"უფასო მშობიარობა დემოგრაფიულ მაჩვენებლებს გააუმჯობესებს"

საზოგადოება

"უფასო მშობიარობა დემოგრაფიულ მაჩვენებლებს გააუმჯობესებს"

2011 იან 15 10:23:14

 

მრავალშვილიანი ოჯახების რიცხვის კლება გადამწყვეტ გავლენას ახდენს საქართველოს დემოგრაფიულ მაჩვენებელზე. გაეროს პროგნოზები შემაშფოთებელია. ექსპერტების  ვარაუდით, ეს პროგნოზი იმ შემთხვევაში არ გამართლდება, თუ საქართველოში მშობიარობა უფასო გახდება და სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ამ შემთხვევაში კი აუცილებელია, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას და ხელი შეუწყოს დემოგრაფიული პრობლემების დადებითად გადაწყვეტას.
როგორც ოზურგეთის სამშობიარო სახლის დირექტორი დავით მდინარაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, ოზურგეთის სამშობიარო სახლში 2010 წელს 735 ახალშობილი გაჩნდა, 2009 წელს _ 712, 2008 წელს და წინა წლებში კი ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო.
_ ბატონო დავით, რა პრობლემები აქვს ოზურგეთის სამშობიარო სახლს?
_ ძირითადი გასაჭირი ის არის, რომ მოსახლეობა გადახდისუუნაროა. ჩვენთან მოქმედებს გადახდის რამდენიმე სისტემა: პირველი _ ეს არის უმწეოთა პოლისი, ანუ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, მეორე _ სამსახურებრივი დაზღვევა, მესამე _ შიდა სტანდარტი, როცა თანხა თავად უნდა გადაიხადოს მშობიარემ. არის ბევრი სადაზღვევო კომპანია, რომლებსაც ყველა სამედიცინო დაწესებულებასთან და, მათ შორის, ჩვენთან აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება. მათ ადგილობრივ ოფისებს ვაწვდით თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ნუსხას. მიწოდებიდან 15 დღეში, ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს თანხა უნდა ირიცხებოდეს ჩვენ საბანკო ანგარიშზე. როგორც წესი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეს ასე არ ხდება. არ დავასახელებ სადაზღვევო კომპანიას, რომელსაც ყოველდღე უშედეგოდ ვურეკავთ, რომ თანხა აგვინაზღაუროს. ამ საახალწლოდ, დაახლოებით, 3 500 ლარი გვაქვს მისაღები სექტემბერ-ოქტომბრის თვის. კომპანიების ადგილობრივი ხელმძღვანელები ჩემი მეგობრები არიან და არ მინდა, ცუდად გამიგონ, მაგრამ დეკემბერში რომ არ გექნება მიღებული სექტემბრის თანხა, რაღა უნდა თქვა? რა დააშავეს სანიტარმა, მედდამ, ექიმმა და თუნდაც მე? ეს არის ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო, რაშიც მთელი სამშობიარო სახლის პერსონალმა ოფლი დაღვარა. როცა ბატონი მინისტრი იყო ჩამოსული, ეს საკითხი პირადად მე დავაყენე და შეგვპირდა, რომ მოაგვარებდა, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა _ ალბათ, ვერ მოახერხა გადახედვა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები გამოდიან ტელევიზიით, პრესით და ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა დროულად ვერ მოახერხეს შესრულებული სამუშაოს გრაფიკის მიწოდებაო. შეიძლება ასეც ხდებოდეს. თუმცა, მე ხომ ვიცი, რომ ასეთი დარღვევა არ გვაქვს?
რა უნდა ვქნა, როცა შემოდიან ჩემთან  თანამშრომლები, რომლებიც სიცოცხლეს ემსახურებიან, არ აქვთ შეცდომის უფლება და საკუთარი შრომის ანაზღაურებას ითხოვენ? ამას ემატება ისიც, რომ  მოსახლეობა გადახდისუუნაროა, ყოველ წუთს ძვირდება მედიკამენტი, საწვავი. როცა ქალი შემოდის სამშობიაროდ, ან ოპერაციას იკეთებს, მას არავინ არ ეკითხება, აქვს ფული თუ არა _ ბავშვი იბადება და ეს არის მთავარი! მშობიარეს ხვდება მედპერსონალი, სითბო, სინათლე, მედიკამენტი. ვამშობიარებთ და ამბობს, რომ ფული არ აქვს. მეც არ ვარ ციდან ჩამოფრენილი, ვუგებ და ვუშვებ ფულის გადახდის გარეშე, მაგრამ შემდეგ თანამშრომელი მეუბნება: თქვენ, თუ გნებავთ, ყველა გაუშვით სახლში ფულის გადაუხდელად, მაგრამ მე ჩემი შრომის ანაზღაურება მინდაო.
მეორე მხრივ, მაგალითად, ზამთარში კომუნალური გადასახადის რაოდენობა 4 000 ლარამდე ადის, რომლის გადაუხდელობას არავინ გვპატიობს.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ დღეს არსებული სოციალური პრობლემებია საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების გამომწვევი მიზეზი?
_ გეტყვით ჩემს მოსაზრებას, როგორც ექიმის, როგორც საქართველოს მოქალაქის, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და უნდა ერის გამრავლება, გამთლიანება _ შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ თუ გვინდა, რომ გამრავლდეს ერი, მშობიარობა უფასო უნდა გახდეს, ან რაიმე სახის დაზღვევა უნდა იყოს  და სახელმწიფომ ეს ხარჯები მთლიანად თავის თავზე აიღოს. ეს ჩვენთან ღირს ფიზიოლოგიური მშობიარობა 400 ლარი, თორემ იკითხეთ სხვაგან რა ღირს? სხვა ქალაქებთან შედარებით ცუდი პირობები არ გვაქვს (არ ვგულისხმობ, თბილისის, ქუთაისის და ბათუმის კლინიკებს). წლის განმავლობაში, ჩვენთან, საშუალოდ, 800 ქალი მშობიარობს, 250-მდე ოპერაცია კეთდება. ისეთი სიდიდის ქალაქში, როგორიც ოზურგეთია, ეს მაჩვენებელი ცოტა არ არის.
_ გაიზარდა თუ არა შობადობის სტატისტიკა?
_ შობადობა ძალიან არა, მაგრამ იმატებს. მაგალითად, 2009 წელს 712 ახალშობილი დაიბადა, 2008 წელს და იქეთ ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო. 2010 წლიდან დღემდე კი დაბადებულია 695 ახალშობილი.
_ თქვენ გექნებათ ინფორმაცია გაეროს კვლევების შესახებ. პროგნოზების მიხედვით, შობადობის კლების ასეთი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის განახევრდება ანუ ქართველი ერი გადაშენების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ჯანდაცვის სისტემის სრულყოფა-განვითარებას შეუძლია ამ პრობლემების დადებითად გადაწყვეტა?
_ საბჭოთა კავშირის დროს დავიბადე, სხვა ქვეყნებში ვსწავლობდი და ვმუშაობდი. კი, მართალია, რომ იმ ეპოქამ ბევრი ცუდი გაგვიკეთა, მაგრამ მე დღესაც მაქვს კონტაქტი ჩემს მეგობრებთან, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელ სამ ქვეყანაში მუშაობენ _  მშობიარობა იქ უფასოა და მას სახელმწიფო აფინანსებს.
ჩვენთან ფიზიოლოგიური მშობიარობა 400 ლარი ღირს. თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ თუ მშობიარეს არ აქვს პოლისი, გადახდილ 400 ლარში შედის ყველა მომსახურება და არავინ არავის ზედმეტი არ უნდა გადაუხადოს, არავის არაფერი არ უნდა აჩუქოს.  მედპერსონალი გაფრთხილებულია, რომ თუ მსგავსს ექნება ადგილი, მკაცრად დაისჯებიან, თუმცა, ამის შესახებ მეც უნდა ვიცოდე.
_ უკანასკნელ ათწლეულში განვითარებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა, სამოქალაქო ომმა, დევნილთა ნაკადმა, გაზრდილმა უმუშევრობამ, ასევე ცხოვრების პირობების მნიშვნელოვნად გაუარესებამ და მიგრაციის ინტენსივობამ უარყოფითი გავლენა მოახდინა არა მარტო დემოგრაფიულ განვითარებაზე, არამედ ქალთა ჯანმრთელობაზე, რაც ბევრ შემთხვევაში უშვილობას იწვევს. რამდენად გარანტირებულია საქართველოში უსაფრთხო დედობა?
_ უსაფრთხო დედობა და უშვილობა შეიძლება განვაცალკევოთ. როცა ვსწავლობდი, ყველაზე პრესტიჟული სამედიცინო ფაკულტეტი იყო. მახსოვს, 1987 წელს, აქ რომ მოვედი, დიდი ლოდინის მერე მოვახერხე მუშაობის დაწყება. მას შემდეგ აქ ახალი, ერთი-ორის გარდა, არავინ მოსულა, მსურველიც არ არის. ვეძებ ადამიანს, ექიმს, რომელსაც ექნება სურვილი, იმუშაოს და ის, რაც მე ვიცი, ვასწავლო. იმდენად არ უნდა არავის, რომ ვერ ვიპოვე.  რაც შეეხება უსაფრთხო დედობას, ყველა ექიმს, რომელიც დღეს მუშაობს, სახელმწიფოსგან მიღებული აქვს სერტიფიკატი და მუშაობის უფლება. თუმცა, ვერ ვიტყვი, თუკი ექიმს მიენიჭა ლიცენზია, ის აუცილებლად კარგი უნდა იყოს.
_ ბატონო დავით, მე არ ვსაუბრობ პროფესიონალიზმზე _ ვგულისხმობ ჯანმრთელობის დაცვას, ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოს და საკვები პროდუქტებით გამოწვეულ საშიშ ვირუსებს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უშვილობის მიზეზი ხდება.
_ ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს ერთი საავადმყოფო, რომელიც იქნება უახლესი ტექნიკით აღჭურვილი. ამას, ვერც ერთი სამედიცინო დაწესებულება, სახელმწიფოს დახმარების გარეშე, ვერ მოახერხებს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მოკლებულნი რომელიმე აპარატურას და გამოკვლევის ძვირადღირებულ მეთოდებს.
_ რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხი ქალთა განათლების არასაკმარისი დონის ბრალიც შეიძლება იყოს.
_ ჩვენს ერთ-ერთ პაციენტს სახლში დაეწყო ძლიერი სისხლდენა. მან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს დაუმალა ამის შესახებ. სამი საათის შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და ჩვენთან გახდა გადმოსაყვანი. რამდენიმე წუთით რომ დაგვიანებოდა, ვერ გადარჩებოდა. აქვე დავძენ, რომ სამი შვილის დედაა და აბა, მითხარით, რა კულტურაზეა საუბარი?
_ რამდენად ხშირია ბავშვთა სიკვდილიანობა?
_ ჩვენთან არა. ხანდახან, დღენაკლული, მცირე მასის მქონე ახალშობილი იბადება. ჩვენ არ გვაქვს დღენაკლულ ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილება. ვრეკავთ ქუთაისის კატასტროფის ცენტრში, მოდის რეანიმატოლოგი სპეციალიზირებული რეანომობილით და გადაგვყავს ახალშობილი.
_ არსებული სტატისტიკის თანახმად, ბოლო დროს საქართველოში გახშირდა ასეთი შემთხვევები. ხომ არ არის ეს გამოწვეული გარემო ფაქტორებით?
_  საკვები არ არის კალორიული, არ არის ნოყიერი და ეს ბევრ რამეს იწვევს. როცა ქალი დაორსულდება, უნდა იაროს კონსულტაციაზე, თავიდანვე უნდა იქნას გამოკვლეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხდება სიმახინჯეები და პათოლოგიები. ექიმი ორსულებს აძლევს რჩევებს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მომავალმა დედამ.
_ რამდენად ხშირია აბორტის შემთხვევები?
_ აბორტი კეთდება, თუმცა, კლების ტენდენცია საგრძნობია. მედიკამენტები, რომელიც აფთიაქებში იყიდება, საშინელებაა. ამ აბებით ახდენენ ორსულობის მოშლას და ექიმი ან აფთიაქარი, რომელმაც არ იცის მისი სპეციფიკა, უნიშნავს ორსულს და ეუბნება, რომ მას არ დასჭირდება ექიმთან მისვლა. აბი, რომლის საფუძველზეც ხდება არასასურველი ორსულობის შეწყვეტა, ძალიან იაფია. მქონია შემთხვევა, როცა ამ წამლის მოხმარების შემდეგ პაციენტები ძლიერი სისხლდენით მოსულან ჩვენთან და ძლივს გადარჩენილან.
_ კონტრაცეპტივების სისტემატური მოხმარება უქმნის თუ არა საფრთხეს ქალის ჯანმრთელობას?
_ კონტრაცეპტივი მრავალნაირია. ჩვენ პაციენტს ვეუბნებით, რომელი როგორია და რას იწვევს. აქ რელიგიური მოსაზრებაცაა გასათვალისწინებელი და ოჯახი გადაწყვეტილებას თავად იღებს. საკეისრო კვეთა ვისაც აქვს გაკეთებული, მას სხვა რჩევა სჭირდება, _ გვითხრა ბოლოს დავით მდინარაძემ.
ჩვენ ვესაუბრეთ ოზურგეთის სამშობიარო სახლის ბავშვთა განყოფილების მედდას შორენა ნიკოლაიშვილს. იგი 50 წელია, ამ განყოფილებაში მუშაობს. მისი თქმით, იყო დრო, როცა დღეში 10-15 ახალშობილი დაბადებულა. ამბობს, რომ უჩვეულო შეგრძნებაა, მუშაობდე იქ, სადაც შენს თვალწინ ყოველდღე ახალი სიცოცხლე იბადება.
სამშობიარო ბლოკის ექთნის ლენა ტუღუშის თქმით, რომელიც სამშობიარო სახლში 40 წელია მუშაობს, იგი, მიუხედავად ასაკისა, არასოდეს დაბერდება და ამის მიზეზი ის შეგრძნებაა, რომელსაც ყოველდღიურად განიცდის: _ დღემდე 10 000 ქალი ვამშობიარე. აქედან, სტატისტიკური მონაცემებით, ყოველთვის მდედრობითი სქესის ახალშობილი სჭარბობდა და სჭარბობს, _ გვითხრა ქალბატონმა ლენამ.

 




 ახალი ამბები
  • რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალარეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რეჟისორის ახლობლები ადასტურებენ. ურუშაძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.  მან დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1987 წელს. 1988-1999წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი", დამდგმელი რეჟისორი; 1999-2000წწ. სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. დამდგმელი რეჟსორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); სცენარის ავტორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა"(1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი"(2008), "მანდარინები" (2013); პროდიუსერია ფილმების: "სამი სახლი" (2008), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" ... ...
  • ზვიად ქორიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ გუნდს შეურთდაჟურნალისტი ზვიადი ქორიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ გუნდს შეურთდა. ის რეგიონული ოფისების მენეჯერი გახდა. ცნობისთვის, ზვიად ქორიძე 2019 წლის 1 იანვრიდან ნოემბრამდე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტის ფუნქციებს ასრულებდა. აჭარის ტელევიზიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა თავად ზვიად ქორიძემ ისურვა. ზვიად ქორიძე დაიბადა 1968 წლის 10 ოქტომბერს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1992 წელს. 1986-1987 წლებში იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" კორესპონდენტი; 1989-1990 წლებში რადიოპროგრამა "პიკის საათის" რედაქტორი; 1990-1991 წლებში გაზეთ "7 დღის" კორესპონდენტი; 1991-1996 წლებში "7 დღის" დამფუძნებელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1996-1997 წლებში მთავარი რედაქტორი; 1997-1998 წლებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 1998 წლიდან "საქართველოს გაზეთის" მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია. 2014 წლის 4 ივლისიდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წარდგენით შეწყალების კომისიას თავმჯდომარეობდა. აღნიშნულ თანამდებობას ის 2018 წლის 31 დეკემბრამდე ... ...
  • პრემიერ-მინისტრი ბათუმში ე.წ. მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში ე.წ.  მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის მეთაური ადგილობრივების მძიმე საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები არიან. პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები მალე გაუმჯობესდება, ვინაიდან 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ფინანსური რესურსი პირველ ეტაპზე 580 ბინის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ასაშენებლად. უკვე გამოცხადებულია ტენდერი, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ კი დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, რომელიც 18 თვეში დასრულდება. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი და სათამაშო მოედნები. პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობა მოწოდებულია, მაქსიმალურად სწრაფად გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, იმისთვის, რომ ადგილობრივებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრებმა მოსახლეობამ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის სტუმრობა მათთვის განსაკუთრებული მხარდაჭერის ... ...
