"ასკანელები სხვანაირი გურულები არიან"

საზოგადოება

"ასკანელები სხვანაირი გურულები არიან"

2012 ივნ 13 07:47:27
_ ბატონო ზურაბ, როგორი ბავშვი იყავით?

_ სხვათაშორის, განსხვავებული ბავშვი ვიყავი _ არ მომწონდა ის, რაც სხვებს მოსწონდათ; უფროსებთან უფრო კარგად ვგრძნობდი თავს, ვიდრე ჩემს თანატოლებთან; მცენარეები და ცხოველები მიყვარდა უსაშველოდ; ვცდილობდი, რომ კარგი ბაღი მქონოდა; ძალიან მიყვარდა ბოსტანში მუშაობა. ბიძაჩემი, ნიკო შევარდნაძე პროფესიით აგრონომი იყო. როცა მუშაობდა, ყოველთვის მის გვერდით ვიყავი. მახსოვს მყნობა რომ მასწავლა, როგორი ბედნიერი ვიყავი. არა მარტო ჩემს ეზოში, მეზობლების ეზოშიც ვამყნობდი ხეხილს. მცენარეების შესანიშნავი კოლექცია მქონდა, ყოველთვის მყავდა დეკორატიული ჩიტები, თუთიყუშები, იადონები და სხვა.

ჩვენ ყანები გვაქვს ნაგომარში, მერეს რომ ვეძახით, სადაც ბაბუაჩემს ხშირად დავყვებოდი და ერთად ვთოხნიდით. სიხარულით მივდიოდი _ ძალიან მიყვარდა ეს რიტუალი. თითქმის მთელი სოფელი მივდიოდით ერთად, დიდი მანქანით. ვშრომობდით ხალისით, "მერე" აკაციების ჩრდილში გაიშლებოდა სუფრა და ერთად ვსადილობდით, სიმღერასაც დავაგუგუნებდით. სხვათაშორის, წყალზე ყოველთვის მე მაგზავნიდნენ ფუთიანი დოქით. შემდეგ კი დაღლილი, მაგრამ ბედნიერი ვბრუნდებოდით სახლში. მინდა გითხრათ, რომ ერთადერთი, რაც არ მეზარება, არის შრომა. თბილისში ხშირად ჩამოვდიოდით ნათესავებთან. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი დიღმის ბაზრობა იყო, სადაც შაბათ-კვირას ცხოველებით ვაჭრობდნენ. აქ ბევრჯერ მიყიდია ზაზუნები და კურდღლები.

_ სკოლაში რომელი საგანი გიყვარდათ ყველაზე მეტად?

_ ძალიან მიყვარდა ბიოლოგია, შესანიშნავი პედაგოგი მასწავლიდა _ ნანა ხომერიკი. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ რომ ეს საგანი კარგად ვიცი. საერთოდ, შესანიშნავი პედაგოგები მასწავლიდნენ ასკანის სკოლაში. გურიის თითქმის ყველა სოფელს ვიცნობ, მაგრამ ასკანა მაინც სულ სხვაა _ ასკანელები სხვანაირი გურულები არიან. ჩემს უსაყვარლეს ხალხთან, მშრომელი და მოსიყვარულე ხალხის გვერდით გავიზარდე. ასკანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც არ ვაჭარბებ, და სიყვარულს აფრქვევენ _ მათ მხოლოდ სიყვარული შეუძლიათ.

_ ისე გიყვარდათ ბიოლოგია, რომ, ალბათ, სხვა სპეციალობაზე არც გიფიქრიათ...

