კონკურსმა "ქართული - ა" გამარჯვებულები გამოავლინა

საზოგადოება

კონკურსმა "ქართული - ა" გამარჯვებულები გამოავლინა

2016 ივნ 11 15:14:47

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული შრიფტების კონკურსის "ქართული - ა" გამარჯვებულებიდააჯილდოვეს.  კონკურსი "ქართული - ა" დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით ხორციელდება და მისი მხარდამჭერები არიან პროექტი  #წერექართულად და თიბისი ბანკი. კონკურსის მიზანია ქართული დამწერლობის ადაპტირება თანამედროვე სამყაროსთან, მისი გავრცელება და პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გამარჯვებულები 7 ნომინციაში დასახელდა, ისინი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემმამუკა ხაზარაძემ და ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს. კონკურსში "ქართული - ა" გამარჯვებული შრიფტები გაციფრულდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

თანამედროვე - ა (თანამედროვე, დახვეწილი შრიფტი);

პირველი ადგილი  - ზურაბ მიმინოშვილი

მეორე ადგილი - ნანა შიხაშვილი

გაკრული - ა (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი);

პირველი ადგილი - გიორგი ახუაშვილი

მეორე ადგილი - ზურაბ მიმინოშვილი

ადაპტირებული - ა (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია);

პირველი ადგილი - ზურაბ მიმინოშვილი

მეორე ადგილი - დათო ხარაშვილი

აკადემიური - ა  (კლასიკური, აკადემიური შრიფტი);

პირველი ადგილი - ზურაბ მიმინოშვილი

მეორე ადგილი - მერაბ გეწაძე

მხატვრული - ა (მხატვრული  შრიფტი);

პირველი ადგილი  - ზურაბ მიმინოშვილი

მეორე ადგილი - ნინო მეგრელიძე

ტექნიკური- ა (ტექნიკური შრიფტი ტექნიკური პროგრამების მიმართულებით გამოსაყენებლად);

პირველი ადგილი - ნინო მეგრელიძე

მეორე ადგილი - მექი გიორგაძე

ფუტურისტული - ა (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა)

პირველი ადგილი - ია დარახველიძე

მეორე ადგილი - ჯუმბერ ბეჭვაია

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ამისთვის საჭირო იყო ვებგვერდზე ქართულია.com/georgiana.ge რეგისტრაციის გავლა და სასურველი კატეგორიის მონიშვნა. რეგისტრაცია და ნამუშევრების მიღება 21 მარტიდან დაიწყოდა 30 აპრილამდე გაგრძელდა,  სულ დარეგისტრირდა 160 ნამუშევარი.

თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენა შეეძლო, თუმცა მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში წარედგინათ. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებს შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარმოედგინათ.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ დიზაინერები -  ზვიად ციკოლია, ლადო კობახიძე,  კახაბერ ბოჭორიშვილი;  გრაფიკურიდი ზაინერი  - მანანა არაბული და მხატვარ-დიზაინერი მალხაზ იაშვილი, საუკეთესო ნამუშევრები შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა.  თითოეულ ნამუშევარს მინიჭებული ჰქონდა უნიკალური შტრიხკოდი და შეფასების პროცესში ჟიურის წევრებისთვის ავტორების ვინაობა უცნობი იყო. 

თოთოეულ ნომინაციაში ორი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც თიბისი ბანკმაფულადი პრიზები, პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს - 2000 ლარი, მეორე ადგილზე გასულს კი 1000 ლარი გადასცა.  გამარჯვებულები ასევე დასაჩუქრდნენ ელექტრონული წიგნების სახლი "საბას" წიგნებით.

სპეციალური პრიზი დააწესა ასევე დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, რომელმაც თავის  რჩეულ კონკურსანტებს - ია დარახველიძეს და ჯუმბერ ბეჭვაიას საკუთარი დიზაინით შექმნილი საათები გადასცა.  

პროექტ #წერექართულად ფარგლებში უკვე არაერთი საინტერესო ინიციატივა განხორციელდა, ჩატარდა ფონტების ინჟინერიის კურსები, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად მოხდა ყველაზე დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გაციფრულება, იგეგმება ლექსიკოგრაფიის კონგრესის ორგანიზება და  მაიკროსოფტის სათარგმნი პლატფორმის გამართვა. 

#წერექართულად  ეგიდით მიმდინარე თოთოეული პროექტი უნიკალურია, მაგრამ მათ საერთო მიზანი აერთიანებთ - დავიცვათ და განვავითაროთ ქართული დამწერლობა და ენა, როგორც ეროვნული ფასეულობა; მოხდეს ქართული ენის პოპულარიზაცია ყოველდღიურ გამოყენებაში და გათავისუფლდეს ენა ბარბარიზმებისგან.

(R)




 ახალი ამბები
  • ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყოლანჩხუთში, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო და როფორც ცენტრის ხელმძღვანელი ნატა კობალავა ამბობს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად გათვალისწინებულია რეკომენდაციები და დაცულია უსაფრთხოების წესები. მისივე ინფორმაციით, თითოეული აღსაზრდელის მშობელი მათსავე ბაღში მიიღებს განკუთვნილ ... ...
  • ლევან რატიანი: ამ ეტაპზე ომში მეტწილად გავიმარჯვეთდღეს ძალიან ბედნიერია მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან ომში მეტწილად გავიმარჯვეთ და პაციენტის, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული, მდგომარეობა გაუბჯობესდა და არის კონტაქტური, _ ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან რატიანის თქმით, აღნიშნულ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ყველა გართულება, რაც ამ დაავადებისა და კორონავირუსისთვის არის დამახასიათებელი. „ამ ეტაპზე უნდა გითხრათ, რომ ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადექვატური და დღის ბოლომდე შეიძლება იგი აპარატიდან მოიხსნას. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც არის კოვიდინფიცირებული, აქვს გულის უკმარისობა და ამავდროულად ასაკი, ამ ქალბატონის შესახებაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კვლევებითა და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით, დადებითი დინამიკაა მიღწეული და გამარტივდა სუნთქვის პარამეტრები. კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური ფუნქციები უკეთესია, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც მოიხსნება აპარატიდან“, - განაცხადა ლევან ... ...
  • თიბისიმ პროგრამის „თიბისი შენთვის“ ფარგლებში COVID-19 -ის სწრაფი ტესტები შეიძინა (R)თიბისიმ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე COVID-19 -ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. ტესტებს საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ და თიბისი მათ ჩამოტანისთანავე გადასცემს ჯანდაცვის სამინისტროს.  „სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. ჩვენ გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად იმ საჭიროებების გამოსავლენად, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას და ამ ნაბიჯით თიბისი არსებულ გამოწვევებს პასუხობს,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. შეკვეთა 10 000 სწრაფი ტესტის შეძენაზე უკვე გაგზავნილია აშშ-სა და შვეიცარიაში. აღნიშნული პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში განახორციელდა, რომელიც თიბისიმ  COVID-19 -ის გამოწვევების დასაძლევად წამოიწყო. პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება სხვადასხვა სოციალურ პროექტზე, დისტანციური  განათლების ხელშეწყობასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე. ... ...
  • განზრახ მკვლელობის მცდელობა და დაჭრა_ ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ტ.ბ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 12 ივლისს, თბილისში, ბეგიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტ.ბ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ბ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა, ხოლო მ.ნ. ფეხის არეში დაჭრა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ბ.-ს გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ტ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქ.თბილისში დააკავეს.   მას  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკველელობის მცდელობა) და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება)  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 4 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 6 პირი დააჯარიმეს, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანას ახორციელებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...