იქნება თუ არა რეალიზაციის საფრთხე მანდარინის უხვი მოსავლის პირობებში

საზოგადოება

იქნება თუ არა რეალიზაციის საფრთხე მანდარინის უხვი მოსავლის პირობებში

2016 ოქტ 27 17:16:53

წელს, გურიაში მანდარინის უხვი მოსავალია. როგორც ციტრუსოვანთა პლანტაციების მფლობელები ამბობენ, ნაყოფიც ძალზე ხარისხიანია. მწიფობის ფაზაც გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ეს გასულ წლებში ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სეზონი არ დაწყებულა, აქა-იქ მაინც კრეფენ და მოსავლის დროზე ადრე რეალიზაციას ამჯობინებენ. მიზეზი ამ დაჩქარებისა, ზოგის აზრით, მომხმარებლის დაკარგვის საფრთხეა, ზოგი კი შიშობს, ცუდ ამინდებს პროგნოზირებენ და შესაძლოა, მოსავალი ეზარალოთ, ამიტომ ცოტა ნაკლებ ფასში გაყიდვას ამჯობინებენ.

აქტიურად საუბრობენ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაზეც, რომელშიც ყველა არ ერთვება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების მკვიდრი მაია ნაკაიძე ამბობს, რომ მას მანდარინის ვრცელი პლანტაცია აქვს და წელს კარგ მოსავალსაც ელის. რაც შეეხება რეალიზაციას, ნატანებს ამ მხრივ პრობლემა მოხსნილი აქვს, რადგან აქ ორი წლის წინ გაიხსნა ქარხანა, სადაც მანდარინს შეუფერხებლად იბარებენ.

_ რეალიზაციის შიში მაინც ყველა ოჯახს აქვს, რადგან მრავალი წლის მანძილზე, მანდარინს არავინ ყიდულობდა, ადგილობრივი ბაზრის მომხმარებლების გარდა. ეს კი მცირე შემოსავალიც არ იყო ოჯახისთვის. ხალხმა ამ კულტურის აჭრაც კი დაიწყო. საბედნიეროდ, ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა და კარგია, თუ კიდევ იქნება უკეთესობა. პირადად ჩვენი ოჯახი აგროდაზღვევის პროგრამაში არ არის ჩართული, თუმცა, სამომავლოდ ვაპირებ, დავაზღვიო მოსავალი. კომპანიები საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობენ ხალხს, თუმცა, ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ დააზღვია და ვერაფერი მიიღო. დანამდვილებით არ ვიცი _ ეტყობა, ყველაფერი ოპერატიულობაზეა დამოკიდებული, _ ამბობს ის.

სოფელ ლიხაურის მკვიდრი ნინო სალუქვაძე მიიჩნევს, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა დასახვეწია. უნდა გადაისინჯოს დაზღვევის პერიოდის ვადები:

_ ხშირად გურიაში მანდარინს დეკემბრის შუა რიცხვებშიც კრეფენ. ხალხი მთვარის მიხედვით ახერხებდა მოსალოდნელი ამინდის გამოცნობას და მოსავალს ასე ამწიფებდნენ. ძალზე შემჭიდროებულია ზარალის შეტყობინების დროც. დაზღვევა კარგია, მაგრამ ეს ფერმერმა უნდა ისარგებლოს და არა მარტო დამზღვევმა, _ ამბობს ის.

გეორგ მარუქიანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ციტრუსოვანთა დიდი ბაღი არ აქვს, თუმცა, წელს იმდენად ხარისხიანი და უხვი მოსავალია, სურს, კარგ ფასად გაყიდოს. ჩაერთო დაზღვევის პროგრამაშიც, თუმცა, ამინდის პროგნოზის გამო შიშობს, ვაითუ მოგვიანებით, მოკრეფამდე სეტყვა ან თოვლი მოვიდეს და იმდენს რას მისცემენ, რომ დანაკარგი აინაზღაუროს.

ფერმერთა უმრავლესობა წლევანდელი კარგი მოსავლის იმედად არის და უმეტესად, მაინც რეალიზაციის პრობლემებზე საუბრობს _ მოვა თუ არა კლიენტი, რომელიც ხელსაყრელ ფასს შესთავაზებთ, მოხდება თუ არა სახელმწიფო საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარება, თუ გახორციელდება ციტრუსოვანთა შესყიდვის პროცესში სუბსიდირება და მოხდება თუ არა არასტანდარტული მანდარინის, ე. წ. "ენესის" რეალიზაცია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი გიგა ხარაბაძე, მანდარინის კრეფის სეზონის დაწყების წინ, ჩატარებულ სამუშაოებზე საუბრობს:

_ ჯერჯერობით, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით, შერჩევითი მონიტორინგი ჩატარდა, მოსავლის რაოდენობასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, სულ ცოტა, 18 ათას ტონამდე მანდარინს მივიღებთ წლევანდელ სეზონზე. ისეთ დიდ სოფლებში, როგორიცაა ნატანები და შრომა, 8 ათას ტონამდე მოსავალი უნდა მოვიდეს. დღეისთვის, შერჩევითი კრეფის შემდეგ, 208 ტონა მანდარინია დამზადებული. ეს იყო ჯერ კიდევ მწვანე ნაყოფი, რომელზეც გარკვეული მოთხოვნა იყო და ამიტომ მოიკრიფა.

_ ბატონო გიგა, ფერმერები, ძირითადად, რეალიზაციის შესახებ საუბრობენ, შიშობენ, მოხდება თუ არა სრული რეალიზაცია. თუ არის მოთხოვნა უცხო ქვეყნებიდან მანდარინზე?

_ არ მგონია, მანდარინის რეალიზაციას საფრთხე შეექმნას, რადგან გახსნილია მიმღები პუნქტები და კიდევ გაიხსნება. არსებობენ კერძო რეალიზატორები, რომლებიც თავად ეკონტაქტებიან ფერმერებს. მოთხოვნა არის რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან. გააჩნია, რა იქნება საბაჟო გადასახადი.

_ რას გვეტყვით ფასის შესახებ და სადაზღვევო კომპანიების მუშაობის შესახებ? ზოგი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ დააზღვია, მაგრამ ანაზღაურება ვერ მიიღო...

_ ესეც ინდივიდუალური იქნება, ალბათ. დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ, საშუალოდ, 50-65 თეთრის ფარგლებში უნდა იქნეს ერთი კილოგრამი მანდარინის ფასი. ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლოა, მოხდეს ფასის ცვლილება. რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიებს, დაინტერესებული ფერმერები დებენ კონტრაქტს. ეს უფრო კონფიდენციალური თემაა და ორივე მხარის დაკვირვებულ, პუნქტუალურ მუშაობაზეა დამოკიდებული. კიდევ ვიმეორებ, წელს მანდარინის რეალიზაციის კარგი პირობები იქნება.




 ახალი ამბები
  • ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები _ მთავრობის გადაწყვეტილებამთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც. „აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა ... ...
  • ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყომთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია ... ...
  • კახა კალაძე: ვთხოვ ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის"მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. კალაძის თქმით, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. მისივე განცხადებით, ახლა როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. „ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე 34-ვე მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას, დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის ... ...
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...