"გლობალ ტვ"-ს ანტენები _ საჩუქარი თუ ყველაზე ძვირადღირებული პაკეტი?

საზოგადოება

"გლობალ ტვ"-ს ანტენები _ საჩუქარი თუ ყველაზე ძვირადღირებული პაკეტი?

27 ივნ. 2012, 09:38:21

კითხვების დასმის შემდეგ, გაფრთხილებაც მისცეს, _ შეიძლება ჟურნალისტები მოვიდნენ თქვენთან, რამე გკითხონ და არაფერი წამოგცდეთო.

კომპანია "გლობალ კონტაქტ კონსალტინგი" ქართულ ბაზარზე 2002 წელს შემოვიდა და არსებობის მე-10 წლისთავზე, საქართველოს კონტროლის პალატის წყალობით, ის სრულიად საქართველომ გაიცნო.

კომპანიის საკონტროლი პაკეტის, 66%-ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილია, რომელიც დღესდღეობით, ყველაზე ცნობადი საკაბელო ქსელის მეპატრონედ ითვლება. "გლობალ ტვ"-ის სახელი, ახლა, ნებისმიერი სოფლის თითოეულმა მოსახლემ იცის.

თუმცა, იმ შეღავათებმა, რომელსაც აღნიშნული კომპანია მომხმარებელს სთავაზობდა, მოსახლეობა გარკვეული საშიშროების წინაშე დააყენა. მათ იმ გაურკვეველ კითხვებზე უწევთ პაუხის გაცემა, რომელიც სტატიის დასაწყისში ჩამოვთვალეთ.

არის თუ არა გლობალ ტვ-ს ტარიფები შეღავათიანი, საერთოდ რა სახის საქმიანობას ეწევა ის საქართველოში და რა დევს იმ ბიზნეს გეგმაში, რომელმაც კონტროლის პალატის და საზოგადოების ამხელა ვნებათაღელვა გამოიწვია?

"გურია ნიუსი" ამ თემაზე "გლობალ ტვ"-ს იურიდიულ კონსულტანტს, სანდრო ბარამიძეს ესაუბრა.

_ ბატონო სანდრო, რა ტიპის "კომპანიაა გლობალ კონტაქტ კონსალტინგი" და რა საქმიანობას ეწევა საქართველოში?

_ "გლობალ კონტაქტ კონსალტინგი," ანუ "გლობალ ტვ" არის საკაბელო ქსელის ოპერატორი, რომელიც თბილისსა და სხვა რაიონებში თავის აბონენტებს სთავაზობს საკაბელო ქსელით მომსახურებას. Aაწვდის გარკვეულ პაკეტს. გააჩნია, რამდენს იხდის ადამიანი, პაკეტის ღირებულება სხვადასხვაა.

გარდა ამისა, "გლობალ ტვ"-ს აქვს სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიაც და შეუძლია ამ ტიპის მომსახურებაც გასწიოს. იგი თავად არ მაუწყებლობს, მაგრამ შეუძლია ელექტრონული კომუნიკაციებით მომსახურეობის გაწევა. გლობალმა ამ წლის დასაწყისში შეიმუშავა საინვესტიციო პროექტი, რომლის მიზანია: 1. გააფართოვოს მომხმარებლების რიცხვი, 2. ბაზრის გაფართოების სეგმენტის შედეგად ამოიღოს უფრო მეტი შემოსავალი.

_ რაიმე ახალი ხდებოდა ქართულ ბაზარზე, რაც ამ პროექტს მოგებას მოუტანდა? კომპანიის ინტერესი რა იყო?

_ ინვესტიცია ნიშნავს კაპიტალდაბანდებას, რომ შემდგომში მიიღო ამონაგები. გლობალმაც შეიმუშავა ასეთი საინვესტიციო პროექტი. იცოდა რა, რომ ბაზარზე გამოდიოდა ახალი სამაუწყებლო კომოპანია "მე-9 არხი", რომლის მიმართ არსებობდა მაღალი ინტერესი, გადაწყვიტა დაემონტაჟებინა თეფშები მოსახლეობის ფართო ფენებისათვის, არა მხოლოდ მე 9 არხის, არამედ სხვა სიგნალების მისაღებადაც. ინტერესი რა არის? ის, რომ რაიონებში ხალხს არ მიუწვდება ხელი საკაბელო ქსელებზე, რადგან რაიონებში და სოფლად, უბრალოდ საკაბელო ქსელი არ არსებობს. მოსახლეობა ან სიხშირული მაუწყებლობით იღებს სიგნალს ან დამოკიდებულია სატელიტზე. აქედან გამომდინარე, პოტენციურად საინტერესო უნდა ყოფილიყო მოსახლეობისთვის თეფშების ყიდვა. საქართველოს მოსახლეობას არ გააჩნია ფულადი სახსრები იმისთვის, რომ ერთჯერადად გადაიხადონ ამ თეფშის ფასი.

_ პირველი წელი უფასოდ და მომდევნო 9 წლის განმავლობაში თვეში 4 ლარი, _ ასეთია ხელშეკრულება, რომლის გამოც ადამიანებს დაკითხვაზე იბარებენ. კომპანიის მომგებინობა როგორ აიხსნება ამ ხელშეკრულებით?

_ ვიმეორებ, გლობალმა შეიმუშავა საინვესტიციო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგ პირობებს: თუ სურვილი გაქვს, ხელს მოაწერ ხელშეკრულებაზე, მოვლენ, დაგიყენებენ სატელიტურ თეფშს და მიმღებს, პირველი წლის განამვლობაში არ იხდი არაფერს, მაგრამ მომდევნო 9 წლის განმავლობაში იხდი 4 ლარს თვეში.

პერსპექტივაში გამოდიოდა, რომ ის რაც ერთი გადახდით შეიძლება 100 ლარი დაჯდომოდათ, სულ დაჯდებოდა 432 ლარი, რაც ძვირია. მოსახლეობისთვის შეიძლება საინტერესო იყოს ეს პროექტი. თვეში 4 ლარი არ არის იმდენად დიდი ფული, ადამიანმა ვერ გაიხადოს, მაგრამ მეორეს მხრივ, კომპანიასაც ხომ ჭირდება თავისი შემოსავლების მიღება? მოგვიანებით, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა, კონტროლის პალატის მიერ მიერ შეთითხნილი ბრალდების და ასევე შეთითხნილი გაყალბებული აუდიტორული დასკვნის საფუძველზე მიიჩნიეს რომ "გლობალ ტვ"-ს ეს პროექტი წამგებიანი იყო. რად უნდა ამას ბუღალტრობა და ფინანსისტობა? თვლა ყველა ადამიანმა იცის ამ ქვეყანაში. როგორ შეიძლება ადამიანმა თქვას რაც 4-ჯერ მეტი ღირს, წამგებიანი პროექტიაო?

_ რატომ ადრე არ დაიწყო "გლობალ ტვ"-მ ამ პროექტის განხორციელება? მაშინაც იყო რაიონებში მაღალი ინტერესი ინფორმაციის მიიღებაზე, მაესტროს, კავკასიის ყურებაზე...

_ დიახ, მართლი ბრძანდებით, მაგრამ ზოგჯერ ხდება ცხოვრებაში, რომ გადაწყვეტილებას იღებ დღეს. ეს გადაწყვეტილება შეგეძლო მიგეღო გუშინ, გუშინწინ, მაგრამ შეიძლება მაშინ ამისთვის მზად არ იყავი, ან ფულადი რესურსი არ გქონდა. ათას ფაქტორთან არის დაკავშირებული. შეიძლება, ვერ დაინახე ასეთი სამეწარმეო და ეკონომიკური პერსპექტივა. ამაზე არავითარი კუდების მობმა არ ღირს, ზოგჯერ მოვლენები სწორედ მხოლოდ დღეს ხდება.

_ საარჩევნო წელს ემთხვევა ამ პროექტის განხორციელება, ალბათ ესეც გათვლილი იყო?

_ საარჩევნო წელია და რადგან საარჩევო წელია, ინფორმაციის მიმართ მოთხოვნილება, ბუნებრივია, გაიზარდა. რადგან გაიზარდა, სწორედ ამიტომ ჩათვალა გლობალმა, რომ დღეს არის ის დრო, როდესაცხ შეიძლება ასეთი ბიზნეს პროექტი განხორციელდეს. სააჩევნო წელს ყველაზე მეტად იზრდება ინტერესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვაგვარი ინფორმაციების მიღებაზე.

_ რამდენი იქნებოდა კომპანიის მოგება ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში?

_ ეს საკმაოდ მომგებიანი პროექტია. შესაბამისი გათვლა და ბიზნესგეგმა არსებობს. კონკრეტული რიცხვები არ მახსოვს. ამას ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არ აქვს მნიშვნელობა. ობიექტური გათვლებით, ეს იყო წარმატებული ბიზნეს პროექტი, რასაც ძალიან მალე იხილავს საზოგადოება, როდესაც ჩვენ წარვადგენთ საერთაშორისო უდიტორული ფირმის მიერ მოზადებულ სააუდიტორო დასკვნას.




 ახალი ამბები
  • თბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდათბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა.  ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ“,_ ნათქვამია განცხადებაში. მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა ... ...
  • „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია (R)რეგიონული ტურნეს ფარგლებში, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მხარისა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული და გეგმიური აქტივობები განიხილეს. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს, 64 მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნას, ასევე, ადგილზე შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადებას, რომელსაც სააგენტო 4 ეტაპად გეგმავს. მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, სტრასბურგის ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში 5 დღიან ტრენინგზე მიღებული გამოცდილებაც დაეხმარებათ, სადაც ისინი მიმდინარე წლის მარტის თვეში სააგენტოს წარდგენით იმყოფებოდნენ. ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ახლახანს დაასრულა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები. ... ...
  • „იური ლომაძე მოძალადე არ არის“გასულ კვირა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთმა მამაკაცმა ქალაქ ბათუმიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში გაიტაცა 35 წლის მამაკაცი. ამ საქმეზე უკვე სასამართლომ ხუთივე მათგანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს შორის არის ოზურგეთელი იური ლომაძე, რომელიც წარმატებული მოჭიდავეა. „გურია ნიუსი“ იური ლომაძის მწვრთნელს, ბექა როყვას დაუკავშირდა საქმის დეტალებზე. „იური ლომაძე მოძალადე არ არის. მას კარგად ვიცნობ და  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის არის შრომისმოყვარე და წარმატებული ახალგაზრდა. რაც შეეხება იური ლომაძის საქმეს, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან დარწმუნებული ვარ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მე პირადად დარწმუნებული ვარ იურის უდანაშაულობაში“,- აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ბექა ... ...
  • ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოვლინდაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 609 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 199 ფაქტი, აჭარაში - 151, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 138, ქვემო ქართლში - 131, შიდა ქართლში - 112, სამცხე-ჯავახეთში - 111, მცხეთა-მთიანეთში - 39, გურიაში - 25, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 11 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამავე, 6-თვიან პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2 700 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 149 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 57 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია ... ...
  • " მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი“ - რას წერს ლომაძის საქმეზე ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილისპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი სპორტსმენი იური ლომაძის საქმეზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “იური ლომაძის საქმის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინე: 1. ის, რომ მომჩივანი ცემეს და აწამეს ამისი მტკიცებულება მხოლოდ მომჩივანის ჩვენებაა. 2. საქმეში არ მსმენია ექსპერტიზის თაობაზე, რომელიც მომჩივანს ჩაუტარდა და ფიზიკური ძალადობისა და წამების კვალი დადასტურდა. 3. მომჩივანი რეალურად არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ ყოფილა მოთავსებული მკურნალობის მიზნით. 4. მომჩივანი 32 წლის მამაკაცი ორჯერ არის ნასამართლევი თაღლითობისთვის და ახლაც პრობაციონერია. 5. გამოძიება ეყრდნობა მხოლოდ მის ჩვენებას და საქმეში სხვა მტკიცებულება არ დევს. 6. მიუხედავად იმისა, რომ ბრალი გატაცებაზეა, გავიგეთ, რომ თავისი ნებით ჩაუჯდა მანქანაში. 7. ე.წ გატაცებული პირი ტაქსით ბრუნდება სახლში, ასე აბრუნებენ და არავითარი რამდენიმე დღე დაბმული არაად ყოფილა. 8. იური ლომაძე დანარჩენ ოთხ პირთან ერთად თავად მიდის საგამოძიებო ორგანოში და ის არ იმალება. ახლა მე მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი და ლოგიკური კითხვა, ორჯერ თაღლითობაში მსჯავრდებული და ამჟამად პრობაციონერი პირი უჩივის სპორტსმენს, რომლისგანაც ფულის გამოძალვის იმედი აქვს სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ? პირი, რომელიც გარდა იმისა, რომ სასამართლოს ორი განჩინებით თაღლითობაში იყო მსჯავრდებული და ამასთან მოძალადე, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა ქალზე, არის მომჩივანი და მხოლოდ სიტყვაა ამ ბიჭის წინააღმდეგ? კარგი ადვოკატი ამ საქმეს მოიგებს. პ.ს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს ამ გამომძიებელ-მოსამართლისა და მომჩივანის რაღაც კონტაქტებს და მოვიძიებდი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...