„ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის საფინანსო შეთანხმება გაფორმდა

საზოგადოება

„ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის საფინანსო შეთანხმება გაფორმდა

2016 მაი 27 17:56:20

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" "ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში" II ეტაპის (ENPARD Georgia II) საფინანსო შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატერინა მატერნოვა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანუშ ჰერმანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დასოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ესწრებოდნენ.

საფინანსო შეთანხმებას ხელი ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ კატერინა მატერნოვამ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მოაწერეს.

"ზოგადად ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება ჩვენ  ევროპულ გზაზე ყოველთვის არის მხარდაჭერილი ევროკავშირის მიერ. ემპარდი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა ამ გზაზე, რომელიც ეხმარებოდა სოფელს და

ზოგადად ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება ჩვენს ევროპულ გზაზე ყოველთვის არის მხარდაჭერილი ევროკავშირის მიერ. ENPARD I -იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა ამ გზაზე, რომელიც ეხმარება სოფელს და სოფლის მეურნეობის განვითარებას. საქართველოს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ პროგრამებთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერა  სოფლის მეურნეობის დარგის თანამიმდევრული და მდგრადი განვითარების საშუალება სიძლევა. ეს კი, ძალიან  მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ENPARDII, რომელიც50 მილიონი ევროს მხარდაჭერას გულისხმობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითრებას  და ჩვენი ფერმერების კონკურენტუნარიანობის გააძლიერებას მოხმარედება”, - აღნიშნადავით ბაქრაძემ.

პროგრამის განხორცილება 2016-2019 წლებშია დაგეგმილი და მისი მიზანი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაა.

პროგრამის მთლიანი ბიჯეტი 50 მილიონი ევროა, რაც საბიუჯეტო, საგრანტო და ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ  ევროინტეგრაციის პროცესში  მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას, რომელიც წლების განმავლობაში ევროკავშირის სხვადასხვა მიმართულების საბიუჯეტო პროგრამისა და ინტრუმენტის საშუალებით ხორციელდება.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველო ახალი რეალობისა და გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება მოვახდინოთ როგორც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება, ასევე ევროპულ ბაზრებზე ინტეგრაცია და ინსტიტუციური განვითარება.

"ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში" II ეტაპის (ENPARD Georgia II) ფარგლებში 2015 წელს უკვე დაიწო სამი საპილოტე პროექტის განხორციელება ლაგოდეხის, ყაზბეგის და ბორჯომის მუნიციპალიტეტბში. საპილოტე პროექტისმიზანი სოფლის განვითრებისთვის ახალი ინიციატივებისა და პროგრამების ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით შემუშავება წარმოადგენს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც ღონისძიებაზე კატერინა მატერნოვამ აღნიშნა, რომ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დღეს ხელმოწერილი ევროკავშირის დახმარების პროექტი ითვალისწინებს რეგიონებში მცხოვრები  ადამიანების ხელშეწყობას.

,,აღნიშნული დახმარება განკუთვნილია ფერმერებისთვის, რათა მათ შეძლონ პროდუქციის ევროპული სტანდარტით წარმოება.  პირადად ჩემთვისძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის  დახმარებითშესაძლებელი გახდა ქართული მოცვის ექსპორტზე გატანა. მისასალმებელია ისიც, რომ  სასულიერო პირები არიან ჩრთული თაფლის წარმოებაში. მათ წარმოებულ პროდუქციას ევროკავშირში გასვლის პოტენციალი აქვს. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთ სასურველ და სასარგებლო პროგრამას ეწერება დღეს ხელი", - აღნიშნა კატერინა მატერნოვამ.

"ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში" II ეტაპის (ENPARD Georgia II) ძირითადი მიმართულებებია:

1.      სასოფლო-სამეურნეო სექტორის გაზრდილი კონკურენტუნარიანობა და  მდგრადობა;

2.      გაუმჯობესებული სანიტარიული, ფიტოსანიტარიული, სურსათის უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტები, აგრეთვე კონტროლისა და ინსპექციის პროცედურები;

3.      დივერსიფიკაციის გზით გაუმჯობესებული სამუშაო და საცხოვრებელი პირობები აგრარულ რეგიონებში.

აღნიშნული საფინანსო შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი 50 მლნ ევროდან, 27 მლნ ევრო პირდაპირ მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც სახელმწიფო მიიღებს სამი თანმიმდევრული წლიური ტრანშის სახით (2017-2019 წლები), ხოლო 23 მლნ ევრო განკუთვნილია სოფლად განვითარების და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების მიერ შემუშავებული ინიციატივების დაფინასებაზე. ბენეფიციარებისთვის გრანტების გაცემა განხორციელდება საქართველოში მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

(R)




 ახალი ამბები
  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალასაქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. თემურ ხიკვაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცასაქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა, _ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ... ...
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...