საკუთრების გადაუჭრელი პრობლემის გამო ბათუმში აქცია გრძელდება

საზოგადოება

საკუთრების გადაუჭრელი პრობლემის გამო ბათუმში აქცია გრძელდება

2016 ივნ 22 23:03:41

ბათუმში, მთავრობის სახლის წინ, გონიოს მოსახლეობის ნაწილი საპროტესტო აქციებს მართავს. მოსახლეობის მოთხოვნაა ბათუმის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება გონიოს მიწებთან დაკავშირებით, რომლის დაკანონებასაც ადგილობრივები უკვე წლებია ელოდებიან.

ცნობისთვის, გონიოში საკუთრების პრობლემასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა. ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ნათლად არის წარმოდგენილი რა პრობლემებს აწყდებოდა გონიოს მოსახლეობა წლების განმავლობაში და როგორ დაკარგა რამდენიმე საათში 271-მა ოჯახმა საკუთრება.

პრეისტორია

გონიოში მიწების ჩამორთმევა აჭარაში ერთ-ერთ პოლიტიკურ საკითხად ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში იქცა. ამ პერიოდში რეგიონში მიწის რეფორმა არ ჩატარდა და რეგიონის მოსახლეობამ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ვერ ისარგებლა, რომ მიწა საკუთრებაში მიეღო.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლება მოსახლეობას შეპირდა, რომ მიწის რეფორმას დაასრულებდა. საქართველოს პარლამენტმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური კანონიც მიიღო, რომლის საფუძველზეც, 2006 წლის ბოლომდე აჭარაში, კერძოდ, ხელვაჩაურსა და ქობულეთის რაიონებში მიწის რეფორმა უნდა დასრულებულიყო. აჭარის მთავრობაში კი შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირი, ლევან ვარშალომიძე თავმჯდომარეობდა. კომისიამ საკადასტრო რუკები შექმნა, დაადგინა ზღვრული ნორმები და განისაზღვრა სარეფორმო ფონდი. საჭირო იყო მხოლოდ ხელმოწერა, რომლითაც კონკრეტულ პირს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემოდა. ეს კი არ გაკეთდა, რისი ოფიციალური მიზეზიც დღემდე უცნობია.

2007 წლის დასაწყისში, ხელვაჩაურის რაიონის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ტურისტულ ზონებში შეესწავლა იმ პირების საკუთრების უფლება, რომლებმაც გამონაკლისის სახით ასლან აბაშიძის მმართველობის დროს მიწის რეფორმით მიიღეს საკუთრება. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, გონიოსა და მახინჯაურის თემებში ასობით გლეხს საკუთრება ჩამოერთვა. კომისიის სხდომა 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. გონიოელებს საკუთრების უფლება ისე ჩამოართვეს, რომ არც ერთი მათგანი სხდომის გამართვის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა.

ამავე წლის შემოდგომაზე, საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა - რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. არჩევნების წინ კი, პრეზიდენტის 2007 წლის 25 სექტემბრის #525-ე ბრძანებულება ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, კერძო თუ იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადაეცემოდათ კანონიერ მფლობელობაში არსებული ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები. ამ  წესით აჭარაში ათასობით ოჯახმა ისარგებლა, მათ შორის, გონიოს მოსახლეობამაც.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2007 წლის 13 დეკემბერს, გონიოს ყოფილი საბჭოთა მეურნეობის დასახლებაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე პირადად მივიდა და საზეიმო ვითარებაში გადასცა კიდეც მიწის საკუთრების უფლების მოწმობა. მან მოსახლეობას უთხრა, რომ ეს პრეზიდენტის საჩუქარი იყო. გონიოს მოსახლეობა დღესაც ფიქრობს, რომ ეს "საჩუქარი" არჩევნებში ხმების მიღების სანაცვლოდ მიიღეს.

არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ, ვითარება კიდევ ერთხელ შეიცვალა _ ხელვაჩაურის რაიონის სოფელი გონიო ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცა. მანამდე ჯერ ასამდე ოჯახს, შემდეგ კი, 2010 წლის 9 ნოემბერს, ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ  271 ოჯახს ერთდროულად ჩამოართვა მიწაზე საკუთრების უფლება.

მას შემდეგ გონიოელებსა და სახელმწიფოს შორის დავები სასამართლო ინსტანციებში გაგრძელდა, რომელიც ფაქტობრივად იდენტური შედეგით დასრულდა - გონიოელებმა მიწაზე საკუთრების უფლება დაკარგეს.

2014 წლის 1 სექტემბერს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სადავო მიწების შემსწავლელმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ განმცხადებლები კატეგორიებად დაყო. განისაზღვრა, რომელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რა რაოდენობის ფართს განკარგავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, რომელი ნაკვეთია არქეოლოგიური დაცვის ზონაში, ასევე, რომელია კერძო საკუთრება და ვის გაუუქმა წინა ხელისუფლებამ მათ მიერვე გაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება.