_ დიახ, სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიტანე საბუთები. ბიოლოგიაში ფრიადი მივიღე. გავხდი სტუდენტი _ ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. პირველი კურსიდანვე გამოვიჩინე დიდი ინტერესი ბოტანიკისადმი. ამავე კურსზე გვქონდა საველე პრაქტიკა, რასაც ხელმძღვანელობდა ამჟამად უკვე ჩემი დედობილი, ქალბატონი ნანი ჭელიძე. ამ ქალბატონმა მისცა ჩემს ცხოვრებას სწორი მიმართულება. მე მისი ძალიან დიდი მადლიერი ვარ _ "ყირაზე დადგა" და შეუძლებელი შეძლო: რექტორთან შევიდა და უთხრა, ეს ადამიანი არის საჭირო ბიოლოგიის ფაკულტეტისთვის და კათედრაზე უნდა ავიყვანოთო. მისი მეშვეობით დავიწყე მუშაობა ლაბორანტად. მთელი სტუდენტობა გავატარე ბოტანიკის კათედრაზე ჩემი ლექტორების გარემოცვაში. ჩვენს კათედრაზე ასევე მუშაობდა თბილისის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელი, რომლის მეშვეობით პარალელურად იქაც დავიწყე მუშაობა _ ტროპიკულ ორანჟერეას ვხელმძღვანელობდი. მცირე ხელფასი მქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრს ვშრომობდი და თან დიდი სიხარულით, იმიტომ, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი. იქაც ძალიან გამოცდილი ადამიანების გვერდით მომიხდა ყოფნა. ბევრი რამ შევისწავლე მათთან. საერთოდ, ადამიანები, რომლებსაც ბუნებასთან აქვთ შეხება, სხვანაირები არიან _ ბუნების ენა იციან, სიცოცხლის, ადამიანის ფასი იციან.

_ გერმანიაში როგორ აღმოჩნდით?

_ ბონის და მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობა, ჩვენს ბოტანიკურ ბაღთან ერთად, ხშირად მართავდნენ ერთობლივ ექსპედიციებს. ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, ბონის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელმა, ვოლფრამ ლობინმა გამოაცხადა, რომ მინდა, თბილისის ბოტანიკურ ბაღს დავეხმაროო. ყველას გვეგონა, კომპიუტერს გვიყიდდა (მაშინ ახალი შემოსული იყო კომპიუტერი). ბატონმა ვოლფრამმა თქვა: ჩემი დახმარება ის იქნება, რომ ზურაბს წავიყვან გერმანიაში და მისგან კარგ სპეციალისტს დავაყენებო. ასე დაიწყო ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში _ უცებ აღმოვჩნდი ბონის უნივერსიტეტში, სადაც ბრწყინვალე სპეციალისტები მიკითხავდნენ ლექციებს. ბატონი ვოლფრამის ოჯახში ვცხოვრობდი. მას ჰყავს შესანიშნავი მეუღლე და ორი ვაჟი. ამ ოჯახს, ჩემი ოჯახის შემდეგ, პირველ ადგილზე ვაყენებ. მე მათ მესამე შვილად მიმიღეს. ძალიან დიდი მადლიერი ვარ ამ ხალხის. ვოლფრამ ლობინმა მასწავლა არა მხოლოდ ბოტანიკა, არამედ ცხოვრებაც. საღამოობით ვისხედით და მასწავლიდნენ, რომ ყოველთვის უნდა გააანალიზო, რაზე თქვა თანხმობა და რაზე უარიო. მაჩვენეს მთელი ევროპა, არ დარჩენილა არც ერთი ბოტანიკური ბაღი ევროპის დიდ ქალაქებში, რომ არ მენახა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სხვადასხვა ქვეყნის ბოტანიკურ ბაღებში შევდიოდი არა როგორც დამთვალიერებელი, არამედ როგორც საპატიო სტუმარი, სადაც ჩამახედეს მათ სამზარეულოში. ყოველივე ამან დიდი გამოცდილება შემძინა. არასოდეს დამავიწყდება გერმანიაში გატარებული წლები _ არ შემიძლია, ამ ადამიანებზე უემოციოდ ვილაპარაკო...

_ გერმანიაში მიღებული ცოდნით საქართველოში დაბრუნდით. მერე როგორ განვითარდა მოვლენები?

_ გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, ბოტანიკურ ბაღში აღარ მოხერხდა ჩემი დარჩენა. აღმოჩნდა, რომ სხვა ნაპირზე ვიყავი და მივხვდი, იქ ჩემი ადგილი აღარ იყო. კონსულტაციები გავიარე ვოლფრამთან, რომელმაც მითხრა, გაბრაზებული არ წამოხვიდე სამსახურიდან, თუ ვერ მოახერხებ, შენს დირექტორს, რომელმაც ამდენი პატივი გცა, შუბლზე აკოცო, ჩემთან აღარ ჩამოხვიდეო. მე ძნელად, მაგრამ მაინც შევძელი ასე მოვქცეულიყავი და მშვიდობიანად წამოვედი. ცოტა ხნით ეროვნული მუზეუმის ბოტანიკურ განყოფილებაში ვმუშაობდი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ საპატრიარქოში ვიყავი საჭირო _ დამევალა დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობა. უწმინდესს ყოველთვის უნდოდა, რომ საქართველოში ყოფილიყო ასეთი ინსტიტუტი. მისი ლოცვა-კურთხევით შევუდექი ამ საჭირო და საინტერესო საქმიანობას. საქართველოში პროფესია მებაღე არ არსებობს, ამიტომ ამ ინსტიტუტში მუშაობა ძალიან კარგი საშუალება იყო იმისთვის, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება სტუდენტებისთვის გამეზიარებინა. ჩემ ირგვლივ ჩემი პედაგოგები, ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები შემოვიკრიბე. უკვე 6 წელია, არსებობს ეს სასწავლებელი და ვზრდით პროფესიონალ მებაღეებს.

_ ყოველ ოთხშაბათს, ტელევიზიის საშუალებით, მთელი საქართველო უყურებს თქვენ მიერ გაშენებულ არაჩვეულებრივ ბაღს, სადაც ორი 2 000-ზე მეტი ჯიშის დეკორატიული მცენარეა.

_ ჩემი ოცნება ყოველთვის იყო, მქონოდა ჩემი პატარა ბაღი. შეძლებისდაგვარად, ეს მოვახერხე. როგორც ხედავთ, აქ კარგი გარემოა, კარგი თანამშრომლები მყავს, გამოგვყავს სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული მცენარე, ბევრი დაინტერესებული პირი მოდის, ძალიან ბევრი ნერგი მიაქვთ ჩვენი სანერგედან. მიხარია, რომ საქართველოში ასეთი დიდი ინტერესი არსებობს მცენარეების მიმართ.

_ გურულებს რას ეტყვით?

_ მინდა, რომ ახალგაზრდებმა, რაც შეიძლება, მეტი ინიციატივა გამოიჩინონ, უფრო მეტი შემართება ჰქონდეთ გურულებს. ყველას ვაჩვენოთ ჩვენი ნიჭი. წინააღმდეგობების არ შეგეშინდეთ. ყველა პრობლემას აქვს სამი გამოსავალი _ ან უნდა შეეგუო, ან უნდა შეცვალო, ან უნდა გაერიდო. გარიდება და გაქცევა ადვილია. მე მიმაჩნია, რომ შეცვლა ყველაზე კარგი, მაგრამ ყველაზე რთული გზაა. უნდა ეცადო, რომ ის სიტუაციები, მოვლენები, რომლებიც შენ ირგვლივ არ მოგწონს, შენს წილად აუცილებლად შეცვალო. ამ დროს ცხოვრება უფრო საინტერესო ხდება.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს! ძალიან მიყვარხართ, ჩემო ძვირფასო გურულებო!

ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო "გურია ნიუსს" ყურადღებისთვის, წარმატებებს გისურვებთ!




 ახალი ამბები
  • არჩილ თალაკვაძემ On.ge-ს ჟურნალისტს პასპორტი არ ანახაპარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უარს ამბობს, რომ On.ge-ს ჟურნალისტს პასპორტი აჩვენოს. ამ დოკუმენტში იქნება ასახული დატოვა თუ არა მან საქართველო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და რომელ ქვეყანაში ჩავიდა. ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასაშუალებები, მთავარი და ფორმულა ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ის ამტკიცებს, რომ იტალიაში, კომოს ტბაზე არ ყოფილა. "ტელეკომპანიებმა მთავარმა და ფორმულამ გაავრცელეს უკიდურესად მიკერძოებული და პოლიტიზირებული ინფორმაცია, სადაც ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ თითქოს მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე", — უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ და ამავე შინაარსის ვიდეომასალა ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ამ ვიდეომასალის გავრცელებას ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მან და მისმა თანაგუნდელმა, გიგი წერეთელმა გასულ ღამეს თვითმფრინავით თალაკვაძესთან ერთად იმგზავრეს. "რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, "უკიდურეს მიკერძოებაში" ამხილოთ", — დაწერა კანდელაკმა ფეისბუქზე. გარდა ამისა, ფეისბუქში ზურაბ მელიქიშვილმა გაავრცელა ფოტომასალა, სადაც თბილისის მერი, კახა კალაძე ცოლთან ერთად და არჩილ თალაკვაძე არიან გადაღებული. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია და არც მისი ავთენტურობა დადასტურებულა, თუმცა ამ მოვლენასთან დაკავშირებით ინტერნეტში გავრცელდა. წყარო: ... ...
  • სუს-ი: "სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. "გვსურს გამოვეხმაუროთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე პროცესების ფოტო/ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პირებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე მყოფი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. ამასთანავე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან ასაცილებლად, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად (“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 მუხლები), ახორციელებს პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებებს, რომლისთვისაც ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს (ამავე კანონის 43-ე მუხლი). სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და  თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით მოქმედებენ," - ნათქვამია ... ...
  • აჭარის ტელევიზის შენობასთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანესაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. მათი თქმით, ამით გამოხატეს ის განწყობა, რომელიც მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ გაუჩნდათ: "დღეს, მრჩეველთა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა მოკლა", _ აცხადებენ ისინი. აქცია, მაუწყებლის შენობასთან, ამ წუთებშიც ... ...
  • სუს-თან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. „ლეიბორისტული პარტიისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის, ასევე, მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს. დაკავებულებს შორის იყო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ... ...
  • აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები დარღვევებით წარიმართა - ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს სახალხო დამცველი აფასებს.  სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს და სასამართლო პროცესი დარღვევებით წარიმართა. 37-ვე დაკავებული პირის საქმე მხოლოდ ერთ მოსამართლეს დაეწერა განსახილველად, რამაც სასამართლო პროცესების არაგონივრული ვადით გაჭიანურება გამოიწვია. ამ ეტაპზე 17 პირის საქმის განხილვა არც კი დაწყებულა, ხოლო 8 მათგანი ჯერ კიდევ ელოდება გადაწყვეტილებას. ასევე ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სამუშაო საათებში დაკავებულ პირთა მიმართ დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული დაკავების მაქსიმალური, 12-საათიანი ვადა. ამის მიუხედავად, მოსამართლემ არ გაათავისუფლა ისინი და დატოვა თავისუფლებააღკვეთილი იქამდე, სანამ სხდომას გადადებდა. საბოლოოდ, სასამართლომ ერთმანეთისგან დისპროპორციულად განსხვავებული სახდელები დანიშნა. მოსამართლის მოტივაციასთან დაკავშირებით ამან კითხვის ნიშნები გააჩინა. ამასთან, სახალხო დამცველი მიმართავს პროკურატურას, იხელმძღვანელოს 2019 წლის 20-21 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკით და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ პასუხობს ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს, ამასთან 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა სასამართლო განხილვებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, გამოიყენოს "პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული პროტესტის მექანიზმი, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვოს დაკავებული პირების გათავისუფლება." - აღნიშნულია ომბუდსმენის ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?