საზოგადოების დილემა - გაეტევა თუ არა ორსართულიანი მატარებლები გვირაბში

საზოგადოება

საზოგადოების დილემა - გაეტევა თუ არა ორსართულიანი მატარებლები გვირაბში

23 ივნ. 2016, 20:03:03

საქართველოს რკინიგზაში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ორსართულიანი მატარებლები, რომელიც საქართველოში ივლისის ბოლოდან იმოძრავებს, გვირაბებში არ გაეტევა.

შეგახსენებთ, რომ პარტია "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის გივი კუბლაშვილის განცხადებით, რკინიგზელებთან კონსულტაციით დადგინდა, რომ "საქართველოს რკინიგზის" მიერ შეძენილი Stadler-ის ფირმის მატარებლები გვირაბში გავლას ვერ შეძლებენ და გვირაბის მონაკვეთზე მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/საათს. ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნული მატარებლებისთვის დეპო არ არის მზად და საჭიროებს რეკონსტრუქციას. 

თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

მისი თქმით, საქართველოს რკინიგზასთან ტექნიკური შესაბამისობა სრულად შემოწმებულია და პრობლემა არ არსებობს.

"მატარებლები, რომლებიც "საქართველოს რკინიგზამ"  შეიძინა, ძალიან მაღალი ხარისხის და კლასისაა. ასეთი მატარებლები ჩვენ არ გვყოლია. ტექნიკური შესაბამისობა ჩვენს რკინიგზასთან სრულად შემოწმებულია და მოლაპარაკებები, მათ შორის ტექნიკურ დონეზე, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა. შესყიდვა არ ხდება ისე, თუ არ არის ტექნიკურ შესაბამისობაში და ტექნიკურ ნაწილში მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა.

დეტალური საბუთების მიხედვით იყო გადაწყვეტილება მიღებული და ამ მატარებლების სხვა შემთხვევაში ყიდვის დროს, ჩვენ სადღაც 4-5 მლნ დოლარით მეტის გადახდა მოგვიწევდა, რაც დღეს დავზოგეთ. ეს არის შიდა ტურიზმის განვითარებისთვის. ვიმედოვნებ, თქვენც იმგზავრებთ ამ მატარებლით.

რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა მზადაა. როგორ გგონიათ, ჩვენ წავედით და ვიყიდეთ მატარებელი, რომელიც გვირაბში არ ეტევა?! ასეთი რამ შეიძლება იკითხო?" – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

Stadler-ის ფირმის მატარებლებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ საქართველოს რკინიგზაშიც. 
"ეს არის არასერიოზული, ცრუ ინფორმაცია. ვაშაძის პარტმუშაკის მცდელობაა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. როდესაც ეს მატარებელი შემოვა და ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაივლის გვირაბს და ვაშაძის სამწუხაროდ, ეს გარდაუვალია, რადგან ეს მატარებელი სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, რომელიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და ინდუსტრიაში არსებობს, ბატონმა ვაშაძემ პირადად მოუხადოს ბოდიში ყველა მოქალაქეს, რომელიც მისმა პარტიამ შეგნებულად შეცდომაში შეიყვანა და მოატყუა. ეს არის ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და ტყუილის ტირაჟირების მცდელობა. ეს არის არასერიოზული, მოკლეფეხება ტყუილი", _ განაცხადა რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ და დასძინა, რომ ეს არის შვეიცარიული წარმოების, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისი მატარებელი, რომელიც შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, ბელგიაში მგზავრებს ემსახურება.

"როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ კომპანია Stadler-მა აწარმოოს ისეთი მატარებელი, რომელიც სარკინიგზო გვირაბებში არ ეტევა, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ჩვენ ვყიდულობთ მატარებელს, რომელიც გვირაბში არ ეტევა. რისთვის ვყიდულობთ, იმისთვის, რომ სახლში დავაყენოთ?! მე ძალიან მიხარია და ვულოცავ ყველას, ვისაც ამ ქვეყნის წარმატება ახარებს, რომ სულ მალე ჩვენს ქვეყანაში მგზავრებს მოემსახურებათ ზუსტად ისეთი უმაღლესი სტანდარტის მატარებელი, რომელიც ამ წუთებში შვიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, ბელგიაში მგზავრებს ემსახურება", _ განაცხადა ცაგურიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის მიმართულებით იმოძრავებენ და უკვე ივლისის ბოლოდან მომესახურებიან მგზავრებს. 

გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მატარებლის ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს.

ამასთან, სრულად აკმაყოფილებს საქართველოს რკინიგზის მოქმედ გაბარიტებს. ლიანდაგის სიგანე, რომელზეც მატარებელია გათვლილი 1520 მმ-ია. ელექტრომატარებლის სიგრძე 101,7 მეტრია, ხოლო სიგანე 3400 მმ, ახალი ელექტრომატარებლის სიმაღლე 5240 მილიმეტრს შეადგენს. მატარებელი 400 მგზავრზეა გათვლილი.

ტექნიკური მოთხოვნების შესამუშავებლად საქართველოს რკინიგზამ Deutsche Bahn-ის ექსპერტების მომსახურებით ისარგებლა. ტექნიკურ პარამეტრებზე გერმანელ სპეციალისტებთან ერთად ქართული მხარეც მუშაობდა", _ აღნიშნულია რკინიგზის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

როდიდან იმოძრავებს ბათუმი-თბილისის რეისზე ორსართულიანი მატარებელი




 ახალი ამბები
  • რომან გოცირიძე - მთავრობას ლარიც გაექცა და ვირუსიცპარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსასვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გამოეყენებინა 5 მილიარდი ფული საარჩევნო მანიპულირებისთვის, ნაცვლად ხალხის მხარდაჭერისა. მთავრობას, რომელსაც დიდი დრო და რესურსი ჰქონდა უცხოეთის დახმარების სახით, ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან, ლარიც გაექცა და ვირუსიც. ეს არის ხელისუფლების მიერ გადადგმული პოლიტიზირებული ნაბიჯების შედეგი. დღეს, თუ სასწრაფოდ არ მიიღებს მთავრობა რადიკალურ ზომებს, თუ არ შეკვეცს კორუფციულ და უსარგებლო ხარჯებს, რომელიც „ქართულ ოცნებასა" და მასთან მიტმასნილ ბიზნესს ემსახურება, თუ არ გამკაცრდება პოლიტიკა, ამ შემთხვევაში, ლარი მიაღწევს ისეთ ნიშნულს, როდესაც ეკონომიკა გაჩერდება და მოქალაქეების შემოსავალი კატასტროფულად დაიკლებს. პირველ რიგში, მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს ფულის ფლანგვა მათი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, დაანებოს თავი უსაზღვრო ოდენობით რეფინანსირების სესხის გაცემას, მართოს ჯერ კიდევ მის ხელთ არსებული ბერკეტით ეს პროცესი“, - განაცხადა ... ...
  • „დავასახელებთ მომსყიდველების ვინაობას“ : " ჩვენი საქართველო, სოლიდარობის ალიანსი"-ს ბრიფინგი ოზურგეთშიოზურგეთში „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი"-ს  შტაბში , ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ განაცხადა, რომ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინოშეწირული-გობრონიძე იქნება და სწამს, რომ ის გამრჯვებას მიაღწევს ამ საპარლამენტო არჩევნებში. __ჩვენ ვაპირებთ პატიოსან საარჩევნო კამპანიას. არ გვაქვს ფუფუნება, ვინმეს დავურიგოთ   კარტოფილი ან კვერცხი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად და ჩვენი ხმა  გვქონდეს პარლამენტში, - თქვა ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ. მან თქვა, რომ ადგილი აქვს ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას, როცა მათ პირდებიან ფულს, ასევე ოზურგეთის სპორტის სახლში ახლახან შეიტანეს დიდი ტრაილერით ბურღულეული, მათთვის დასარიგებლად, _ თქვა ნაცვალაძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, დაესახელებინა კონკრეტული პირები, ვინ ვის სთავაზობს ქრთამს, ნაცვალაძემ თქვა, რომ ამჯერად თავს იკავებს, თუმცა მალე დაასახელებს მათ ვინაობას. დეპუტატობის კანდიდატმა,    ნინო შეწირულმა ისაუბრა საარჩევნო კამპანიის თაობაზე, რომ  ამომრჩევლებს, კერძოდ, მის ნათესავებს და  ოჯახის წევრებს, ახლობლებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები   ფულით მოსყიდვას უპირებენ, ჰპირდებიან თანხას, ოღონდაც კი  მათ მხარეს გადავიდნენ. _დღეს არ ვასახელბ მათ  გვარებს, თუმცა ამ ბრიფინგით  ვაფრთხილებთ   მათ. თუ კვლავ   გაგრძელდება მათი მხრიდან ასეთი საქციელი, აუცილებლად გადმოგცემთ   მათ სიას, სათანადო მტკიცებულებით, - უთხრა მან ... ...
  • სამტრედიაში ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში გაიხსნასამტრედიაში, კოსტავას ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსების მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო. ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში დღეს გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. "მუნიციპალიტეტის მერია ინტენსიურად ახორციელებს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაციას და განვითარებას", _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან" კომენტარში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ... ...
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიესსაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. ბერძენიშვილის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. თუმცა, ვახტანგოვმა კანდიდატურა მოხსნა და მხარი ბერძენიშვილს ... ...
  • "საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ" _ ბიძინა კულუმბეგოვი"ასეთი რადიკალური ნახტომი, ეკვადორის გარდა არც ერთ ქვეყანას არ აქვს", _ აღნიშნულის შესახებს ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. "საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ჯერ არ გვაქვს. საქართველოში დაავადებული ადამიანების 80%-ს დაავადების ძალიან უსიმპტომო, მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა აღენიშნება. რეალურად, მათ სახლში მოვლაზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი, რაც აჭარის პირობებში უკვე ხორციელდება. თუ 600 ადამიანია ინფიცირებული, მათ 20-25%-ს სჭირდება საწოლი. ადამიანები 9 თვის განმავლობაში ძალიან დაიღალნენ, მაგრამ მაქვს გარკვეული განცდა, რომ ზაფხულის პერიოდში ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმაც კი დაიჯერეს, რომ ჩვენ ინფექცია მოვითავეთ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით გამონაკლისი აღმოვჩნდით," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls