რატომ გახდა სტიქიის თანხები მაჟორიტართა უკმაყოფილების საბაბი

საზოგადოება

რატომ გახდა სტიქიის თანხები მაჟორიტართა უკმაყოფილების საბაბი

2016 აგვ 8 18:34:16

9 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, ლანჩხუთის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ასახულმა მილიონ 652 300 ლარმა, რომელიც თექვსმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულზე გადანაწილდა, საკრებულოს წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თანხა, რომელიც მათ სოფელს ერგო, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად არაა საკმარისი.

სუფსის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯუმბერ ბლაგიძემ საკუთარი წყენა ამ ფაქტთან დაკავშირებით საკრებულოს ბოლო სხდომაზე ხმამაღლა დააფიქსირა და როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელს, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა, რომ ადგილზე ჩასულიყვნენ და საკუთარი თვალით ენახათ, რა მდგომარეობაცაა სუფსაში. ბლაგიძის თქმით, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს მოთხოვნილი თანხის მხოლოდ 10% ერგო:

"მე ამომრჩეველთან ვარ პასუხისმგებელი _ ის მთხოვს დახმარებას. ყველაფერი დავასურათე თითქოს, მაგრამ ზარალის ზომები შემცირებულია", _ აღნიშნა ბლაგიძემ და იმ კომისიის შემადგენლობაც დაიწუნა, რომელიც ადგილზე სწავლობს სტიქიის შედეგებს.

აღმოჩნდა, რომ წელს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო თანხიდან სუფსას მხოლოდ 20 ათასი ლარი ერგო, რომელიც მოსახლეობის ნაკვეთის მიმდებარედ კოლექტორის რეაბილიტაციას მოხმარდება.

იმავე სხდომაზე მყოფმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ უპასუხოდ არ დატოვა ბლაგიძის მხრიდან გამოთქმული შენიშვნა:

"ყველგან პირადად ჩავდიოდი და ვნახულობდი ობიექტებს. სუფსაში მე დაზიანებული ობიექტი არ მინახავს. თქვენ ვისაც ენდობით, იმას დაათვლევინეთ ზარალი".

ბლაგიძის გარდა, სტიქიის თანხის განაწილებით უკმაყოფილო დარჩა ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი თემურ ალექსაიაც, რომელიც, როგორც გაირკვა, 60 ათას ლარს ითხოვდა, თუმცა, საბოლოოდ, 34 ათასი ლარი ერგო, რაც სამ ობიექტზე გადანაწილდა. კერძოდ, სოფელ ნიგოითში 4 ათას ლარი დამეწყრილი ადგილის გაწმენდასა და დამცავი რკინა-ბეტონის კედლის მოწყობას მოხმარდება; ნიგოითშივე 24 ათას ლარად ხიდი გაკეთდება; სოფელ ქვიანშიც ხიდის რეაბილიტაციას მოხმარდება დარჩენილი თანხა.

სხვათა შორის, ალექსაია გასული წლის ოქტომბერში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო 850 ათასი ლარის განაწილებითაც ვერ დარჩა კმაყოფილი, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ახლა გამოეყო მუნიციპალიტეტს _ ამ თანხიდან ნიგოითს 10 982 ლარი ერგო.

სოფელ ჩოჩხათის წილმა ცხრა ივლისის სტიქიის სალიკვიდაციო თანხიდან 78 800 ლარი შეადგინა. ჩოჩხათის მაჟორიტარი დეპუტატის მოსაზრებით, როცა სახელმწიფო გაძლევს ამდენს თანხას, მასზე უარის თქმა დაუშვებელია: "ფეხის ტრავმის გამო, არ ვიცი, ჩოჩხათს რა ზიანი მიადგა, მაგრამ ამ თანხაზე უარის თქმა არ ღირს. სტიქია ყველგან ერთნაირი არ იქნება და თანხები გადავანაწილოთ", _ აღნიშნა სარიშვილმა.

78 800 ლარიდან, რომელიც ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულს ერგო, 6 900 ლარი სოფელ ხორეთთან დამაკავშირებელი ხიდის აღდგენას მოხმარდება, 1400 ლარად მილხიდი გაკეთდება, ხოლო 18 ათასი ლარით _ ყორე-ქვის გაბიონი გაკეთდება იქ, სადაც მდინარემ წაიღო და დააზიანა მოსახლეობის ნაკვეთები. ჩოჩხათში, ე.წ. კუპრაძეების უბანში სტიქიის გამო მწყობრიდან გამოსული ხიდის მოსაწყობად 19 500 ლარია გათვალისწინებული, 22 ათასი ლარით კი ნაბუქარაში მდინარის მიერ ჩამოშლილი გზის ნაპირის რეაბილიტაცია გახორციელდება. დაზიანებული შიდა სასოფლო გზების აღდგენისთვის 11 ათასი ლარია გამიზნული.

უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე ცხრა ივლისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციოდ 35 500 ლარი გაიხარჯება. აქედან, 17 500 ლარით საცალფეხო ხიდის ნაპირსამაგრი სამუშაოები გახორციელდება, ხოლო 18 ათასი ლარი ხოფერიას ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაციას ესაჭიროება.

აკეთის ადმინისტრაციაში, სტიქიის თანხიდან 118 500 ლარის სამუშაოების შესრულება იგეგმება: 20 400 ლარი ხიდის აღდგენისთვის გაიხარჯება აცანა-აკეთის დამაკავშირებელ გზაზე; 18 ათასი ლარია საჭირო აკეთი-ძიმითის გზის მონაკვეთზე მილხიდის რეაბილიტაციისთვის; 2 200 ლარით სტიქიის შედეგად დამეწყრილი გზა გაიწმინდება; 3 500 ლარით აკეთში მცხოვრები გოჩა ჩხაიძის ეზოსთან მილხიდი გაკეთდება; 8 600 ლარით ასევე მილხიდი გაკეთდება; სოფელ გაგურში საბავშვო ბაღთან მილხიდის მოწყობას 5 300 ლარი ესაჭიროება; დაზიანებული ხიდის მოსაწყობად 17 500 ლარია გამოყოფილი; ოზურგეთთან დამაკავშირებელ გზაზე ხიდის აღსადგენად 18 ათასი ლარია საჭირო, ხოლო სოფლის შიდა გზების რეაბილიტაციისთვის 25 ათასი ლარია გამოყოფილი.

მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 159 600 ლარი შეადგინა, რაც შვიდ ობიექტზე გადანაწილდა. კერძოდ, კონჭკათის გზაზე ჩამოწოლილი მეწყრის გასაწმენდად 10 500 ლარი დაიხარჯება; ქვემო მამათში მდინარეზე ნაპირსამაგრი სამუშაოების შესასრულებლად 52 500 ლარი საჭირო; ე.წ. საცავას უბანში ხიდის მოწყობას 18 200 ლარი მოხმარდება; ამავე უბანში მეორე ხიდის სრული რეაბილიტაციისთვის 20 600 ლარია გამოყოფილი; მამათში მცხოვრები ზურაბიშვილის ეზოსთან მდებარე ხიდის წესრიგში მოსაყვანად 23 500 ლარია საჭირო; სოფლის სასაფლაოსთან საცალფეხო ხიდის რეაბილიტაციისთვის _14 300 ლარი; შიდა გზების აღდგენისთვის _ 20 ათასი ლარი.

ჯურუყვეთში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ამ ჯერზე 160 ათასი ლარი გაიხარჯება. 35 ათას ლარად აქ ვასილ გიგინეიშვილის ეზოსთან დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია მოხდება; ასევე ხიდი გაკეთდება ჯურუყვეთელი აკაკი დიასამიძის ნაკვეთთან, რისთვისაც 45 ათასი ლარია საჭირო; ამავე სოფელში, ერთ-ერთ ეზოსთან არსებული ხიდის გამაგრებას 5 000 ლარი მოხმარდება; ასევე ხიდის რეაბილიტაციას მოხმარდება დარჩენილი 75 ათასი ლარიც.

ღრმაღელეში სტიქიამ რვა ობიექტი დააზიანა, რისთვისაც 117 200 ლარია საჭირო. აქ გზის გარკვეულ მონაკვეთზე, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი და ჩახერგილია საწრეტი არხი, გაწმენდითი სამუშაოების გასახორციელებლად 1 200 ლარია საჭირო; სოფელ ომფარეთში, სადაც ადგილი აქვს მეწყერულ მოვლენებს და საფრთხე ემუქრება საკარმიდამო ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს, გამაგრებითი სამუშაოების შესასრულებლად 7 000 ლარი დაიხარჯება; სოფელ ორმეთში ერთ-ერთი მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთთან ხიდის მოსაწყობად 15 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება; მსგავსი საქმისთვის წყალწმინდაში 17 ათასი ლარია საჭირო; წყალწმინდაშივე მდინარეზე ნაპირსამაგრი სამუშაოები გახორციელდება და ჯამში 47 ათასი ლარია გათვალისწინებული; დაზიანებული შიდა გზების რეაბილიტაციას 30 ათასი ლარი მოხმარდება.

