ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი საევაკუაციო მდგომარეობაშია

საზოგადოება

ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი საევაკუაციო მდგომარეობაშია

23 სექ. 2016, 18:15:25

როგორც ცნობილია, მალე ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყება.

"ჩვენი შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოები, შესაძლოა, სამ წლამდე გაიწელოს, რადგან საფუძვლიანი რემონტი ჩატარდება  ფუნდამენტიდან სახურავამდე. ამიტომ დღეს თეატრი არის საევაკუაციო მდგომარეობაში. უახლოეს დღეებში უნდა დავცალოთ შენობა. ვეძებთ ძალიან ინტენსიურ საწყობებს, სათავსოებს.  3000-ზე მეტი მარტო კოსტიუმი ანუ მსახიობთა გარდერობი, ასევე რეკვიზიტები,  დეკორაციები, ინვენტარი გვაქვს თეატრში. გვჭირდება ძალიან დიდი ფართი, სადაც შეიძლება გავხიზნოთ თეატრი. გარკვეული დროით გვექნება საშუალება, ვიმუშაოთ მცირე სცენაზე. ასევე, ვფიქრობთ,  გამოიძებნება სათეატრო სივრცე. ჩვენი სადადგმო თანხებიდან 50 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის დაფინანსებაა. ამიტომ სიამოვნებით ჩავალთ ჩვენს სოფლებში, სადაც კლუბები ფუნქციონირებს. ჩვენ ამის უდიდესი ტრადიცია გვქონდა _ წარმოდგენა გაგვიმართავს, როგორც  კლუბებსა და სასახლეებში, ასევე, ჩაის პლანტაციებში, რაც იყო კარგი ნიშანი ჩვენი  და მაყურებლის ურთიერთობისა", _ გვითხრა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ. 

რაც შეეხება თეატრის შემოქმედებას და თეატრალური სეზონის გახსნას, ვასილ ჩიგოგიძე ამბობს, რომ ეს უპირველესია. მალე, 28 სექტემბერს გაიხსნება  149-ე თეატრალური სეზონი, ბატონ გიზო ჟორდანიას ბოლო პრემიერით, „ბოშები“,  ნოდარ დუმბაძის მიხედვით და 30 სექტემბერს  _  ახალი პრემიერით, რომელიც მოწვეულმა რეჟისორმა ლალი თაბაგარმა და სადადგმო ჯგუფმა დადგეს ბავშვებითვის: „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“.

ვასილ ჩიგოგიძემ, ასევე, ისაუბრა დიდი სარესტავრაციო სამუშაოების პერიოდში მოსალოდნელ პრობლემებზე, რაც პირველ რიგში არის ის, რომ ტრანსპორტის უდიდესი პრობლემა შეიქმნება. ამიტომ გადაწყვეტილი აქვს, ახალი ბიუჯეტის შედგენისას , ქალაქსაც და მუნიციპალიტეტის გამგეობებს სთხოვოს, წილობრივად შეუძინონ თეატრს ერთი მიკროავტობუსი მაინც.

_ აქვე მინდა განვმარტო, რომ ამ რეაბილიტაციის თაობაზე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ფონდ „ქართუსთან“ შეთანხმებული ვიყავით სამი წლის წინ. ველოდებოდით ბათუმის თეატრის დამთავრებას. მადლობელი ვართ  ბატონ ბიძინა ივანიშვილის, ვინც დააჩქარა ეს პროცესი. ვსაუბრობ, ოზურგეთში,  5 სექტემბრის შეხვედრისას მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. მთელი თეატრის კოლექტივი აღფრთოვანებულია. ახლა შემოაქვთ  შემოღობვითი სამუშაოების მასალები. გუშინ კიდევ ერთხელ, არქიტექტორთან ერთად,   სკურპულიოზურად აიზომა  შენობა იმის გათვალისწინებით,  თუ სად რა განთავსდება. დარწმუნებული ვარ, გურულებს გვექნება სახელმწიფო თეატრის საამაყო შენობა, _ გვითხრა ვასილ ჩიგოგიძემ.




 ახალი ამბები
  • 30-31 მაისს, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება R)საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს, პირველად, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება,- ამის შესახებ „"გურია ნიუსს" „თიბისიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საშემოდგომოდ გადადება განაპირობა. თუმცა, ფესტივალის ტრადიციულ თარიღებში ქართველი თუ უცხოელი მწერლები, გამომცემლები და მკითხველები ამჯერად ონლაინ სივრცეში შეიკრიბებიან. „თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი ოფიციალურად 30 მაისს, 11:00-ზე გაიხსნება და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 30 და 31 მაისს 11-დან 20 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე (Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი - https://cutt.ly/yynpPSx ) პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა. ვირტუალური ფესტივალი ინარჩუნებს ტრადიციული ფესტივალის შინაარსს და ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამა და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა. წიგნის ვირტუალურ ფესტივალზე შენარჩუნდება ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამის ტრადიციული კონცეფციაც, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: ახალი წიგნების პრეზენტაციები და შეხვედრები ქართველ მწერლებთან; საბავშვო პროგრამა; პროგრამა ფესტივალის ფოკუს-ქვეყნისა და სხვა უცხოელი მწერლების ჩართულობით; საგამომცემლო- პროფესიული პროგრამა და პროექტი „მსახიობები ლიტერატურისთვის“. წიგნის ვირტუალური ფესტივალის მხარდამჭერია „თიბისი“, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა. 2020 წლის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა თურქეთია, შესაბამისად, წიგნის ვირტუალურ ფესტივალზეც ამ სტატუსით თურქეთი ისარგებლებს და ქართველ მკითხველს თურქი გამომცემლებისა თუ მწერლების მონაწილეობით, რამდენიმე ღონისძიების ფარგლებში წარუდგენს იმ პროგრამას, რომლის მასშტაბურად განხორციელებასაც ისინი შემოდგომაზე თბილისში გეგმავენ. 31 მაისს, ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალის საგამომცემლო-პროფესიული პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო საგამომცემლო პროგრამის (International Publishing Fellowship) ონლაინ სესია ბრიტანელი, ქართველი, თურქი და უკრაინელი გამომცემლების მონაწილეობით. აღნიშნული პროექტის მიზანია დააკავშიროს ბრიტანეთისა და მზარდი საგამომცემლო სექტორის მქონე ქვეყნების პროფესიონალი გამომცემლები. ფესტივალის უკვე ტრადიციული პროექტის - „მსახიობები ლიტერატურისთვის“ ფარგლებში, კინოსა და თეატრის მსახიობები წიგნის მოყვარულებს წიგნებს ონლაინ წარუდგენენ. თბილისის წიგნის ვირტუალურ ფესტივალში 30-მდე გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მონაწილე სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა ასოციაციის ვებ-გვერდზე, საგანგებოდ ბაზრობისთვის შექმნილ ონლაინ სივრცეში იქნება შესაძლებელი - http://www.gpba.ge თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციული ფორმატით, 2020 წლის 24-27 სექტემბერს ჩატარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ... ...
  • ჩოხოსანთა სადროშოს წევრებმა სამტრედიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს 26 მაისის დილით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრები ქალაქში შეიკრიბნენ, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ლიტურგიას დაესწრნენ, რომელიც დეკანოზმა ანტონმა ჩაატარა. აღნიშნული იქნა დამოუკიდებლობის დღე და მოხსენიებული- საქართველოს კეთილდღეობისთვის შეწირული მამულიშვილები. მოგვიანებით, ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრებმა დიდების მემორიალთან გადაინაცვლეს, სადაც სანთლები დაანთეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის დაღუპული რაინდების სახელზე. ,,დღევანდელი დღე გამორჩეული ღირსებისა და პატივის მატარებელია თითოეული ქართველისთვის, რადგან სწორედ ამ დღეს მიოპოვა ერმა სანუკვარი დამოუკიდებლობა.  ეს დღე სიამაყის განცდასთან ერთად უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს“, _ სააგენტოსთან საუბარში თავისი ემოცია გამოხატა საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრმა, ქეთევან ჭელიძემ. ,,ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ სამშობლოს მომავალი კეთილდღეობისთვის დაღუპულ გმირებს და განსაკუთრებულად აღვნიშნეთ მათი დიდი ღვაწლი, რის საფუძველზეც ჩვენ დღეს დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ",_ ,,გურია ნიუსთან" საუბარში 26 მაისის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრმა, კობა ... ...
  • დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეადიდი ქართველი მამულიშვილისა და   საქართველოს ეროვნული გმირის  მერაბ კოსტავას დაბადების დღეც არის, რომელსაც დღეს 81 წელი შეუსრულდებოდა.  მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას თაოსნობით დაიწყო 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც მთელი ქართველი ერი შეუერთდა, რაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა. მერაბ კოსტავამ დიდი  წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ... ...
  • ვისი სახელის მინიჭებას ითხოვენ „ნაციონალები“ ლანჩხუთის პირველი სკოლისთვის„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის საკრებულოში მოქმედი ფრაქცია იიციატივით გამოდის, რომ ქალაქის №1 საჯარო სკოლას მიენიჭოს ნოე ჟორდანიას სახელი. „საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დავაყენებთ, რომ ის იწოდებოდეს როგორც ლანჩხუთის №1 ნოე ჟორდანიას სახელობის საჯარო სკოლა, ვინაიდან ნოე ჟორდანიამ საწავლა სწორედ ამ სკოლიდან დაიწყო“, _ ამბობს ოპოზიციური ფრაქციის წევრი კახა ასკურავა და იმედოვნებს, რომ  საკრებულო ერთიანი იქნება ამ ინიციატივის განხორციელებაში. ... ...
  • ჩოხატაურში დამოუკიდებლობის დღე მოკრძალებულად აღინიშნამსოფლიოში არსებულ კოვიდ 19-თან დაკავშირებული პანდემიიდან გამომდინარე ჩოხატაურში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოკრძალებულად აღინიშნა. მცირე ღონისძიებას, რომელიც ხელოვნების სასახლის წინ გაიმართა, გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ანსამბლმა "ამაღლებამ" საქართველოს ჰიმნი შეასრულა, რის შემდეგაც საზოგადოებას ერისთვის მნიშვნელოვანი დღე გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ და ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ მიულოცეს. _ "უპირველესად, სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რითაც მნიშვნელობანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 26 მაისი არის ქართველი ხალხის ერთიანობის დღე. ეს დღე ჩვენია და დღეს, პანდემიიდან გამომდინარე, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე. კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს, _ თქვა ზურაბ ნასარაიამ. _ მიუხედავად იმისა, რომ დღეს 26 მაისი შედარებით მოკრძალებულად აღინიშნა ჩოხატაურში, ეს დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, ჩვენმა ქვეყანამ ბევრს გაუძლო, ბევრი გადაიტანა, მაგრამ ქართველი ხალხის გენში კოდირებული თვითგადარჩენის ინსტიქტი მუდამ იღვიძებდა, ყველაფერს უძლებდა. ასეა ახლაც, მსოფლიო პანდემიის დროსჩვენმა სახელმწიფომ აჩვენა ორგანიზებულობის განსაკუთრებული ნიმუში. ეს ძალიან საამაყოა და ყველას, ვინც ამაყობს დღევანდელი დღით, ვულოცავ დღეს. "ღმერთო, მამული გვიცოცხლე", _ თქვა ირაკლი კუჭავამ. შეგახსენებთ, რომ 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?