სოფლის კიდევ ერთი დიდი სატკივარი

საზოგადოება

სოფლის კიდევ ერთი დიდი სატკივარი

29 დეკ. 2010, 01:14:56
ჩვენ უკვე ვწერდით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის პრობლემების შესახებ. დღევანდელ წერილში კვლავ ერკეთისა და მის შემადგენლობაში შემავალი რამდენიმე სოფლის სატკივრის შესახებ გესაუბრებით.
სოფელ ონჭიქედში დაწყებითი სკოლაა, სამი მოსწავლითა და ოთხი მასწავლებლით. იქ მისულებს საკლასო ოთახში ორი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაგვხვდა. სკოლის შენობა ორსართულიანია, რომელშიც ძველი, ხის ძველსაფეხურებიანი კიბით შევდივართ. საკლასო ოთახის ინვენტარი ასე გამოიყურება: ძველი მერხი, მასწავლებლის მაგიდა, კედლებზე აქა-იქ მოსწავლეთა ნამუშევრებია გამოფენილი. ოთახში შეშის ღუმელია, რომლის გვერდით ტახტი დგას, ტახტზე დახეული ფარდაგია გადაფარებული.
_ ადრე ბევრი მოსწავლე გვყავდა, მაგრამ ახლა სოფელი ცარიელდება. გზა აქ არ არის და კვალი. სოფელში, ფაქტობრივად, ბავშვები აღარ არიან, _ გვითხრა ონჭიქედის დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა ზურაბ ჯინჭარაძემ.
ქვემოერკეთშიც დაწყებითი სკოლაა, ექვსი მოსწავლითა და სამი მასწავლებლით. სკოლა წარსულში სახელგანთქმული და ამჟამად უკვე გაუქმებული პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობის მეორე სართულზეა შეხიზნული. ეზო ძალიან დიდი და ლამაზია. იქ რამდენიმე შენობაცაა, რომლის მნახველი არ შეიძლება გულგრილი დარჩეს _ ყველაფერი გავერანებული, გაძარცული და მიუხედავია, მაშინ, როცა ამ შენობებმა თავისუფლად შეიძლება დაიტიოს დაწყებითი კი არა, ერკეთის საჯარო სკოლაც კი, რომელიც ამჟამად საკრებულოს შენობაშია განთავსებული, რადგან სკოლის ძირითადი შენობა მეწყერს დაუზიანებია. უცდიათ გარემონტება, მაგრამ სამუშაო, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, არ დასრულებულა. არადა, სოფლის ცენტრში მდგარი, ცეცხლგამძლე აგურით აგებული, ალუმინით დახურული სკოლისგან, ცოტა ხანში, შესაძლოა, ნანგრევებიღა დარჩეს. როგორც გვითხრეს, ეს საკითხი რამდენჯერმე დაუყენებიათ განათლების სამინისტროში, მაგრამ პასუხი დღემდე გაურკვეველია.
ციალა ჭიხვარია, ერკეთის საჯარო სკოლის დირექტორი: _ ერკეთის საჯარო სკოლის ძირითადი პრობლემა ის არის, რომ სკოლა საკრებულოს შენობაშია განთავსებული, იქ კი ფართის სიმცირის გამო, საგაკვეთილო პროცესი ფერხდება. საკითხი, ქვემოერკეთის პროფსასწავლებლის შენობაში სკოლის განთავსების შესახებ, დასმულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რომლის დადებითად გადაწყვეტა ყოველმხრივ ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, გაიზრდება მოსწავლეთა კონტიგენტი. იქვეა სპორტული მოედანიც, შესაძლებელია, მოეწყოს დარბაზი, საცურაო აუზი, გაკეთდეს ფართო და ნათელი საკლასო ოთახები, კაბინეტ-ლაბორატორიები. თუ ამას დაემატება ტრანსპორტის მოძრაობა ხელსაყრელ დროს, შეიქმნება ისეთი პირობები, როგორზეც ჩვენი მოსწავლეები ოცნებობენ.
თემში არსებული მიგრაციის შეუქცევადი პროცესების გამო, ყოველწლიურად მცირდება მოსწავლეთა კონტიგენტი _ მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში 5 მოსწავლე გადავიდა სკოლიდან საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო.
ამჟამად სკოლაში სწავლობს 76 მოსწავლე. ჩვენს დაქვემდებარებაში შედის ონჭიქედის და ქვემოერკეთის კლასკომპლექტები. ონჭიქედის სკოლამდე მანძილი 2,5 კილომეტრია, ხოლო მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული ოჯახების შვილებს _ პირველი-მეოთხე კლასის ოთხ მოსწავლეს, ერკეთის სკოლამდე 5 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლა უხდებათ, რაც ზამთრის ძნელ პირობებში შეუძლებელია. კლასკომპლექტში სამი მასწავლებელი ასწავლის, მათი ხელფასი 125 ლარია. მასწავლებლები გადამზადებულნი არიან პროფესიულ უნარებში. ამჟამად ელოდებიან სასწავლო საგნებში გადამზადებას. ანალოგიური სიტუაციაა ქვემოერკეთის დაწყებით სკოლაშიც.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, კლასკომპლექტების შექმნა მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ ერთ კლასკომპლექტში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება ოცს. მომავალი სასწავლო წლიდან დაწყებითი კლასის პედაგოგებს გარკვეული პრობლემები შეექმნებათ სამუშაო ადგილების გამო, თუმცა, 1014 წლიდან სკოლაში არ იქნება არც ერთი არასერტიფიცირებული მასწავლებელი.
ამდენად, ერკეთის საჯარო სკოლის დირექციამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად, აუცილებლად უნდა გამონახოს პრობლემების გადაჭრის გზები, რომ შენარჩუნდეს სკოლა, რომ სოფელი კიდევ უფრო მეტად არ დაცარიელდეს, _ ამბობს ჭიხვარია.
ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ეთერ წილოსანს ვთხოვეთ, მაგრამ მან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა, რომელთან დაკავშირებაც უშედეგოდ ვცადეთ.
ვფიქრობთ, სოფლის ამ უდიდესმა პრობლემამ აუცილებლად უნდა დააფიქროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა _ ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს სოფლებში არსებულ სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოტა ხანში სოფელი ისე დაცარიელდება, ბავშვის ხმაც კი სანატრელი გახდება.



 ახალი ამბები
  • ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული შ.ლ. - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ხოლო 1984 წელს დაბადებული ვ. შ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ლ.-მ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს -1987 წელს დაბადებულ ვ.რ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა შ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ამავე ინციდენტის დროს, შ.ლ.-ს თანმხლებმა - ვ.შ.-მ ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ვ.რ.-ს თანმხლებ ირანის მოქალაქეს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებით ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls