ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება... ისტორიული მუზეუმის წინ

საზოგადოება

ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება... ისტორიული მუზეუმის წინ

14 მაი. 2012, 07:05:59

ამ ფიარ-აქციის ინიციატორი ხელისუფლება სულაც არ გახლავთ. იდეა ლაგოდეხელმა მოქალაქემ 2011 წლის 16 ოქტომბერს, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე დააპატენტა. ლაგოდეხში, ტუალეტის საზეიმოდ გახსნის კადრებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა: ორმა ლაგოდეხელმა, ტუალეტის წინ წითელი ლენტი გაჭრა და ლაგოდეხელებს კიდევ ერთი "ტურისტული" ობიექტის გახსნა მიულოცა.

ტუალეტი, რომელიც საზეიმოდ გახსნეს, მიშა სიყმაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოშია აშენებული, რომელიც სახუმარო ვიდეოკადრებში ტუალეტის გახსნას "საუკუნის პროექტს" უწოდებს.

წინასაარჩევნო პერიოდში, სიყმაშვილის "საუკუნის პროექტი" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლეიშვილმა აიტაცა და 2012 წლის აპრილის თვეში, კახეთის გუბერნატორთან, გიორგი ღვინიაშვილთან ერთად, საზოგადოებრივი საპირფარეშოს მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

"საქართველოს ყველა რეგიონში ევროპული სტანდარტების 50-მდე სანიტარული წერტილი აშენდება. საზოგადოებრივი სანიტარული წერტილების არარსებობა ანტისანიტარიას იწვევდა და დისკომფორტს უქმნიდა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე - ტურისტებს", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

უყურადღებოდ არც ქალაქი ოზურგეთი დარჩენილა. განსაკუთრებულ ადგილას, მუზეუმის წინ, უკვე ჩაეყარა საძირკველი ტუალეტის მშენებლობას. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, საპირფარეშოების მშენებლობას საქართველოს მასშტაბით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უწევს კურატორობას. როგორც ამავე კომპანიის ოზურგეთის სერვის ცენტრის მენეჯერმა ივანე ტაბატაძემ გვითხრა, ის მთლიანად არ ფლობს ინფორმაციას მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა დაგვიდასტურა, რომ ქალაქის ცენტრში ტუალეტი შენდება.

უფრო დეტალური და კომპეტენტური პასუხისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსს, ჯილდა მაჭავარიანს დავუკავშირდით:

_ ყველგან, სადაც მიმდინარეობს მშენებლობა, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და ოზურგეთშიც, რა თქმა უნდა, წლის ბოლომდე დასრულდება.

_ რამდენი ლარია გამოყოფილი ტუალეტის მშენებლობისთვის?

_ ასე კონკრეტულად არ არის გამოყოფილი.

_ მთლიანად საქართველოში რამდენი საპირფარეშო უნდა აშენდეს?

_ 50 საპირფარეშო აშენდება მთელ საქართველოში,

_ რა თანხა არის გამოყოფილი 50 ტუალეტის მშენებლობაზე?

_ ამისთვის გამოყოფილია 2 500 000 ლარი, ოღონდ ეს მარტო მშენებლობას ბუნებრივია არ გულისხმობს, შემდეგ მოვლა-პატრონობაც სჭირდება, რომელსაც კომპანია გაწევს. საპირფარეშოები მუდმივად მოწესრიგებული უნდა იყოს და ეს ბუნებრივია, დანახარჯს საჭიროებს.

_ ტუალეტში მომსახურება ფასიანი იქნება თუ უფასო?

_ იცით, ამ ეტაპზე არ ვიცით, განსაზღვრული არ არის ფასიანი იქნება თუ უფასო.

_ რამდენად მიზანშეწოლილია ისტორიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე საპირფარეშოს აშენება?

_ კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტები პირველ პრობლემად ასახელებენ საზოგადოებრივი საპირფარეშოების არარსებობას ქვეყანაში. შესაბამისად, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ააშენოს საპირფარეშოები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის ვახტანგ გველებიანის დახმარებით, ჩვენს კითხვებზე საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა ასეთი პასუხები გაგვცა:

_ ბატონო ალეკო, როდის დაიწყო ქალაქის ცენტრში ტუალეტის მშენებლობა და ვისი გადაწყვეტილებით შენდება?

_ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს საპირფარეშოების მშენებლობა და ოზურგეთშიც მათ მიერ ხდება აღნიშნული სამუშაოების ჩატარება

_ რამდენად მისაღებია ქალაქის ცენტრში, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ტუალეტის მშენებლობა?

_ აუცილებელია ოზურგეთში იყოს მოწესრიგებული საპირფარეშო და მისი განთავსება იქ, სადაც ხალხმრავალი ადგილებია მით უფრო მისაღებია.

_ რა დაუჯდება ოზურგეთს ტუალეტის მშენებლობა?

_ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მიმართეთ და ისინი გაგარკვევენ დეტალებში

_ როგორც ამბობენ, მუზეუმის შენობის წინ ასევე სავაჭრო ჯიხურების მშენებლობა დაიწყება.

_ არ ვადასტურებ აღნიშნულ ინფორმაციას.

_ ბატონო ალეკო, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მუზეუმი სხვა ადგილას გადააქვთ...

_ არ შეესაბამება სიმართლეს.

_ და ბოლოს, ბატონო ალეკო ოზურგეთი არც ისე პატარა ქალაქია, საკმარისია ერთი ტუალეტი?

_ აქამდე ოზურგეთში არ არსებობდა არც ერთი ნორმალური და მოწესრიგებული საპირფარეშო.

საინტერესოა, თვალსაჩინო ადგილას გამოჭიმული, ორმილიონნახევრიანი ტუალეტები "წითელი ლენტის" გაჭრის შემდეგ, იფუნქციონირებენ თუ არა; მაგალითად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი, ფასიანი ტუალეტის მოხმარებას მუდმივად აფერხებს წარწერა: "გასული ვარ, მალე მოვალ!"




 ახალი ამბები
  • რა იწვოდა ჩოხატაურშიცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. "ცეცხლი ეკიდა ბალახს, რომელიც ამჟამად ლოკალიზებულია", _ გვითხრეს  პრესსამსახურში. როგორ ჩვენთვის გახდა ცნობილი ხანძარი ადამიანთა დაუდევრობამ ... ...
  • რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებაზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს, შიდა ტურიზმი კი ქვეყანაში 15 ივნისიდან ... ...
  • სფფ-ის მაღალჩინოსნები გვიმბალაურში იმყოფებოდნენსფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ. წყარო: "გურია ... ...
  • „სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური" _ კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზესავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, ორ ადამიანს სურდა არეულობის შეტანა და თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“. კალაძის განცხადებით, თუ შსს-ს ჩათვლის რომ იყო ძალადობრივი ქმედება, გამოძიება უნდა დაიწყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას”, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც ... ...
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებასრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  „ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით. პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა. პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია სუს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?