ვინ არის იტალიელი, რომელმაც „საქართველოს ისტორია“ იტალიურად თარგმნა

საზოგადოება

ვინ არის იტალიელი, რომელმაც „საქართველოს ისტორია“ იტალიურად თარგმნა

2016 ოქტ 12 20:59:55

იტალიელ ფრანჩესკო ტრეჩის საქართველოსთან და ქართველ ხალხთან დიდი სიყვარული აკავშირებს. ალბათ, არცაა გასაკვირი, რატომ ესტუმრა ოთხჯერ ჩვენს ქვეყანას და გადაწყვიტა საქართველოს ისტორია იტალიურად ეთარგმნა, გაეცნო იგი თავის მოქალაქეთათვის.

"საქართველოს ისტორიის" შესახებ დაწერილმა ამ წიგნმა ფრანჩესკო ტრეჩის ცხოვრება და მისი რიტმი საგრძნობლად შეცვალა,  მეტად საინტერესო და ლიტერატურული გახადა.

მთარგმნელმა იტალიის სხვადასხვა ქალაქში წარუდგინა წიგნი "საქართველოს ისტორია" ადამიანებს, რომელთაც საქართველოს სიყვარული აერთიანებთ. განსაკუთრებული აღიარება კი მან იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებში მოიპოვა. ფრანჩესკო ყველა ქართველისთვის ახლობელი და დასაფასებელი გახდა.

როგორ დაიბადა წიგნის შექმნის იდეა, მიაღწია თუ არა მან დასახულ მიზანს და როგორია იტალიელის თვალით დანახული საქართველო, _ ამის შესახებ ფრანჩესკო ტრეჩი "გურია ნიუსთან" საუბრობს.

_თქვენს ბიოგრაფიაში გაჩნდა ახალი, სრულიად უცხო ქვეყანა - საქართველო. იტალურ ენაზე თარგმნეთ და გამოეცით "საქართველოს ისტორია".  თუ შეიძლება, მინდა, თხრობა იქიდან დაიწყოთ, როდესაც დაიბადა წიგნის დაწერის იდეა.

_ საქართველოს ისტორიის შესახებ წიგნის დაწერის იდეა 2014 წელს გამიჩნდა და მისი განხორციელება მალევე, 2015 წელს შევძელი. საქართველო დიდი ხნის წინ შემიყვარდა. წინა წლებში(2002-2003), როდესაც დავინტერესდი თქვენი ქვეყნით, სამწუხაროდ, საქართველოს შესახებ მაშინ მწირი ინფორმაცია მოიპოვებოდა იტალიურ ენაზე. ქართველი პროფესორის გაგა შურღაიას დამსახურებით და მისი დახმარებით კი, ბევრი გავიგე საქართველოს ისტორიის, კულტურის შესახებ. ვგრძნობდი, რომ მაინც მაკლდა რაღაც, რაც მე თვითონ უნდა დამენახა და აღმეწერა. მინდოდა, უფრო მეტი გამეგო, რა იყო ამ ქვეყნის უკან. ამიტომაც გადავწყვიტე 2003 წელს საქართველოში ჩასვლა.

-_ვის წააკითხეთ პირველად წიგნი და როგორი შეფასება დაიმსახურა?

_ადამიანი, რომელსაც პირველს წავაკითხე ჩემი წიგნი, ფლორენციაში წმ. ნინოს სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი მამა ანდრია ლაცაბიძე იყო. მამა ანდრიას ამ იდეის კურთხევა უნდოდა და ძალიან გაუხარდა, მოეწონა კიდევაც, როცა  წიგნს გაეცნო.

_როდის იგრძენით, რომ რაღაც კარგი გამოგივიდათ?

_ვფიქრობ, კი არადა, დარწმუნებულიც ვარ, რომ  ეს მოხდა წიგნის პირველ პრეზენტაციაზე. არ მეგონა, წიგნს ასეთი დაინტერესება თუ მოჰყვებოდა. ყველაფერი ჩემი ხარჯებით გავაკეთე, რადგან არცერთმა რედაქციამ არ დამიფინანსა. ისიც გაცნობიერებული მქონდა, რომ შესაძლოა მას არ მოჰყოლოდა დიდი გამოხმაურება და, რა თქმა უნდა, მზად ვიყავი წიგნის ეგზემპლარებს საპატიო ადგილი ჩემს სახლში დაეკავებინათ. მე მაინც ყველა შემთხვევაში ბედნიერი ვიყავი. როდესაც ფლორენციაში გამართულ წიგნის პირველ პრეზენტაციას უამრავი ხალხი დაესწრო და იქ წარმოდგენილი ყველა წიგნი გაიყიდა, მაშინ მივხვდი, რომ შევძელი ადამიანების ამ წიგნით დაინტერესება.

_თქვენ არაერთხელ სტუმრობდით საქართველოს. კონკრეტულად რომელი კუთხეები მოინახულეთ და რით მოიხიბლეთ ყველაზე მეტად?

_საქართველოს უკვე ოთხჯერ ვსტუმრობდი. რა თქმა უნდა, ვნახე საქართველოს დედაქალაქი თბილისი. შემდეგ ჩავედი კახეთში, აჭარასა და იმერეთში და ვნახე ქალაქები: მცხეთა, გორი, ქუთაისი, ასევე ვიყავი ყაზბეგში. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ადგილი დამრჩა სანახავი: ვარძია, დავით გარეჯი, გურია, სამეგრელო, სვანეთი, თუშეთი, მთიულეთი. ყველაზე მეტად, რაც მომეწონა, ეს იყო ქართველი ხალხი. როგორც ადგილი - თბილისი, ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალაქია. ვფიქრობ, რომ თბილისი ნამდვილად გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით. მაგალითად, თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, აბანოთუბანი წააგავს ისლამურ ცენტრალურ აზიას. შთამბეჭდავია ძველი თბილისის, სოლოლაკის ეზო- აივნები. ასევე გამორჩეულია რუსთაველის გამზირი თავისი ელეგანტურობით, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ევროპული ქალაქების იერსახეს. არ შეიძლება, არ აღვნიშნო ნარიყალა, რომელიც დედაქალს და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. იქიდან ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება, ამის დანახვაზე სუნთქვა შემეკრა და იმ წამიდან შემიყვარდა თბილისი.

_ხომ არ აღმოაჩინეთ რაიმე მსგავსება ამ ორ ქვეყანას - იტალია-საქართველოს შორის?

_ რა თქმა უნდა, კი, ხასიათით, ხალისიანობით ცენტრალურ და სამხრეთ იტალიასთან გაქვთ საერთო, თუმცა ისეთი სტუმართმოყვარეობა, როგორიც თქვენ გაქვთ, ჩვენთან არ არის. საერთოა ჩვენს შორის საჭმლის სიყვარულიც. ჭამა, რა თქმა უნდა, ყველას გვიყვარს, სმაც (იცინის). ყველაზე მეტად ხაჭაპური, მწვადი მომეწონა, ოღონდ სახლში გაკეთებული ბევრად გემრიელია. ასევე მომეწონა საწებელი, რომლის სახელიც არ მახსოვს, მაგრამ გაკეთებული იყო ნიგვზით, რომელიც ახლახანს დავაგემოვნე ქალაქ ბარში წიგნის პრეზენტაციაზე. ქართული სამზარეულო ძალიან კარგი და მრავალფეროვანი. გემრიელი ყველი და ბოსტნეული გაქვთ, მწვანილს გამოვყოფდი. განსხვავებულია ჩვენი სამზარეულოები, თუმცა მსგავსებაც არის -ორივე გემრიელია. ქვევრის ღვინო, რომელიც კახეთში დავაგემოვნე ძალიან მომეწონა. გავსინჯე ისეთი ღვინოც, რომელიც მსუბუქი დასალევია, თან შეგიძლია ბევრიც დალიო. მახსოვს, ვსვამდით თეთრ ღვინოს და იმდენად გემრიელი იყო, არ გვწყინდებოდა მისი დალევა. მძიმე კი იყო, მაგრამ მაინც სასიამოვნო. იმ ხილს და ბოსტნეულს, რომელიც საქართველოში ვჭამე, განსაკუთრებული სურნელი და გემო ჰქონდა.

_ანუ ყველაფერი მოგწონებიათ...

_კი, კი ყველაფერი. (იცინის)

_ქართველი ემიგრანტების გარდა, არიან თუ არა წიგნის შეძენით დაინტერესებულნი იტალიელები?

_ქართველებისთვის ეს წიგნი უდიდესი მოვლენა აღმოჩნდა. რაც შეეხება იტალიელებს, ვისაც კავშირი აქვს ამ ქვეყანასთან, მაგალითად, ჰყავთ ქართველი მეგობრები, ერთხელ მაინც უმოგზაურიათ საქართველოში, ან იტალიელებთან მუშაობენ, აი, მათში დიდ ინტერესს იწვევს.  პულიაში (სამხრრეთ იტალიაში) შევხვდი ადამიანებს, რომლებსაც არანაირი კავშირი აქვთ საქართველოსთან, მაგრამ იციან მის შესახებ და უყვართ. ქალაქ ბარში ისეთ ადამიანსაც შევხვდი, რომელიც დაინტერესებულია ქართულის შესწავლით და მეტიც, უკვე წერს კიდევაც ქართულად. იგი დაახლოებით სამოცი წლის მამაკაცია.

_ქართული ძალიან რთულია ენაა?

_კი, მაგრამ იტალიურიც რთულია, სრულიად განსხვავებული დამწერლობაა, მაგრამ ამ ადამიანმა შეძლო მისი სწავლა. თქვენი ანბანი ძალიან მდიდიარია, დიდი ისტორია აქვს, დაუჯერებელია,  როგორ შეძლო ამ პატარა ერმა მისი მოვლა და დღემდე შენარჩუნება. ეს არის ქვეყნის უდიდესი განძი, მემკვიდრეობა, რომელსაც თქვენ ფლობთ.

_შეგიძლიათ, გაგვიმხილოთ ამ დროისთვის რა რაოდენობის წიგნი არის გაყიდული?

_დღემდე გაიყიდა 700 წიგნი. ასეთ რაოდენობას ვერც წარმოვიდგენდი. ახლა ფლორენციაში ერთ-ერთმა რედაქციამ თავის თავზე აიღო წიგნის გამოცემა და დიდი იმედით ველოდები.

_სად არის შესაძლებელი წიგნის შეძენა?

_წიგნის შეძენა უკვე შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით,  AMAZON. COM- ის მეშვეობით ( აქ იგი განთავსებულია შემდეგი სახელწოდებით „STORIA DELLA GEORGIA“)  და ზოგიერთ ბიბლიოთეკაში. აგვისტომდე ეს შეუძლებელი იყო. დაინტერესებულ ადამიანებს, ასევე შეუძლიათ წიგნი შეიძინონ იტალიის სხვადასხვა ქალაქებში, ნაპოლში, რომში, ფლორენციაში, რეჯო-ემილიაში, ბოლონიაში, რეჯო-კალაბრიაში და ა.შ. აქ არსებულ ქართულ სამრევლოებში. ყველა სამრევლოში არის ერთი ადამიანი, რომელიც წიგნებს ყიდის. ვფიქრობთ, რომ წიგნები ისეთ ადგილას გავავრცელოთ, სადაც ხალხს მეტი წვდომა ექნება. ჩემთანაც „ფეისბუქის“ საშუალებით შეუძლიათ დაკონტაქტება.

_შეიძლება ითქვას, რომ მიაღწიეთ თქვენს მიზანს, დაგეახლოვებინათ ორი ქვეყნის ხალხი?

_ეგ თუ შევძელი, დიდი პატივი იქნება. ვიმედოვნებ, რომ ბევრი იტალიელი წაიკითხავს და გაიგებს, რამდენად ღირსეულია ჩვენგან შორს მყოფი ეს პატარა ქვეყანა. იმედია, ცოტათი მაინც დავაახლოვე.

_როგორ ფიქრობთ, განვითარების რა ეტაპზეა ახლა საქართველო?

_მახსოვს, 1991 წელს ზვიად გამსახურდიას გამოსვლები და დღე, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი პრობლემა. ბევრი ემიგრანტი ჰყავს საქართველოს უმუშევრობის პრობლემის გამო, მაგრამ რაც მთავარია დემოკრატია არის ქვეყანაში. ქვეყანა გახდა დემოკრატიული. ქვეყანამ, რომელმაც სახსრების გარეშე მოახერხა ეს და რომელმაც 90-იანი წლებში დიდი კრიზისი გამოიარა, ვგულისხმობ, სამოქალაქო ომების შემდეგ ტერიტორიების დაკარგვას. თუმცა მერე დაიწყო აღორძინება. ბოლო წლებში ცვლილებები შეიმჩნევა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ სფეროებში. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თუმცა მთავარია, საქართველო ადგას განვითარების სწორ გზას. ეს კი ყველას დამსახურებაა.

_ახლა რაზე მუშაობთ, საქართველოს შესახებ თუ არის თემები, რაზეც დაწერთ?

_ ვმუშაობ ელექტრონულ კომპანიაში. კომერციული პასუხისმგებელი პირი ვარ. 16 წლიდან საქართველო ჩემი გატაცებაა. თითქოს, ეს არის ჩემი მეორე, პარალელური ცხოვრება. ამაზე არ გავჩერდები, იტალიის სხვადასხვა ქალაქში გავაგრძელებ პრეზენტაციებს, უკვე დაგეგმილი მაქვს მოდენაში, ქართულ სამრევლოში ჩატარება. ასევე მილანში, რეჯო-კალაბრიაში და ალბათ, მანტოვაშიც. ვფიქრობ, წლის ბოლოს უნდა დავასრულო პრეზენტაცია ფლორენციაში, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო. გეგმაში მაქვს, დავწერო წიგნი საქართველოს მხარეებზე რეპორტაჟების სახით. ვიმოგზაურებ ქვეყნის სხვადასხვა სოფელში, ქალაქში და მოგიყვებით მათ შესახებ. თითქმის ყველა ლეგენდა მინდა მოხვდეს ამ წიგნში, რომლებიც იქნება ილუსტრირებული. მინდა იყოს პატარა, უბრალო წიგნი.

_როგორ აპირებთ მომავალში ჩვენს ქვეყანასთან, საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელებას?

_კარგი იქნება თუ ჩავალ მომავალი წლის გაზაფხულზე, მაგრამ ჯერ ყველაფერი კარგად უნდა დავგეგმო. გამიხარდება, თუ შევძლებ, ის ადგილები ვნახო, რომლებიც არასდროს მინახავს. თუნდაც იმისთვის უნდა ჩავიდე და ვნახო ეს მხარეები, რომ ახალი წიგნის წერას შევუდგე. სურვილი მაქვს, რომ ჩემი წიგნის პრეზენტაცია საქართველოშიც მოვაწყო.




 ახალი ამბები
  • "დააბი პრეზიდენტი" _ აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი „დააბი პრეზიდენტი“ გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციის კარზე სიმბოლურად ბოქლომი დაამაგრეს და სტიკერები მიაკრეს #შეცვალე. მათი თქმით, პრეზიდენტი „დასაბმელია“, ამასთან, აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იღებს ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აქციებს მომავალშიც გააგრძელებენ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. ... ...
  • ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს _ დიდთოვლობის გამო დამსვენებლები ბარში ჩამოსვლას ვერ ახერხებენამ წუთებში, ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს _ წუხელ მოსული თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღემატება, რის გამოც, დამსვენებლები ბარში წამოსვლას ვერ ახერხებენ. _ დაახლოებით 35 ოჯახი ისვენებს კურორტზე. გამოსვლას ვერ ახერხებენ ის ადამიანები, რომლებიც კურორტზე დაბალი გამავლობის მანქანებით არიან ამოსულები. უკვე დაწყებულია გზების გაწმენდა და მალე, ყველა ადამიანი სამშვიდობოს იქნება, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ, რომელიც შესაბამის სამსახურებთან ერთად ბახმაროში იმყოფება. მისივე თქმით, სპეცტექნიკით დღესვე გაიწმინდება ცენტრალური გზა იმისთვის, რომ ბახმაროში გადაადგილება ყველასთვის შესაძლებელი ... ...
  • "დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათანდედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ... ...
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე საშიში ფეხსაცმელი

„შლოპანცები“ შეიძლება საზაფხულო, სრულყოფილ ფეხსაცმელად...

როგორ გამოვფხიზლდეთ ალკოჰოლური თრობისგან

თუ ბევრი დალიეთ,  პირველი, რაც...

ის, რაც არასწორად იცოდით

აუცილებელია 8 ჭიქა წყალი დღეში...

ქალის სილამაზის 10 საიდუმლო

როგორ დავფაროთ დაღლილი და ჩაწითლებული...

სამკურნალო სასმელი

უამრავი ადამიანი სვამს ყოველდღიურად ყავას,...

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...