კარგად დაფიქრდით, 8 შვილის პატრონს, სად შეიძლებოდა ეს მიწის ნაკვეთი წამეღო?! -კურტანიძე

საზოგადოება

კარგად დაფიქრდით, 8 შვილის პატრონს, სად შეიძლებოდა ეს მიწის ნაკვეთი წამეღო?! -კურტანიძე

27 აპრ. 2016, 11:55:42

"აბა, კარგად დაფიქრდით, 8 შვილის პატრონს, რომელსაც იძულებით გადაადგილებული ნათესავებიც ჰყავს ირგვლივ, სად შეიძლებოდა ეს მიწის ნაკვეთი წამეღო?!"_ ასეთ ორაზროვან პასუხს სცემს პარლამენტარი ელდარ-ლუკა კურტანიძე „გურია ნიუსის“ შეკითხვას - რატომ არ არის აღნიშნული 2016 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული 700.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც კურტანიძეს 2015 წელს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს.

შეგახსენებთ, რომ „გურია ნიუსმა“ კურტანიძის დეკლარაცია ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2015 წელს შევსებულ დეკლარაციაში ლუკა კურტანიძის უძრავი ქონება 5 მიწის ნაკვეთითა და 3 ბინით შემოიფარგლებოდა. თუმცა, 2016 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული 700.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი აღარ წერია. გაასხვისა თუ არა ეს მიწის ნაკვეთი კურტანიძემ მასთან დაკავშირების შემდეგაც უცნობი დარჩა.

ასევე, 2016 წლის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ კურტანიძე ფლობს თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე 57.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას. დეკლარაციაში არ არის აღნიშნული რა დაუჯდა ეს ბინა კურტანიძეს ან როდის შეიძინა.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, კურტანიძემ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებში 21 000 დოლარი დახარჯა.

„გურია ნიუსი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ლუკა კურტანიძეს დაუკავშირდა, თუმცა, მან აღნიშნულ საკითხზე განმარტებებისგან თავი შეიკავა და ორაზროვანი პასუხი გაგვცა.

„შედით საჯარო რეესტრში და ნახავთ სად წავიდა ეს მიწის ნაკვეთი. ყველაფერი არის კანონის ფარგლებში. მე არ მიყვარს სხვის საკუთრებაში ყურება, მაგრამ რადგანაც ვალდებული ვარ ეს ვთქვა, როგორც შემიძლია ისე გეუბნებით. კითხვები თუ გაჩნდება, გავცემ პასუხს, მაგრამ როგორც შემიძლია, ისე გპასუხობთ. 8 შვილის  პატრონს სად და როგორ შეეძლო ეს ქონება განეკარგა?!“ _ აღნიშნა კურტანიძემ.

ცნობისთვის, ლუკა კურტანიძეს დეკლარაციაში 6 შვილი უწერია: ნინო, ანა, ნოდარი, საბა, ბარბარე და ანამარია.  

რაც შეეხება ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებულ 57.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას, რომელიც კურტანიძის დეკლარაციაში 2016 წელს გაჩნდა, პარლამენტარი გვპასუხობს, რომ მშენებარე ბინა დანაზოგით შეიძინა და რამდენიმე წლის განმავლობაში მის დასრულებას ელოდებოდა.

„მოგეხსენებათ, რომ  პროფესიონალი სპორტსმენი ვიყავი და წლების განმავლობაში მქონდა დამოუკიდებლად შემოსავლის წყარო. ეს იყო მშენებარე ბინა, წლების განმავლობაში შენდებოდა. როგორც კი დასრულდა, შევიტანე დეკლარაციაში“, _ აღნიშნა კურტანიძემ.

გარდა ამისა, პარლამენტარი არ აკონკრეტებს, რომელი ფართის გასარემონტებლად გამოიყენა მან 2014-2015 წლებში 44 000 დოლარი.

„ჩემი  პროფესიიდან გამომდინარე, მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი და ებრაელების იგავია ასეთი: „ორჯერ არ ვიხდი“, მირჩევნია, მეც ასე მოვიქცე, ამიტომ რაც გავაკეთე, ძალიან ხარისხიანი გავაკეთე ჩემი და ჩემი ოჯახის დანაზოგით. კიდევ რომ არ მქონდეს ამდენი ვალდებულება შვილების წინაშე, შეიძლება უფრო ძვირიანიც გამეკეთებინა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას კურტანიძემ. 




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls