პედიატრია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

საზოგადოება

პედიატრია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

2016 ივნ 23 20:43:25

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში პედიატრიული მიმართულება გაიხსნა, რომელსაც მედიცინის დოქტორი, პროფესორი, პედიატრი და ფარმაკოლოგი, კლინიკური ფარმაკოლოგიის ასოციაციის დამაარსებელი,  რუსუდან ჯაში ხელმძღვანელობს. მისი მიდგომა: ნაკლები მედიკამენტები, სწორი და დაბალანსებული კვება – პედიატრიასა და ფარმაკოლოგიაში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძნება.

რუსუდან ჯაში იმ ექიმთა შორისაა, რომელთა პაციენტები კაბინეტს მედიკამენტების გრძელი სიით არ ტოვებენ. პედიატრი, რომელიც ამავდროულად ფარმაკოლოგიცაა და მრავალი წელია მომავალ ექიმებს ასწავლის ფარმაკოლოგიას, ამბობს, რომ მისი მთავარი პრინციპია პაციენტს მიაწოდოს ინფორმაცია გამოჯანმრთელების პროცესის მართვის შესახებ, დანიშნოს მკურნალობის სწორი კურსი და ასე დაიცვას პატარა პაციენტების ორგანიზმი. იგი ამბობს, რომ საქართველოში ექიმები ზედმეტად ბევრ მედიკამენტს უნიშნავენ პაციენტებს, რაც შემდგომში პაციენტისვე ჯანმრთელობაზე აისახება, რომ არაფერი ვთქვათ ფინანსურ დანახარჯებზე.

"წამალი არ არის ყოველთვის გამოსავალი, ადამიანებს ზოგჯერ უნდათ,  რომ ერთმა აბმა მოხსნას პრობლემა, ეს ასე ვერ მოხდება. ჯერ კიდევ როდის აქვს პარაცელსს ნათქვამი – ყველა ნივთიერება შხამია და დოზა აქცევს მას წამლად. როგორ შეიძლება  დოზა არ გაიზარდოს, როცა ხუთ, ათ და მეტ წამალს იღებს ადამიანი ერთდროულად, მითუმეტეს – ბავშვი. გარდა იმისა, რომ ვარ პედიატრი, ვარ კლინიკური ფარმაკოლოგი, ფარმაკოლოგთა ევროპული და ამერიკული  ასოციაციების წევრი და მინდა გითხრათ, რომ ზედმეტი წამლების გამოყენება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ფარმაციის ინდუსტრიის განვითარებამ გამოიწვია ის, რომ ბაზარი გაფართოვდა და გაჩნდა პროდუქციის გაყიდვის ინტერესი. განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია ებრძვიან ამას, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში, ეს ბრძოლა ძალიან ნელი ტემპით მიდის.

განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულები და ბავშვები, სწორედ მათ არ უნდა მიიღონ დიდი ოდენობით წამლები. ზედმეტი დოზით მიღებულმა თაფლმაც კი შეიძლება აწყინოს ადამიანს, მიუხედავად მისი უამრავი სასარგებლო თვისებისა და წარმოიდგინეთ წამალი, რომელსაც აქვს გვერდითი ეფექტები. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ დიდი რაოდენობის წამლების დანიშვნას, განსაკუთრებით ბავშვებში," _ ამბობს რუსუდან ჯაში.

ექიმი ყურადღებას ამახვილებს ანტიბიოტიკების მიღების გავრცელებული პრაქტიკის უარყოფით მხარეზეც:

"რაც შეიძლება მოჰყვეს ანტიბიოტიკების ხშირ მიღებას როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტი ეს არის ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობის განვითარება ანუ რეზისტენტობა. დღეს არსებობს უამრავი საშუალება, რომ გავაძლიეროთ ორგანიზმი, მით უმეტეს ბავშვებში, რომლებიც ადვილად მოგყვებიან, თუ კი სწორად უდგება ექიმი და მშობელი.

მაღალი ტემპერატურა სულაც არ არის ანტიბიოტიკის დანიშვნის მიზეზი. ვირუსს კლავს ტემპერატურა, ეს ორგანიზმის ერთგვარი თავდაცვაა, თუ ტემპერატურას ჩვენ უცებ დავწევთ დაბლა, მაშინ ვირუსი აგრძელებს სიცოცხლეს. სიცხე არის ორგანიზმის დაცვითი რეაქცია, ისევე, როგორც ბავშვის ხველა არის ორგანიზმის დაცვითი რეაქცია, ხველით ორგანიზმი შეჭრილ მიკრობს აძევებს და ამას რომ ანტიბიოტიკით დათრგუნავ, იმას ნიშნავს, რომ ტოვებ მიკრობს ორგანიზმში.

