მანიპულაცია ადამიანის ტყავისგან დამზადებულ ტანსაცმელზე "ასავალ-დასავალსა" და რუსულ მედიაში

საზოგადოება

მანიპულაცია ადამიანის ტყავისგან დამზადებულ ტანსაცმელზე "ასავალ-დასავალსა" და რუსულ მედიაში

11 აპრ. 2016, 21:01:53

"მითების დეტექტორმა" აწარმოა მოკვლევა გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული ინფორმაციის წყაროს სანდოობის შესახებ. მასალა შეეხებოდა ერთ-ერთი ინგლისური ფირმის საქმიანობას, რომელიც სტატიის მტკიცებით, ადამიანის კანისგან დამზადებულ პროდუქციას ყიდის. გთავაზობთ კვლევის შედეგებს.

ასავალ-დასავალის ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ინგლისური ფირმა Human Leather ადამიანის ტყავისგან ტანსაცმელს ამზადებს.

გიორგი გიგაური: "... და ბოლოს, კიდევ ერთი „ევროპული მიღწევის" შესახებაც მოგახსენებთ! ინგლისში არსებობს ფირმა Human Leather, რომელიც ტანისამოსს ადამიანის ნატურალური ტყავისგან კერავს! ეს „პროდუქცია" ცალობით იკერება და, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ძალიან მდიდარი და ექსტრავაგანტური კლიენტების „ექსკლუზიური სიამოვნებაა", დიახ, Human Leather მსოფლიოში ერთადერთი ფირმაა, რომელიც მსგავს „პროდუქციას" ქმნის და მისი ბიზნესი ყვავის! რა თქმა უნდა, ჩნდება ლოგიკური კითხვა: საიდან აქვს ამ ფირმას შესაბამისი „მასალა"?! როგორც ფირმის მესვეურები აცხადებენ, ისინი იყენებენ მხოლოდ იმ „მასალას", რომელსაც სიკვდილის პირას მყოფი ადამიანები მათ ანდერძით „ჩუქნიან"! თუმცა, თუ გავიხსენებთ ათასობით უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანს სირიაში, უკრაინაში, ერაყსა თუ ლიბანში, ადვილი მისახვედრია, ვინ ვისთვის და რისთვის ატყავებს თავის უბედურ მსხვერპლს! როგორც ჩანს, ინგლისში კარგად გაისიგრძეგანეს „მესამე რაიხის" მემკვიდრეობა: სწორედ ჰიტლერული გერმანია უდგებოდა ასე „შემოქმედებითად" ადამიანთა მასობრივ განადგურებას და მათ, უბრალოდ, კრემატორიუმში კი არ წვავდა, არამედ ადამიანის ნაწილებისგან (თმებისგან, ძვლებისგან, კბილებისგან, კანისგანდაა.შ.) უამრავ რამეს ამზადებდა! არადა, ნაციზმი ნიურნბერგის პროცესზე გაასამართლეს! როგორც ჩანს, სულ ტყუილად! აი, ბატონო, ესეც ჩვენი „ევროპულისამოთხე", რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება ევროჯოჯოხეთს!"

ასავალ-დასავალი. #13 (1116), 28 მარტი - 3 აპრილი. 2016.

ერთადერთი წყარო, რაც მსგავსი კომპანიის არსებობას ადასტურებს, 2008 წელს დარეგისტრირებული ვებ-საიტია, რომლის სანდოობის გადამოწმება რამდენიმე გზით ვცადეთ.

პირველ რიგში "მითების დეტექტორი" ვებ-გვერდზე მითითებული ელექტრონული მისამართის საშუალებით ცდილობდა აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. ელექტრონულ წერილზე პასუხის მიღება ვერ მოხერხდა.

მეორეაღნიშნული საიტის სანდოობის შესამოწმებლად სპეციალური ვებ-რესურსი გამოვიყენეთ, რომელიც ვების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციისა და მისი სანდოობის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. Human Leather-ის საიტი აქაც საეჭვოდ არის მიჩნეული. როგორც ირკვევა, საიტი აშშ-შია დარეგისტრირებული, თუმცა შესაძლოა მისი მფლობელი ინდოეთში იმყოფებოდეს. საიტი საეჭვოდ და რისკის შემცველად არის მიჩნეული:

ამასთანავე scamadviser.com -ის  თანახმად, აღნიშნული ვებ-გვერდი  დარეპორტებულია, როგორც  არასანდო და მის სარწმუნოობას არც  სხვა ვებ-გვერდები ცნობენ.

მესამეფოტოსურათი, რომელსაც გაზეთი "ასავალ-დასავალი" ადამიანის კანით ტექსტილის დამზადების საილუსტრაციოდ იყენებს, წარმოადგენს ფაბრიკაციას და არა რეალურ ფაქტს. კერძოდ,სტატიაში გამოყენებულ ფოტოზე გამოსახულია მამაკაცი, რომელსაც ადამიანის კანის მსგავსი მასალისგან შეკერილი ქურთუკი აცვია. როგორც ირკვევა, ფოტოზე ასახული ტექსტილი შექმნილია დიზაინერ ოლივიერ გულეს მიერ (Olivier Goulet). დიზაინერი წლების განავლობაში მუშაობდა ისეთი ტექსტილის შექმნაზე, რომლსაც ადამიანის კანის იმიტაცია ექნებოდა.

მეოთხე: გულეს მიერ დამზადებული პროდუქციის სურათების მანიპულაციას ხშირად მიმართავენ რუსულენოვანი ვებ-გვერდები. ასავალ-დასავალის მსგავსი მასალები, რომლებიც ადამიანის კანისგან დამზადებულ ტანსაცმელს/აქსესუარებს შეეხება, რუსულენოვან ინტერნეტ სივრცეში 2016 წლისიანვარ-თებერვალში ვრცელდებოდა. ისევე როგორც გაზეთ "ასავალ-დასავალში", რუსულენოვან მედიაშიც აქცენტი დასავლეთის მორალზე კეთდება, რაც თავის მხრივ, ფაქტების ფაბრიკაციას ეფუძნება.

 წყარო: eurocommunicator.ge




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ბოკერიამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ - კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ მიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...