არსებული ვითარება

საბოლოოდ, დაახლოებით ერთი კვირის წინ ბათუმის საკრებულომ გამოაცხადა, რომ გონიოს მიწებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გასულ სამშაბათს გაასაჯაროებდა, თუმცა, გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობამ დღემდე არაფერი იცის, რის გამოც, ისინი უკვე ერთი კვირაა აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციებს მართავენ. დღეს კი, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ აქციის სამი მონაწილე კარვების გაშლისთვის დააკავა. მოგვიანებით, სასამართლომ განმარტა, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ პოლიციამ კანონი უხეშად დაარღვია და აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება შეუზღუდა.

"ჩვენი შეშფოთების საგანია პოლიციის ქმედება აქციასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებმა ყოველგვარი კანონის დაცვით, აბსოლუტურად ლეგალურად დაიკავეს  აჭარის მთავრობის სახლის წინ ტერიტორია, სადაც არ იყო გზის სავალი ნაწილი. ისინი იმყოფებოდნენ გაზონზე და ჰქონდათ უფლება როგორც კარვის გაშლის, ასევე ლეიბის. პოლიციამ არ მისცა ამის საშუალება, გამოიყენა ძალა მათ წინააღმდეგ, ამავდროულად, ააღებინა ყველა ის ნივთი, რომელიც მათ გაშლილი ჰქონდათ. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანები რამდენიმე დღეა საკრებულოდან ითხოვენ გადაწყვეტილების მიღებას. საქმე ეხება გონიოს მიწებს.

როგორც იცით ბათუმის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიას ამ საქმეზე გადაწყვეტილება სამშაბათს უნდა მიეღო და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები უნდა გამოეცა. რაც არ ხდება უკვე რამდენიმე წელია. ხალხს დაპირდნენ, რომ სამშაბათს მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის ფონზე ხალხმა გადაწყვიტა აქცია გაემართა არა საკრებულოს, არამედ აჭარის მთავრობის წინ. რასაც მოჰყვა გაძლიერებული ძალებით პოლიციის ჩარევა. შეხლა-შემოხლაც იყო აქციის მონაწილეებთან და დაკავებაც მოხდა.

გარდა ამისა, ამ ადამიანებს ჰყავდათ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც პოლიციამ თვითონ გაიყვანა ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ მაგისტრალზე, ჩვენ დავეწიეთ მათ და ვუთხარით რომ არანაირი უფლება არ ჰქონდა მოქალაქეებისთვის მიეთითებინათ სად უნდა წასულიყვნენ. პოლიციას ჩვენთვის ამ შემთხვევაში წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამის შემდეგ დავბრუნდით იმავე ადგილზე, თუმცა, მას შემდეგ, რაც სამარშრუტო ტაქსიდან აქციის მონაწილეებმა ისევ მოინდომეს ნივთების ჩამოზიდვა აჭარის მთავრობის სახლის წინ, პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა", _ აღნიშნავს ჭკადუა.

მისივე თქმით,  არჩილ ხაბაძის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ამ ადამიანებს რამდენჯერმე შესთავაზეს სხვა ალტერნატიული ფართები, სიცრუეა.

"ეს არის ტყილი, ამ ადამიანებისთვის ამ ხნის განმავლობაში არავის არაფერი შეუთავაზებია. ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვართ. ბატონი ენვერ ირემაძის ინტერესებს ვიცავდით სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლომაც და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც თქვა, რომ ადმინისტრაციული ორგანო - ბათუმის საკრებულო ვალდებულია მოქალაქის საქმეზე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი გამოიტანოს, რასაც არ აკეთებდა ბათუმის საკრებულო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული. წესით, მათი მხრიდან არ უნდა ყოფილიყო დაპირება, რომ მიმდინარე კვირის სამშაბათამდე გარკვეულ გადაწყვეტილებას მიიღებდა მიწის აღიარების კომისია. რა აზრი აქვს ამას, თუკი ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული აქვს  გადაწყვეტილება, რომელიც ენვერ ირემაძის სასარგებლოდ გამოიტანა სასამართლომ?! ანუ ან საკასაციო საჩივარზე უარი უნდა ეთქვათ და გამოეთხოვათ, ან უნდა ქვათ, რომ სამშაბათს გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანდნენ და ელოდებოდნენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. არათანმიმდევრულია როგორც ბათუმის საკრებულო, ასევე აჭარის მთავრობა. აჭარის მთავრობას პასუხისმგებლობას იმიტომ ვაკისრებთ, რომ დიდი ხანია ეს პრობლემაა რეგიონში და ისიც არ არის გარკვეული, რა ნაწილია გონიოში არქეოლოგიური ღირებულების მქონე.

ეს არის ისეთი პროცესი, რომელიც აუცილებლად ქუჩაში გაგრძელდება, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს თავის ვალდებულებას და ადამიანებს არ დაუძახებს მოსალაპარაკებლად. მათ უნდათ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს ადმინისტრაციულმა ორგანომ და არა დაპირებები, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ისინი თიქმის ერთი კვირაა ქუჩაში დგანან და გაჩერებას არ აპირებენ.

სამწუხაროდ, ამ პროცესის მუდმივი გაჭიანურება დასრულდა იმით, რომ ვიღებთ ძალიან მძიმე ემოციურ ფონს, პოლიციელებისგან არაკანონიერ ქმედებებს და ადამიანების დაჭერას, მაშინ, როცა ისინი კანონის დაცვით, კონსტიტუციურ უფლებას გამოხატავენ.