წამლების გამოწერაზე მარტივი არაფერია, ჩამოწერ უამრავ წამალს და ამით მორჩება ყველაფერი, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. საჭიროა ორგანიზმის გაძლიერება, პაციენტების ინფორმირება, სწორი მიმართულების მიცემა. ეს არის მკურნალობა და არა აბების დიდი რაოდენობით დანიშვნა, რომელმაც დროებით შეიძლება მოხსნას პრობლემა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ორგანიზმს უფრო მეტ ზიანს მოუტანს," – ამბობს რუსუდან ჯაში.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ხორციელდება 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა გამოკვლევა დამკურნალობა, მათ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე მეთვალყურეობა, ბავშვის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისმიხედვით ეფექტური და ადეკვატური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.

პედიატრიული მიმართულებით ხორციელდება:

  • ახალშობილთა პატრონაჟი;

  • მწვავე და ქრონიკული დაავადებების პაციენტთა გამოკვლევა და მართვა;

  • საგანმანათლებლო საქმიანობა მშობლებთან ბავშვთა ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესის შესახებ.

    (R)




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა მარტვილში_ ქალი ადგილზე გარდაიცვალამარტვილში,სოფელ ვედიდკარში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა,რის შედეგადაც  შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.ინფორმაცია  "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. გულთაზ ცანავას თქმით,შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.  როგორც "გურია ნიუსს"შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით ... ...
  • საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოზარდი გათავისუფლდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 16 წლის მოზარდი გათავისუფლდა. ალექსანდრე შიუკაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. გათავისუფლებულ მოზარდს შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში გადაიყვანენ, სადაც მას ოჯახის წევრები ელოდებიან. გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა მოზარდი დღეს დააკავეს. წყარო: ... ...
  • ოზურგეთელი ჟურნალისტი ნუკრი ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა64 წლის ასაკში ოზურგეთელი ჟურნალისტი და მწერალი ნუკრი ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ის მოულოდნელად გახდა ცუდად. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. ნუკრი ნიკოლაიშვილი მუშაობდა გაზეთ “ლენინის დროშაში“, ტელეკომპანია “გურიაში“, გაზეთ “აჭარაში“ და გაზეთ “ალიონში.“ “ნუკრი ნიჭიერი კაცი, პროფესიით ჟურნალისტი იყო. ძალიან აქტიური ჟურნალისტი იყო და თავისი ერთგული მკითხველი ყავდა. ნუკრი ასევე იყო მწერალი, გამოცემული აქვს წიგნი. მისი მოთხრობები და ნოველები იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში, - გვითხრა “ალიონის“ რედაქტორმა ნუგზარ ასათიანმა. ნუკრი ნიკოლაიშვილი 20 წელზე მეტი მუშაობდა აჭარის რეგიონში. ის ბოლო წლებში მშობლიურ სოფელ ბახვში, მეუღლესთან ერთად დაბრუნდა. „გურია ნიუსი“ გამოთქვამს მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას სხვა გზა არ ექნებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ოპოზიციასთან მალე გაგრძელდება. „ჩვენ გვაქვს სამართლიანი და დაბალანსებული შეთავაზება ოპოზიციასთან, რაც გულისხმობს, როგორც სამართლიან პროპორციებს, ასევე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას. სამწუხაროა, რომ ამ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, აშშ, ევროკაშვირი და საქართველოს ხელისუფლება არის ერთ პოზიციაზე და ყველანი მხარს ვუჭერთ დიალოგს, ხოლო ოპიზიციის ნაწილი ემიჯნება ამ დიალოგს. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ, დიალოგის მაგიდას დავუბრუნდეთ. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამას მოითხოვს, ოპოზიციას სხვა გზა არ ექნება“ ,_ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ... ...
  • აპლიკანტს ნინო ჭელიძის განათლების ცენტრი გრანტის დაბრუნებას ედავებააპლიკანტი, რომელიც იაპონიამ დაასაქმა და გამოცდილებას საქართველოსთვის შეიძენს, ნინო ჭელიძის განათლების ცენტრი გრანტის დაბრუნებას ედავება. აღნიშნულ ინფორმაციას  „ახალგაზრდა ადვოკატები“ავრცელებს. "2020 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე ლეილა გოგიშვილის თავმჯდომარეობით, „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2016-2017“-ის კონკურსში გამარჯვებული ნინო ც.-ის საქმეს განიხილა. სარჩელის ავტორი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრია, რომელიც იაპონიის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს სახელმწიფო გრანტის პირობების დარღვევას და მიღებული გრანტის - 53,379,36 ლარის დაბრუნებას ედავება. თავის მხრივ, სასამართლოში წარდგენილია ნინო ც.-ის შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია თანხის დაბრუნების შესახებ სსიპ განათლების საერთაშოროს ცენტრის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ცენტრისთვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება საქართველოში დასაქმების ვალდებულების შესრულების გადავადებასა და ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრული პერიოდიდან ათვილის დაწყების შესახებ.  საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნინო ც.-მა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2016-2017“-ის ფარგლებში მოიპოვა სახელმწიფო გრანტი იაპონიაში, იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ საჯარო მმართველობის მიმართულების საჯარო მართვისა და პოლიტიკის ანალიზის პროგრამაზე 2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლებისთვის სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. გრანტის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, გრანტის მიმღები ვალდებულია საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს საქართველოში არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წლით და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, გრანტის მიმღები არ დაბრუნდა ქვეყანაში, დაარღვია გრანტის ხელშეკრულება და მოეთხოვება ფინანსური პასუხისმგებლობა თანხის უკან დაბრუნებაზე.  სინამდვილეში, როგორც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის №10-16 ბრძანება, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 28 ივლისის, აგრეთვე 2017 წლის 25 სექტემბრის "გრანტის შესახებ" ხელშეკრულება ცალსახად აწესრიგებს შემდეგს - გრანტის მიმღებს უფლება აქვს, მიმართოს საკონკურსო კომისიას სწავლის დასრულებიდან არა უმეტეს ერთი წლის ვადით ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით, უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების თხოვნით. გრანტის მიმღები ვალდებულია წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და დასაქმების ოფიციალური დოკუმენტი. საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭება ჩაითვლება გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის მინიჭებული უცხო ქვეყანაში დასაქმების უფლების ვადის ამოწურვისთანავე.  „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ 2018 წლის 16 ოქტომბერს, ნინო ც.-მა განცხადებით მიმართა ცენტრს და მოითხოვა საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით 1 წლით, 2019 წლის შემოდგომამდე დარჩენა. 2018 წლის 9 ნოემბერს, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, ცენტრმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა. კომისიის აზრით, ნინო ც.-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ იკვეთებოდა სამსახურეობრივი პოზიცია და ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისობა დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამის მიმართულებასთან, რაც საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით დარჩენის უფლების მინიჭების წინაპირობას წარმოადგენდა. 2018 წლის 18 დეკემბერს, განცხადებით კვლავ მიემართა ცენტრს და წარედგინა სრული დოკუმენტაცია და მოთხოვნილ იქნა ხელთავიდან მათზე მსჯელობა. 26 დეკემბერის ცენტრის წერილში საუბარია, რომ ნინო ც.-ის განცხადება განხილვის მიზნით წარმოებაში იქნა მიღებული და იმავდროულად, მხარეს მოეთხოვა იმ ობიექტურ გარემოებებზე მითითება, თუ რატომ არ იქნა დოკუმენტაცია წარდგენილი პირველ ეტაპზე.  2019 წლის 3 იანვარს, ცენტრს კვლავ წარედგინა დაზუსტებული მოსაზრებები სამუშაო აღწერისა და შესაბამისობების თაობაზე, ასევე ობიექტური გარემოებების თაობაზე, თუმცა 9 იანვარს, ნინო ც.-მა ცენტრისგან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ თითქოსდა: ა. ვერც დადგენილ და ვერც დამატებით განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში ვერ მოხერხდა ცენტრის ინფორმირება და ობიექტური გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენა და ბ. ნინო ც.-ის მიერ წარმოდგენილი ცნობა ვერ ადასტურებდა 18/12/18 განცხადებაში მითითებული შემაფერხებელი ობიექტური გარემოების არსებობას. შესაბამისად, გრანტის მიმღებს მოეთხოვა თანხის სრული მოცულობით დაბრუნება. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი შემჩნეულია აპლიკანტების მიმართ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ მოქმედებებში, ნინო ც.-ის შემთხვევა კი გამონაკლის არ წარმოადგენს. იმ პირობებში, როდესაც ა. სახეზე იყო ხელშეკრულებით და პროგრამით გათვალისწინებული საჭირო დოკუმენტური მასალა, ბ. პროგრამასთან და მიღებულ განათლებასთან შესაბამისობაში არსებული საქმიანობის სფერო, უფლება-მოვალეობები და გ. სამუშაო გამოცდილების დაგროვების დასაბუთება, ცენტრს არ გააჩნდა არავითარი უფლება, სათანადო კვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების გარეშე დაეტოვებინა 2018 წლის 18 დეკემბრის ნინო ც.-ის განცხადება საზღვარგარეთ 1 წლის ვადით დარჩენის უფლების ხელთავიდან განხილვის შესახებ. შესაბამისად, სტრატეგიული სამართალწარმოების განხორციელების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. ცნობისთვის: სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ნინო ც.-ს მიმართ სარჩელი სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბერს წარუდგინა, ხოლო ნინო ც.-მა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შეგებებული სარჩელით 2020 წლის 9 იანვარს მიმართა. როგორც სარჩელი, ასევე შეგებებული სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი. ნინო ც.-ის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ნიკა მენოგნიშვილი წარმოადგენენ. საქმეზე შემდგომი სხდომა 2020 წლის 20 მაისს გაიმართება.   ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...