38 წლის ოზურგეთელი მედიკოსის, ალექსანდრე თავართქილაძის რევოლუციური ნაბიჯები ქართულ მედიცინაში

საზოგადოება

38 წლის ოზურგეთელი მედიკოსის, ალექსანდრე თავართქილაძის რევოლუციური ნაბიჯები ქართულ მედიცინაში

2019 დეკ 7 16:10:42

ონკოლოგი და გენეტიკოსი, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი , ოზურგეთელი ალექსანდრე თავართქილაძე , ჯერ მხოლო 38 წლისაა, თუმცა მან თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების და ევროპული განათლების მირების შემდეგ, უზარმაზარი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილების გზა გაიარა.

 ჩვენთან ინტერვიუში,  რომელსაც მალე შემოგთავაზებთ, მისი  ძალიან ტევადი ევროპული სამედიცინო გზის მიუხედავად , ალექსანდრე თავართქილაძე  ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს იმას,  რომ ის არის საქართველოს იმ კუთხის წარმომადგენელი, რომელსაც გურია ქვია, კერძოდ ამბობს, რომ  ქალაქი ოზურგეთი, მის მოგონებებში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს.

„დიახ, წარმოშობთ ვარ ოზურგეთიდან, ძალიან მიყვარს გურია და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ იქ გავატარე ბავშობის საოცარი წლები და იქედანვე დავიმუხტე საოცრად თბილი ენერგიით. ალბათ და რა თქმა უნდა ყველა ადამიანს თავისი ფესვები უყვარს, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ გურია არის მართლა საქართველოს გული.  როგორც ცოცხალ ორგანიზმში გული ყველაზე „ცოცხალი“ ორგანოა, შეიძლება ითქვას, რომ ასევეა გურია საქართველოში და შესაბამისად  შეუძლებელია, რომ იქ ადამიანმა თავი  „ყოვლისშემძლედ“ არ იგრძნო.  ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ვინც გურიაში ერთხელ მაინც მოხვდება ის აუცილებლად შეიგრძნობს „ჭეშმარიტი თავისუფლების არსს“ ... მე მყავდა არაჩვეულებრივი ბაბუა, სამამულო ომის ვეტერანი, მე მის სახელს ვატარებ, მის მოყოლილ ზღაპრებსა და მეორე მსოფლიო ომის საოცარ ისტორიებზე გავიზარდე, რომლებიც დღემდე ზეპირად მახსოვს.  მყავს  საოცარი ბებია, რომელთანაც, როგორც იტყვიან, უხილავი ძაფებით ვარ კავშირში. ალბათ, მუდმივად, მას აქვს იუმორის საოცარი გრძნობა, რაც გარკვეულ ჩუმ მელოდიასავით გამოჰყვა მთელს ჩემს შემდგომ ცხოვრებას... ბებიაჩემი პროფესიით ექთანი, ლამის 50 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მე ხშირად დავდიოდი ბებიასთან სამსახურში ასევე დავყვებოდი პაციენტებთან ბინაზე (მაშინ ძალიან პატარა ვიყავი), საოცრად საიტერესოა სნეულ ადამიანებზე ზრუნვა და თუ ეს სურვილში გადაიზარდა, რომ შენ ეს საქმე მოგწონს და ხვდები, რომ „ეს შენია“ აუცილებლად ადამიანი აირჩევს იმ პროფესიას, რომელსაც ექიმობა ქვია, მე უკვე ეს სკოლამდელ ასაკში გადავწყვიტე და სრულად ვუკავშირებ ბებიაჩემის - თინა მდინარაძის მიერ ჩემს, ასე ვთქვათ, „პატარა ბავშვის“ ჩართვას სნეულთა დახმარებაში.

 მედიცინის აკადემიური დოქტორი, რომლის დოსიეც, ლამის ქაღალდზე არ ეტევა, ონკოლოგიასთან ბრძოლის საქმეში მსოფლიოს აკვირვებს _ ახლახან მან უნიკალური ოპერაცია გააკეთა პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში, რაც უდიდესი გარდატეხაა ქართულ მედიცინაში _ მან პირველმა ჩაატარა თ ლიმფოციტების გადანერგვა და დღეისათვის სახეზეა სიმსივნისგან სრულიად განკურნებული პაციენტი!

„გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ ინტერვიუს სახელგანთქმულ ახალგაზრდა მეცნიერთან, რომლის გიგანტურ წინვლას სამედიცინო სფეროში, თვალს ადევნებს მშობლიური ოზურგეთი. ალექსანდრე თავართქილაძის მშობლები და ბებია სოფელ ნაგომარში ცხოვრობენ და მასთან შეხვედრა, როგორც ჩვენი მკითხველებისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის, თან მშობლიურ გურიაში, განსაკუთრებით საინტერესო იქნება.




