გაიცანით მედია-მაკონტროლებელი პარლამენტარი _ "არ გაქვთ უფლება, ჩემს გარეშე სტატია გამოაქვეყნოთ!"

საზოგადოება

გაიცანით მედია-მაკონტროლებელი პარლამენტარი _ "არ გაქვთ უფლება, ჩემს გარეშე სტატია გამოაქვეყნოთ!"

29 ივნ. 2012, 12:23:20

იცნობდეთ _ ამ მოთხოვნის ავტორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი ოთარ ხინიკაძე გახლავთ, მისი კატეგორიული მოთხოვნის მიზეზი კი "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული სტატია.

"ქობულეთის პატარა ფეოდალი სეზონური აზროვნებით", _ ამ სახელწოდებით გამოქვეყნდა სტატია 2012 წლის 30 აპრილს სტატია "გურია ნიუსის" ვებგვერდზე.

"აქ, ქობულეთში, ხალხს, ცხოვრების წესთან ერთად, აზროვნებაც სეზონური აქვს. ორი თვე ფიქრობენ, ათი _ არა. ხომ დაჟანგდება ტვინი, თუ რეჟიმს არ მიაჩვიე, როგორ უნდა აამუშავო? გარდა შრომისა, მივაჩვიე, რომ არ მოიპარონ..." _ თემურ ჭყონიას ეს სიტყვები, რომელიც მან გაზეთ "პრაიმ ტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა თითქმის ერთი წლის წინ, სწორედ "გურია ნიუსის" საშუალებით გაგიგეს ქობულეთელებმა და ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა.

"გურია ნიუსში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, ამ თემით გაზეთი "აჭარა პ.ს"-ც დაინტერესდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა თემურ ჭყონიასთან სათაურით: "მე რომ ეს მეთქვა, ქობულეთში როგორ გავივლიდი?". თემურ ჭყონია ამ ინტერვიუში სიტყვების ათასგვარი თამაშითა და ფილოსოფიური წიაღსვლებით ცდილობს იმ სიტყვების უარყოფას, რაც მან ნამდვილად ისე თქვა, როგორც ჩვენ ამოვიკითხეთ და როგორც "პრაიმ თაიმში" ეწერა.

რაც შეეხება ბატონ ოთარ ხინიკაძეს, ვინაიდან ის ქობულეთის მაჟორიტარი გახლაЕთ, მასაც ვკითხეთ, რას ფიქრობდა თემურ ჭყონიას ამ განცხადებასთან დაკავშირებით.

ოთარ ხინიკაძემ, მაშინ სტატიის სათაური, გაზეთის გამოცემის თარიღი და ჭყონიას ციტატა საგულდაგულოდ ჩაინიშნა და განაცხადა: "მე მაგას არავის არ ვაპატიებ და ვნახავ ერთი მაგ სტატიას, სანამ არ გავერკვევი და არ წავიკითხავ, ვერაფერს ვერ ვიტყვი მანამდე. თუ მართლა მასე აქვს ნათქვამი, შეიძლება საჯაროდ და სახალხოდ არა, მაგრამ ერთი-ერთზე დავუჯდები, დაველაპარაკები და პასუხსაც მოვთხოვ მაგაზე, მაგრამ რაღაც მეეჭვება მაგის მსგავსი რამე რომ თემურს ეთქვას..."

ერთი თვის შემდეგ, პარლამენტარ ოთარ ხინიკაძეს ქობულეთელების ამბის მოსაკითხად დავუკავშირდით.

_ ბატონო ოთარ, გამარჯობათ!

_ გამარჯობათ!

_ დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩვენ დაგირეკეთ ბატონ თემურ ჭყონიასთან დაკავშირებით. მაშინ თქვენ განაცხადეთ, რომ აუცილებლად გაარკვევდით ყველაფერს. პირველ რიგში, მაინტერესებს თუ წაიკითხეთ ჩვენი მასალა, "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული?

_ ყველაფერი წავიკითხე, გენაცვალე.

_ თქვენ მაშინ გვითხარით, რომ აუცილებლად მოკითხავდით ამასთან დაკავშირებით პასუხს ბატონ თემურ ჭყონიას და გვაინტერესებს თქვენ თუ...

_ თუ ჩავთვლიდი, რომ ის არასწორად მოექცა ქობულეთელებს და თუ ცუდი რამე თქვა ქობულეთელებზე მეთქი. მე მართალი რომ გითხრათ, საგანგაშოს იქ ვერაფერს ვერ ვხედავ.

_ რაში ვერ ხედავთ, ბატონო ოთარ?

_ ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში.

_ ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში საგანგაშო ის არის, რომ ქობულეთთან დაკავშირებით ის საუბრობს, რომ...

_ გააჩნია, ვინ როგორ გაიგებს. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ქობულეთელები წელიწადში ორ თვეს აქტიურად ნამდვილად მუშაობენ და დანარჩენი ფაქტიურად ისვენებენ. რატომ ღებულობთ მაინცდამაინც ისე, რომ თითქოს ტვინი დაჟანგებულები აქვთ ქობულეთელებს ათი თვის განმავლობაში და ორი თვე უმოძრავებთ მარტო? მერე ქურდობას გადავაჩვიეო. სულ არ წერს, ქურდობას ქობულეთელები გადავაჩვიეო?!

მე თქვენი კორესპონდენტმა რომ მელაპარაკა, ამას ვიწერ და უნდა გამოვაქვეყნოო, სხვათაშორის უნდა შემითანხმო ჯერ. მკითხო და

_ ბატონო ოთარ, როცა ჟურნალისტი გირეკავთ, მითუმეტეს თქვენ იცით ამის შესახებ!

_ ყველაფერი ვიცი ძალიან კარგად. სანამ გამოაქვეყნებ სტატიას მე უნდა შემითანხმო სტატიის შინაარსი თავიდან ბოლომდე. ჩემგან უნდა მიიღო თანხმობა და მერე უნდა დაბეჭდო. ან ყოველ შემთხვევაში ახლა მე რასაც გელაპარაკებით ამას თუ ყველაფერს გამოაქვეყნებთ და კიდევ დაწერეთ, თქვენ არასწორი იქნებით.

_ რატომ, ბატონო ოთარ?

_ მე თქვენ კერძო პირს გესაუბრებით. რასაც წერ, ის სტატია იქნებ ისეთი რაღაც იყოს ნიუანსი, რომელსაც შეიძლება თქვენ ისე ფიქრობდეთ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ზუსტად ასეთი შემთხვევა იყო ეგეც.

_ ბატონო ოთარ, მე თქვენ არ გირეკავთ როგორც კერძო პირი, მე თქვენ გირეკავთ როგორც ... (არ გვასრულებინებს სიტყვას. ავტ.).

_ რაც შეეხება ხეების მოჭრას, იქ ხეების მოჭრაზეც იყო საუბარი. ხეების მოჭრა ეს არის ის, რომ სახელმწიფომ მიყიდოს რაღაც პირობებით და გარემოს დაცვის სამინისტრო და შესაბამისი სამსახურები არსებობს. დეპუტატმა ვარჩიო, ვინ ზედმეტი ხე მოჭრა და ვინ ნაკლები?! სპეციალური სამსახურები მყავს გარემოს დაცვის მე თუ რა?! ყავს ამას შესაბამისი სამსახურები და მიმართეთ მაგას, როგორ მოექცა ეს ხე ტყეს.

_ ბატონო ოთარ, თქვენ ხართ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი და გეხებათ აბსოლუტურად ყველაფერი.

_ კი, გენაცვალე, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ.

_ და აბსოლუტურად ყველაფერი გეხებათ და საქმის კურსში უნდა იყოთ, ხე კი. არა...

_ შენი ჭირიმე რა, ნუ მასწავლი, რა მეხება და რა არ მეხება. მე ძალიან კარგად ვიცი, რა მეხება. მაქსიმალურად ვაკეთებ ყველაფერს რისი გაკეთებაც შემიძლია. თქვენი ის ნამდვილად არ მჭირდება, მე რას წარმოვადგენ. თქვენ აკეთებთ ცუდ საქმეს., როცა ისე იწერთ. კეთილი ინებეთ, შემითანხმეთ.

_ ბატონო ოთარ, აქვე მინდა გითხრათ, როდესაც მეუბნებით, როგორც კერძო პირს ისე გესაუბრებით. მე თქვენთან, როგორც კერძო პირთან არ დამირეკავს. გითხარით რომ გირეკავთ ჟურნალისტი ირმა მესხია, "გურია ნიუსიდან". ე.ი. ვრეკავ ჟურნალისტი.

_ ჟურნალისტები მე ათას რამეზე მირეკავენ. მეკითხებიან, მაგრამ სანამ გამოაქვეყნებენ მითანხმებენ იმას სხვათაშორის. მე კი არ გეუბნებით, თქვენ რაც მე მინდა ის დაწერეთ. შეიძლება ის კუთხე და ის მიდგომა რასაც თქვენ აპირებთ იმ სტატიაში და ჩემი მიდგომა სავსებით რადიკალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ამიტომ არ გაქვთ უფლება, ჩემს გარეშე სტატია დაბეჭდოთ. გაქვთ ამის უფლება, როგორ ფიქრობთ?!

_ ბატონო ოთარ, ჩვენ გვაინტერესებს კომენტარი კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, შეფასებას თუ გავაკეთებთ, ამ თემასთან დაკავშირებით გამოთქვით თქვენი მოსაზრება...

_ მაგის თაობაზე უკვე გამოქვეყნდა.. მეტი რაღა უნდა გითხრათ? რა გინდათ ახლა, ვერ გავიგე.

_ თქვენ ჩვენთან განაცხადეთ, _ აუცილებლად გავარკვევ ბატონ თემურთან ყველაფერსო. გვაინტერესებს, გაარკვიეთ თუ არა ეს...

_ ბატონი თემური არ მინახია, მაგრამ ის სტატია წავიკითხე, რომელიც მიმითითა თქვენმა ჟურნალისტმა. ამოვიღე გასული წლის ჟურნალი და...

თუ ასე გული შეტკივა ქობულეთზე, რაღა წელიწადნახევრის წინანდელ მასალას პოულობ. მიადევნე პერიოდიკას თვალყური, ყოველდღიურ პერიოდიკას. სხვათაშორის, მე ქობულეთში გამგებელი რომ ვიყავი, პირველი რაც მე გავაკეთე, დავუძახე, ვთხოვე რომ მოეტანა ნაგავი რაც იყო ქობულეთის გამგეობის წინ (არ ისმის კარგად...,) მაგრამ ვინმე კონკრეტულად თქვენგან ისეთ პირობებში ჩააყენოთ ამის უფლებას არავის არ მივცემ. კეთილი ინებეთ, შევთანხმდეთ, დამირეკეთ (არ ისმის)... წამაკითხეთ კაცო. შეიძლება მე სხვა კუთხით სხვანაირად ვთქვი და თქვენ სხვანაირად გაიგეთ. (არ ისმის) ყველაფერი გაიგეთ ხომ?

ამის შემდეგ ოთარ ხინიკაძესთან სატელეფონო საუბარი გაწყდა.

P.S. ეს ინტერვიუ ოთარ ხინიკაძესთან დაახლოებით ერთი თვის წინ ჩავწერეთ და გამოქვეყნებას მას შემდეგ ვაპირებდით, რაც მასალაზე მუშაობას საბოლოოდ მოვრჩებოდით. მაგრამ, რადგან, ამ თემას რამდენიმე დღის წინ "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" ქობულეთის ოფისმაც მიუძღვნა სპეციალური ბრიფინგი, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ინტერვიუ სწორედ ახლა გამოგვექვეყნებინა.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ ხაშურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ხ.ნ., 1991 წელს დაბადებული ს.ნ. და 1986 წელს დაბადებული დ.დ. ხაშურში დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1947 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ... ...
  • რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ახლობლებმა მისი ტანსაცმელი რიონის ნაპირზე აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ... ...
  • ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი, ლოტბარი - დღეს ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეადღეს ქართველი ფოლკლორისტის, მომღერალის, ლოტბარის, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელის, პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალის (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორის და ლოტბარის ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეა. იგი პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა. ფილიმონ ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდნენ ქართულ გალობასა და სიმღერას, ეროვნულ მუსიკალურ ენა-აზროვნებას. ქართული გალობა, რომელიც შუა საუკუნეების უნიკალური პოლიფონიური ტრადიციაა, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გალობა, ქართულ ენასთან ერთად, იდევნებოდა ლიტურგიიდან, ეკლესიებიდან, სასწავლებლებიდან. გალობის მცოდნე ძალიან ცოტაღა იყო საქართველოში - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონ ქორიძემ უარყო წარმატებული საოპერო კარიერა, უარი სთქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას. ქორიძესთან მელქისედეკ ნაკაშიძის მეთაურობით მივიდნენ ცნობილი ქართველი მგალობლები და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება? ქორიძისგან რომ დადებითი პასუხი მიიღეს, გაუკვირდათ და ეჭვის თვალით შეხედეს მას. ქორიძემ მგალობლები მეორე დღეს დაიბარა, უგალობა და ფორტეპიანოზე მოასმენინა. მგალობლები დარწმუნდნენ რომ გალობის ნოტებზე გადატანა შესაძლებელი იყო. ფილიმონის ვაჟის, მიხეილ ქორელის მოგონებების თანახმად ფილიმონს ხშირად იწვევდნენ სუფრებზე, სადაც ის სხვადასხვა სიმღერებს ისმენდა. ქორიძე ამბობდა, რომ ზოგიერთ სიმღერას ვერ ცნობდა, რადგან მათ ადრე სხვანაირად ამბობდნენ, ახლა კი ელფერი შეცვლიაო. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ქორიძეს სურვილი, ნოტებზე ჩაეწერა ძველი გალობის კილოები. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. საქმე იდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ქორიძემ საოპერო კარიერა მიატოვა და აღარც უცხოეთში წასულა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან ის საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა. 1883 წელს ფილიმონმა დაასრულა იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა. 1884 წლისთვის უკვე არსებობდა სასტამბოდ გამზადებული ხელნაწერი. ეგზარქოს პავლეს მიერ გალობის აღმდგენი კომიტეტის მუშაობის ჩაშლამ შეუძლებელი გახადა ნოტებზე გადატანილი საგალობლების დაბეჭდვა თბილისში. მალე ქორიძე ინახულა ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ, რომელმაც აცნობა ქორიძეს, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაინტერესებული იყო ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერითა და გამოცემით. 1884 წლის ნოემერბში გაიმართა იმერეთის სამღვდელობის კრება, რომელმაც აირჩია სპეციალური კომიტეტი. კომიტეტმა 1885 წელს კონტრაქტი გაუფორმა ფილიმონ ქორიძეს. მას გურიასა და იმერეთში ცნობილ მგლობელთაგან 400 საგალობელი უნდა ჩაეწერა. ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლები. საგალობლებს ის დიმიტრი ჭალაგანიძისგან, რაჟდენ ხუნდაძისგან და სხვათაგან იწერდა. 1887 წელს ქორიძემ ეპისკოპოს გაბრიელს 400 საგალობლისგან შემდგარი კრებული ჩააბარა. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქორიძე ქუთაისში დარჩა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერა განაგრძო, ხელმძღვანელობდა სასულიერო სასწავლებლის გუნდს. 1889 წელს ქორიძის მეორე მეუღლე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. 1890 წელს მეგობრების რჩევით ქორიძე თბილისში დაბრუნდა. 1893 წელს ქორიძე მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად. მათვე შუძინეს ფისჰარმონია. ოზურგეთში ის 16 ივნისს გაემგზავრა: „დღეს, ამ თვის 16, მიემგზავრება ბატონი ფილიმონ ქორიძე ქ. ოზურგეთს. მაშასადამე, ხვალ ორი მამულიშვილი, ბატონი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ფოტოგრაფსავით სისწორით გადააქვს ჩვენი გალობა, და ბატონი ანტონ დუმბაძე, რომელიც სრული და შეუდარებელი მგალობელია მთელს საქართველოში, ერთად შეიყრებიან“ გარდაიცვალა 1911 წელს ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ეკლესია. ამჟამად საფლავი დაკარგულია. მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში — ესტატე კერესელიძე). სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით. 1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა მისი ბიუსტი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე). ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული. წყარო: ... ...
  • აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდააჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ცნობით, ცხელების ცენტრიდან კაცს საკუთარი სურვილით თურქეთში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას განაგრძობს. აჭარაში, კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ... ...
  • ბებო კახეთიდან, რომელიც ლანჩხუთის ქუჩებში შემწეობას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალამოხუცი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანიდან იყო და წლების განმავლობაში ლანჩხუთის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალა. ეთერ ნატროშვილის ოჯახი ლანჩხუთში კახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა შვილთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლე ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა და ლანჩხუთშია დაკრძალული. მოხუცი ქალბატონი შვილთან ერთად ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა თუ წვიმაში, წლების განმავლობაში ქუჩაში იდგა მოწყალების მისაღებად და თავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მიტოვებულ ავტობუსს აფარებდა. ლანჩხუთის მერიამ მას არაერთხელ შესთავაზა ქირავნობის პროგრამა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სახლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდხანს არ ჩერდებოდა. სამიოდ თვის წინ კი, პრობლემა ნაწილობრივ იმით მოგვარდა, რომ მოხუცი ქალბატონი საგარეჯოს უპოვართა სახლში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, იგი გარდაიცვალა, ლანჩხუთში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით ე.წ. "ატეკის სასაფლაოზე" ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...