია: "მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ, გავაგრძელო ჩემი ცხოვრება _ შანტაჟით ვერ გამაჩუმებთ"

საზოგადოება

ინგა გრიგოლია: "მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ, გავაგრძელო ჩემი ცხოვრება _ შანტაჟით ვერ გამაჩუმებთ"

2016 მარ 14 19:20:35
დღეს ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები გავრცელდა. ვიდეოს მინაწერიც ახლავს, რომლის თანახმადაც  ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირად ცხოვრებას ასახავს.
ვიდეოს გამავრცელებელი აანონსებს, რომ "შემდეგ სერიაში" პირადი ცხოვრების ამასახველ მასალებს კვლავ გამოქვეყნდება და პოლიტიკოსების გარდა, საზოგადოება ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებსაც იხილავს, მათ შორის ინგა გროგილიასი, რომელზეც ტელეწემყვანმა საჯარო განცხადება გააკეთა:

 “დღეს მორიგი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც სხვებთან ერთად, ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გასაჯაროებით დამემუქრნენ, თუ ქვეყანას არ დავტოვებ. მე ინგა ვარ, გრიგოლია - ქალი, შვილი, დედა და მეგობარი.

მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ, გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. ხოლო, თქვენ კი, ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ - ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც.

წლების წინ მე ჩემი შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩერა და ვერ გამაჩუმა და ეს გამოუძიებელი საქმე ამ დრომდე გამოუძიებელი იდო „სოდ"-ში, თუმცა არასდროს ამაზე პირდაპირ ეთერში არ მისაუბრია.

აი, ახლა კი გადავწყვიტე, სწორედ პირდაპირ ეთერში, ღიად გავხსნა თემა და პირობა დავდო, რომ ბოლომდე ჩავყვები ჩვენი უფლებების დაცვას და ვერანაირი შანტაჟით ვერ გამაჩუმებთ.

მე იმ თაობის ჟურნალისტი ვარ, რომელი თაობაც ამ სახელმწიფოსთან ერთად, ამ პოლიტიკოსებთან ერთად გაიზარდა. მე იმ თაობის ჟურნალისტი ვარ, ვინც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მოჰყვება ამ სახელმწიფოს.

მე და ჩემი კოლეგები იმ თაობის ჟურნალისტები ვართ, რომელსაც ყველაფერი ნანახი გვაქვს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ის, რაც ვნახეთ ჩვენი თვალით, ის პროცესები, რაც ჩვენ გავაშუქეთ, ჟურნალი ყოფილა. თურმე 2016 წლის 14 მარტი წინ ყოფილა. დღეს 2016 წლის 14 მარტია. ალბათ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღევანდელი დილა მუქარით გათენდებოდა.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ მუქარის შესახებ, არც მეტი არ ნაკლები, ჩემი შვილისგან გავიგებდი. ჩემი შვილისგან, რომელიც ამ სახელმწიფოსთან, ჩვენთან ერთად გაიზარდა. შენ თუ თქვენ, ვისაც ასე ძალიან გინდა და გინდათ, რომ მე ახლა ამ ეთერში არ ვიჯდე, ქვეყნიდან წავიდე, გაგიკვირდებათ და არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მსგავსი შანტაჟის და მუქარის არ მეშინია, არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე. არსად წასვლას არ ვაპირებ, დააშანტაჟეთ და შეაშინეთ ის, ვინც შეგიშინებიათ. ”_ განაცხადა გიროგილიამ პირდაპირ ეთერში.




