პროექტი უფროსკლასელთათვის _ "შენი ხმა, ჩვენი მომავალი"


საზოგადოება

პროექტი უფროსკლასელთათვის _ "შენი ხმა, ჩვენი მომავალი"

15 აგვ. 2016, 21:46:40

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორია“ აცხადებს კონკურსს საქართველოს ყველა სკოლის უფროსკლასელისთვის _ „შენი ხმა, ჩვენი მომავალი.“

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სკოლაში შექმნილ 3-კაციან გუნდს. თითო სკოლიდან შესაძლებელია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. გუნდში უნდა იყოს 3 უფროსკლასელი (9,10,11,12 კლასი) და მას უნდა ხელმძღვანელობდეს 1 მასწავლებელი.

პირველი ადგილის მფლობელი გუნდი მიემგზავრება რომში (იტალია), უძველესი რესპუბლიკის საარჩევნო სისტემების წარმოშობისა და განვითარების გასაცნობად. მეორე ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება ტალინში (ესტონეთი) თანამედროვე ელექტრონული საარჩევნო სისტემის გასაცნობად. მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ ნოუთბუქებს. ერთ-ერთი ფინალისტი გუნდი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით _ ტაბლეტებით.
კონკურსის წესები

პირველი ტური: კონკურსის პირველ ეტაპზე, მონაწილეობის მსურველი გუნდი ამზადებს ვიდეოს საარჩევნო აქტივობის თემაზე. ვიდეოში მონაწილეებმა უნდა ახსნან, რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული მოქალაქის ხმა არჩევნებზე და რა როლი აქვს არჩევნებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ყურადღება მიექცევა როგორც რგოლის შინაარსს, ასევე მის კრეატიულობას.

მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს დაევალებათ საკუთარ რეგიონში საინფორმაციო კამპანიის ჩატარება საარჩევნო ხმისა და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. კამპანია მიზნად უნდა ისახავდეს რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების მაქსიმალურ ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო აქტივობის მნიშვნელობის თემაზე. კამპანიის ჩატარებისას გუნდებს შეეძლებათ გამოიყენონ ნებისმიერი ფორმატი, განახორციელონ აქტივობები საკუთარი შეხედულების მიხედვით, როგორც პირისპირ, ისე ონლაინ. მათ შორის: ფეისბუქის კამპანია, ფლეშმობი, აქციები, კვლევები, გამოკითხვები, პირისპირ შეხვედრები და სხვა.
მესამე ტური: მესამე ტურში, ანუ ფინალში გასული გუნდები სამ დაკვნით ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას.
1. კაპიტნების კონკურსი: კაპიტნების კონკურსი: კაპიტნების კონკურსი გულისხმობს ხმის მიცემის სიმულაციას. გუნდის კაპიტანმა წინა დღეს გავლილი ტრენინგის დროს მიღებული ცოდნის საფუძველზე უშეცდომოდ უნდა გაიაროს იმიტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა და აღმოაჩინოს ხელოვნურად შექმნილი რამდენიმე დარღვევა. ქულები დაიწერება თითოეული სწორად გავლილი ეტაპისა და აღმოჩენილი დარღვევის მიხედვით.

2. სლოგანი: გუნდებმა უნდა მოიფიქრონ სლოგანი, რომლითაც კონკურსის მთავარ თემასთან დაკავშირებით მიღებულ ცოდნასა და საკუთარ მოსაზრებებს შეაჯამებენ.

3. საჯარო გამოსვლა: მონაწილეებმა უნდა მოამზადონ გამოსვლა თემაზე _ „შენი ხმა ჩვენი მომავალი.“გუნდის ერთმა ან რამდენიმე წევრმა უნდა დაასაბუთოს, რატომ არის მისი მომავლისთვის მნიშვნელოვანი არჩევნებში მაქსიმალურად მეტი მოქალაქის მონაწილეობა.

მონაწილეობის მსურველ გუნდებს საკონკურსო ვიდეოების გამოგზავნა 1 სექტემბრამდე შეუძლიათ.

პროექტი ხორციელდება პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით.

პროექტის პარტნიორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

დამატებითი ინფორმაციისათვის: 577191417; 591705503; 577171733

ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/Demlab/

მეილზე: demlabinfo@gmail.com

რეგისტრაციის ფორმის სანახავად გადადით ლინკზე:




 ახალი ამბები
  • ახმეტაში 22 წლის კაცმა სიცოცლხე თვითმკვლელობით დაასრულაახმეტაში,სოფელ მატანში 22 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის ფაქტი "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა, დავით მამუკელაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით,მამაკაცი გარდაცვლილი დღეს დილით,საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ... ...
  • სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები აიყვანაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება, პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა. სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. დაკავებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “პოლიციაში მუშაობდა და სამართდალდამცველთა რიგებიდან 2018 წელს წავიდა“. ბორცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულმა ცოტა ხნის წინ პოლიციას მიმართა და განუცხადა, რომ ემუქრებოდნენ. თუმცა, ხორციელდებოდა თუ არა მასზე მუქარა, გამოძიების ... ...
  • „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება"- კობახიძემინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მან 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა, - ასე დაიწყო ირაკლი კობახიძემ საკუთარი სიტყვა პარტიის ყრილობაზე. „დღემდე, ის იყო თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გუნდისთვის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე, ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ასევე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან, პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, პარტიის თავმჯდომარეს წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს.  „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენ ვართ გაერთიანებული „ქართული ოცნების“ გარშემო. „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო კეთილდღეობის ევროპული დონით, ძლიერი ქალაქებითა და სოფლებით, ძლიერი და წელში გამართული ოჯახებით, საქართველო, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს სიღარიბეში, ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო, რომელიც არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამეგობრობის, ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ამ ოცნებით გაერთიანდა ქართული საზოგადოება 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი პარტიის გარშემო, სწორედ ამ ოცნებამ, ღირებულებებმა და შემართებამ მისცა ჩვენს ხალხსა და პარტიას შესაძლებლობა, რომ საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული გარდატეხისთვის, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადა ... ...
  • "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდაპარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობამ, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია ყრილობამ კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი  ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს დატოვა და პოლიტიკიდან ... ...
  • "ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია.  პარტიის გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება, პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას კი ვასილ მაღლაფერიძე დაიკავებს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ასეთია: კახა კალაძე ვასილ მაღლაფერიძე გიორგი გახარია არჩილ თალაკვაძე მაია ცქიტიშვილი გიორგი ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილი თეა წულუკიანი მამუკა მდინარაძე კახაბერ კუჭავა ვახტანგ გომელაური ეკატერინე ტიკარაძე ივანე მაჭავარიანი მაკა ბოჭორიშვილი შალვა პაპუაშვილი მარიამ ქვრივიშვილი ნიკოლოზ სამხარაძე სოზარ სუბარი დიმიტრი სამხარაძე თორნიკე რიჟვაძე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....