ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა ქართულ დელეგაციას არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს

საზოგადოება

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა ქართულ დელეგაციას არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს

13 ოქტ. 2016, 20:09:32

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობის ფარგლებში, მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც კომიტეტმა ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა.

სხდომის მსვლელობისას ევროპელმა კოლეგებმა, საქართველოს პარლამენტის დელეგაციას, ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრმა ბორის სილევიჩმა, რომელიც საქართველოზე ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელია, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოში. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო გამორჩეულად მშვიდი ყველა იმ საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელიც მანამდე ქვეყანაში ჩატარებულა, რაც სათანადოდ აღნიშნულია ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებებში.

მონიტორინგის კომიტეტის წევრმა სტეფან შენახმა (ავსტრია) აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით. ასევე, ხაზი გაუსვა საარჩევნო ადმინისტრირების მაღალ ხარისხს, რაშიც მისი თქმით, განსაკუთრებული როლი მიუძღვით კომისიის ქალ წევრებს, რაც ასევე წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მუშაობას 15 ოქტომბერს დაასრულებს.




 ახალი ამბები
  • ვინ არიან დეპუტატები, რომლებსაც პარლამენტში 2019 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათპარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წელი პოლიტიკურად აქტიური და დაძაბული იყო. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა, კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატების აქტივობა, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ ამ უფლებით, კერძოდ საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს, ესენია: ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), მახირ დარზიევი (უმრავლესობა), მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ზაზა კედელაშვილი („ევროპული საქართველო”), თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა), იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), სამველ მანუკიანი (უმრავლესობა), ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი), რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი), რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა), დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა), ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა), გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა), ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა)“,- ... ...
  • „ფასი მიფრინავს“ _ ოზურგეთში ერთი კილოგრამ თხილს ოთხ ლარად იბარებენდღეს, ადრე დილიდან, ოზურგეთში ერთ კილოგრამ თხილს ოთხ ლარად იბარებენ. _ კაია, ფასი მიფრინავს, მარა თხილს რომ კარგად არ ასხია ყველგან, ესაა ცუდი. ათ კილოგრამში 40 ლარი ავიღე, ერთ  ტომარა პურის ფქვილსაც  ვიყიდი და სხვა პროდუქტისთვისაც მეყოფა, _ გვითხრა სოფელ ნაგომრის მკვიდრმა ნუნუ წიტაიშვილმა. მიმღებ პუნქტებში, ზოგან გაცალკევებული აქვთ ფასები _ „ბერძნულას“  4 ლარად იბარებენ, „გულშიშველას“ კი _ 3,80 ლარად. თუმცა,  უმეტესად ერთი კილოგრამის ფასი 4 ლარია. _ სავარაუდოდ, ფასი მალე მოიმატებს, შესაძლოა, დღის ბოლომდეც აიწიოს, _ გვითხრა თხილის ადგილობრივ ბიზნესში ჩართულმა პირმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა. წელს, გურიაში, თხილის მოსავლის ხარისხი, გასულ წლებთან შედარებით, საუკეთესოა. თუმცა, მსხმოიარობა დაბლობ ადგილებში მინიმალურია, რასაც წლევანდელი ადრიანი ყინვებით ... ...
  • "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარები - პარტია რეგიონების კანდიდატებს დღეს დაასახელებსევროპული საქართველო" დღეს, 3 აგვისტოს, რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს - სწორედ ამით დაიწყებს პარტია წინასაარჩევნო კამპანიას. მაჟორიტარობის 22 კანდიდატიდან, პარტია დღეს ნაწილის წარდგენას გეგმავს. "ჩვენ გვქონდა სურვილი,  მომხდარიყო თბილისს გარეთაც პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება, მაგრამ რახან გადაწყდა, რომ შეთანხმება არ არის საჭირო, ასეთ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ ყველა პარტიამ, მათ შორის ჩვენც, მაჟორიტარობის კანდიდატები რაც შეიძლება მალე უნდა დავასახელოთ და მალე შევუდგეთ საქმეს, იმიტომ რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ "ევროპული საქართველოსი", რომ ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებში აუცილებლად უნდა დამარცხდეს, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი აკაკი ... ...
  • გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი და კიდევ ერთი პირი დაჭრეს. დაჭრილები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არიან  მოთავსებული. როგორც კლინკასთან ჟურნალისტებს გოგი თოფაძემ განუცხადა, მისი შვილიშვილის მდგომარეობა მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს”,_ აცხადებენ ... ...
  • თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვსგარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი საქმის გამომძიებლებს შეხვდნენ. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. გარდაცვლილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მათ უამრავი კითხვა აქვთ საქმესთან დაკავშირებით და სურთ, პრემიერისგან მოისმინონ, რომ საქმე გამოძიებული იქნება. „სამწუხაროდ, გუშინ გავრცელებულ ვერსიასთან დაკავშირებით, პასუხები ვერ მივიღე შეხვედრაზე და ამიტომ ეს პასუხები მინდა, გიორგი გახარიასგან მივიღო. საგამოძიებო უწყებაში გვითხრეს, რომ მასე შეიძლება, ბევრი რამე თქვანო და ვერ მივყვებით მაგ საკითხსო. უფრო მუშაობენ სამსახურის ხაზით, ამბობენ, რომ არ ჰქონდა კომფორტი. მაგრამ რა შუაშია ეს. მე განვაცხადე, რომ ეს ჩვეულებრივი მოკვდავის ჩადენილი მკვლელობა რომ ყოფილიყო, აქამდე გამოძიებული იქნებოდა. გამოძიება ითხოვს დროს. ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ გადაეცათ დამატებით მასალები. დამატებითი კამერები აღმოჩნდა, რომლებიც არ უნახავთ და დღეს აპირებენ იმ კამერების ნახვას. საკალმახე „ადმირალთან“ არის. ეს ადვოკატმა ნახა და მან შესათავაზა. მაინტერესებს, გახარიას რა რეაქცია ექნება. მინდა, რომ თვალებში ჩავხედო და მისგან მოვისმინო, რომ გამოძიებული იქნება ეს საქმე წესის და რიგის მიხედვით და დასახელებული იქნება ის სამი ჩინოსანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა. ოთხშაბათს დაგვიბარეს. გამომძიებლები ამბობენ, რომ ჩვენ გადმოგვეცა მასალები თეთრიწყაროდან და ჯერ ვეცნობითო. მე ისიც გავაჟღერე, რომ მანქანაზე თუ არ აღმოჩნდა სხვა პირის კვალი, გამიმყარებს ვარაუდს, რომ ნამდვილად არის წაშლილი კვალი“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. რაც შეეხება ელექტროშოკის საკითხს, გარდაცვლილის დედას არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ დასჭირდა თამარ ბაჩალიაშვილს ელექტროშოკი. „არ ვიცი, რატომ სჭირდებოდა და იმდენად სუსტი და ფაქიზი იყო, შეიძლება, ვერც გამოეყენებინა, უბრალოდ, სჭირდებოდა, მანქანაში ჰქონდა“, _ განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...