ნინოშვილში სტიქიის ზარალმა 133 500 ლარია შეადგინა, რაც ხუთ ობიექტზე გადანაწილდა: აქ 60 ათასი ლარით ყორე-ქვის გაბიონით მდინარის კალაპოტი გაკეთდება; ხიდისთვის 12 ათასი ლარია საჭირო; 13 500 ლარად კი ე.წ. "ანჯიეთის" ხიდის რეაბილიტაციას მოხმარდება; სანიაღვრე არხის მოწყობისთვის 9 800 ლარია გამიზნული. მოსახლის ეზოსთან ორრიგიანი ყორე-ქვის გაბიონის გასაკეთებლად 32 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება; ნინოშვილში გზის შეკეთებისთვის 6 200 ლარი გახდა საკმარისი.

ყველაზე მეტი თანხა აცანას ერგო, სადაც რვა ობიექტზე სამუშაოების შესასრულებლად 235 700 ლარია გათვალისწინებული. აქედან ორ ობიექტზე მილხიდის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც ჯამში14 800 ლარია საჭირო; 8 500 ლარის სამუშაოები შესრულდება იმ მონაკვეთზე, სადაც მეწყერმა გარესამყაროს ხუთი ოჯახი მოწყვიტა; ხიდის მოწყობისთვის 6 200 ლარითაა შესაძლებელი; მდინარე აცაურასგან დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციას 60 ათასი ლარი მოხმარდება; აცანა-აკეთის გზაზე, სადაც სანიაღვრე არხის მოწყობაა აუცილებელი, 120 ათასი ლარი დაიხარჯება; ე. წ. მერვე ბრიგადაში ჩამოწოლილი მეწყერის გასაწმენდად 1 400 ლარი გამოიყო; 24 800 ლარით დაზიანებული შიდა გზების რეაბილიტაცია მოხდება.

ზარალმა სოფელ შუხუთში 44 600 ლარი შეადგინა, საიდანაც ზემო შუხუთში სანიაღვრე არხის გასაწმენდად 3 500 ლარი დაიხარჯება; ორ ობიექტზე ყორე-ქვის გაბიონის გასაკეთებლად, ჯამში, 37 600 ლარია გამიზნული, ხოლო შეროზიების უბანში 3 500 ლარად რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი მოეწყობა.

გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში 175 ათასი ლარის სამუშაოები შესრულდება სტიქიის სალიკვიდაციო თანხიდან, რაც სრულად მოხმარდება ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულებას.

მაჩხვარეთისთვის 121 300 ლარია გათვალისწინებული, რაც ხუთ ობიექტზე გადანაწილდა: 22 ათას ლარად ორაგვეში დაზიანებული ხიდის აღდგება; 21 ათასი ლარი გზის შევიწროებული ნაწილის აღდგენისთვის დაიხარჯება; ერთ-ერთი მოსახლის ეზოსთან ნაპირის გასამაგრებლად 35 ათასი ლარია საჭირო; ე.წ. "მაშოს" ხიდის რეაბილიტაციას 17 500 ლარი ესაჭიროება; რკინა-ბეტონის არხის მოსაწყობად 7 800 ლარია გამიზნული; ორაგვეში გზის შეკეთებას 62 ლარი სჭირდება.

ჩიბათში ზარალის აღმოსაფხვრელად 145 200 ლარის სამუშაოები უნდა გახორციელდეს: მურმან ქურციკიძისა და მანანა იმნაძის ნაკვეთებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, ჯამში, 48 ათასი ლარი სჭირდება; არხის გაწმენდისთვის 5 500 ლარია გათვალისწინებული; ყორე-ქვის გაბიონის მოწყობა ჩიბათში სამ ობიექტზე მოხდება და მთლიანობაში საამისოდ 46 300 ლარია განკუთვნილი; "კანტორასთან" ხიდის რეაბილიტაცია 1 400 ლარის სამუშაოებს ითვალისწინებს, ხოლო მერეს უბანში დაზიანებული ხიდის მოწყობასთან ერთად, ნაპირსამაგრი სამუშაოებიც უნდა გახორციელდეს, რისთვისაც 30 ათასი ლარია გამიზნული.

ნიგვზიანში 114 ათას ლარად ხუთ ობიექტზე გახორციელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. აქ ხიდის რეაბილიტაცია ორ ადგილზე მოხდება და ჯამში, 34 ათასი ლარია გათვალისწინებული. ასევე, ორ ობიექტზეა გასახორციელებელი ნაპირსამაგრი სა




 ახალი ამბები
  • ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება _ "მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა და მავნებელთან მექანიკური მეთოდებით ბრძოლა" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აჭარაში, სოფელ ციხისძირში, მედიასემინარი გაიმართა, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2019 წლის შედეგები გააცნეს.  _ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, წელს აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მსოფლიოს წამყვანმა ენტომოლოგებმა, რომლებიც მიმდინარე წელს რამდენჯერმე იმყოფებოდნენ საქართველოში, მაღალი შეფასება მისცეს გატარებულ ღონისძიებებს და მავნებელთან ბრძოლის ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა, _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფაროსანას წინააღმდეგ საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალმებრიძემ. მისივე თქმით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად კვლავ მიმდინარეობს და გაგრძელდება, სანამ მავნებელი კონტროლს არ დაექვემდებარება.  მედიასემინარის ფარგლებში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ. 2019 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად შეიმუშავა „თხილის გადარჩენის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა კომპლექსური ღონისძიებები (სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლითაც ისარგებლეს ფერმერებმა, აგროკონსულტანტების მონაწილეობით ჩატარდა მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოები). სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად წელს ფერმერებმა თხილის კარგი მოსავალი მიიღეს.  მედიასემინარზე წარმოადგინეს ასევე სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაცია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მიმდინარე ღონისძიებების ზემოქმედებასთან დაკავშირებით. _ მოსახლეობასთან შეხვედრები და აქტიური საინფორმაციო კამპანია ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება. ამ პერიოდში მავნებელი მოზამთრე ფაზაშია და ტყის მასივებიდან საცხოვრებელი სახლებისკენ გადაადგილდება. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა და მავნებელთან მექანიკური მეთოდებით ბრძოლა, _ განაცხადა ლაშა ... ...
  • ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გურიაში სოფელ ნაგომარს ეწვიადღეს, 12 ოქტომბერს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარს ევროკავშირის ელჩი საქართველოში,  კარლ ჰარცელი მხარის  რწმუნeბულთან, ზურაბ ნასარაიასთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. აქ ელჩმა მოინახულა კოოპერატივი „ნაგომარი“ და მის დაქვემდებარებაში მყოფი პლანტაციები, რომელიც ევროკავშირის დახმარებით  გაშენდა. _ ჩვენი კოოპერატივი 2015 წელს შევქმენით. იმდენად რთული იყო ეს ყველაფერი, რომ ვიხსენებ, ხშირად მიჩნდება კითხვა _ დღეს რომ ვიწყებდე ყველაფერს თავიდან, ნეტა, თუ გავრისკავდით,-მეთქი. ისე კი, ნულიდან კი არა, ნულს ქვემოდან დავიწყეთ ყველაფერი და თავდაუზოგავმა შრომამ, უდიდესმა დახმარებამ, რაც ევროკავშირმა გაგვიწია, შედეგი გამოიღო და საუკეთესო შედეგი მივიღეთ. ახლა უკვე მხოლოდ წინსვლასა და წარმატებაზე ვფიქრობთ, _ გვითხრა კოოპერატივ „ნაგომარის“ ხელმძღვანელმა ნანა ყირმელაშვილმა. კოოპერატივი ნაგომარს  ENPARD-ის  პროგრამის  ფარგლებში შეძენილი ჩაის გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარები გააჩნია, რის  მეშვეობითაც მოახდინა 12 ჰა  ჩაის პლანტაციის რეაბილტაცია. სულ კი, როგორც ნანა ყირმელაშვილმა გვითხრა, 25 ჰა ჩაის პლანტაციას ფლობენ, რომელიც უკვე რეაბილიტირებულია. მათ 75 ადამიანი დაასაქმეს.  დღეისთვის აქ 15 ტონა ჩაის ფოთოლს კრეფენ. სამომავლოდ კი მეტ წარმატებას ელიან და სურთ, კიდევ უფრო გააფართოვონ და გაზარდონ ჩაის პლანტაციიების რაოდენობა. _ კოოპრატივი „ნაგომარი“ ჩვენი 17 პარტნიორი კოოპერატივიდან ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ ჩანს, რამდენი ენერგიადა შრომა არის ჩადებული. ვიმედოვნებ, რომ  აქ დამზადებული ჩაი საერთაშორისო ბაზრებზე გავა“, _ თქვა ევროკავშირის ელჩმა კარლ ... ...
  • გურიის რომელ მუნიციპალიტეტს რა თანხა ერგება დღგ-დანდამდეგი 2020 წლის ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტში, რომელიც პარლამენტში განხილვის სტადიაშია, სხვა პარამეტრებთან ერთად ისიცაა განსაზღვრული, თუ რომელი მუნიციპალიტეტი რა თანხას მიიღებს დღგ-ის 19%-იდან, რომლითაც ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობები  მეორე წელია ფინანსდებიან. ცნობისთვის, მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესი, ფისკალური დეცენტრალიზაციის მოტივით, შარშან შეცვალა და გააუქმა გათანაბრებითი ტრანსფერი, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართა, ხოლო თვითმმართველობებს დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19%-ის განაწილება დაუდგინა. როგორც ირკვევა მიმდინარე წლის მსგავსად, 2020-შიც გურიის სამი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი თანხა კვლავინდებურად  ოზურგეთს ერგება. მისი დაფინანსების წილი 1.41%-დან 1.45%-მდე გაიზრდება. შესაბამისად, თითქმის მილიონნახევრით გაიზრდება თანხაც. თუ წელს დღგ-ის 19%-იდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 13 313.8 ათასი ლარი ერგო, გაისად ეს თანხა 14 771.6 ათასი ლარი იქნება. ნახევარი მილიონით გაიზრდება  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაც, მიუხედავად იმისა, რომ თავად დაფინანსების პროცენტი კვლავ 0.74 დარჩება. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტს დღგ-ის 19%-იდან 6 980.8 ათასი ლარი ჰქონდა, 2020-ში ეს თანხა 7 496.4 ათას ლარამდე გაიზრდება. რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, 2020 წელს გაიზრდება როგორც მისი დაფინანსების პროცენტი _ 0.32-დან 0.37%-მდე, ისე თავად თანხაც, რომელიც წლევანდელს 755 ათასით აჭარბებს. წელს ამ მუნიციპალიტეტს დღგ-ის 19%-დან 3 021.8 ათასი ლარი ერგო, გაისად კი 3 777.2 ათას ლარს მიიღებს. ჯამში, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის 19%-იდან მისაღები შემოსავლები 1 016.5 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, რაც, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონით მეტია. დღგ-ის 19%-ის განაწილება მუნიციპალიტეტებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ... ...
  • „ვითხოვთ სივრცის დაბრუნებას“_ რა ხდება ვარკეთილში „ანას ბაღთან“ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მაცხოვრებლები 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ახალი კორპუსის აშენების შემთხვევაში დაუცველი იქნება უსაფრთხოების ნორმები, რადგან სახანძროსა და სასწრაფოს მათ კორპუსამდე მისვლა გაუჭირდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის 22-ე კორპუსის წინ მდებარე პატარა სკვერში „ანას ბაღში“ ადგილობრივ მოსახლეობასა და თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილს შორის შეხვედრა შედგა. ცნობისთვის, ბაღი რამდენიმე წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის სახელს ატარებს, რის გამოც, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მეტად არის მნიშვნელოვანი. სამი წლის წინ თბილისის მერიამ ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის 21-ე და 22-ე კორპუსების ეზო გაასხვისა, გაიცა მშენებლობის ნებართვაც, რასად ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მიოჰყვა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, სამშენებლო კომპანიას 11 სართულიანი კორპუსის მშენებლობის დაწყების საშუალება სამი წელია არ აძლევენ. „ვითხოვთ იმ სივრცის დაბრუნებას, სადაც ჩვენი შვილები თამაშობდნენ, სწავლობდნენ ველოსიპედის, სკეიტბორდის და გორგოლაჭების მართვას. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი ნუგზარი „გურია ნიუსს“ უყვება, აღნიშნული შეხვედრის მიზანია, რომ დაინახოს თვითმმართველობამ თუ რაოდენ შემაშფოთებელია იქ მაცხოვრებლებისთვის  ქალაქის ეკოლოგიური საკითხები და რამდენად მნიშვნელოვანია სივრცეები მათი შვილებისთვის, ბავშვების ჯანსაღ, მწვანე გარემოში გაზრდისთვის და არა ბეტონის ჯუნგლებში, რადაც ნელ-ნელა იქცა თბილისი. „დღევანდელ ქალაქს, ჩვენს თბილისს ძალიან უჭირს. ყველამ იცის ცენტრალურ უბნებში რა პრობლემებიცაა, მაგრამ იგივე კეთდება და ამ პრობლემის გადაჭრა არავის სურს. ცენტრში გამოილია ცარიელი ადგილი და გადმოვიდნენ გარეუბანში, სადაც ასე თუ ისე თავისუფალი ადგილი მოიძებნება. აქ უნდათ მშენებლობის დაწყება. აქ თუ დავუშვებთ ამ კორპუსის აშენებას ამ შენობას მოჰყვება 5 შენობა, რაც იქნება იგივე გამეორება რაც გვაქვს ქალაქის ცენტრში. არა ჰაერი, არა სკვერი, არა პარკინგი და ჯოჯოხეთი ასე რომ ვთქვათ პირდაპირი გაგებით. გვინდა რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ ჰაერი, სუფთა გარემო, ამ მოედანზე ბავშვები თამაშობდნენ და გვინდა გაკეთდეს სკვერი, ახლა შეზღუდულია. აქ რომ ეს შენობა აშენდება არ ექნება თავის ეზო და აქედან გამომდინარე ჩვენი პატარა სკვერი, რომელიც მშენებლობის დროს დაინგრევა, გახდება ახალი კორპუსის ეზო“,_ ამბობს ის. როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრისას აღნიშნა, პრობლემის მოსაგვარებლად გამოსავლის პოვნას ინვესტორთან გასაუბრებით აპირებს, რის შემდეგაც, ადგილობრივ მოსახლეობას ისევ შეხვდება. „დღეს ჩემი მხრიდან რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღება არასერიოზული იქნება. მთავარია ვიპოვოთ კომპრომისი, რომელიც არ აგრძნობინებს ინვესტორს, რომ კინწისკვრით გააგდეს და არც თქვენ არ გაგრძნობინებთ, რომ თქვენი უფლებები არავის დააინტერესა“,_ თქვა ელოშვილმა. ცნობისთვის, დედაქალაქის მერს აქტივისტები პლაკატით „კახი გადაგვირჩინე ანას ბაღი“, რამდენიმე დღის წინ ორბელიანის მოედანზე დახვდნენ. როგორც კალაძემ მაშინ განაცხადა, ნებართვა 2016 წელს არის რომელიც მერიამ უკვე შეისწავლა. „ჩემი დაპირება იყო, რომ სკვერებში, სპორტული მოედნების ადგილზე არანაირი მშენებლობა არ განხორციელდებოდა. შევისწავლეთ ეს კონკრეტული თემა და მას სკვერთან არანაირი კავშირი არ აქვს",- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერიამ აღნიშნული კორპუსის მშენებლობის გაბათილების შესახებ გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო, რადგან პროექტს გააჩნდა პრობლემა პარკირების ნაწილში, ასევე სახანძრო უსაფრთხოებასთან მიმართებაში არ იყო შესაბამისობა დადასტურებული, თუმცა, მოსახლეობისთვის პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს, რომ მერიამ ინვესტორს ადგილის გაცვლა შესთავაზოს და  ამბობს, რომ თუ პრობლემა ამ შეხვედრის შემდეგ არ მოგვარდება, პროტესტს  გზის გადაკეტვით გამოხატავს. კორპუსის მშენებლობას „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგი“ ... ...
  • რას ითხოვს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროკურატურისგან„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროკურატურისგან 20 ივნისის ღამეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებით საპროტესტო აქციის დარბევისას დაშავებული ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. როგორც ცნობილია, 20 ივნისის ღამეს 38 ჟურნალისტი დაშავდა, რომელთაგან 4-ს სამართლებრივ დახმარებას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უწევს. ამ 4 ჟურნალისტს შორი არის „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი, მერაბ ცაავა. „მათ აქციის დარბევისას მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, რა დროსაც საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევა. ბესლან კმუზოვს 6 ტყვია მოხვდა, აქედან ერთი თავის არეში, მერაბ ცაავას კი რეზინის ტყვიების შედეგად დაუზიანდა ხელი და ასჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. აქციის დროს ასევე დაშავდნენ ჟურნალისტები: ვახტანგ ბერიკაშვილი და ზაზა სვანაძე. ვახტანგ ბერიკაშვილმა მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანება, სპეცრაზმელების ნასროლი ე.წ. პლასტმასისა და კაუჩუკის შემცველი გაურკვეველი წარმოების ტყვიებისგან, რის გამოც იგი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ბერიკაშვილის სხეულიდან ამოღებული ტყვია საქმეს ნივთმტკიცების სახით ერთვის. ამ ტყვიის ფოტოსურათი არაერთხელ გავრცელდა სოციალურ მედიაში და სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. აქციის ძალისმიერი დაშლის დროს ზაზა სვანაძემ სპეცრაზმელების მიერ ნასროლი ტყვიებისგან არაერთი დაზიანება მიიღო, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქციის დარბევისას დაზარალებული ჟურნალისტები მოწმის სახით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხეს“,_  აცხადებენ იურისტები. როგორც „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი, მერაბ ცაავა იხსენებს, დაზიანების მიღების შემდეგ პოლიცია ხელს უშლიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამდე მისვლაში პოლიციაც და სპეცრაზმიც ხელს უშლიდა. პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულს კი  სთხოვდნენ გაეხსენებინა სად იდგა როცა ტყვია მოხვდა, ხომ არ შეეძლო გაეხსენებინა რომელიმე სპეცრაზმელი რომელმაც ისროლა ან ხომ არ დაუნახავს პოლიციელი, რომელიც გასროლის შედეგად დაზარალდა. „ხალხისგან მოშორებით ვიდექი, კადრები გადავიღე და გადავაგზავნე რედაქციაში, რა დროსაც რეზინის ტყვია მომხვდა. რეზინის ტყვია ჯერ ხელზე მომხვდა, მერე ტელეფონმა აისხლიტა და გულმკერდის არეში მომხვდა. მაგ დროს მედიის წარმომადგენლებს გამიზნულად ესროდნენ. ჩემთან ერთად, კიდევ ერთი ჟურნალისტი იყო, ისიც დაშავდა, ორივენი მოშორებით ვიდექით და ისე ვიღებდით. დაზიანების მიღების შემდეგ სპეცრაზმი ხელს მიშლიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამდე მისვლაში. პროკურატურაში ძირითადად აინტერესებდათ ვნახე თუ არა რომელიმე პოლიციელი რომელიც სროლის შედეგად დაზარალდა ან ხომ არ დავინახე სპეცრაზმელები, რომლებიც ისროდნენ. ბოლოს კი მითხრეს, რომ დამიკავშირდებოდნენ, თუმცა, ჯერ არავინ დამკავშირებია. ვითხოვთ, რომ ვიქნეთ დაზარალებულად ცნობილები და მოხდეს ამ საქმის სრულყოფილად გამოძიება“,_ ამბობს ცაავა. აღსანიშნავია, რომ ივლისში „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. ორგანიზიციამ ასევე მოითხოვა მათი დაზარალებულად ცნობა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე. „ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას, მაგრამ გენერალური პროკურატურის პასუხის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაწყებულია სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტზე“,_ ამბობენ იურისტები. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილია 67 პოლიციელი და 4 დემოსნტრანტი. მათ შორის დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვს მინიჭებული მოქალაქეებს, რომლებმაც მძიმე დაზიანება მიიღეს გაურკვეველი წარმოების ტყვიებისგან. შესაბამისად საზოგადოებას უჩნდება სამართლიანი განცდა, რომ მიმდინარე გამოძიება მიკერძოებული და არაობიექტურია და არ არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება პროცესების სამართლებრივ რეჟიმში წარმართვისათვის.  ... ...

არქივი

ზაფრანი

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...

კივის დიეტა

საუზმე მოამზადეთ სალათი, მწვანე ხახვით,...

ჩვილი ბავშვების საოცარი თვისებები

ჩვილები არ ტირიან სინამდვილეში ჩვილები...

ყურძნის კურკის სამკურნალო თვისებები

ყურძნის კურკებში დიდი რაოდენობით E...

რატომ უნდა ვსვათ სტაფილოს წვენი?

ძირითადი მიზეზი, რატომ ითვლება სტაფილო...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...