ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვეს

საზოგადოება

ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვეს

2016 ივნ 5 23:55:02

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა  WineExpo Georgia 2016-ის  ფარგლებში, 3-4 ივნისს ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსი - 8th International Wine Award - გაიმართა. კონკურსზე ღვინის ნიმუშები წარდგენილი ჰქონდათ როგორც მსხვილ კომპანიებს, ისე მცირე და საოჯახო მარნებს,  ჯამში 40 კომპანიის 153 სხვადასხვა დასახელების ღვინო.

კონკურსში წარმოდგენილი ღვინოები ენოლოგებით, საერთაშორისო ექსპერტებით  და სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი  - ტიმ ატკინი  (Mr. Tim Atkin MW - ბრიტანეთი), ღვინის მაგისტრი- კენიჩი ოჰაში (Kenichi Ohashi MW - იაპონია), ღვინის მაგისტრი - რიჩარდ კერშაუ (Richard Kershaw MW  – სამხრეთ აფრიკა), ისა ბალი (Isa Bal MS, ოსტატი სომელიე – თურქეთი), ენოლოგი - მიხეილ მესხი (ენოლოგი, საქართველო) და ღვინის ექსპერტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი (საქართველო). 

,,მე უკვე მეორედ მაქვს პატივი ამ მნიშვნელოვანი კონკურსის ჟიურის წევრი ვიყო.  წელს, როგორც ჟიურის თავმჯდომარემ მინდა აღვნიშნო, რომ მისასალმებელია კონკურსში მონაწილეთა რაოდენობის ზრდა. გამოწვევა ძალიან დიდი იყო, დაახლოებით 150-ზე მეტი ძალიან კარგი ღვინო დავაგემოვნეთ, ამიტომ საუკეთესოების გამოვლენა ნამდვილად რთული აღმოჩნდა. შესაბამისად,  ყველამ, ვინც იმსახურებდა გამარჯვებას ჯილდო მიიღო.  მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კომპლექსური ქვეყანაა, საოცარი ნაზავია, ყველაფერი რაც კარგია საქართველოში ერთადაა თავმოყრილი. ასე, რომ მთელი ცხოვრება არ გვეყოფა ბოლომდე ვისწავლოთ ქართული ღვინო, მისი შესაძლებლობა და პოტენციალი. ქართული ღვინო უსაზღვრო და ამოუწურავია. კონკურსის ჟიური საინტერესოდ იყო დაკომლექტებული - 4 უცხოელი და 2 ქართველი ექსპერტი. ქართველი კოლეგები შეფასების პარალელურად გვაცნობდნენ ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას. შესაბამისად, კონკურსის პროცესი ჩვენთვის  სასიამოვნო და საგანმანათლებლო იყო“, - განაცხადა ტიმ ატკინმა.

4 ივნისს, საზეიმო ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის მიისტრმა ოთარ დანელიამ და ჟიურის წევრებმა სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები  დააჯილდოვეს. კონკურსში ფარგლებში ჯილდო 114 დასახელების ღვინომ მიიღო. აქედან: ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა  62 სახეობის ღვინომ, ვერცხლის - 27, ოქროს მედალი - 16 სახეობის ღვინომ, სპეციალური - პრიზი ე.წ ,,ტროფი“ (TROPHY) – 8 სახეობის ღვინოს გადაეცა. წლის საუკეთესო ღვინოდ კომპანიის ,,საწნახელი“ წარმოებული ღვინო ,,ქვევრის საფერავი რჩეული“ დასახელდა.

,,მეღვინეობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით ყველა იმ ღონისძიების მხარდამჭერი, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. წელს, კონკურსში 100-ზე მეტი გამარჯვებული ღვინო გამოვლინდა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი და მისასალმებელია. კონკურსის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები,  სპეციალისტები და ღვინის ჟურნალისტები, რომელთა მოსაზრება და შეფასება მართლაც მნიშვნელოვანია. სწორედ მათ მიერ ქართული ღვინის აღიარება ხელს შეუწყობს მის პოპულარიაზციას საერთაშორისო ბაზარზე და კიდევ ერთხელ იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ღვინის აკვანია“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

,,ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა – WinExpo Georgia“  საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მხარდაჭერით უკვე მე-9 წელია ყოველწლიურად იმართება.

გამოფენაზე ტრადიციულად წარმოდგენილია  როგორც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ღვინის საწარმო მანქანა–დანადგარები, აქსესუარები, გადამამუშავებელი ხაზები, შესაფუთი მასალა, მინის ტარისა და საცობის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები.  გამოფენის ფარგლებში  მცირე და ოჯახური მარნებისა და ქვევრის ღვინის მწარმოებლების სპეციალური კუთხეც ეწყობა.

ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსი - 8th International Wine Award გამარჯვებული (სპეციალური ოქრო (ტროფი) და ოქრო) ღვინოებია:

წლის საუკეთესო ღვინო - ქვევრის საფერავი რჩეული 2013 ( კომპანია ,,საწნახელი“)

  • სპეციალური ჯილდო - ,,ოქროს ტროფი“

  1. მანავი 2014 - თეთრი მშრალი (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)

  2. ქისი 2013  - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გრავისი“)

  3. რქაწითელი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,შალაურის მარანი“)

  4. მწვანე 2012 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,ბაბანეურის მარანი“)

  5. ოკალეში 2015 - წითელი მშრალი (კომპანია ,,გიუაანი“)

  6. მუკუზანი გეორგიკა - წითელი მშრალი (კომპანია ,,შუმი“)

  7. ქვევრის საფერავი რჩეული 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,საწნახელი“)

  8. ახაშენი - წითელი ნახევრად ტკბილი (კომპანია ,,მარანული“)

  • ოქროს მედალი

  1. მანავი  2014 - თეთრი მშრალი (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)

  2. კახური მწვანე 2015- ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,შალაურის მარანი“)

  3. რქაწითელი 2014 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გიუაანი“)

  4. რქაწითელი 2014 – ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გრავისი“)

  5. ქისი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გრავისი“)

  6. რქაწითელი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია,,შალაურის მარანი“)

  7. მწვანე 2012 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია,,ბაბანეურის მარანი“)

  8. ოჯალეში 2015 - წითელი მშრალი (კომპანია ,,გიუაანი“)

  9. მუკუზანი გეორგიკა 2013 წითელი მშრალი (კომპანია ,,შუმი“)

  10. მუკუზანი იბერიკა 2013 - წითელი მშრალი (კომპანია ,,შუმი“)

  11. მუკუზანი 2009 -  წითელი მშრალი (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)

  12. ქვევრის საფერავი 2015 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,ვაზი +“)

  13. ქვევრის რჩეული საფერავი 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,საწნახელი“)

  14. ქვევრის საფერავი 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,ფალავანი“)

  15. ქვევრი საფერავი 2012 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,წინანდლის ძველი მარანი)

  16. ახაშენი 2015 - ჭითელი ნახევრად ტკბილი (კომპანია ,,მარანული“)

(R)




 ახალი ამბები
  • ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებსცხინვალის იზოლატორში მოთავსებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთას არ აღიარებს, - ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. ამის შესახებ ყოფილი პატიმრები ყვებიან, რომლებიც 14 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ყოფილმა პატიმრებმა ახალგორის იზოლატორში 3 დღე გაატარეს. ისინი 11 ნოემბერს დააკავეს, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი - 9 ნოემბერს. საქართველოს მოქალაქეები (სულ 4-ნი) ერთმანეთს საპატიმროში შეხვდნენ. 14 ნოემბერს 3 მოქალაქე ერგნეთის გამშვებ პუნქტზე საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს. 15 ნოემბერს ექიმებმა მოინახულეს. ,,პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით, საქმე არის შემდეგში: ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ",  - აღნიშნავს ექიმი დავით ღვინიაშვილი. ყოფილმა პატიმრებმა qartli.ge- სთან საუბარში განაცხადეს, რომ ექიმი თავს კარგად ... ...
  • საქართველო ენერგეტიკაში კანონების მიღებას აგვიანებს - ევროპის ენერგოგაერთიანების გაფრთხილებასაქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრის სტატუსით აღებული ვალდებულებების შესრულებას აგვიანებს - ასეთია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის იანეზ კოპაჩის შეფასებებიდან ძირითადი დასკვნა.როგორც იანეზ კოპაჩიმ ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ დედლაინი დაარღვია. საუბარია, ენერგეტიკის სექტორში ახალი კანონების მიღების ვადებზე.„დარჩენილია, როგორც შედარებით პრიორიტეტული საკითხები, ასევე ისეთი ცვლილებებიც, რომელთა მნიშვნელობაც შედარებით ნაკლებია. ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჩქარო არის შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღება, ასევე ენერგოეფექტურობის ევროდირექტივასთან თავსებადობის უზრუნველყოფა.ასეთივე პრიორიტეტულია ჩვენთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების ევროდირექტივის მოთხოვნებთან თავსებადობის შექმნა. ამ ცვლილებების შედეგად, საქართველომ ენერგობაზრებს გახსნის უფლება უნდა მისცეს. ეს არ არის მხოლოდ ენერგოგაერთიანების აღებული ვალდებულებაა, არამედ ის სასიკეთოა თავად საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბაზრის ლიბერალიზაცია და სხვა ვალდებულებების შესრულება სწრაფად მოხდება.მიზეზები, რომელთა გამოც ეს ცვლილებები გაიჭედა და გაჩერდა, სხვადასხვაა. ენერგოეფექტურობის ნორმების კუთხით, ჩვენ როგორც გვითხრეს, ცვლილების გაჭიანურების მიზეზი დროში გაწელილი და უშედეგო დისკუსია იყო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო - უნდა ყოფილიყო ის ცალკე არსებული სააგენტო, თუ - სამინისტროში შემავალი დეპარტამენტი. ეს თავის მხრივ. არც თუ ისე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, თუმცა როგორც ჩანს, ის იქცა ბარიერად, რის გამოც ქვეყანას ამ დრომდე არ აქვს შესაბამისი კანონმდებლობა.ბუნებრივი გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის ბაზრების ლიბერალიზაციის მიმართულებით, ჩვენ არ ვიცით რატომ არ არის ეს ცვლილებები მიღებული. მე ვიცი, რომ იყო დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა შედეგებს გამოიწვევდა მისი მიღება და ამოქმედება, როგორ შეცვლიდა ის ამ ბაზრებზე სამომხმარებლო ფასებს. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკოსთა შიშები დასრულებულია და ისიც მალევე იქნება მიღებული და ათვისებული“, - განაცხადა კოპაჩიმ.დღეის მდგომარეობით, "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" და განახლებადი ენერგიის თაობაზე კანონპროექტების განხილვა პარლამენტში, მეორე მოსმენის ეტაპზეა.შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ ოქმით (2016 წლის 14 ოქტომბერი) გაწერილი ვალდებულებების შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ენერგეტიკის სექტორში რიგ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. აღნიშნული პროცესი ისეთ საკითხებ მოიცავს, როგორიცაა ლიბერალიზებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, მიწოდების უსაფრთხოების ამაღლება, ენერგოეფექტურობის განვითარება, განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობა და ენერგეტიკული სტატისტიკის ნორმების გაუმჯობესება და სხვა. წყარო: ... ...
  • ქარელში 11 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვესქარელის მუნიციპალიეტეტის სოფელ ყინწვისში 11 წლის ბავშვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით ... ...
  • "ქარიშხალი ჭიქაში არ უნდა შეიქმნას" - ირაკლი კობახიძე ქარიშხალი ჭიქაში არ უნდა შეიქმნას, _ ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძე, შენობის გარეთ განვითარებულ მოვლენებს “მე ვუყურებდი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერს და რეალურად, გარეთ იყო შეკრებილი პარტიის ოფისთან 2-3 ათეული ადამიანი და ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნებოდა ადამიანს, რომელიც არ იყო უშუალოდ ამ ყველაფრის მომსწრე, რომ იქ ხდებოდა რაღაც უბედურება. ქარიშხალი ჭიქაში არ უნდა შეიქმნას. ყველაფერი იქნება მშვიდად და ისინი თუ გააგრძელებენ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, ჩვენი ოპონენტები, ისინი კიდევ უფრო მეტს წააგებენ შემდეგი არჩევნებისთვის... თუ ვინმე დაშავდა, ამით უნდა დავინტერესდეთ და ეს ძალიან სამწუხაროა. ერთი რესურსი გვაქვს და ამაში ყველა დარწმუნდება, როდესაც სამომავლოდ, კანდიდატები დასახელდება. ვიდრე რადიკალურ ნაბიჯებს გეგმავენ და ახორციელებენ ჩვენი ოპონენტები, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს. ჩვენ დამატებით ქულებს ვიწერთ არჩევნებისთვის და ისინი კარგავენ რესურსს არჩევნებისთვის. ამიტომ, მათ მოვუწოდებ, ისინიც დაკავდნენ ამით, ესაუბრონ ხალხს და ნუ ესაუბრებიან ერთმანეთს“, - აცხადებს ... ...
  • ეს გურიაა _ რეზო ცქვიტინიძის ფოტორეპორტაჟიგურული სული და გარემო, განსაკუთრებით, გურიის ბუნებისთვის, ადგილობრივ კოლორიტთათვის ფოტოობიექტივში ადგილის მიჩენა, რომ მერე ეს ყოველივე, ირგვლივ ყველას და ყველაფერს უკიდეგანო პოზიტივად მიმოაპნიოს _ ასეთია ოზურგეთელი პროფესიონალი ფოტოგრაფის, რევაზ ცქვიტინიძის მუშაობის სტილი, თითქმის 50 წლის მანძილზე. სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია გურია ბახმარო ბახმაროს იალაღებზე გაზაფხულია გურული მწყემსი ბახმაროს იალაღებზე ოზურგეთი, ექადია, წმიდა გიორგის ეკლესია მწყემსთა სახლები გომისმთაზე საყორნია ასკანა აცანის ჩანჩქერი ასკანელი გურულის ღობე მჭედელი მჭედლის კლიენტი ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?