პირად საუბრებში პოლიციელები მათ ეუბნებიან, რომ ტურისტული სეზონია და როგორ შეიძლება მათ პროტესტი დავანახოთო. თურმე ტურისტებისთვის არასასიამოვნოა და ქალაქის იერსახეს ლახავს ის, რომ ადამიანებმა ევროპის მოედანზე კარავი გაშალონ", - აღნიშნავს ჭკადუა.

დაარღვია თუ არა პოლიციამ კანონი აქციის მონაწილეების დაკავებისას და რა ღონისძიება შეიძლება მოჰყვეს ამ ქმედებას, ამის გასარკვევად  "გურია ნიუსი" სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც დაუკავშირდა, რომელიც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ფაქტის შეფასება ომბუდსმენის სპეციალურ განცხადებაში იქნება აღნიშნული, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდება.

"სპეციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გავაკეთებთ. დოკუმენტების ნახვა მჭირდება. ზოგადად, გონიოს საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ფაქტს რამდენიმე წელია სწავლობს და არის  როგორც ჩვენს ანგარიშებში, ასევე სპეციალურ რეკომენდაციებშიც გაწერილი. გაცხადებული გვაქვს ჩვენი ხედვა ამ პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან მიმართებით. დღევანდელი ინცინდენტი ცალკე შეფასებას მიიებს სახალხო დამცველის აპარატიდან", _ გვითხრა სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა ციალა ქათამაძემ.

ცნობისთვის, გონიოს მიწებთან დაკავშირებით არჩილ ხაბაძემ გუშინ შემდეგი განმარტება გააკეთა:

"ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა გონიოს საკითხი მოგვარდეს ისე, რომ სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესები გათვალისწინებული იყოს. სამი წლის განმავლობაში ჩვენ რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ მოსახლეობას, თუმცა უშედეგოდ. ახლა ვმუშაობთ ბოლო ვარიანტზე, რომელიც სავარაუდოდ მათთვის მისაღები იქნება", _ აღნიშნა ხაბაძემ. 

ამავე თემაზე:

პროცესი ჭიანურდება _ ხალხის პროტესტით დაღლას ელოდებიან?!

გონიოში 271 ოჯახი რამდენიმე საათში წართმეული მიწის დაბრუნებას ითხოვს

საკუთრების უფლების დაცვის სფეროში პრობლემები ისევ არსებობს

გონიოს მიწებთან დაკავშირებით კომისია შეიქმნება

საკუთრების უფლების დაცვის სფეროში პრობლემები ისევ არსებობს

დაკანონებული იძულება _ რა ცვლილებებს ითხოვს არასამთავრობო სექტორი კანონში

დაუბრუნებენ თუ არა იძულებით ჩამორთმეულ ქონებას მოსახლეობას

გონიოში კვლავ მიწებს ითხოვენ




 ახალი ამბები
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ურეკის, შრომის, ნატანების, ზემო ნატანების მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებს. მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, ჭაბურღილების, გარე განათების, ტროტუარების მოწყობა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, გია გაჩეჩილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ... ...
  • ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდიუკვე მეორე წელია, რაც ბახმაროში დოღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება. „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ სპონსორებთან ერთად სპეციალური საპრიზო ფონდი და საჩუქრები დააწესა. წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“, ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი. ღონისძიების ფარგლებში შედგება 4 გარბენი: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულაგარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარიI ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი;I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; მონაწილეობაღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიროს რეგისტრაცია 18 აგვისტოს 10:00 დან 18:00 საათამდე, რეგისტრაცია გაიმართება ბახმროში, დოღის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე.აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა ცხონოსანი გამოცხადდეს ცხენის ... ...
  • ოზურგეთის ბაზარში ძაღლმა სოფელ მელექედურის მცხოვრები დაკბინადღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ძაღლმა მოქალაქე დაკბინა. მელექედურელი მამაკაცი ბევრს ეცადა, ძაღლი მოეშორებინა, თუმცა, ცხოველის მოსაგერიებლად  ვერც ირგვლივ შემოკრებილი ხალხი აღმოჩნდა საკმარისი და სამაშველო სამსახრური გამოიძახეს. ბაზარში მომუშავე ქალბატონი მანანა ფერცულიანი ამბობს, რომ ახლახან ის დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობას გადის. _ ამ მიუსაფარ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა მანანა ფერცულიანმა. ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა, იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში. _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა  და თუ იქედან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიებას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა მან. ვრცლად ოზურგეთში მოხეტიალე მიუსაფარი ძაღლების, მათ მიერ მიყენებული დაზიანებების და მათზე ზრუნვის შესახებ,  სტატიას უახლოეს საგაზეთო ნომერში ... ...
  • „გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები...სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეოთხე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და ზოგადად, კომპანიის მზარდ ტენდენციებზე მეტყველებს.  „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს, უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაშვებას ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2021 წლის 9 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც „გალტ & თაგარტია“.  „მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვემაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ , - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.  „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე, ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...