  • 38 წლის ოზურგეთელი მედიკოსის, ალექსანდრე თავართქილაძის რევოლუციური ნაბიჯები ქართულ მედიცინაშიონკოლოგი და გენეტიკოსი, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი , ოზურგეთელი ალექსანდრე თავართქილაძე , ჯერ მხოლო 38 წლისაა, თუმცა მან თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების და ევროპული განათლების მირების შემდეგ, უზარმაზარი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილების გზა გაიარა.  ჩვენთან ინტერვიუში,  რომელსაც მალე შემოგთავაზებთ, მისი  ძალიან ტევადი ევროპული სამედიცინო გზის მიუხედავად , ალექსანდრე თავართქილაძე  ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს იმას,  რომ ის არის საქართველოს იმ კუთხის წარმომადგენელი, რომელსაც გურია ქვია, კერძოდ ამბობს, რომ  ქალაქი ოზურგეთი, მის მოგონებებში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. „დიახ, წარმოშობთ ვარ ოზურგეთიდან, ძალიან მიყვარს გურია და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ იქ გავატარე ბავშობის საოცარი წლები და იქედანვე დავიმუხტე საოცრად თბილი ენერგიით. ალბათ და რა თქმა უნდა ყველა ადამიანს თავისი ფესვები უყვარს, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ გურია არის მართლა საქართველოს გული.  როგორც ცოცხალ ორგანიზმში გული ყველაზე „ცოცხალი“ ორგანოა, შეიძლება ითქვას, რომ ასევეა გურია საქართველოში და შესაბამისად  შეუძლებელია, რომ იქ ადამიანმა თავი  „ყოვლისშემძლედ“ არ იგრძნო.  ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ვინც გურიაში ერთხელ მაინც მოხვდება ის აუცილებლად შეიგრძნობს „ჭეშმარიტი თავისუფლების არსს“ ... მე მყავდა არაჩვეულებრივი ბაბუა, სამამულო ომის ვეტერანი, მე მის სახელს ვატარებ, მის მოყოლილ ზღაპრებსა და მეორე მსოფლიო ომის საოცარ ისტორიებზე გავიზარდე, რომლებიც დღემდე ზეპირად მახსოვს.  მყავს  საოცარი ბებია, რომელთანაც, როგორც იტყვიან, უხილავი ძაფებით ვარ კავშირში. ალბათ, მუდმივად, მას აქვს იუმორის საოცარი გრძნობა, რაც გარკვეულ ჩუმ მელოდიასავით გამოჰყვა მთელს ჩემს შემდგომ ცხოვრებას... ბებიაჩემი პროფესიით ექთანი, ლამის 50 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მე ხშირად დავდიოდი ბებიასთან სამსახურში ასევე დავყვებოდი პაციენტებთან ბინაზე (მაშინ ძალიან პატარა ვიყავი), საოცრად საიტერესოა სნეულ ადამიანებზე ზრუნვა და თუ ეს სურვილში გადაიზარდა, რომ შენ ეს საქმე მოგწონს და ხვდები, რომ „ეს შენია“ აუცილებლად ადამიანი აირჩევს იმ პროფესიას, რომელსაც ექიმობა ქვია, მე უკვე ეს სკოლამდელ ასაკში გადავწყვიტე და სრულად ვუკავშირებ ბებიაჩემის - თინა მდინარაძის მიერ ჩემს, ასე ვთქვათ, „პატარა ბავშვის“ ჩართვას სნეულთა დახმარებაში.  მედიცინის აკადემიური დოქტორი, რომლის დოსიეც, ლამის ქაღალდზე არ ეტევა, ონკოლოგიასთან ბრძოლის საქმეში მსოფლიოს აკვირვებს _ ახლახან მან უნიკალური ოპერაცია გააკეთა პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში, რაც უდიდესი გარდატეხაა ქართულ მედიცინაში _ მან პირველმა ჩაატარა თ ლიმფოციტების გადანერგვა და დღეისათვის სახეზეა სიმსივნისგან სრულიად განკურნებული პაციენტი! „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ ინტერვიუს სახელგანთქმულ ახალგაზრდა მეცნიერთან, რომლის გიგანტურ წინვლას სამედიცინო სფეროში, თვალს ადევნებს მშობლიური ოზურგეთი. ალექსანდრე თავართქილაძის მშობლები და ბებია სოფელ ნაგომარში ცხოვრობენ და მასთან შეხვედრა, როგორც ჩვენი მკითხველებისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის, თან მშობლიურ გურიაში, განსაკუთრებით საინტერესო ... ...
  • თავდასხმა ლაგოდეხში- ნიღბიანმა პირებმა ცოლ-ქმარი სცემესლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნიღბიანმა პირებმა 70 წლამდე ასაკის კაცი და მისი მეუღლე სცემეს, სახლიდან ოქროს ბეჭდები და მობილური ტელეფონი წაიღეს. თავდასხმა სოფელ უზუნთალაში სადიკოვ აბასალის ოჯახზე ღამით მოხდა. მიყენებული დაზიანებების გამო  კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, ქალი კი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს