რა საფრთხე აღმოაჩინეს მეცნიერებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში

gurianews.com

საზოგადოება

რა საფრთხე აღმოაჩინეს მეცნიერებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში

2016 ნოე 2 00:38:57

ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში, 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, რადიაციის ახალი კერები აღმოაჩინეს. მათი მტკიცებით, ახლადაღმოჩენილი კერები მოსახლეობისთვის ჯერჯერობით საფრთხეს არ ქმნის, თუმცა, რადიაციის დონე ადგილზე კრიტიკულ ზღვარს სცილდება და დროულ რეაგირებას საჭიროებს.

რადიაციის კერების არსებობის შესახებ "გურია ნიუსუსთვის" ჯერ კიდევ 2005 წელს გახდა ცნობილი, როცა მოვიპოვეთ წერილი გრიფით _ "საიდუმლო". წერილით ირკვეოდა, რომ ქალაქ ოზურგეთში, დაბა ანასეულში ჩაის სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტერიტორიაზე რადიაციის კერა არსებობდა. შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ვითარების შესწავლას და შემდგომ რეაგირებას ითხოვდა, თუმცა რა რეაგირება მოყვა აღნიშნულ წერილს უცნობია. დღემდე არ არის ცნობილი, სად არის რადიაქტიული ნარჩენებით სავსე ტყვიის კონტეინერები. არსებული ინფორმაციით, ისინი ანასეულიდან გაიტანეს, თუმცა, მეორე ვერსიით, კონტეინერები ამ დრომდე ანასეულის ტერიტორიაზე რჩება.

ინსტიტუტში, რომელიც 70-იან წლებში დაარსდა და 1996 წლის ბოლომდე ფუნქციონირებდა, მცენარეებზე დაკვირვებას აწარმოებდნენ, თუმცა საბჭოთა პერიოდის შემდეგ, ადგილზე მასშტაბური სამუშაოები აღარ განხორციელებულა. ლაბორატორიის ტერიტორია კი, 90-იან წლებში რამდენჯერმე გაიძარცვა და გაპარტახდა. მოგვიანებით, 2012-2013 წლებში ადგილზე სამუშაოები ჩატარდა, დაბეტონდა ახალი სამარხების ტერიტორია, სადაც რადიაციული ნარჩენები იყო მოთავსებული, მაგრამ რადიაციის გაჟონვა ვერც  ბეტონის ახალი საფარმა უზრუნველყო, რომელიც უკვე საგრძნობლად დაზიანებულია.

რა საფრთხის წინაშე დგას ანასეულის მოსახლეობა, დაცულია თუ არა ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც ახალი კერები აღმოაჩინეს, რა რეკომენდაციები აქვს მეცნიერებს და ვინ უნდა განახორციელოს ადგილზე სამუშაოები, _ ამ საკითხებზე "გურია ნიუსი" ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს, ალეკო ღონღაძეს ესაუბრა.

_ბატონო ალეკო, როდის იმყოფებოდით ანასეულში ბოლოს და რა პრობლემა გამოიკვეთა ადგილზე?

_3 წელია ამ საკითხზე ვმუშაობთ. ბოლოჯერ ანასეულში ვიყავით 2016 წლის 9-10 ივნისს, მე და ჩემი თანამშრომელი ბატონი პაატა იმნაძე. ავიღეთ სინჯები. ჩავედით იმისთვის, რომ წამოგვეღო მცენარეული საფარის სინჯები და ნიადაგი, რომ შეგვესწავლა როგორ შედის რადიაქტიული ნივთიერებები მცენარეში და რა თავისებურებები აქვს ამ პროცესს. მაგრამ როცა ვნახეთ რადიაციული ფონი ჩვენ უფრო მეტი ნიადაგი წამოვიღეთ, ვიდრე მცენარე. როგორც იცით, ანასეულის რადიოეკოლოგიური ლაბორატორია შეიქმნა 1972-73 -იანი წლებში და დაიწყო ფუნქციონირება. ამ დროს მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირი იყო და მთელ ტერიტორიაზე მათ ჰქონდათ ასეთი ლაბორატორიები. კერძოდ, ძალიან საინტერესო იყო გურია, რადგან იქ არის ტენიანი სუბტროპიკები. ამ პირობებში როგორ ითვისებდა მცენარე რადიაციას, ამის შესწავლა დაიწყო. ეს ლაბორატორია პირდაპირ იყო დაქვემდებარებული მოსკოვს. ფაქტიურად, არავითარი  ინფორმაცია ჩვენ აკადემიაში არ მიდიოდა. ტერიტორია სპეციალურად დააბინძურეს, რომ შეესწავლათ დაბინძურების შედეგად მცენარეები რას იზამდნენ, რომელი გადარჩებოდა, რომელი არა. აქ სპეციალურად ჩამოჰქონდათ მცენარეები და მათზე სწავლობდნენ, მის ფიტორემედიაციულ (მცენარის მიერ რადიაციული და ტოქსიკური ნივთიერების ამოღება, ავტ.) თვისებებს, ანუ  როგორ უწყობს ხელს მცენარე ნიადაგის გაწმენდაც ამას გულისხმობს. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაფინანსება შეწყდა; რამდენიმე მეცნიერი წავიდა კიდეც. რაც ყველაზე ცუდია, ძალიან ბევრი რადიაქტიული წყაროები ჰქონდათ. ცეზიუმ 137 (რადიოაქტიული ნუკლიდი ცეზიუმი-137 გამოიყენება გამა-დეფექტოსკოპიაში, საზომ ტექნიკაში და საკვების სტერილიზაციის დროს, ასევე მედიცინის პრეპარატებისა და წამლების სტერილიზაციის დროსაც. ავქმედებიანი სიმსივნეების მკურნალობისათვის. ცეზიუმ-137 გმოიყენება ნუკლიდი ცეზიუმი-133 გამოიყენება ატომურ საათებში. დიდი ოდენობით ცეზიუმის მოხვედრა ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებებს იწვევს, მათ შორის, კიბოს, ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ აშლილობებს. გულსისხლძარღვთა და თვალის დაავადებებს. ავტ.) მიმობნეული რომ იყო, ეს გასაკვირი არ არის, სპეციალურად იყო არჩეული ეს ტერიტორია მოსახლეობისგან შორს, რომ ნაკლები მავნებლობა გაეწია მათთვის და შეესწავლათ მცენარეების საკითხი. იქ ლაბორატორია თანამედროვე დონეზე იყო აღჭურვილი, რომელიც სულ მთლიანად გაპარტახდა.

