ქალი პოლიტიკოსის კვირა _ ნინო გოგუაძე

საზოგადოება

ქალი პოლიტიკოსის კვირა _ ნინო გოგუაძე

2016 აგვ 1 22:55:26

ორშაბათი

ყველა დილა ერთნაირია, დედაჩემი მაღვიძებს ტრადიციული წინადადებით: _ ყავა გიცივდება, დროზე უნდა დაძინება… დროში გამოვცადე _ პირველი  ყავა და პირველი ღერი სიგარეტი ბუნდოვანია, მაგრამ ამ კომპონენტებზეა დამოკიდებული, ჩემი ნამდვილად გაღვიძება.

სამსახურში პირველი ვისაც ვხვდები, ანა მახარაძეა. ზუსტად იცის, გასაღებს ჩანთაში კარგა ხანს ვერ ვიპოვი, ამიტომ თავისი გასაღებით მიღებს კარს და ოთახშიც ფანჯარა ღიაა (მნიშვნელოვანი დეტალი, ალერგიის წინააღმდეგ ბრძოლაში)... ესეც ანას დამსახურებაა  და კარგია, აქ რომ წაიკითხავს  რა მადლობელი ვარ მისი.

"ორშაბათი მძიმე დღეაო" _  არასოდეს შემიმჩნევია რაიმე განსაკუთრებული სიმძიმე. ეს ორშაბათიც ისეთივეა, როგორიც წინამორბედები, თუ არ ჩავთვლი, რომ არჩევნები ახლოვდება და ყველა დღე უფრო და უფრო დაიტვირთება.

სამუშაო დღე იწყება აპარატის თანამშრომლებით, მუდმივად  რაღაცით უკმაყოფილო აპარატის უფროსით, მუდმივად  მშვიდი იურისტით (მცდელობა არ დამიკლია, მაგრამ ერთადერთი ადამიანია მგონი, ვის ემოციურ განწყობასაც ვერ ვცვლი კამათის დროს), რაც არ უნდა მოხდეს კარგ ტალღაზე  გადამრთავი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტით, პრესაში და წერილებში  ჩაფლული თავმჯდომარის თანაშემწით და  მუდმივად სრულ მობილიზაციაში მყოფი  ვებ -გვერდის ადმინისტრატორით. გამორიცხულია, ამათ გარეშე ვწერო ჩემს ნებისმიერ სამუშაო კვირაზე.

დღეს გავიგე, რომ ჩემმა კოლეგამ, ქალბატონმა ნათია შარაშენიძემ ბლოგის წერა გადმომაბარა, მადლობა მას. თანაც  სკოლის შემდეგ დღიური არ დამიწერია და ისე მომეწონა, მგონი გავაგრძელებ.

 მოვიდა  ლადო ვადაჭკორია _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე, უცვლელი კითხვით: _ რა არის კარგი და ახალი?

ახალი ბევრია... ხოლო დანარჩენი შედარებითია ხოლმე, გააჩნია რა რაკურსით შევხედავთ.

მაინც ყოველთვის მიმაჩნია, რომ კარგია ის, როდესაც მზად ხარ მოქმედებისთვის, ბარიერი ყველგან არის და რადგან  არის, უნდა გადალახო! სხვა ალტერნატივა არც არსებობს.

ამ კვირაში ბიუროსა და საკრებულოს სხდომები არ გვაქვს, მაგრამ როგორც სხვა საკრებულოებში, ჩვენთანაც მუდმივი მზადებაა.

დღის განმავლობაში მოქალაქეები მოდიან  სხვადასხვა საკითხებით; ერთადერთი საკითხი, რომელზეც საუბარი მიჭირს, რადგან დახმარება არ შემიძლია, დასაქმებაა.

ჩემს სამუშაო დღეს, კონკრეტული საათი არ აქვს, როდის სრულდება. საერთოდ არ მიყვარს გრაფიკები და ჩარჩოები; ამიტომ, 6 საათზე დასრულებული სამუშაოც და 12 საათზეც ორივე კომფორტულია ჩემთვის. მითუმეტეს, იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს და დროის გადანაწილებაც კარგად გამომდის.

