რაში ადანაშაულებს ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორს დაზარალებული მევენახე


საზოგადოება

რაში ადანაშაულებს ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორს დაზარალებული მევენახე

18 სექ. 2016, 05:37:44

მოქალაქე დიანა ქართლელიშვილიოჯახი ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და მთავარ პროკურატურაში უჩივის.

საქმე იმაშია, რომ ქართლელიშვილის ოჯახმა 2014 წლის 22 სექტემბერს გურჯაანში მდებარე ღვინის კომპანია "ჰელიოს +"-ში 11-ტონამდე საფერავის ჯიშის ყურძენი ჩააბარა, თუმცა ყურძნის საფასურიდან მხოლოდ 13 ათასი ლარი აქვთ აღებული, დანარჩენ თანხას, 27 112 ლარს, უკვე ორი წელია ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართლელიშვილების ოჯახის სასარგებლოდ სასამართლომ ორი გადაწყვეტილება გამოიტანა, მათ კუთვნილი თანხა მიღებული არ აქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გურჯაანის რაიონულმა სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის  გადაწყვეტილებით, ღვინის ქარხანას ქართლელიშვილების ოჯახისთვის 38 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით გასაჩივრდა და პროცესები ისევ გაგრძელდა. 2016 წლის აგვისტოს დასაწყისში კი, ამავე რაიონის სასამართლომ მეორე გადაწყვეტილება (იხ. ქვემოთ, ავტ.) მიიღო, რომლის მიხედვითაც, ქართლელიშვილების ოჯახის სასარგებლოდ ღვინის ქარხანა „ჰელიოს +“-სს 27 ათასი ლარი აქვს გადასახდელი.

ამ საქმესთან დაკავშირებით "გურია ნიუსმა" რამდენიმე სტატია უკვე გამოაქვეყნა, მათ შორის, ღვინის ქარხანას, პროკურატურასა და სასამართლოს შორის "დაკარგული" 27 ათასი ლარი, სადაც დეტალურადაა აღწერილი, როგორ მოატყუეს ქართლელიშვილის ოჯახი კომპანიის წარმომადგენლებმა და შუამავალმა.

მოგვიანებით, 2016 წლის ივნისის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მაშინდელ მინისტრს ოთარ დანელიას მთავრობის სხდომაზე კახელი მეღვინეებისთვის ყურძნის საფასურის გადაუხდელობის გამო უსაყვედურა და მოითხოვა, რომ დროულად დასრულებულიყო  კახეთში დაზარალებული მოსახლეობის საქმეების გამოძიება, რომლებსაც წინა წლებში ჩაბარებული ყურძნის თანხა ჯერ კიდევ არ აქვთ აღებული.

მიუხედავად პრემიერის ამ მოწოდებისა, დაზარალებული ქართლელიშვილების ოჯახი კუთვნილი თანხის მიღებას ვერ ახერხებს. როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას დიანა ქართლელიშვილი აღნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილებები მის სასარგებლოდ გამოდის, თუმცა, მეორე მხარის მუდმივი გასაჩივრებით პროცესი იწელება და კუთვნილი თანხას ვერ იღებს.  ამ პროცესში კი, ქართლელიშვილები მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობის საკითხზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ „თუ მათგან ხელშეწყობა არ ექნება ქარხნის დირექტორ როზმან რუსიას, ის ამდენს ვერ გაბედავს“.

კერძოდ, დიანა ქართლელიშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ბრალეულობის საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გიორგი სამანიშვილისგან მიღებული დაპირება, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში დაეხმარებოდა, დღემდე დაპირებად რჩება. რაც გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მითხრეს, რომ მთავარი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება მიეღო, დანარჩენს ჩვენ თვითონ მივხედავთო. პირადად შევხვდი ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ღვინის ქარხნებისგან დაზარალებული მოსახლეობის საკითხის შესწავლა დაავალა. სამანიშვილმა თავის იურისთან ერთად დაწვრილებით გამომკითხა არსებული ვითარება და დამპირდა, რომ როგორც კი სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა, თანხის მიებაში დამეხმარებოდა. თუმცა, დღემდე ეს თანხა აღებული არ მაქვს“, _ აღნიშნავს ქართლელიშვილი და დასძენს, რომ სამანიშვილის მფარველობის გარეშე „ქარხნის დირექტორ როზმან რუსიას, ის ამდენს ვერ გაბედავს“.

თვითონ როზმან რუსიამ მითხრა, როცა ტელეფონზე კონფლიქტი მოგვივიდა, მე სამინისტროში კაცი მყავს და როგორც არ უნდა იჩივლო პოლიციაში, თანხას არ გადაგიხდი და არც პასუხისგება მიმცემენო. მაკლერიც და ქარხნის დირექტორიც მეუბნებოდნენ, რომ პასუხისმგებელი ამ თანხაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო. 2014 წელსვე ჩავაყენე სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქმის კურსში, თუმცა, სამანიშვილმა მაშინვე მითხრა შეხვედრაზე, რომ თუ შენ სამართლებრივი გზით წახვალ პროცესები ძალიან გაგეწელება, ეცადე კუთვნილი თანხა მოლაპარაკებების გზით მიიღოო. პირველი ეჭვიც მაშინ გამიჩნდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის ქარხნების მეპატრონეებსა და იმ მაკლერებს ხელს აფარებდნენ, რომლებიც ყურძნის ქვითრების გაყალბების გამო 2014 წელს ხაშმში, ლაგოდეხში, გურჯაანში და ყვარელში დააკავეს, თუმცა, არცერთის პასუხისმგებლობის საკითხი ბოლომდე არ მისულა და თვითონ სოფლის მეურნეობის სააგენტო აგვარებდა მათი გათავისუფლების საკითხებს“, _ აღნიშნავს ქართლელიშვილი.

ქართლელიშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, 2016 წლის ივლისის შუა რიცხვებში, გიორგი სამანიშვილი თვითონ დაუკავშირდა მას და საქმის პირადად გაცნობის სურვილი გამოთქვა.

მისვე თქმით, ამის შემდეგ გიორგი სამანიშვილს პირადადაც შეხვდა.

შეხვედრისას მას დაწვრილებით ავუხსენი რა პრობლემაც მქონდა და რატომ ვერ ვახერხებდი კუთვნილი თანხის მიღებას. თუმცა, საუბრისას სამანიშვილმა რამდენჯერმე ახსენა, რომ ქარხნის დირექტორს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რადგან ქარხანა აღარ მუშაობდა და თავად რუსიაც საქართველოში არ იყო. მაჯერებდა, რომ თანხის აღება ვერ მოხერხდებოდა. ამ შეხვედრაზევე ვუთხარი, თუ ჩემს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, მაშინ თქვენ და სოფლის მეურნეობის მინისტრს უნდა დაგიპირისპირდეთ-მეთქი. ჩვენ რა შუაში ვართო, - გაიკვირვა. ვუთხარი, რომ თქვენი მეშვეობით მოხდა ყურძნის ჩასაბარებელი ქვითრების გაყალბება და ქარხანასა და მევენახეებს შორის შუამავლებსაც თქვენ მფარველობდით-თქო. მეორე დღეს დამირეკა ზუსტად მითხარი რამდენია შენი ასაები თანხა, ახ ვაჯამებთ ამ ყველაფერსო. მინდა აღვნიშნო, რომ არც გიორგი სამანიშვილისთვის და არც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის არ მითხოვია, რომ თანხა მათ გადაეხადათ. ვითხოვდი ქარხანას დაეფარა დავალიანება. თუმცა, სამანიშვილი რატომ ანგარიშობდა ჩემთვის გადასახდელ თანხას, ვერ გავიგე. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ კი, სამანიშვილს აღარ შევხვედრივარ“, _ აღნიშნავს ქართლელიშვილი.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ამჯერადაც გასაჩივრდა და პროცესის დასრულებას ელოდება, თუმცა, ეჭვობს, რომ თუ თანამდებობის პირები ჩაერევიან და პროცესზე გავლენას მოახდენენ, კუთვნილი თანხის მიღება გაუჭირდება.

ქართლელიშვილი ასევე ამბობს, რომ სამანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი საქართველოს მთავარ პროკურატურაში აქვს შეტანილი, ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით წერილით უკვე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც.

ქართლელიშვილთან საუბრის შემდეგ, „გურია ნიუსი“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, გიორგი სამანიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო ინტერვიუზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მას ამ საქმესთან კავშირი არ აქვს.

მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, შევთანხმებულიყავით შეხვედრაზე, სამანიშვილმა განგვიცხადა, რომ რთველის დასრულებამდე კახეთში უნდა იყოს და, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლომდე თბილისში ვერ ჩამოვა.

