"მუზეუმიდან ექსპონატები გადავიდა კონტროლის პალატის სარდაფში"

საზოგადოება

"მუზეუმიდან ექსპონატები გადავიდა კონტროლის პალატის სარდაფში"

11 აპრ. 2016, 20:34:02

მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის დღევანდელი მდგომარეობისა და სამომავლო პერსექტივების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს დღეს დეპუტატებმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

სხდომის გამართვის საფუძველი მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისადმი მიმართვა გახდა, რომლითაც იგი მხცხეთის მუზეუმ-ნაკრძალში შექმნილი საგანგაშო ვითარების განხილვას ითხოვდა. კომიტეტის თავმჯდომარის, ივანე კიღურაძის ინფორმაციით, მცხეთაში არსებული მუზეუმი, რომელშიც ექსპონატები იყო განთავსებული, 8 წლის წინ გაიყიდა, ხოლო თვითონ ექსპონატები შეუსაბამო პირობებში გადაიტანეს.

„ეს ექპონატები გამოჩენილ ქართველ არქეოლოგთა მრავალი თაობის დიდი ძალისხმევითაა აღმოჩენილი, დღეს ისინი საწყობშია შენახული და განადგურება ემუქრება. დღემდე არ ხერხდება მუზეუმის შენობის აგება. დიმიტრი ხუნდაძემ ეს საკითხი არაერთხელ დააყენა როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე საქართველოს მთავრობაში“, _ აღნიშნა ივანე კიღურაძემ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, საუბარია 25000 ნივთზე, რომელთაგან 8000 ოქროს ფონდშია შეტანილი.

2014 წელს, მას შემდეგ, რაც სააგენტოს გადაეცა მცხეთის კინოთეატრ „კარიბჭეს“ შენობა, სადაც განთავსებულია მცხეთის ისტორიული დიდი კარიბჭე, სააგენტომ გამოაცხადა კონკურსი პროექტირებაზე.

„დავიწყეთ ამ შენობის სამუზეუმე სივრცედ გადაკეთება და პარალელურად ვმუშაობდით დონორი ორგანიზაციების მოძიებაზე. ეს სამუშაო 4 მლნ-ზე მეტი ჯდება. ვთხოვეთ მსოფლიო ბანკს და მუნიციპალური განვითარების ფონდს და პროექტი მოხვდა მსოფლიო ბანკის დაფინანსების ნუსხაში. ამის შემდეგ პროექტის სრულყოფა განხორციელდა. ვთარგმნეთ და გადავაგზავნეთ იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში. 2015 წელს მოგვივიდა თანხმობა“, _ განაცხადა ნიკა ანთიძემ.

მიუხედავად ამისა, მცხეთის მუზეუმის პროექტი დღემდე არ განხორციელებულა. მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ ქალაქ-მუზეუმს არ აქვს მუზეუმი.

ეს პრობლემა 2011 წელს იწყება, მას შემდეგ, რაც გასხვისებული მუზეუმიდან ექსპონატები გადავიდა კონტროლის პალატის სარდაფში, შეუსაბამო პირობებში“, _ აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. დეპუტატს მიაჩნია, რომ მუზეუმისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოეყოს შესაბამისი თანხა იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მის დაფინანსებაზე არ იზრუნებენ. მისივე თქმით, უნიკალური ექსპონატების დაბრუნება მცხეთის მუზეუმში დროულად უნდა მოხდეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს პროექტზე,

„ჩვენ ვგეგმავთ, ზაფხულისთვის გვქონდეს მცხეთის მუზეუმის სრულყოფილი პროექტი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შემოდგომაზე გვყავდეს კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს“, _ განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls