ქალი პოლიტიკოსის კვირა _ ნინო ტაბატაძე

საზოგადოება

ქალი პოლიტიკოსის კვირა _ ნინო ტაბატაძე

9 აგვ. 2016, 15:42:19

1 აგვისტო, ორშაბათი

“გურია ნიუსი“, რომლის აქტიური მკითხველი ვარ, გვთავაზობს რუბრიკას, რომელსაც “ქალი პოლიტიკოსის კვირა’’ ჰქვია. მკითხველს უნდა მოვუთხრო, როგორც ქალი პოლიტიკოსი, ერთი კვირის განმავლობაში რა საქმიანობას ვეწეოდი. ეს ორშაბათი კი 1 აგვისტოა, ცხელი აგვისტოს პირველი კვირის პირველი რიცხვი. პირველობა და ლიდერობა ჩემი თვისებაა, რაც ჩემს საქმიანობაში აისახება კიდეც (თუ პროფესიულში, პირადში და საზოგადოებრივში). პირველი ვეგებები მზის ამოსვლას ჩემს ოჯახში, სადაც ვარ მეუღლე, დედა და ორი უსაყვარლესი პატარას ბებია. ოჯახის დიასახლისი ვაკეთებ იმას, რაც ყველა ქალისთვის უცხო არაა და შემდეგ _ საკრებულო...

დღეს ქალაქის საკრებულოში ბიუროს სხდომაა. აპარატის თანამშრომლებთან შევდივარ, რომლებიც სულ საქმიანად ფუსფუსებენ და დღის წესრიგს და პროექტებს ვითხოვ. გამომაქვს და ვეცნობი. მინდა აღვნიშნო, რომ ბიუროს სხდომაზე მუდმივად გვაქვს მოჭარბებული კითხვები და შენიშვნები, რათა საკრებულოს სხდომაზე საკითხები შეუსწავლელი არ გავიდეს. აქაც მქონდა კრიტიკული შენიშვნა ერთ საკითხზე, რომელიც კულტურის სფეროს განეკუთვნებოდა.

2  აგვისტო, სამშაბათი

 საკრებულოში მისვლის შემდეგ დავგეგმე შემემოწმებინა მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილო, რადგან ტენდერი ყოველ ექვს თვეში ცხადდება და ამჟამად გაიმარჯვა სხვა კომპანიამ.  დროებით ხელშეკრულების საფუძველზე  მუშაობას აგრძელებს ის კომპანია, რომელიც დღემდე კარგად და ვთვლი, რომ სანიმუშოდ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას _ ოლეგ შარაშენიძის ხელმძღვანელობით.

3 აგვისტო, ოთხშაბათი

დღეს ქალაქის  საკრებულოში მოქალაქეთა და ამომრჩეველთან მიღების დღე მაქვს, როგორც საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს.  ჩვენი მოქალაქეების ძირითადი პრობლემა დაუსაქმებლობა და უსახსრობაა. უკვე მერამდენედ მოდის მოქალაქე რ. შევარდნაძე, რომელსაც აქამდე უნდოდა დედამისი ჩაგვერთო უფასო სასადილოს კვების პროგრამაში, რაც დაკმაყოფილდა; ახლა ირკვევა, რომ სხვის ბინაში ცხოვრობს და მთხოვს მივეხმარო.

კომისიის სახელზე წერილი შემოვიდა - ფოლკლორულ ანსამბლ ,,აბჯარის’’ წევრებისაგან. ანსამბლი ითხოვს დაფინასებას. კომისიის ექსპერტ-კონსულტანტთან ერთად ვადგენთ დღის წესრიგს და ვგეგმავთ კომისიის სხდომას მეორე დღისათვის, რათა ანსამბლის წევრებს კომისიის გადაწვეტილება მივაწოდოთ.

4 აგვისტო, ხუთშაბათი

 დღეს საკრებულოს სხდომაა. სანამ სხდომა დაიწყებოდა, ჩემს სამუშაო ოთახში, სადაც კიდევ ერთი კომისიის თავმჯდომარე და ჩვენი ექსპერტ-კონსულტანტები სხედან, მოკლედ განვიხილეთ სხდომაზე გასატანი და დასამტკიცებელი საკითხები, სულ ოთხი საკითხია პროექტში.

სხდომა 12 საათზე დაიწყო. ქალაქის საკრებულოს სხდომა, ჩვეულებისამებრ მშვიდად არ ჩაივლის. პირველ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებას ეხებოდა, საკრებულოს წევრებს  და მერს შორის შელაპარაკებით დაიწყო.

ოთხივე საკითხი საკრებულომ უმრავლესობით დაამტკიცა.

საკრებულოს ბიუროს სხდომის დამთავრების შემდეგ დაგეგმილი ჩემი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ანსამბლ ,,აბჯარის’’ დაფინანსება, სამწუხაროდ, ყოველთვიურად ვერ მოხდება, მაგრამ ქალაქის ტერიტორიაზე გამართულ კულტურულ ღონისძიებებში მოწვევის შემთხვევაში, ჰონორარის სახით მოხდება მისი დაფინანსება.

5 აგვისტო, პარასკევი

დღეს მძიმე და ცხელი სამუშაო კვირის ბოლო დღეა. განწყობა შესაბამისად ამაღლებული მაქვს, იმის გამო, რომ მინდა მცირეხნიანი შვებულება მაინც გამოვიყენო ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანებისათვის. თუმცა, მანამდე, ის საქმე, რომელიც ჩემთვის ბოლო მესამე წელია ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა, ეს საკრებულოს წევრობაა.  ამომრჩეველთა და მოქალაქეთა წერილები და მათი თხოვნები, მუნიციპალიტეტის პროექტები  დროებით დავტოვო დალაგებული, ჩავაბარო ექსპერტ-კონსულტანტს და ახალი შემართებით დავბრუნდე საკრებულოში.

 6 -7 აგვისტო, შაბათ-კვირა

ეს შაბათი კვირა გავატარე ჩემს ოჯახთან ერთად, ჩემს ყველაზე საყვარელ პატარებთან - შვილიშვილებთან  საბასთან და ნინასთან ერთად.

შემდეგი კვირის "ბლოგ-პოსტს" ჩემს კოლეგას, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ირინა საჯაიას გადავაბარებ.

ნინო ტაბატაძე,
ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრი,  საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა, გენდერული, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე




 ახალი ამბები
  • გარყვნილი ქმედებისთვის არასრულწლოვანი, მასზე ძალადობისთვის კი 1 პირია დაკავებულისაგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1 პირი 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით ... ...
  • თხილის მზარდი ფასი: დღეს, ოზურგეთში, „ბერძნულა“ 7,50 ლარი ღირსბოლო ერთი  კვირის განმავლობაში, ოზურგეთში,  თხილის ფასის  ყოვლდღიური მატება  შეიმჩნევა. დღეს, დილიდან, ერთი  კილოგრამი „ბერძნულა“ შვიდლარნახევრი ღირს, ხოლო „გულშიშველა“ _ ექვსი ლარი. გუშინ ორივე სახეობა 50 თეთრით ნაკლები ღირდა. მოქალაქეებს ის უკვირთ, რომ თუ ზოგ პუნქტში გაუტეხავადაც იბარებენ, ვიზუალის მიხედვით, რატომ ტეხენ ზოგიერთები. _ რა ვქნათ, ჩვენ ხარისხს გულშიც ვაკვირდებით და მხოლოდ გარეგნულ  ეფექტს ვერ დავეყრდნიბით, - გვეუბნებიან თხილის მიმღები პუნქტების ... ...
  • გიორგი გახარია - ძირითადი ამოცანა დღეს არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლაბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია, რაც მთავარია, - ამის შესახებ ს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები და შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმისთვის, რომ გადარჩენილიყო მოქალაქეების სიცოცხლე და ნაკლები ზიანი დამდგარიყო ეკონომიკისთვის, ვინაიდან, ცოდნა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში საერთოდ არ არსებობდა და დროის მოგება იყო მნიშვნელოვანი.  „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან ყველგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, ძირითადი ამოცანა არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დღეს ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, „ლოქდაუნები", შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმიტომ გადაწყვეტილი და მიღებული, რომ გადაგვერჩინა ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, უბრალოდ იმისთვის, რომ ცოდნა მაშინ მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო,"- განაცხადა პრემიერმა.  მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ ეს დრო მოიგო და ვინაიდან, ახლა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ბევრად უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდეს ცხოვრება - გარკვეული წესების დაცვით.  „ჩვენ ეს დრო მოვიგეთ, დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ვირუსთან დაკავშირებით ცოდნა არის ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად მსგავსი ციფრებისა, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს ის ცოდნაა, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ეს ის გამოცდილებაა, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში ვირუსის რისკების მართვით, ვირუსის დროში გავრცელების მართვით, რომელიც დაფასებული და შეფასებული იყო საერთაშორისო დონეზეც და დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა, მაქსიმალურად სწრაფად, ისე რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. რას ნიშნავს ეს, ეს ნიშნავს, რომ დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე. მარტივი წესებია - პირბადე, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ. ეს ის წესებია, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება, საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, სანამ გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.  მისივე თქმით, მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი.  „მძიმე შეზღუდვები, პირველ ეტაპზე, მაშინ როდესაც იყო ათეული შემთხვევები და არა მეტი, იყო აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და შეგვეჩერებინა ვირუსის დროში გავრცელება, რათა დრო მოგვეგო, უფრო მეტი გვესწავლა, მეტი გამოცდილება მიგვეღო, სისტემა უკეთესად მოგვემზადებინა, რაც შევასრულეთ. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს," - განაცხადა გიორგი გახარიამ. ... ...
  • უბედური შემთხვევა ქუთაისში _ საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა. გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი).  „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური. ... ...
  • "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჰაერში გვახდევინებ ფულს? "„ისე გავიდა მთელი ზაფხული, წყალი, წესიერად კი არა, მგონი, საერთოდ არ გვღირსებია. გრაფიკიო, _ იძახიან. სადაა გრაფიკი. როდის უნდა იყოს ჩვენს ქუჩაზე წყალი მათი გრაფიკის მიხედვით, _ გვითხრან. დილას არაა, შუადღეზე არაა, საღამოს არაა, დღის არც ერთ მონაკვეთში არაა. სამაგიეროდ, ჰაერია ბლომად. ფშუტუნებს მთელი დღის განმავლობაში და მოაქვს, ჩემო ბატონო, ჰაერის ნაკადი უწყვეტად. დახედავ მრიცხველს და ისე გარბის თვალს ვერ მოკრავ. თვის ბოლოს მოდის შეტყობინება ტელეფონზე _ გადახდის ბოლო ვადა. გადასახდელი თანხა არასდროს არაა 12-13 ლარზე ნაკლები და ონკანში კი წყლის ნაცვლად ჰაერი მოდის.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გეკითხებით, რაში გვახდევინებთ ფულს, ჰაერში?! _ გვწერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები უწყლობით შეწუხებული რამდენიმე ადამიანი. მოსახლეობის პრობლემაზე პასუხის მისაღებად "გურია ნიუსი" გაერთიანებული წყალმომარაგების ჩოხატაურის სერვისცენტრის ხელმძღვანელს იოსებ ცინცაძეს დაუკავშირდა. ცინცაძის თქმით, მოსახლეობის პრობლემას წყლის დებეტი იწვევს. "მრიცხველი რასაც დაწერს, ის უნდა გადაიხადოს აბონენტმა და რაც შეეხება გრაფიკს, წყლის დეფიციტიდან გამომდინარე ვართ ასეთ სიტუაციაში. ჩოხატაურში გვაქვს 10-საათიანი გრაფიკი. როდის მომგმართეს ნინოშვილის ქუჩიდან? რამდენიმე დღის წინ კი იყო პრობლემა. კონკრეტულად მითხარით ვინ არის. მითხარით აბონენტის ნომერი, კონკრეტულად ვის აქვს პრობლემა. იქნებ, მასთანაა მარტო ეს პრობლემა, გავუშვებ ჯგუფს და გამოასწორებენ ან მოვიდეს და გავარკვევ დეტალურად თანხაზეც, ქვითარზეც, რა კითხვებიც ექნება", _ გვითხრა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...