„გურია ნიუსი“ კიდევ ეცდება, გიორგი სამანიშვილთან ინტერვიუს ჩაწერას და მის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ 2016 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება

(შინაარსის სანახავად დააკლიკეთ ფოტოზე)

ამავე თემაზე:

მინისტრისთვის „სამწუხარო“, პრემიერისთვის „ამაზრზენი“ ფაქტი - რის გამოძიებას ითხოვს კვირიკაშვილი

„2014 წელს ჩაბარებული ყურძნის საფასურს ამ დრომდე არ მაძლევენ“

ღვინის ქარხანას, პროკურატურასა და სასამართლოს შორის „დაკარგული“ 27 ათასი ლარი




 ახალი ამბები
  • სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები აიყვანაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება, პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა. სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. დაკავებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “პოლიციაში მუშაობდა და სამართდალდამცველთა რიგებიდან 2018 წელს წავიდა“. ბორცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულმა ცოტა ხნის წინ პოლიციას მიმართა და განუცხადა, რომ ემუქრებოდნენ. თუმცა, ხორციელდებოდა თუ არა მასზე მუქარა, გამოძიების ... ...
  • „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება"- კობახიძემინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მან 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა, - ასე დაიწყო ირაკლი კობახიძემ საკუთარი სიტყვა პარტიის ყრილობაზე. „დღემდე, ის იყო თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გუნდისთვის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე, ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ასევე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან, პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, პარტიის თავმჯდომარეს წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს.  „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენ ვართ გაერთიანებული „ქართული ოცნების“ გარშემო. „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო კეთილდღეობის ევროპული დონით, ძლიერი ქალაქებითა და სოფლებით, ძლიერი და წელში გამართული ოჯახებით, საქართველო, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს სიღარიბეში, ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო, რომელიც არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამეგობრობის, ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ამ ოცნებით გაერთიანდა ქართული საზოგადოება 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი პარტიის გარშემო, სწორედ ამ ოცნებამ, ღირებულებებმა და შემართებამ მისცა ჩვენს ხალხსა და პარტიას შესაძლებლობა, რომ საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული გარდატეხისთვის, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადა ... ...
  • "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდაპარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობამ, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია ყრილობამ კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი  ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს დატოვა და პოლიტიკიდან ... ...
  • "ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია.  პარტიის გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება, პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას კი ვასილ მაღლაფერიძე დაიკავებს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ასეთია: კახა კალაძე ვასილ მაღლაფერიძე გიორგი გახარია არჩილ თალაკვაძე მაია ცქიტიშვილი გიორგი ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილი თეა წულუკიანი მამუკა მდინარაძე კახაბერ კუჭავა ვახტანგ გომელაური ეკატერინე ტიკარაძე ივანე მაჭავარიანი მაკა ბოჭორიშვილი შალვა პაპუაშვილი მარიამ ქვრივიშვილი ნიკოლოზ სამხარაძე სოზარ სუბარი დიმიტრი სამხარაძე თორნიკე რიჟვაძე ... ...
  • "კი არ უნდა გადავრჩეთ, არამედ უნდა გავიმარჯვოთ"- კალაძე„გასული წლების განმავლობაში არაერთი მიღწევა გვქონდა და არაერთი შეცდომაც დავუშვით. გულდასაწყვეტია ის, რომ რისი გაკეთებაც გვინდოდა ვერ შევძელით და გულდასაწყვეტია ისიც, ვინც ჩვენი თანაგუნდელი გვეგონა, მაგრამ სხვა გზა აირჩიეს. მიუხედავად ამისა, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ დღეს ამ ტრიბუნიდან, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდია იმ ისტორიული მოვლენის მტავარი მოქმედი პირი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა“,_ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. „გასული წლების განმავლობაში არაერთი მიღწევა გვქონდა და არაერთი შეცდომაც დავუშვით. გულდასაწყვეტია ის, რომ რისი გაკეთებაც გვინდოდა ვერ შევძელით და გულდასაწყვეტია ისიც, ვინც ჩვენი თანაგუნდელი გვეგონა, მაგრამ სხვა გზა აირჩიეს. მიუხედავად ამისა, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ დღეს ამ ტრიბუნიდან, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდია იმ ისტორიული მოვლენის მტავარი მოქმედი პირი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა“,_ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. კალაძემ აღნიშნა, რომ წინ დიდი გამოწვევებია და მოსახლეობის ამგვარი ნდობა გუნდს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. „საქართველოს ყოველთვის უწევდა რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში გზის გაკვალვა და გადარჩენა, მაგრამ დღეს, კი არ უნდა გადავრჩეთ, არამედ უნდა გავიმარჯვოთ“,_ განაცხადა კალაძემ. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ წარმატებით დასრულდეს და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი, - ეს ნიშნავს ქვეყნის შესაბამისი ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ეს ნიშნავს ღირსეულ შემოსავალს თითოეული მოქალაქისთვის, ეს ნიშნავს უკეთეს სოციალურ დაცვას, უკეთეს გარემოს, დაცულობას, უსაფრთხოებას და უკეთეს ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ, ეს უნდა შევძლოთ“,_ განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....