საია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ერთ-ერთი ა/ო-ის ხელმძღვანელს შორის მომხდარი ინცინდენტის გამოძიების შეფასებას აკეთებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შორის მომხდარი ინცინდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, "მომავლის იმედის" ხელმძღვანელ, თამარ ხაჭაპურიძეს შორის 2016 წლის 26 აგვისტოს გონიოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება აჩენს კითხვებს, რომ შესაძლოა მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის გამოძიება მიკერძოებულად მიმდინარეობდეს და არ იყოს ობიექტური; კითხვებს აჩენს ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის სისწორე და მოსალოდნელი სასჯელის პროპოციულობა, გამოძიების პროცესზე სასამართლო კონტროლის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა.
სამწუხაროდ, ზემოხსენებული ინციდენტის გამოძიების პროცესში უკვე გაჩნდა არაერთი გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს გამოძების ობიექტურობას შემდეგ გარემოებათა გამო:
- თამარ ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე დააკავეს გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, თუმცა, აღნიშნული საფუძვლის არსებობა სათანადოდ არ იყო დასაბუთებული;
- კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბრალდებაში აღნიშნული ქმედების კვალიფიკაციის სისწორე და სასჯელის პროპორციულობა.
აღნიშნული არა თუ არ მოემსახურება სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას, არამედ შესაძლოა ჩრდილს აყენებდეს მას და ხელს უწყობდესსასამართლოს მიმართ საზოგადოების გაუცხოვებასა და უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენას.
იმედი გვაქვს, აღნიშნული ფაქტით ასევე დაინტერესდება იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სრულყოფილად გამოიკვლევს მომხდარს, რათა მოსამართლის მოქმედებებში შესაძლო დისციპლინური გადაცდომის არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური სანქციის გამოყენებით, ხელი შეუწყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის და მოსამართლის ხელშეუხებლობის პრინციპების სწორად აღქმასა და პატივისცემას საზოგადოებაში.
აღნიშნულ საქმეში საია იცავს ბრალდებულთა ინტერესებს. გვსურს, საზოგადოების ყურადღება შევაჩეროთ ყველა პრობლემაზე, რაც ამ დრომდე დაფიქსირდა დარაც ეფუძნება საიას მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში, საქმის მასალების და სასამართლოს განჩინების შეფასებას:
2016 წლის 26 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შორის მომხდარი ინციდენტის დროს სხეულის დაზიანება მიიღო თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანმა შვილმა - დავით ხაჩიძემ. არსებული დაზიანების ფაქტზე თამარ ხაჭაპურიძემ მოსამართლის წინააღმდეგ განცხადებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რაზეც დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა). გამოძიების პროცესში გამოიკითხნენ ინციდენტის მონაწილეეები. დაზიანებებთან დაკავშირებით არასრულწლოვანს ჩაუტარდა ექსპერტიზა.
გადაუდებელი აუცილებლობით დაკავების პრობლემურობა
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და მისი მიმალვის, სასამართლოში გამოუცხადებლობის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვა, ალტერნატიული ღონისძიებით, რომელიც პროპორციულია სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და ბრალდებულის პირადი მონაცემებისა. მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, რომ კანონმდებელი დაკავების საფუძვლების კუმულაციურ ერთობაზე მიუთითებს და მხოლოდ ცალკე აღებულ ერთ კომპონენტს არ მიიჩნევს დასაშვებ შესაძლებლობად პირის დასაკავებლად.
არასრულყოფილი, მიკერძოებული გამოძიების ნიშნები
გამოძიების ამგვარი მიდგომა არღვევს სახელმწიფოს ვალდებულებას, ყოველმხრივ და მიუკერძოებლად აწარმოოს გამოძიება. თუ სსკ 125-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების პროცესში გამოვლინდა სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მაშინ პროკურატურას ამ მიმართულებით განცალკევებით უნდა დაეწყო გამოძიება, თუმცა არ შეეწყვიტა 125-ე მუხლით მიმდინარე გამოძიება არასრულწოვანის ცემის ფატზე. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ჩასატარებელია მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად. ხოლო პროკურატურის ასეთი გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ გამოძიების ინტერესებში არ შედის 125-ე მუხლზე გამოძიების წარმართვა.
საქმის გარემოებების სრულყოფილ და ყოველხრივ გამოკვლევაზეა დამოკიდებული ქმედების სწორი კვალიფიკაციის განსაზღვრა. ვინაიდან ამ თვალსაზრისით საქმეში კითხვები არსებობს, რთული შესაფასებელია, რამდენად სწორად მიუსადაგა პროკურატურამ ქმედებას დანაშაულის კვალიფიკაცია. რაც შეეხება, არსებული კვალიფიკაციის პირობებში დამამძიმებელი გარემოების გამოყენებას, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თამარ ხაჭაპურიძის მეუღლე მას შემდეგ ჩაერთო კონფლიქტში, როდესაც მოსამართლესა და ხაჭაპურიძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა. კახაბერ ხაჩიძის ქმედებები მიმართული არ ყოფილა მოსამართლის საქმესთან ან საქმის მასალების განხილვასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კახაბერ ხაჩიძის ქმედება არ ჯდება სსკ 365-ე მუხლის ფარგლებში. კახაბერ ხაჩიძის ქმედების სსკ 365-ე მუხლით კვალიფიკაციამ გამოიწვია ქმედების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილად მიჩნევა. აღნიშნული, თავის მხრივ, იწვევს თამარ ხაჭაპურიძისა და მისი მეუღლის მიმართ მოსალოდნელი სასჯელის გამკაცრებას. სსკ 365-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე, მაშინ როცა დამამძიმებელი გარემოების გარეშე აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა შეიცავს არაერთ სამართლებრივ უზუსტობას, არ არის სათანადოდ დასაბუთებული და პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა ეფუძნება მხოლოდ ჰიპოთეტურ არგუმენტებს. კერძოდ:
- ბრალდებულის მიერ მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების მოხდენა არ საბუთდება არაფრით გარდა ზეპირი ვარაუდისა, რომ ვინაიდან ბრალდებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია, თითქოს ეს ქმნის მოწმეებზე გავლენის მოხდენის რეალურ შესაძლებლობას. მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების მოხდენის ამგვარი დასაბუთება ჰიპოთეტურია და არ აკმაყოფილებს პატიმრობის გამოყენებისათვის კანონით დადგენილ მტკიცების სტანდარტს.
პატიმრობის გამოყენების შესახებ მოსამართლის განჩინების დაუსაბუთებლობა
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი და მასში განვითარებული მსჯელობა არის ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის, კერძოდ:
- მოსამართლე მთლიანად ეყრდნობა ბრალდების მხარის არგუმენტებს და არ მსჯელობს დაცვის მხარის არგუმენტებსა და მითითებებზე. ასევე, განჩინებაში არ არის მითითება იმასთან დაკავშირებით, რატომ გაიზიარა სასამართლომ ბრალდების მხარის არგუმენტები და მივიდა ამ დასკვნამდე;
მოსამართლის მოქმედებებში შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ნიშნები
ამავე თემაზე:
რას აცხადებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეზე თავდასხმასა და შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