 ახალი ამბები
  • გორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლაგორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. ... ...
  • სამტრედიის N3 საჯარო სკოლის გუნდი ,,წიგნების თაროს“ მე-8 სეზონში მიიღებს მონაწილეობასახალგაზრდებში მეტად პოპულარული სატელევიზიო  ლიტერატურული შოუს ,, წიგნების თაროს“  მე-8 სასკოლო სეზონის შესარჩევი ტური  დასრულდა. საქართველოს მასშტაბით 32  სკოლა შეირჩა. რჩეულთა შორის  სამტრედიიდან მხოლოდ ერთი გუნდი მოხვდა, N3 საჯარო სკოლის გუნდი. ელენე ალფაიძე, მარიამ  რუხაძე და ანი  ჯღამაძე,   მე-11 კლასის წარჩინებული მოსწავლეები არიან. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი როგორც სასკოლო,  ასევე, კლასგარეშე ღონისძიებებში. ,,წიგნების თაროში“  მონაწილეობას  სიხარულით შეხვდნენ, თუმცა,  ორმაგ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, მათ ხომ არა მარტო სკოლის, არამედ  მშობლიური ქალაქის ინტერესების დაცვაც ევალებათ. ,,თაროელები’’ საინტერესო  სეზონს გვპირდებიან. წარმატებები ... ...
  • კონკურსში, „სუფთა რეგიონი“ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდასაქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით,  კონკურსის „სუფთა რეგიონი" გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. 27 იანვარს, თბილისის საკრებულოში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. კონკურსის იდეა პირველად გაჩნდა 2015 წელს „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში. კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.  გამარჯვებულთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტიცაა - შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით სიგელი გადაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.  კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი", „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო", საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.  ... ...
  • საფრანგეთში ქართველი მორაგბე გარდაიცვალაფრანგული „გროლეს“ ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა. 27 წლის მორაგბე, რომელიდ ფედერალ 1-ის ბინადარ გუნდში 2014 წლიდან ირჯებოდა, სტადიონისკენ საკუთარი ავტომობილით მიემართებოდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც, გარდაიცვალა. ფრანგული მედიის ცნობით, ავარიის მიზეზი ნისლი და მოლიპული გზის ზედაპირი გახდა. მანქანაში ბექა მარტო იმყოფებოდა, მისი გარდაცვალების გამო კი, „გროლესა“ და „ლავორის“ შეხვედრა გადაიდო. წყარო: ... ...
  • რა მდგომარეობაა ჩოხატაურში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით და შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესიზამთრის დადგომასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების შემთხვევები მატულობს. მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ავადმყოფობა კი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ბავშვები სკოლას და საბავშვო ბაღს აცდენენ. როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში გაკვეთილებს მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ ესწრება. როგორც ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესს აცდენენ, სკოლებში სწავლის შეწყვეტის საშიშროება არ დგას. „მცირეოდენი გაცდენები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ის ზღვარი, რომლის გამოც, სკოლამ უნდა შეწყვიტოს პროცესი. სკოლების ნაწილში ჩავარდნებია, მაგრამ, ძირითადად, სკოლებში სწავლა ნორმალურად მიმდინარეობს. თითო- ოროლა ბავშვი აკლია კლასებში, ცხადია, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. მაგალითად, ამაღლების საჯარო სკოლამ გვითხრა, რომ მეცხრე კლასში ბავშვების უმრავლესობა არ იყო“, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ. როგორც  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება „მომავალის“ დირექტორი,  ნინო ბარამიძე ამბობს, სასწავლო პროცესის განახლებამდე საბავშვო ბაღებში დეზინფექცია ჩატარდა, მაგრამ არის ბაღები, სადაც ვირუსის გამო ბავშვები არ დადიან. ბარამიძის ინფორმაციით, გრიპის გამო დღეს არცერთი ბავშვი არ მივიდა სოფელ სამების საბავშო ბაღში. „სასწავლო პროცესი 20 იანვარს განვაახლეთ. 17-18-ში სრული დეზინფექცია ჩავატარეთ და დავიწყეთ სასწავლო პროცესი, მაგრამ ვირუსი რამდენიმე ბაღში დაფიქსირდა. გამკაცრებული გვაქვს წესები და ბავშვები სადაც არ მოდიან, აქვთ ვირუსი. დღეს სოფელ  სამების ბაღში ერთი ბავშვიც არ ყოფილა. სააღმზრდელო პროცესის შეჩერებისა და ბაღების დათხოვნის საფრთხე არ არის. იქ სადაც ბავშვები არ დადიან იმ დღეს სააღმზრდელო პროცესი თავისთავად არ არის“,_ ბარამიძე. რამდენად არის გავრცელებული  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიპის ვირუსი და რამდენად ხშირია მიმართვიანობა_ ამ კითხვით ჩოხატაურის კლინიკებს მივმართეთ. შპს „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“-ს მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია. განსაკუთრებით კი ბავშვებში. საავადმყოფოში ამ დროისთვის 6 პაციენტი ფილტვების ანთებით მკურნალობს. „მომართვიანობა შედარებით გაზრდილია, განსაკუთრებით ბავშვებში. განსაკუთრებული შემთხვევა ისეთი, რომ რეფერალი ყოფილიყო საჭირო გრიპთან დაკავშირებით, არ გვქონია. დაწესებულებაში 6 პაციენტი გვიწევს ფილტვების ანთებით, 2 ხვალ გაეწერება, ამჯერად, საუბარია მოზრდილებზე“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის „მედალფას“ სამედიცინო ცენტის ხელმძღვანელი ანტონ ხუნდაძე კი ამბობს, რომ კლინიკაში გრიპის ვირუსის გართულებული ფორმებით მიმართვა ზამთრის არდადეგების დროს უფრო ხშირი იყო. „წინა თვეში უფრო მეტი მომართვიანობა იყო გრიპის ვირუსის გართულებებით, ვიდრე ახლა. გრიპის ვირუსს მკურნალობენ ბინაზე ოჯახის ექიმების მეშვეობით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...