 ახალი ამბები
  • ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვევია თავისი პირობა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება - დიმიტრი ხუნდაძე"ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვევია თავისი პირობა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,"- ეს განცხადება "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, "კურიერის" პიორდაპირ ეთერში გააკეთა. ხუნდაძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის სიკეთეში მაჟორიტარების დარწმუნება ვერ შეძლო. "მთავარია ქვეყნის სტაბილურობა, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. მთავარია, ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური გარემო და სწორედ ეს არ აწყობთ, თქვენ ხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავიდან ბოლომდე დესტრუქციაზეა აწყობილი. ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვევია თავისი პირობა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. იყო უმრავლესობის შეხვედრის სამი რაუნდი, სადაც ლიდერიც და გუნდის დანარჩენი წევრებიც შეეცადნენ, რომ ჩვენი დამოკიდებულება შეეცვალათ, მაგრამ არა ხელების გადაგრეხვით, ან რაიმე მუქარით, არამედ შიდა გუნდური წესებით და ერთმანეთის პატივისცემით. ვერ მოხდა შეთანხმება, ამიტომ მოხდა გამოსავალი ამ თითქოსდა და გამოუვალი მდგომარეობიდან, რომელიც ლიდერმა გუნდთან ერთად მოძებნა, რომ იქნებოდა თავისუფალი კენჭისყრა. არა ხელების გადაგრეხვა, არამედ პასუხისმგებლობა თითოეული დეპუტატის. მე ეს პასუხისმგებლობა ავიღე, მაჟორიტარებმა აიღეს და ამას აქვს, რა თავისი პოზიტიური სიკეთე. თუნდაც ის, რომ თითოეულ რეგიონს თავისი წარმომადგენელი ეყოლება. რაც პროპორციული სისტემით არ ეყოლებოდა,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ "კურიერის" ... ...
  • აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალესამ წუთებში აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ... ...
  • "ქართული ოცნების 14 ნოემბერი, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა" _ გიორგი კვირიკაშვილისაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინმისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. კვირიკაშვილის თქმით, ეს იყო  პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება. "ქართული ოცნების 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან გაშვებული ... ...
  • "ესენი იყვნენ ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში" _ ზვიად კვაჭანტირაძეამ დეპუტატებმა, რომლებმაც ე. წ. გმირობა გამოიჩინეს, ამ ადამიანებს ცხოვრებაში ნაბიჯები არ გადაუდგამთ, _ ეს განცხადება ამ წუთებში დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა. კვაჭანტირაძის თქმით, ეს დეპუტატები ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში. "ამ დეპუტატებმა, რომლებმაც ე. წ. გმირობა გამოიჩინეს, ცხოვრებაში ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ეს დეპუტატები ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში. ამ ადამიანებმა თუ მოაწყვეს “აჯანყება”… ჩანს, რომ ეს იყო კონტროლირებადი ვითარება, მით უმეტეს, ის დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა, თავიდან ბოლომდე სუს-ის კონტროლირებადები არიან. მე ვფიქრობ, რომ რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ქართული ოცნება განწირულია დამარცხებისათვის. ბატონო ბიძინა, 15 მაჟორიტარს თუ ვერ უვლით, ქვეყანას როგორ მოუვლით? განაცხადა აქციაზე მისულმა ზვიად ... ...
  • "მოახდინეთ თქვენი ზეგავლენა ამ პროცესებზე" _ მარგველაშვილი მეგობარ პრეზიდენტებს მოუწოდებსთქვენ წაგართვეს ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენი თავისუფალი არჩევანი,, _ ეს განცხადება ამ წუთებში, თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. მარგველაშვილმა მოუწოდა მოსახლეობას მივიდნენ აქციაზე დემოკრატიის დასაცავად.   "თქვენი თავისუფალი არჩევანია, აირჩიოთ ის ვინც მოგწონთ, მნიშვნელობა არ აქვს , ვინ მოგწონთ და როგორი მოგწონთ. დღეს ამის მცდელობა არის, თქვენი საარჩევნო მანდატი ჩაიდონ ჯიბეში. მე მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც არიან ტელევიზორებთან, ვინ უყურებს ამ ყველაფერს _ არ არსებობს თავისუფლების მოპოვება, თავისუფლების დაცვის გარეშე, არცერთი ჩვენგანი არ მოიპოვებს თავისუფლებას, თუ თავის წვლილს არ შეიტანს თავისუფლების დაცვაში. თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი და არუნდა გაჩერდეს პოლიტიკური პროცესი მანამ სანამ ჩვენ არ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ ჩვენი ხმის უფლება იქნება გარანტირებული. მე მოვუწოდებ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ჩვენ გვიყურებს,  ხვალ, ზეგ, მასზეგ იდგნენ აქ იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი დემოკრატია, სხვანაირად არ შედგება თავისუფალი საქართველო, სხვანაირად ჩვენ ვიქნებით სხვადასხვა კლანებისა და ინტერესების მუდმივ ტყვეობაში. დღეს ბრძოლა არ ეხება პოლიტიკოსებს, არამედ რიგით მოქალაქეებს, მათ უფლებას და ისინი უნდა გააქტიურდნენ. მე დღეს მივმართავ ჩემს ასობით მეგობარს, ათობით დედაქალაქში. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო, რომელიც თქვენ მოგწონდათ ჩემო ევროპელო, ამერიკელო, დასავლელო მეგობრებო, ცდილობენ, რომ საქართველოს დაუმთავრონ მომავალი. განსაკუთრებით, მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება და უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ან ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს, ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი არის ცხოვრების წესი. არ არის ეს ქართველი ხალხის არჩევანი და არა ვართ ჩვენ ამის ღირსი. მე ვუერთდები ამ აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი სულისკვეთების და თქვენი ბრძოლის მხარდამჭერი, ღმერთმა დალოცოს საქართველო,"- განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?