ათასობით ლარის პრემიები და დანამატები თინა ხიდაშელის და პაატა ზაქარეიშვილის ყოფილ უწყებებში

საზოგადოება

ათასობით ლარის პრემიები და დანამატები თინა ხიდაშელის და პაატა ზაქარეიშვილის ყოფილ უწყებებში

15 სექ. 2016, 23:28:35

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს მთავრობის ორი უწყების – საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მინისტრის, მინისტრის მოადგილის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და დეპარტამენტის უფროსების მიმართ, გაცემული პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯვითი ნაწილის შესახებ მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. 

"ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტის, მარიამ სვიმონიშვილისგანცხადებით, ორგანიზაციის მხრიდან ორი სამინისტროს საბიუჯეტო ხარჯვითი ნაწილის შესწავლა და შეფასება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც განხორციელდა პოლიტიკური ცვლილება და მინისტრები შეიცვალნენ. მისივე განცხადებით, მინისტრების ცვლილების მიუხედავად, ინტერესის საგანი გახდა არა მხოლოდ მათი საქმიანობის პერიოდში გაცემული პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯვითი ნაწილის საკითხები, არამედ ამ მიმართულებით არსებული ვითარება 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 27 ივლისის მდგომარეობით, წლების მიხედვით.

"ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2016 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით, პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯის სახით, სულ დახარჯა: 146,267,08 ლარი. აქედან 69 012,85 დანამატის, 3 500 პრემიისა და 73 754,23 მივლინების სახით. 2015 წელს, აღნიშნულმა ხარჯმა, მთლიანობაში შეადგინა 229, 863,81 ლარი. აქედან პრემია: 14 090,00, დანამატი – 112 620,94 და მივლინება – 103 152,87. 2014 წელს, აპარატის ხარჯვითი ნაწილი, პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯის სახით, შეადგენდა, სულ 234,005,37, 2013 წელს – 230,713,40 ლარი, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 94,004,49 ლარი. მართალია, მინისტრს, კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2014 წლიდან არ მიუღია პრემია, თუმცა 2014 წელს, დანამატის სახით მიიღო – 32 520 ლარი, 2015 წელს, ასევე 32 520 ლარი, ხოლო 2016 წლის 7 თვის მონაცემით, 18 970 ლარი. რაც შეეხება მინისტრის პრემიას 2012–2013 წლებში, მიღებულია: 14,075 ლარი, ხოლო ამავე პერიოდისთვის, დანამატმა შეადგინა – 43 350 ლარი.

გაცილებით კოლოსალურია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯები. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგი ეხება მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნამდე არსებულ მდგომარეობას, 2012–2016 წლებში კი, საქართველოს თავდაცვის უწყებას სამი სხვადასხვა მინისტრი ჰყავდა – ირაკლი ალასანია, მინდია ჯანელიძე დათინათინ ხიდაშელი. ორგანიზაცია შენიშნავს, რომ არც ერთ დასახელებულ სამ მინისტრს არ უსარგებლია პრემიის მიღებით, თუმცა თითოეულმა მათგანმა მათი საქმიანობის პერიოდში, მიიღო ხელფასზე დანამატი. კერძოდ, თინათინ ხიდაშელმა 2016–2015 წლებში მინისტრად მოღვაწეობის დროს – 64,545 ლარი, მინდია ჯანელიძემ 2015–2014 წლებში – 19,582,95 ლარი, ხოლო ირაკლი ალასანიამ 2014–2012 წლებში – 83,782,52 ლარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, პრემიები, დანამატები და სამივლინებო ხარჯი, წლების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2016 წელი, 1 აგვისტომდე, დანამატი: 334878,47 ლარი; პრემია: 9336 ლარი; მივლინება: 141248,67 ლარი.

  • 2015 წელი: დანამატი: 476489,43 ლარი; პრემია: 24026,40 ლარი; მივლინება: 306069,90 ლარი;

  • 2014 წელი: დანამატი: 432277,40 ლარი; პრემია: 67102,40 ლარი; მივლინება: 277338,95 ლარი;

  • 2013 წელი: დანამატი: 377331,71 ლარი, პრემია: 93816,96 ლარი, მივლინება: 312639,19 ლარი;

  • 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – დანამატი: 32777,43 ლარი; პრემია: 68080 ლარი; მივლინება: 44545,80 ლარი", _ აცხადებენ "ახალგაზრდა ადვოკატები" და განმარტავენ, რომ ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, 2016 წლის 27 ივლისს მიმართა. სამინისტროებმა ორგანიზაციის მიმართ გამოხმაურებები 2016 წლის 5 აგვისტოს მოამზადეს. წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზი, ორგანიზაციამ სექტემბერში დაასრულა. 

აღნიშნულ საკითხზე "გურია ნიუსი" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაუაკვშირდა, თუმცა უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ რომ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

"მოგვმართეთ ოფიციალურად დამოგაწვდით ყველანაირ ინფორმაციას. ორგანიზაციის კვლევაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ განაცხადეს უწყებაში. 

ჩვენ ასევე ვეცადეთ დავკავშირებოდით თინა ხიდაშელსა და პაატა ზაქარეიშვლს, თუმცა უშედეგოდ. "გურია ნიუსი" მზად არის, თუკი რომელიმე მხარე კომენტარს გააკეთებს, მათი პოზიცია უცვლელად შემოგთავაზოთ. 




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში მაღაზია გაქურდესქურდობა მოხდა ოზურგეთში _ თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე წვრილმანების მაღაზია გაქურდეს. როგორც მაღაზიის გამყიდველი ამბობს, წაღებულია 30-ლარამდე ხურდა ფული. ამ წუთებში ადგილზე პოლიცია იმყოფება. დაწყებულია ... ...
  • „სჯობს, ტყუილებს გადაეჩვიონ”:დიზელის საწვავზე ერთლარიანი შეღავათი 39 თეთრამდე ჩამოსწიეს საქართველოს მთავრობის მიერ  შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომლის მიხედვით ფერმერებს ერთი ლარის ფასდაკლებით სთავაზობდნენ დიზელის საწვავის შეძენას, დღეს ეს შეღავათი, მაქსიმუმ,  32 თეთრს  შეადგენს და ბენეფიციარები უკმაყოფილებას არ მალავენ. ისინი განსაკუთრებულ გულისწყრომას ბანკებსა თუ ბენზინგასამართ სადგურებში, რიგში დგომისას,  გამოხატავენ: _ზუსტად ერთი ლარის ოდენობის შეღავათს შეგვპირდნენ, მერე რომ  მივხვდით, გვატყუებდნენ, ერთ ლარამდე გეხმარებოდითო. ახლა   1,48 თეთრს  ვიხდით  და სულ ერთი ლიტრი დიზელის საწვავი 1,87 ლარი ღირს. რა გამოდის? 39 თეთრია შეღავათი. თან ყოველ კვირაში აკლებენ. რა  ჰქვია ამას, თან  ახლა ვის სჭირდება საწვავი. ყანები დახნულ-დათესილია.  მოსავლის აღების და შეშის მოჭრის სეზონი ჯერ არ არის. სჯობს, ტყუილებს გადაეჩვიონ, დიზელის საწვავზე ლარიანი შეღავათი 39 თეთრამდე რომ ჩამოსწიეს. ტყუილია საქმე, თორემ არც მაგას გვაძლევდნენ და კი ვიყავით. როდის დასრულდება თვალლთმაქცური ტყუილები ამ ქვეყანაში? -გვეუბნებიან ფერმერები: სერგო ბოიაჯანი, ალექსანდრე ხინთიბიძე, გიორგი ლომჯარია, თინა ვაშაყმაძე და სხვები.  მართლაც, როცა  პრემიერმა წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა,  კონკრეტულ მიმართულებაში „ზრუნვა სოფელსა და ფერმერეზე“, ქვეთავში,  „პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია“,  ნათქვამი იყო, რომ: „პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადეობრივ ცენტრებში დაურიგდებათ ავტოგასამართი კომპანიის (,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”) ფასდაკლების ბარათები. აღნიშნული ბარათებით, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს, შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, დიზელის ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ფიქსირებულ ფასზე,  დაახლოებით, 1 ლარით ნაკლებ ფასად შეიძინონ. საწვავის შეძენა შესაძლებელი იქნება „სოკარ პეტროლეუმ-ჯორჯიას” საბითუმო ბაზებიდან და ავტოგასამართი სადგურებიდან.“  „გურია ნიუსი“ კვლავ დაუკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურს. აქ მოგვცეს საშუალება, პროგრამის კოორდინატორთან, ლევან მიროტაძესთან გვესაუბრა.:  ლევან მიროტაძე ადასტურებს, რომ ახლა  ნაკლებია  შეღავათი და ის 32   თეთრს შეადგენს. თუმცა,  ამას ასე ხსნის: _ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში როცა გახორცილედა პროექტი, ბენზინგასამართ სადგურებზე 1,90 ლარი ღირდა დიზელის საწვავის ფასი. პროექტის მიხედვით კი _ 1,10 ლარი.   ჩვენი მიმართვის საფუძველზე მხოლოდ „სოკარმა“ შემოგვთავაზა იდეალური ფასი, ტენდერის ფარგლებში. თუმცა, ყოველ თვეში  იცვლება საწვავის კონსოლიდირებული ფასი. როცა დავიწყეთ პროექტი, მაშინ ფასი დაბალი იყო. დღეისთვის კი კონსოლიდირებული ფასი 1,66 ლარია. ახლა გამოდის შეღავათი 32 თეთრი. ეს შეღავათი წლის ბოლომდე გვაქვს გადანაწილებული და სავარაუდოდ, საწვავის ფასი უფრო დაიწევს. ციგრებით რომ ვისაუბროთ, ჯამში  2 მილიონ ლარზე მეტია დანაზოგი, - გვითხრა ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით, „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის კიდევ ერთი საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნებარუსთავში, თიბისის მხარდაჭერით, ტექსტილის მაღალტექნოლოგიური საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნება. 14 ივლისს, 38 000 კვ.მ ფართობის მიწაზე 20 000 კვ.მ ფართობის ქარხნის მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი. შ.პ.ს „ქართული ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის რიგით მეოთხე საწარმოა. ქსელის სხვა საწარმოების მსგავსად, რუსთავში მდებარე ახალ სამკერვალო ქარხანაში სპორტული სამოსი შეიკერება, რომელიც ექსპორტზე გავა. საწარმოში 2000-მდე ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია, საიდანაც 10 მილიონ ლარს თიბისი სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“  პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს. ქართული ექსპორტიორი კომპანია „აჭარა ტექსტილი“ საფეიქრო მრეწველობის სფეროში 2009 წლიდანაა ჩართული და დღემდე ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში სამ სამკერვალო ქარხანას აერთიანებდა, სადაც ჯამში 3500 ადამიანია დასაქმებული. კომპანია სპორტული პორდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახორციელებს და ისეთ მსხვილ სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima, Under Armour და სხვა. საწარმოებში სპორტული სამოსი მსოფლიოში წამყვანი სპორტული გუნდებისთვის (აიაქსი, არსენალი, ლიონი, მალაგა, ატლეტიკო, მადრიდი, გალათასარაი) და სხვადასხვა ეროვნული ნაკრებისთვის (საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ხორვატია, შევიცარია) იკერება. ჯგუფი წლიურად 10 000 000 ერთეულ სპორტულ პროდუქტს ქმნის, რუსთავში ახალი ქარხნის ამოქმედებით კი წარმოების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება. „თიბისისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვენლოვანია ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს. ჩვენთვის საამაყოა იმ პროდუქციის შექმნაში წვლილის შეტანა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე Made in Georgia-ს ეტიკეტით გადის. „აჭარა ტექსტილის“ დამსახურებით საფეხბურთო ჩემპიონატებზე არაერთი გუნდი სწორედ საქართველოში შეკერილი ფორმებით ასპარეზობს. არსებულ კრიზისულ პერიოდში ჩვენი მთავარი მიზანია უზრუნველვყოთ ბიზნესსექტორის და ზოგადად, ქართული ეკონომიკის უწყვეტი ფუნქციონირება. გვიხარია, რომ გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე ახალი რეალობის მიუხედავად, ეროვნული წარმოება გრძელდება და ფართოვდება კიდეც“, - ლევან შავკაციშივილი, თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი. ... ...
  • "ოკრიბაზე" მძღოლებს თანხას სძალავდნენ- შსს-მ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები დააკავათბილისში დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც "ოკრიბაზე" მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები - ლ.ა., კ.დ. და მ.რ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანას ახდენდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2-ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • " გადაურჩა დაწვას"- მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტა და დანაშაულის ჩადენის მოტივად  გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, შ.გ.-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს.შ.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ.-ს ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას. სამართალდამცველებმა ს.შ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ შ.გ.-მ მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის თებერვალსა და მაისში  შ.გ.-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ს.შ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. 2020  წლის 13 ივლისს შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტდა და  ბრალი  წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1"  და ,,ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...