_რა პერიოდში?

_1996 წელს, განუკითხაობის პერიოდი რომ იყო, მხედრიონის ბობოქრობის დროს, ვის რა მიქონდა კაცმა არ იცის და აბარებდნენ ჯართად. მათ შორის ჯართად არის ისეთი უნიკალური ხელსაწყოები, რისი ჩაბარებაც არ შეიძლებოდა. მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს არ იცოდა და როცა დირექტორი ადგილზე არ იყო, მოიპარეს. ზოგმა საფანტი დაამზადა იმ ტყვიის კონტეინერიდან, რომელშიც რადიაქტიული ნივთიერებები იყო მოთავსებული. საერთოდ რადიაქტიული ნივთიერებები უნდა ჩადო ტყვიის კონტეინერში და ჩამარხო. მაშინ ჩვენი საცავი რეაქტორზე არ იყო  მწყობრში შესული, ახლა მარტივია, მთელი საქართველოდან ყველაფერი მიდის რეაქტორზე, გამოყენებითი კვლევების ცენტრში, იქ არის საცავი სპეცილაური ამერიკელების დაფინანსებით და იქ ათავსებენ ყველაფერს, მაგრამ მაშინ ეს არ იყო. ასე რომ, იქვე ადგილზე გაკეთდა სამი სარკოფაგი. ერთი სარკოფაგი 1972 წელს, როცა ეს ლაბორატორია აშენდა, მაშინვე გაკეთდა, ეს აუცილებელი იყო, სადაც უნდა შენახულიყო გამოუყენებელი წყაროები. მერე დაბეტონდა ეს სარკოფაგი, რადგან სავსე იყო უკვე. 1991 წლამდეკვლევები მიმდინარეობდა  და ეს სარკოფაგი არ ეყოთ. ამიტომ გააკეთეს კიდევ ერთი სარკოფაგები ამავე ტერიტორიაზე, დღეს იქ ნანგრევებია, ჭერიც კი არ არის, ალბათ, "ჟეშტი" წაიღეს სახლებში.. კიდევ არის მეორე სარკოფაგიც, რომელიც მაშინ დაბეტონებული იყო. რომ შემოვუარეთ ამ სარკოფაგებს, ვზომავდით რადიაციას ჰაერში, თუ იყო მომატებული, მობილური გამასპიდომეტრით, ერთ სარკოფაგთან არაფერი არ იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ნანგრევების უკან აღმოჩნდა რადიაციული ფონი ცოტათი მომატებული. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ანასეულში არსებული მდგომარეობა, მოსახლეობას არავითარ საფრთხეს არ უქმნის. დღეს არ უქმნის, მაგრამ იმისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნას 5-10 წლის შემდეგ მალეა გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებები.

_რას გულისხმობთ, რა პრობლემა შეიძლება შეიქმნას ადგილზე 10 წლის შემდეგ?

_გაჟონვა დაფიქსირდა, პატარა, ძალიან მცირე, მაგრამ დროზე უნდა აღმოიფხვრას.

_ საწყობი დაზიანებულია?

_ვიმეორებ, გაჟონვა დაფიქსირდა, უნდა ჩაღრმავდეს სამარხი, ამის პრობლემა არ არის.

_ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილზე არის რადიაციული ნარჩენები?

_ცხადია, არის. ჩაყარეს და დააბეტონეს. მაგრამ  პირდაპირ სარდაფში კი არ უნდა ჩაეყარათ. საძირკველი  ალბათ ჰქონდა, მაგრამ უფრო საფუძვლიანი საძირკველი უნდა გაეკეთებინათ, სპეციალური ბეტონია, რომ იქედან გაჟონვა არ მომხდარიყო, მაგრამ მოხდა. ამის აღმოფხვრა შეიძლება.

_მხოლოდ ამ ერთი საწყობიდან ჟონავს?

_არა, მეორე საწყობიდანაც არის, რადიაციული საცავია. დაღმართის თავში. აქ პროცესი დაწყებულია, 2013-2014 წლებში გააკეთეს, მოხდა ისე, რომ რატომღაც არ შეამოწმეს, ხომ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ?

_თქვენ იცით რომ ნამდვილად არ ჩატარებულა შემოწმება?

_არ ჩატარებულა. ჩვენ რომ ჩავედით, მის მერე  ჩავიდნენ, ნიადაგის სინჯები აიღეს და გააგზავნეს გერმანიაში. გამა რადიაციას რაც შეეხება, გერმანიაში გაგზავნა არ გვჭირდება, ჩვენ თვითონვე ვზომავთ. ასე რომ პატარა რადიაცია დაფიქსირდა ამ ორ ადგილას, მაგრამ შეიძლება მოვლა რთული არ არის.  მაგრამ კიდევ არის პრობლემები - არც მაშინ და არც მის მერე ჰიდროგეოლოგიური ექსპერტიზა არ ჩატარებულა. რა მაქვს მხედველობაში - გრუნტის წყლები, მიწისქვეშა წყლები გამოკვლეული არ არის. ეს გურიაა, საჰარა ხომ არ არის, ან კაზრეთი, რომ 20 მეტრის ქვემოთ არის მიწისქვეშა წყლები, გურიაში საკმაოდ ახლოსაა. როგორ ხდება, ბინძურდება თუ არა წყალი და სად მიდის ეს დაბინძურებული წყალი. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ეს შეიძლება მარტო გურიის პრობლემა არ იყოს. ხომ არ ვიცით რა მიმართულებით მიდის ეს წყლები და სადამდე ჩადის. შეიძლება სუფთაც იყოს, არ გამოვრიცხავ. მგონია, რომ ძალიან ცოტა გადავა, ბევრი არა, მაგრამ მაინც გასაკეთებელია და  შესასწავლია.

_კვლევა აქამდე არ ჩატარებულა?

_არა, არასოდეს. დავუკავშირდი ჰიდროგეოლოგიის ინსტიტუტს და დამიწერეს კიდეც პროექტი, რა სამუსაოები უნდა ჩატარდეს, მაგრამ ეს სამუშაოები საკმაოდ ძვირადღირებულია.

_დაახლოებით, თუ არის ხარჯები დათვლილი რა დაჯდება კლევის ჩატარება?

_ეს მას უნდა ჰკითხოთ. საერთოდ, გაბურღვითი სამუშაოები ხარჯებთანაა დაკავშირებული. მაგრამ რაც მცირე ხარჯებთან არის დაკავშორებული, ის ხომ მაინც შეიძლება გაკეთდეს? საერთოდ, რადიაცია ძალიან უწყობს ხელს მცენარეების აყვავებას, კარგად იზრდება... იქ კალიუმი  ძალიან ცოტაა ნიადაგში, სპეციალურად არ არის, ამიტომ მცენარე მაქსიმალურად იღებს ცეზიუმ 137-ს, რადიაქტიულ ნივთიერებას. ჩვენ რომ ვიყავით მაშინ ამ ბალახს ძროხები ჭამდნენ. ამის მოგვარება პირველ რიგში აუცილებელია. შემოღობონ ტერიტორია!

_საშიშია რომ იქ პირუტყვმა ბალახი მოძოვოს?

_პირუტყვის ჯანმრთელობა არა მაქვს მხედველობაში.

_რძის პროდუქტებში რამდენად გადავა?

_ამაშია საქმე. ცხადია, გადადის, ეს დამტკიცებულია. ამ რძის პროდუქტს კი მოსახლეობა მოიხმარს. კიდევ წარმოიდგინეთ რა ხდება, მცენარე იღებს რადიაციულ ნივთიერებას, აქედან ნაწილს ძროხა ჭამს, მაგრამ მცენარის დიდი ნაწილი ხმება და რადიაცია ისევ ნიადაგში ბრუნდება. თუ გვინდა რომ ნელ-ნელა, თანდათან გავწმინდოთ ნიადაგი, ალბათ, უნდა შეგორვდეს ეს მცენარეები, მოითიბოს და დაიწვას. სპეციალური ღუმელები არსებობს ამისთვის, იაფი არ არის, მაგრამ შეიძლება. რამდენიმე თივის ზვინი გააკეთონ ტერიტორიის შუაში, რომ გარეთ არ გავიდეს ალის შედეგად რადიაცია და იქვე დაიწვას, ნაცარი შევინახოთ. ნელ-ნელა გაიწმინდება.

უკვე დაბინძურებულია ეს ტერიტორია, მიწის გადატანაზე ზედმეტია ლაპარაკი, ეს რომ მოხსნა და წაიღო, დათვლილი გვაქვს, დაახლოებით 400 ცალი 5 ტონიანი კასრი გვინდა. თან სად უნდა წავიღოთ? ამიტომ ეს უნდა დავტოვოთ ასე. მომავალი თაობის გაზრდა შეიძლება ამაზე და აღდგენა იმ ცენტრის, რომელიც იყო, რათა შევისწავლოთ სხვადასხვა მცენარის ფიტორემედიაციული თვისებები. ძალიან კარგი ადგილია და სხვა გამოსავალი არც არის ვერსად ვერ მიგვაქვს. 16 უნიკალური მცენარეა ამ ადგილზე, აქედან სამს ვსწავლობთ, ძალიან უნიკალური თვისება გამოვლინდა ამასობაში.

_რას გულისხმობთ?

_სანამ რადიაცია ცოტაა ნიადაგში, მას იღებს მცენარე, როცა გაიზარდა და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, მცენარეს გადაეკეტა სურვილი და აღარ მიიღო. რაც ძალიან ბევრია არ იღებს, მაგრამ ამოიღო სხვა რადიაქტიული ნივთიერება. ძალიან უცნაური თვისებებია, თან იაპონური გრაკლას ფიტომედიაციური თვისებების შესახებ ლიტერატურაში არსად არ არის ცნობილი.

_ბატონო ალეკო, ჩვენ გვაქვს 2005 წლის დათარიღებული წერილი, სადაც ბატონო ვალერიან ცანავა, ლაბორატორიის გენერალური დირექტორი წერს ერთ-ერთ გამომძიებელს, რომ ეს ტყვიის კონტეინერები, რომელიც იყო შენახული იზოლირებულ სარდაფში, გაძარცვის თავიდან ასაცილებლად სპეციალური ბეტონის კედლით არის დაფარული და არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ადგილზე არსებული სიტუაცია, მაგრამ რადიაციის გარკვეული ზრდა მაინც შეიმჩნევა სარდაფებში. ინფორმაციის ნაწილი, რომელიც საზოგადოებისთვის და მეცნიერებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს, გრიფი "საიდუმლო" ადევს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ამ გრიფით საიდუმლო დოკუმენტებზე და ამ კონტეინერებზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეიძლება გადატანილი იყოს ანასეულიდან?

_ჩვენთან არ არის, ჩვენამდე არ მოსულა. ამას ხელმძღვანელობდა ლერი მესხი. სად წაიღო, რა ედი ეწია ამ კონტეინერებს არ ვიცი. ისე, წესით ჩვენთან უნდა მოსულიყო. ახლა თავიდან ჩატარდა ინვენტარიზაცია და ვკითხე მას, ვინც ატარებდა, ზუსტად ვიცი რომ აქ არ იყოს.

_შეიძლება რომ ადგილზე იყოს დატოვებული და არც იყოს ტერიტორიიდან გატანილი?

_უფრო მგონია, რომ ადგილზეა. მაგრამ ასეთი გამოსხივება, ასე ცოტა, არა მგონია...აქ არის ლაპარაკი აქტივაციური ანალიზის წყაროზე. ჩვენც გვქონდა და ბევრად უკეთესი, ვიდრე ანასეულში იყო. ახლა სად არის ის არ ვიცით. აუცილებელი არ არის, მე ვიცოდე სად არის, მაგრამ, უცნობია ამათთვისაც. ჩვენ რომ ვიყავით ივლისში, მე და პლატონ იმნაძე, სულ მაგას ეკითხება, სად არის ის წყარო. ბატონმა ვოვამ თქვა, მე რამდენადაც ვიცი თქვენთან არისო, მაგრამ ჩვენთან არ არის.

_აქვს თუ არა ამ კონტეინერებს შენახვის ვადები, შემოწმების ვადები და ა.შ.?

_თუ ეს არის კარგი ხარისხის  ტყვიის კონტეინერი არავითარ საფრთხეს... ტყვიაში არ გადის, ძალიან ცოტა გადის. თუ კარგი ხარისხის კონტეინერია, მაგრამ, არ ვიცი იცით თუ არა,  რომ ერთ-ერთი კონტეინერი გურულებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ამოიღეს და იმით საფანტები გააკეთეს.

_ეს როდის მოხდა, 1990-იან წლებში?

_დიახ, დიახ, იმ პერიოდში. იმ კაცმა არც იცოდა, რომ ეს საშიში იყო. მერე მივიდა ბატონი ვოვა და უთხრა რა გააკეთეო, მაგრამ ის დანარჩენი ხომ კონტეინერის გარეშე ჩაიყარა იქ. ტყვიის კონტეინერი აუცილებელი იყო მისთვის.

_თქვენ ამბობთ, რომ ანასეულში მხოლოდ სამი კერაა.

_დიახ, მაგრამ იცით, რა არის, ერთი სარკოფაგი, რომელიც საბჭოთა პერიოდში გაკეთდა, არ არის გზის სავალ ნაწილთან, მაგრამ ორი, რომელიც შემდეგ გაკეთდა. გზის სავალ ნაწილთან ასე ახლოს არ უნდა გაკეთებეულიყო, თუმცა, რადგანაც ტერიტორიას საძირკველი ჰქონდა, იფიქრეს, რომ კარგი საძირკველია და ბარემ პირდაპირ ჩავყაროთ და დავაბეტონოთო. თანხების ეკონომია გააკეთეს. მაგრამ ახლა ამას ხომ ვერ ამოვიღებთ?! ამიტომ უნდა შემოვღობოთ და მოვუაროთ.

_რამდენადაც ვიცით, საბჭოთა კავშირის პერიოდში ბევრი ასეთი ლაბორატორია არსებობდა.

_ცხადია, მთელ საბჭოთა კავშირში იყო.

_საქართველოში რამდენია აღრიცხულია?

_არა, არა. რამდენადაც ვიცი, ერთი იყო პესტიციდების, მაგრამ ჩვენ არ ვმუშაობთ ამაზე, ბიოქიმიური ნაწილია. ამის შესახებ ინფორმაცია სხვებს აქვთ. სხვებისგან მომისმენია და ვერ მოვიტყუები. არ მაქვს ინფორმაცია. გულახდილად ვიტყვი, რომ ჯობდა ეს ცოტა ხარისხიანად გაკეთებულიყო. 2013-2014 წლებში ჩატარდა იქ სამუშაოები, მაგრამ 2 წელიწადში ვნახეთ რომ მცირე გაჟონვა მაინც არის. ორ წელიწადში კი არა, საერთოდ არ უნდა გაეჯონა, მე თუ მკითხავთ. მაგრამ ამის მოგვარება მარტივად შეიძლება, თუ ამუშაოებს ჩავატარებთ. მე ვიცი რომ არის გეგმა, დაწერილია და ელოდებიან დაფინანსებას.

_თქვენ ახსენეთ რომ აღებული გაქვთ სინჯები, წამოიღეთ ნიადაგი და მცენარეული საფარი. დასრულებულია გამოკვლევა? შედეგები გვაქვს?

_შედეგები უკვე გვაქვს. მაგრამ რამდენია ნიადაგში ეს დახურული ინფორმაციაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამას ნამდვილად ვერ გეტყვით.

_ის მაინც შეგიძლიათ გვითხრათ ზღვარს სცდება თუ არა?

_ცოტათი, ცოტათი... რისი თქმაც არ შეიძლება, მაგას ვერ გეტყვით.

_ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ დაბინძურებული ფონი იწვევს სიმსივნურ დაავადებებს...

_არავითარ შემთხვევაში. რადიაციული დაბინძურება რამდენიმე გზით შეიძლება მიიღო. ის, რომ გაიარე და ჰაერი ჩაისუნთქე, არაფერი არ მოგივა აბსოლუტურად. ფონი ოდნავ არის მომატებული. ამით არ დაავადებოდნენ, ამის სრულ გარანტიას გაძლევთ. მაგრამ თუ ძროხა მოჭამს ბალახს, ის პროდუქტი მიიღე, ეს შეიძლება, არ არის გამორიცხული მაგით იყოს.

_თქვენ ვინმეს მიმართეთ რეკომენდაციით როდესაც კვლევა  ჩაატარეთ?

_კრიზისების მართვის სააგენტოს მივმართეთ. მიიღეს მხედველობაში. ჩვენ სპეციფიკიდან გამომდინარე ვთანამშრომლობთ უშიშროებასთან ბუნებრივია. ადრე საქართველო რადიაქტიული ნივთიერების ერთ-ერთი სატრანზიტო ქვეყანა იყო. საზღვარზე რომ აღმოაჩენენდნენ რამეს, ჩვენთან მოჰქონდათ. ამიტომ თანამშრომლობა გვაქვს. მან გვირჩია, რომ მიგვემართა კრიზისების მართვის სააგენტოსთვის. მათ გვითხრეს, რომ რადიაციული მართვის სააგენტოსთან ერთად მოილაპარაკეთ და რა უნდა გაკეთდესო. მის მერე ჩავიდნენ, შეამოწმეს ადგილი, გააგზავნეს სინჯები გერმანიაში.

_ეს როდის მოხდა?

_აგვისტოში, სექტემბრის დასაწყისში გვქონდა ეს შეხვედრები.

_მოლაპარაკების შედეგი რა არის?

_რომ აპირებენ და პროექტი დაწერეს რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში ანასეულთან დაკავშირებით ეს ვიცი. როდის იქნება დაფინანსება და რას გააკეთებენ, ამას  ვნახავთ. მცენარეების მიხედვით შეიძლება შემოწმება.

_რამდენ ხანში უნდა შემოწმდეს რომ მივხვდეთ ფონი შეცვლილია თუ არა?

_ახლა ხომ დაიწყება სამუშაო, რომ დაამთავრებენ 3-4 თვის შემდეგ ჩავალთ და ვნახავთ. 

_ზოგადად, რამდენ ხანში უნდა შემოწმდეს?

_6 თვეში ერთხელ უნდა შემოწმდეს. წასვლაც არ სჭირდება. ეკოლაბორატორიიდან ჩამოდის ხალხი და ჩამოიტანენ ნიმუშებს.

_ერთი ის არის, რომ ტარდება კვლევები, გვაქვს შედეგები, ვიცით რა არის გასაკეთებელი, მაგრამ არ კეთდება, სამწუხაროდ. ეს ხომ წინა წლებშიც ვიცოდით რომ გასაკეთებელი იყო?

_კი, ეს უყურადღებობა ცუდია.  ვითომ იქ არაფერი არ არის, ასე არ არის. კატასტროფული სიტუაცია არ არის, მოსახლეობას დღეს პრობლემა არ ექმნება, მაგრამ ასევე არ უნდა შეექმნას 10 წლის მერე.

_ანასეულის მსგავსი პრობლემა დღეს საქართველოში სადმე გვაქვს?

_არა, არსად.

ვის ევალება ანასეულში აღნიშნული პრობლემის შესწავლა, რა რეკომენდაციები მისცა ქალაქ ოზურგეთის მერიას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ; რამდენად სახიფათოა ანასეულში არსებული მდგომარეობა და რა სამუშაოების გატარებას აპირებენ უახლოეს მომავალში ადგილზე, - ამ საკითხებზე "გურია ნიუსი" ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილის ხატია ჯიქურიძის ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

  

გამოცემა მომზადებულია პროექტის "საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში" (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.

