შეექმნება თუ არა ჰესების მშენებლობით პრობლემა ვაკიჯვრის კალმახს

საზოგადოება

შეექმნება თუ არა ჰესების მშენებლობით პრობლემა ვაკიჯვრის კალმახს

10 მაი. 2016, 18:23:31

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, მდინარე ნატანებზე სამსაფეხურიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება.

რამდენიმე დღის წინ, გურიის გუბერნიის სააქტო დარბაზში, "ნატანები 2 ჰესის" მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. დარბაზში მყოფ საზოგადოებას შპს "ენერჯი სოლოუშენის" წარმომადგენლებმა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში წარმოუდგინეს.

საჯარო განხილვაზე ატმოსფერული ზემოქმედების ხარისხზე (ემისიები, ხმაურის გავრცელება), ასევე, ზედაპირულ წყლებზე, მიწისქვეშა გრუნტის წყლებზე, ბიოლოგიურ გარემოზე, ნიადაგის ნაყოფიერ ფენაზე, ლანდშაფტზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზემოქმედებისა და დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ირაკლი ფირცხალაიშვილი, სოფელ ვაკიჯვრის მცხოვრებლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ჰესის მშენებლობა ვაკიჯვრის ტერიტორიულ ერთეულში მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 15 მილიონ დოლარს შეადგენს.

გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ მსგავსი შეხვედრა სოფელ ვაკიჯვარში ჩატარდება:

"ძალიან დეტალურად უნდა მოხდეს ამ საკითხებზე საუბარი და აქედან გამომდინარე, უნდა ელოდოთ ბევრ კითხვას. კარგი იქნება, ვაკიჯვარში თუ მოეწყობა მსგავსი შეხვედრა. მოსახლეობისგან უფრო მეტი კითხვა წამოვა და მათ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი.

რეგიონი ამ ჰესების მშენებლობით მიიღებს შემოსავლებს, რაც აისახება ადგილობრივ ბიუჯეტზე. ჩვენ მზად ვართ, მოგისმინოთ და გავეცნოთ "ნატანები 2" ჰესის მშენებლობის ყველა ნიუანსს.

ინვესტიცია იდება, რეგიონი და ქვეყანა მიიღებს სარგებელს, მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ერთი მოჭრილი ხის გაზრდას ასობით წელიწადი.

არ შეიძლება, არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჰესები საქართველოს სიმდიდრეა, ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, ჩვენ გვაქვს ჰიდრორესურსები. მთელ მსოფლიოში ატომური სადგურები იხურება და, ფაქტობრივად, გადასულები არიან ქარის, ჰიდრო და ბუნებრივ ენერგიის მიმღებ სეგმენტზე, რომელიც ნაკლებად დააზიანებს გარემოს. ის წუხილი, რომელიც უკვე დაფიქსირდა ამ პროექტის თაობაზე, არ გაიგოთ ისე, რომ ჩვენ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგნი ვართ", _ თქვა გია სალუქვაძემ.

შპს "ენერჯი სოლოუშენის" წარმომადგენლების თქმით, ყველა იმ შენიშვნას, კითხვას, რეკომენდაციას, რომელიც სამი შეხვედრის დროს გაისმა, აუცილებლად მიექცევა სათანადო ყურადღება:

"ეს შეხვედრები იმის გამო ტარდება, რომ ყველას მოსაზრება გავიგოთ და, შესაბამისად, მოხდეს შენიშვნებზე რეაგირება. ჩვენ ვგეგმავთ სოფელში შეხვედრას თუ, რა თქმა უნდა, ამის საჭიროება იქნება და მოსახლეობა მოითხოვს", _ განაცხადეს შპს "ენერჯი სოლოუშენის" წარმომადგენლებმა.

"გურია ნიუსის" კითხვაზე _ რა სარგებელი დარჩება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს" ნატანები 2" ჰესის მშენებლობით, კომპანიის წარმომადგენელმა ასე გვიპასუხა: "ადგილობრივ ბიუჯეტში, როგორც მშენებლობის, ასევე, ექსპლუატაციის დროს, ქონების გადასახადის 1%-ი შევა".

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შეხვედრაზე 47-პუნქტიანი შენიშვნა წარმოადგინა:

"გზშ-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ მდინარე ნატანები ჰიდროლოგიურად, პრაქტიკულად, შეუსწავლელია (არსებობს  მხოლოდ 7-წლიანი ჰიდროლოგიური რიგი ჰ/ს ქორისბუდე) წყლის ხარჯების დასადგენად გამოყენებულ იქნა მდინარე ბახვისწყალის, ჰ/ს ბახმაროსა და ჰ/ს ქვედა ბახვის საშუალო წლიურ ხარჯებს შორის დამყარებული სწორხაზოვანი კორელაციური კავშირით. გარდა ამისა, დასაზუტებელია მდინარე ნატანების წლიური ხარჯების, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში დამუშავებულ მონოგრაფიაში "საქართველოს წყლის ბალანსი". დადგენილი მეთოდით შეფასებისას მიღებული განსხვავებაც. ყოველივე აქედან გამომდინარე ეკოლოგიურ ექსპერტიაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში უნდა მიეთითოს, თუ რამდენად არის მართებული მდ. ბახვისწყლის ანალოგად გამოყენება და რამდენად იქნება მისი მონაცემები მიზანშენწონილი". 

ამავე დოკუმენტში საუბარია, რომ "მეტეოროლოგიური პარამეტრების" ცხრილში წარმოდგენილი ინფორმაცია ქარის მაქსიმალური სიჩქარის შესახებ არ შეესაბამება დაკვირვების მასალებს პროექტში მითითებული პუნქტებისთვის (ოზურგეთი-ბახმარო).

დოკუმენტი აღნიშნულია, რომ ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშს თან უნდა ერთოდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შედეგების განხილვის მასალები. საზოგადოების წარმომადგენელთა შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია უზრუნველყოს შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის წერილობითი დასაბუთება და გზშ-ის ანგარიშთან ერთად წარმოდგენა.

შეხვედრაზე დაისვა საკითხი, ხომ არ შეექმნება ჰესების მშენებლობის დროს პრობლემები მეფუტკრეობას და თევზსაშენებს.

"ეს თემა უფრო ახლოს არის "ნატანები 1 ჰესის" მშენებლობასთან და უკვე მოვთხოვეთ შეესწავლათ საკითხი. მათ მოვთხოვეთ კალმახსა და ფუტკარზე ზემოქმედების შესწავლა. თუმცა, თევზსაშენებზე აქვთ აღნიშნული, რომ არ მიაკლდებათ წყალი და მიეწოდება ის რაოდენობა, რაც არის საჭირო", _ თქვა ირაკლი ფირცხალაიშვილმა, რომელიც შეხვედრას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სახელით ესწრებოდა.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls