საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ კამპანიამ ქვეყანა პრემიერის და მთავრობის გარეშე შეიძლება დატოვოს -„ახალგაზრდა ადვოკატები“

საზოგადოება

საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ კამპანიამ ქვეყანა პრემიერის და მთავრობის გარეშე შეიძლება დატოვოს -„ახალგაზრდა ადვოკატები“

18 ოქტ. 2016, 17:25:59

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს, სამოქალაქო აქტიურობის მორიგი მაგალითი და არსებული გამოწვევები საფუძვლიანად შეაფასონ.

"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

"მნიშვნელოვანია ის მყისიერი სამართლებრივი რეაგირებები, რომელიც ცალკეულ საარჩევნო ოლქებში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით გამოვლინდა. მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურიც, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების არსებობაზე მიუთითებს და პასუხისმგებლობას ხალხსა და ხელისუფლებას შორის წარმოშობს. ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების მეორე ტურიც, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდება, ჩაივლის მშვიდ გარემოშო, ხოლო საარჩევნო ოლქები, სადაც შესაძლებელია პროცესები კვლავ დაძაბულ რეჟიმში ჩაიაროს, თავიდანვე მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, ვინაიდან მოქალაქეების საარჩევნო ხმის მიცემის უფლება იქნეს დაცული და გარანტირებული", _ აცხადებენ "ახალგაზრდა ადვოკატები".

"ახალგაზრდა ადვოკატები" აქცენტს აკეთებს ფინანსურად ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციების და არჩევნებში წარუმატებელი პარტიების ზოგიერთი წარმომადგენლების განცხადებებზე, რომელიც მიმართულია მოსახლეობის მიმართ ირიბ თუ პირდაპირ მოწოდებასთან, არჩევნების მეორე ტურში, მოქალაქეებმა მხარდაჭერა არ გამოხატონ მმართველი პოლიტიკური პარტიის მიმართ კონსტიტუციური უმრავლესობის მიღების საშიშროებით.

"მიგვაჩნია, რომ ასეთი პროპაგანდა წარმოადგენს ამომრჩევლების თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენის ღია მცდელობას და ცალსახად ემსახურება არჩევნების მეორე ტურში გადასული საპარლამენტო ოპოზიციის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს. საკითხის ფართო გაგებით, მნიშვნელოვანია საზოგადოება ფლობდეს ინფორმაციას, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობის საშიშროებით მოქალაქეები მხარდაჭერას საპალამენტო ოპოზიციას გამოუცხადებს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, "საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას". ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმადაც, პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტად მიიჩნევა პარტია, რომელმაც პროპორციული სისტემით, ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ამჟამად, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე საარჩევნო სუბიექტია, თუმცა პირველი ტურის შედეგებით, მმართველ პარტიას არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობაც და არსებობს მოლოდინი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნასთან მიმართებით, მაგრამ თუკი მეორე ტურში აღმოჩნდება, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის კანდიდატებზე მეტი მხარდაჭერა მიიღო საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა (ფაქტის დაშვება), საზოგადოება აღმოჩნდება რეალობის წინაშე, როდერსაც საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია წარადგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, თუმცა ვერ მიიღებს მხარდაჭერას, ხოლო ოპოზიციური საპარლამენტო უმრავლესობის (ფაქტის დაშვება)მხრიდან დასახელებული პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას მხარდაჭერის მიუხედავად, არ ექნება ლეგიტიმური ძალა, რაც ქვეყანაში გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისს და შესაძლო ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას.

ორგანიზაცია მოუწოდებს სამართლის სპეციალისტებს, კონსტიტუციონალისტებსა და ექსპერტებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, ფართო დისკუსია გაიმართოს. მხოლოდ მოქალაქეების ნებაზეა დამოკიდებული, ქვეყანას ეყოლება საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ რომელი პოლიტიკური პარტია იქნება აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების მმართველობაში. შესაბამისად, აუცილებელია, პატივი ვცეთ საზოგადოების არჩევანს და გადაწყვეტილებებს",_ აცხადებენ "ახალგაზრდა ადვოკატები".

ამავე თემაზე:

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი პროდასავლურ პარტიებს ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

”საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს რა არის მისთვის უკეთესი"




 ახალი ამბები
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...