ამავე თემაზე:

რადიაციის ახალი კერები ანასეულში და "გურია ნიუსის" მიერ ნაპოვნი რესპონდენტი, რომელიც კვლევებს შეცვლის


ნახვა: 70


 ახალი ამბები
  • კონსულტაციები მთავრობის რეორგანიზაციის გეგმაზე დასრულდა _ ირაკლი კობახიძეპარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსულტაციები მთავრობის რეორგანიზაციის გეგმაზე დასრულდა. კობახიძის თქმით, პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შედგა. „პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განვიხილეთ ძირითადი პრინციპები. პრინციპების დონეზე შევთანხმდით და ამის საფუძველზე პრემიერი წარმოგვიდგენს თავის გეგმას მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ... ...
  • მეუფე შიო: "ასეთმა შეიძლება მიაღწიოს გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ სინამდვილეში ეს მონობაა""როცა წერ სოციალურ ქსელში ტექსტს, რომელიც სავსეა ზიზღით, როგორ შეიძლება ღმერთმა ასეთი თხოვნა შეასრულოს?! ასეთმა შეიძლება მიაღწიოს გამოხატვის თავისუფლებას და ამით იყოს კმაყოფილი, მაგრამ სინამდვილეში ეს მონობაა" , _ ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა: „დღესაც ხშირია მსგავსი რჩევები, მოიარე თორმეტი ეკლესია ფეხშიშველმა, მოიარე სალოცავები, ჩაატარე რიტუალები, ასე გვგონია, რომ რიტუალების აღსრულებით ვემსახურებით ქრისტეს. რამდენი რიტუალიც არ უნდა შეასრულო, თუ ეს მხოლოდ გარეგნულადაა სწორად ჩატარებული, უფალი წყალობას ვერ მოგცემს. ან მწირ წყალობას მიიღებთ, რადგან ღმერთს უყვარს ყველა ადამიანი. ამაზე დავფიქრდეთ, რამე ხომ არაა ცხოვრებაში, რაც უნდა შევცვალოთ. ესაა პირადი, თუ თუნდაც საქვეყნო საქმეები. როდესაც გვაქვს სიძულვილი, უხეშობა, უსიყვარულობა ჩვენს გულში, უფალი ჩვენს თხოვნას არ შეასრულებს. შეიძლება არ იყოს სიძულვილი, მაგრამ იყოს გულგრილობა. თქვენც ხედავთ როგორი ხშირია, როცა მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვხედავთ ასეთ დიდ უსიყვარულობას, მოუფრთხილებლობას, სისასტიკეს, უხეშობას, უცენზურობას. აფექტის დროს შეიძლება წამოსცდეს ადამიანს მსგავსი სიტყვები, მაგრამ როცა წერს სოციალურ ქსელში ტექსტს, რომელიც სავსეა ზიზღით, როგორ შეიძლება ღმერთმა ასეთი თხოვნა შეუსრულოს, რა თქმა უნდა არა, არასდროს შეასრულებს. ასეთმა შეიძლება მიაღწიოს გამოხატვის თავისუფლებას და ამით იყოს კმაყოფილი, მაგრამ სინამდვილეში ეს მონობაა. თავისუფლებაა, როდესაც დავძლევთ ჩვენს სიძულვილს, უხეშობას, უკულტურობას და ვიმარჯვებთ ამ თვისებებზე. ვიმარჯვებთ და შემდეგ ვიღებთ ღვთის მადლს," _ განაცხადა მეუფე ... ...
  • "ქართუ" "უკანასკნელი დღეების აურზაურის" მიზეზებს განმარტავს _ "ივანიშვილი საქმის კურსში არ ჩაგვიყენებია" "გიორგი შენგელაიას საქველმოქმედო დახმარება არ მოხსნია. ის კვლავაც იღებს ფონდი „ქართუს“ დახმარებას თვეში 3000 ლარის ოდენობით", _ აღნიშნულია საქველმოქმედო ორგანიზაცია "ქართუს" განცხადებაში, რომელიც ფონდმა რეჟისორის ბრალდებების საპასუხოდ გაავრცელა. "ბოლო დროს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რეჟისორ გიორგი შენგელაიასთვის ფონდი „ქართუს“ ფულადი დახმარების შეწყვეტის თაობაზე. ამ საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, ფონდის ადმინისტრაცია საჭიროდ თვლის გააკეთოს კომენტარი. პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. გ. შენგელაიას საქველმოქმედო დახმარება არ მოხსნია. ის კვლავაც იღებს ფონდი „ქართუს“ დახმარებას თვეში 3000 ლარის ოდენობით. გ. შენგელაია არის ფონდის ერთ-ერთი უძველესი ბენეფიციარი, ფულად დახმარებას ის იღებს თითქმის 20 წლის განმავლობაში. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ყოველთვიური სტიპენდიისა, ფონდმა დააფინანსა მისი მხატვრული ფილმის „მიდიოდა მატარებლის“ გადაღება. ფონდი „ქართუ“ ერთ-ერთი უძველესი და უდაოდ ყველაზე მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში. თავისი არსებობის 23 წლის განმავლობაში ფონდმა დახმარება გაუწია ათასობით ხელოვანს, მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს. ამავე დროს, ფონდის ისტორიაში არ არსებობს არცერთი პრეცედენტი, რომ ფონდს შეეწყვიტა ფულადი დახმარების გაცემა ბენეფიციარისთვის მისი პოლიტილური ან მსოფლმხედველობითი შეხედულებების გამო. თუმცა, 2012 წელს ფონდის ზოგიერთმა ბენეფიციარმა, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, თავად თქვა უარი ფონდის დახმარებაზე. მაგალითისთვის შეიძლება ისეთი პირების დასახელება, როგორიც არიან: მწერალი გურამ დოჩანაშვილი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, არტისტი ვახტანგ კიკაბიძე, სპორტსმენი ნანა ალექსანდრია და სხვა. რიგ შემთხვევაში, იმავე პოლიტიკური მოტივით ფონდის დახმარებაზე უარის თქმა მოხდა კოლექტიურადაც, კერძოდ კახიძის მუსიკალური ცენტრის, მუსკომედიის თეატრისა და სხვა დასების მხრიდან. მოგეხსენებათ, რომ ფონდი „ქართუს“ ერთადერთ დონორს წარმოადგენს ივანიშვილების ოჯახი. ვინაიდან გიორგი შენგელაიამ არაერთგზის საჯაროდ გააკრიტიკა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი და გამოხატა თუ რაოდენ მიუღებელია მისთვის ბ. ივანიშვილის პიროვნება, ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ მისი ამჟამინდელი პოზიცია განპირობებებულია პოლიტიკური შეუთავსებლობით. ფონდის გამგეობა დაინტერესდა, ხომ არ ჰქონდა ბ-ნ გიორგის სურვილი, სხვების მსგავსად, თავისი ინიციატივით უარი ეთქვა ფონდის დახმარებაზე. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავუკავშირდით რეჟისორს. პასუხად შევიტყვეთ, რომ გ. შენგელაიას ივანიშვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, არა თუ არ სურს მის ფულზე უარის თქმა, არამედ სასამართლოშიც კი უჩივლებს ფონდს, თუ მას ამ დახმარებას შეუწყვეტენ. გ. შენგელაიას პასუხის შემდეგ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მისი ბოლოდროინდელი საჯარო აქტიურობის მამოძრავებელ მოტივს არა პოლიტიკური, არამედ პირადი ხასიათის სარჩული გააჩნდეს. წლების განმავლობაში გ. შენგელაია უკმაყოფილო იყო მისი სტიპენდიის ოდენობით და თვლიდა, რომ მას სხვა ბენეფიციარების მსგავსად უფრო მაღალი ფულადი დახმარება უნდა მიეღო. წლების განმავლობაში ის ითხოვდა ყოველთვიური დახმარების 5000 ლარამდე გაზრდას. ამ საკითხის განხილვისას ფონდის ადმინისტრაცია ითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ გ. შენგელაიასთან ერთად ფონდის დახმარებას მისი ოჯახის სხვა წევრიც იღებს და ამიტომაც არ თვლიდა მიზანშეწონილად მისი სტიპენდიის დამატებით გაზრდას. ჩვენთვის ცნობილია, რომ ფონდის გამგეობის აღნიშნული პოზიცია გ. შენგელაიას გაღიზიანებას იწვევდა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვფიქრობთ რომ უკანასკნელი დღეების აურზაურის მიზეზს შესაძლოა სწორედ ეს გარემოება ედოს საფუძვლად. ბოლოს ცალსახად უნდა ითქვას, რომ მსგავსი თემების შესწავლა და განხილვა ფონდის გამგეობის პრეროგატივა და ვალდებულებაა. შესაბამისად, ფონდის გამგეობას საქმის კურსშიც კი არ ჩაუყენებია ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით," _ აღნიშნულია საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გიორგი შენგელაიას განცხადბით, მას  "ქართუ ჯგუფმა" სტიპენდია გაუუქმა. რეჟისორმა ეს  მის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას დაუკავშირა,  სადაც მან ბიძინა ივანიშვილს "გაუნათლებელი კაცი" უწოდა. შენგელაიამ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ დაურეკეს ფონდიდან და პირდაპირ უთხრეს, რომ ტელეთერით გაკეთებული მისი განცხადება მიუღებელი იყო. "ჩემი გამოსვლის მერე, სადაც მე ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი უკითხავი კაცია მეთქი, სხვა არაფერი სალანძღავი სიტყვა არ გამომიყენებია, დამირეკა ვინმე ჩხეტიანმა, ეს არის "ქართუს ფონდის" მმართველი თუ თავმჯდომარე და მითხრა ეგეთი რამე - ბატონო გიორგი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგხსნათ სტიპენდიიდან, პირდაპირ თქვა ჩხეტიანმა, რომ რაც დაწერეთ, ეს ჩვენთვის მიუღებელიაო. მე ვუთხარი, რომ ამას მივიღებ მხოლოდ იმის მერე, რაც ოფიციალურ წერილს გამომიგზავნით-მეთქი. ჯერჯერობით წერილი არ მოსულა. შეიძლება გადაიფიქრეს, რაც მეეჭვება იმიტომ, რომ ის საშინელი ჯიუტი კაცია. თუ რამეს უბრძანებს ვინმეს, შემსრულებლები გააკეთებენ. ყოველ შემთხვევაში, ამ წლის კონტრაქტს ვერ გამიუქმებს. ეს არის ყოველწლიური ხელშეკრულება, ყოველ წელს აგრძელებენ და ამას ვერ გამიუქმებს. ივანიშვილი ჩემს ღვაწლს ვერ წაშლის, ამაშია მთელი საქმე. მე ყველას ვუყვარვარ", _ აცხადებდა შენგელაია, თუმცა, როგორც "ქართუს" განცხადებიდან გაირკვა, მისთვის სტიპენდია არ ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ლ.შ., 1998 წელს დაბადებული გ.კ., 1982 წელს დაბადებული ზ.გ. და 1988 წელს დაბადებული ლ. მ., ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 ივნისს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და მიმალვას შეეცადნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ მოპარული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღები - სხვადასხვა სახის ხელსაწყოები, ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, დადგინდა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 20 ივნისს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • პრემიერის დამალული წარსული _ ბახტაძის ბიოგრაფიაში "ცენტრ პოინტში" მუშაობის წლები ბიოგრაფიიდან წაშლილიასაქართველოს პრემიერის დამალული წარსული - მამუკა ბახტაძე, თითქმის, ორი წლის განმავლობაში კომპანია ცენტრ პოინტ ინვესტს ხლმძღვანელობდა, თუმცა, ეს წლები მისი ოფიციალური ბიოგრაფიიდან წაშლილია. ბახტაძე ამ თანამდებობაზე მაია რჩეულიშვილმა 2007 ნოემბერში დანიშნა და სადამფუძნებლო დოკუმენტების საქაღალდეში ყველა ეს საბუთი ინახება.   კომპანია ცენტრ პოინტ ინვესტმა, რომელსაც მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა, ასობით ადამიანის ფული მიითვისა და ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცენტრ პოინტის ხელმძღვანელი, გუკა რჩეულიშვილი, ამბობს, რომ კომპანია ცენტრ პოინტ ინცესტი, რომელსაც მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა, მოქალაქეებისგან ინვესტიციებს ანუ ნაღდ ფულს იზიდავდა და მათ ბანკზე ბევრად მაღალ პროცენტს ჰპირდებოდა. მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების მიზნით, ცენტრ პოინტ ინვესტს საქართველოში 2007 წელს ასობით მოქალაქემ მიმართა, ხალხმა ბინები გაყიდა და კომპანიაში ფული შეიტანა. საუბარია, ჯამში, რვა მილიონ დოლარზე. მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2009 წლის 6 ივლისს დატოვა, მას შემდეგ, რაც ცენტრპოინტს ინვესტი უკვე გადახდის უუნარო იყო და ასობით მენაბრე ფულის დაბრუნებას ითხოვდა. მაშინ კომპანია სამართავად დექსუსს გადაეცა, რომელსაც კრიზის უნდა დაეძლია. გუკა რჩეულიშვილი ამბობს, რომ მამუკა ბახტაძე დროებითი მენეჯმენტის შესვლის წინააღმდეგ იყო. ამავე კომპანიაში ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელად ბახტაძის დედა - მანანა ნანიტაშვილი, მუშაობდა. ის გელოვანის გამზირზე დაკიდული ბაღების მენეჯერი იყო. მანანა ნანიტაშვილისგან ბინა სვეტა დანელიამ იყიდა და 23 ათას დოლარიანი ბინიდან 4000 დოლარი პრემიერის დედას ხელზე მისცა, თუმცა, ქვითარი არ მიუღია. ახლა სვეტა დანელიას აღარც ბინა აქვს და აღარც ფული. ერთი წლის წინ დანელიამ მანანა ნანიტაშვილს პროკურატურაში უჩივლა, თუმცა, საქმე თაროზე შემოდეს და დაკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. პრემიერის დედა ცენტრ პოინტის სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, მან სახელმწიფო ბრალდებას მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის წინააღდეგ ჩვენები მისცა. უცნობია, რატომ არ იძიებს პროკურატურა პრემიერმინისტრისა და მისი დედის საქმიანობას, რომელიც ცენტრპოინტის ხმაურიან საქმეს პირდაპირ უკავშირდება. მამუკა ბახტაძე, რომელიც ცენტრ პოინტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო, მითვისებული თანხების საქმეზე არც კი დაუკითხავთ, რის გამოც, ოპოზიცია ამბობს, რომ სახეზეა შერჩევითი სამართალი. ქუჩაში მოქალაქეები ბინებს და ცენტრ პოინტ ინვესტში ჩადებულ ფულს ამ დრომდე უშედეგო ითხოვენ. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დააკავეს. მობინადრეებს ჰპირდებიან, რომ კუთვნილ ფართებს მიიღებენ, თუმცა, ჯერ ბინა უბინაოდ დარჩენილებს თვალით არ უნახავთ. ვრცლად იხილეთ: ... ...

არქივი

ზაფრანი

იცით თუ არა რომ

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს...

მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ

ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ...

ტელეფონი-ხელთათმანი

ამერიკელმა დიზაინერმა და მხატვარმა, ბრაიან...

გინესის წიგნში შეტანილი ქვეწარმავლები

ყველაზე დიდი ბაყაყი. აფრიკული ბაყაყი...

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა...

დაავადება, რომელსაც "დორიან გრეის სინდრომი" ეწოდა

დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...