სამშაბათი

დილის აღწერას მომდევნო დღეებშიც გამოვტოვებ _ უკვე აღვნიშნე, რომ სამსახურში მოსვლამდე, ერთმანეთს გვანან (სხვათაშორის, ძალიან მიხარია ეს).

დღეს განსაკუთრებით გამიჭირდა გაღვიძება; ინტერნეტში "დავიკარგე" 2 საათამდე და მერე უკვე მერამდენედ "მითრიდატე პონტოელს" ვკითხულობდი (გოზალიშვილის).ზუსტად ვიცი, ამ წინადადების წაკითხვით ერთ ადამიანს როგორ "გავაბედნიერებ" და მინიმუმ ერთი წელი, დროდადრო განიხილავს დამახასიათებელი სარკაზმით, კმაყოფილი სახით ჩემგან მუდმივად შეთავაზებული "სარკეში ჩაიხედე ან სელფი გადაიღეს" ფონზე.

სამშაბათი მოქალაქეების მიღების დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა დღეებისგან განსხვავებით, დღეს არცერთ ღონისძიებაზე არ წავალ.

მე გამიმართლა _ საკრებულოს წევრი  თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ გავხდი (თუმცა რეფორმა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა), მას შემდეგ, რაც ოზურგეთმა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, საკუთარი უფლებამოსილებები მოიპოვა. შეცვლილი ქალაქი აღარ გავს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ცნობილ რეპროდუქციას _ "გერნიკას". ამაში ჩვენი წვლილია _ თითოეული დეპუტატის და აღმასრულებელი ორგანოსი. არავის არ უნდა ჰქონდეს კომპლექსი, ამისი ვერთქმის, არც პოზიციას და არც ოპოზიციას. ყოველ შემთხვევაში, მე ~რესპუბლიკელი~ ვარ და სიმართლის თქმის კომპლექსი არ მაქვს (ეს ფრაზა განსაკუთრებით მომეწონა).

ოთხშაბათი

დღეს, დილა და პარტიის ორგანიზაციული საქმეები თითქმის  ერთდროულად დაიწყო. ყველას განაწილებული გვაქვს ჩვენი სფერო; ამიტომ, მუშაობა ადვილია. კარგი სტატია წავიკითხე, აი ისეთი პოლიტიკური გემოვნების ამბავში რომ გეამაყება. პარლამენტის თავმჯდომარემ  "პალიტრა ნიუსში" "თეთრი მოძრაობის" მიერ დასმულ შეკითხვაზე, უპასუხა, რომ "ჩვენ [„რესპუბლიკური პარტია"] და მე, დათო უსუფაშვილი ვარ დეკრიმინალიზაციის მომხრე ნარკოტიკის მომხმარებელთან დაკავშირებით", მხოლოდ ის, რაც  სამართალდამცავებს ცალსახად მიაჩნიათ, არ არის პრობლემის გადასაჭრელი საშუალება. ნარკოპოლიტიკა არ გვაქვს და რა მეთოდებითაც "ვიბრძვით", ამას დღემდე შედეგი არ მოუტანია.

ბლოგს, რომელსაც ვწერ, "ქალი პოლიტიკოსის კვირა" ეწოდება. დღეს ჩემთან ქალბატონი მოვიდა; მარტო, თავად უძღვებოდა ოჯახს ...

რას ნიშნავს, ძლიერი ქალი?! ზედმეტი დაკვირვებით დაღლა  არ არის საჭირო, ისედაც ნათლად ჩანს, ქალი ყველა ძლიერია, შვილების და ქმრების აღზრდა-მოვლის  და ოჯახის ბიუჯეტზე ზრუნვის პატივს თუ სდებენ, საზოგადოდ, არც პოლიტიკაში, განიცდიან ფიასკოს. განსაკუთრებული უნარ-ჩვევები, საპირისპირო მხარეს ვერ შევნიშნე, ვერც ერთ სფეროში.

მამაჩემი, ალბათ, ყველაზე უფრო იმით დამეხმარა, რომ მე თავისუფალ ადამიანად ჩამომაყალიბა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ წიგნს წაიკითხავ, მანამდე უნდა გაიგო, რომ  საკუთარი პოზიციის გაჟღერების უფლება გაქვს.

ეჭვი გამიჩნდა, რომ დღევანდელი დღეც ღამის 2 საათამდე არ დამთავრდება. სახლში მელოდება 5 წლის დისშვილი ლუკა, საარჩევნო რეჟიმის შესაბამისი ღონისძიებები, ჩემ მეგობარ ხათუნასთან  ყავის სმის რიტუალის შემდეგ, საღამოს  აუცილებელი სვლა ქალაქში ჩქარი ნაბიჯებით, რასაც ვარჯიში დავარქვით, სტივენ კინგი წასაკითხად და"ბანშის" რომელიღაც სერია ძილის წინ.

ხუთშაბათი

 დღის 12 საათამდე წინა დღეების სრული ანალოგია. შესვენების შემდეგ სამსახურებრივი და პარტიული მოვალეობების შესრულების ცვლა აქტუალურობის მიხედვით. საერთო ჯამში _ დაღლილი კმაყოფილება. საღამოს, არ ვიცი მერამდენედ, გამიჩნდა აკვიატებული სურვილი, გავაუქმო ფეისბუქი, როგორც მოჭარბებული აგრესიის ველი, მაგრამ ინფორმაცია მჭირდება და უკეთესი მომენტის დადგომის იმედად "სიცოცხლეს ვუხანგრძლივებ"...

პარასკევი

 წერილები. შესაბამისად, ამდენივე გასაცემ-დასაწერი პასუხი. დღევანდელი დღე მთლიანად ამ საქმიანობით შემოიფარგლება. წერასთან იგივე დამოკიდებულება მაქვს რაც  კითხვასთან; რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ ჩემი საქმე მიყვარს.

შაბათი-კვირა

ეს ორი დღე მონაცვლეობით ეძღვნება ოჯახს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რაიმე სხვა საქმე არის თუ არა გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში, ჩემში  საიმედოდ გადანახულ, ელვისებური სისწრაფის უნარს  ვიშველიებ და  რამოდენიმე საათი ვახერხებ დიასახლისობას, ლუკასთან თამაშს და მეზობლებთან აპოლიტიკურობას. რადგან ივლისი მთავრდება, ხოლო ოქტომბერში არჩევნებია, ჩემ ირგვლივ გაგებით ეკიდებიან, რომ ამ ამპლუის (შაბათ-კვირის) განსახორციელებელი დრო მცირდება. შაბათი და კვირა სხვა დღეებზე გვიან სრულდება. სოციალური ქსელები, ვირტუალურის გარდა, ცოცხლად დასანახი  მეგობრები და რომელიმე წიგნი. ეს შაბათ-კვირა მარკესის   იყო _" მარტოობის ასი წელიწადი"  ჩემთან  მრავალჯერ წასაკითხი წიგნების სიაშია, თანაც  აურელიანო ბუენდიას   მობეზრდა ოქროს თევზების კეთება...

შემდეგი კვირის "ბლოგ-პოსტს" ჩემს კოლეგას, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ნინო ტაბატაძეს გადავაბარებ.

ნინო გოგუაძე,
ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში, სოფელ ონჭიქედში სახლი დაიწვა_ რით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიქედში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება. „ჩვენი წარმომადენელი უკვე შეხვდა დაზარალებულლ ოჯახს. ადგილობრივი ხელისუფლება პირველ რიგში აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად  დაეხმარება.  ამის შემდეგ კი, სამშენებლო მასალის გამოყოფაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ. ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი უმეტესად ქუთაისში იმყოფება. „ოჯახში მამა იყო. შვილები ქუთაისში არიან, თვითონაც ხშირად ქუთაისშია. თუ თვითონ იტყვის, რომ სხვა საცხოვრისი არ გააჩნია, ამ შემთხვევაში გავიყვანთ ქირით“, _ გვითხრა ... ...
  • სუს-მა თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა, 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე შპს „პრიზმა“-ს დირექტორი გ.ნ, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლები გ.ჯ, ი.გ. და შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტი რ.კ. დააკავეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შპს „მშენტექზედამხედველი“-ს დირექტორი ნ.ბ. და საწარმოში გულგრილობის ფაქტზე შპს ,,პრიზმა“-ს ინჟინერი თ.მ.  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალაქ ცაგერში, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „პრიზმა“-მ გაიმარჯვა. აღნიშნულ კომპანიასთან 2 714 143 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა. სპორტული კომპლექსის მშენებლობის დროს, შპს „პრიზმა“-ს დირექტორმა, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლების  დახმარებით,  დოკუმენტებში 177 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ყალბად დააფიქსირა შესრულებულად  და ამ გზით სახელმწიფოს კუთვნილ აღნიშნულ თანხას თაღლითურად დაეუფლა.  შპს „პრიზმა“-ს დირექტორს თაღლითობაში დახმარება გაუწია  შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტმა, რომელმაც მის მიერ შედგენილ დასკვნაში არარსებული სამუშაოები შესრულებულად აჩვენა. თავის მხრივ, შპს „მშენტექზედამხედველი“-ს დირექტორმა, რომელსაც სამუშაოების შესრულების პროცესში ტექნიკური ზედამხედველობა ევალებოდა და შპს ,,პრიზმა“-ს ინჟინერმა, რომელიც  საანგარიშგებო დოკუმენტებს ადგენდა, დოკუმენტებში არარსებული სამუშაოები შესრულებულად დააფიქსირეს. სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, 2017 წლის 12 ოქტომბერს, შპს „პრიზმა“-სთან დადებული ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც სამშენებლო სამუშაოები სხვა კომპანიის მიერ დასრულდა. გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას ვადით  6-დან 9 წლამდე). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს",_ წერია გავრცელებულ ... ...
  • ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მცდელობა ბათუმშიშინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.ჟ. ბათუმში დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში ედება. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, კ.ჟ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდა პირს, ვინც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა. სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავებიდან, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ასევე, „სუბოქსინის“ 9 აბი და ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღო. პოლიციის მიერ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“. კ. ჟ.-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ შემცველი 21 აბი, 6 შეკვრა „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი, „სუბოქსინის“ 17 აბი და ნატეხები, ერთჯერადი საინექციო შპრიცი „ჰეროინის“ შემცველი ხსნარით და ელექტროსასწორი, მის ზედაპირზე არსებული „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკების ფლობისთვის 1 პირი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 90 აბი და ,,ESCORT-2008-MAGNUM“-ის მოდელის პისტოლეტი ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ... ...
  • ჩინეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს კორონავირუსის სიმპტომები არ დაუფიქსირდათ ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ დაუფიქსირდათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,  ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან სპეციალური თვითმფრინავით ჩამოვიდნენ, რის შემდეგაც შეამოწმეს. „შემოსვლისას თითოეულ მათგანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგის კონსულტაცია, ასევე იქ იყვნენ კლინიცისტი ექიმები. თითოეულმა მათგანმა შეავსო თვითმფრინავში ყოფნისას გარკვეული კითხვარი, თუ სად იმყოფებოდნენ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, იყვნენ თუ არა შეხებაში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებთან. ეს ადამიანები გადაყვანილები იქნებიან ორკვირიან კარანტინში, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში, გამოიყო შესაბამისი ფართი, სადაც მათ ორი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ დაკვირვებები.  გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლებელია, ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება. ხაზს ვუსვამ, არც ერთს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ახასიათებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩაითვალა საჭიროდ, რომ მათ ორი კვირა უნდა გაატარონ კარანტინში შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“,_ განაცხადა გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, თუ ორი კვირის განმავლობაში რომელიმე მათგანს დაეწყება რესპირაციული სიმპტომები, მაშინ მათ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...