„ანასეულის მსგავსი პრობლემა საქართველოში არსად გვაქვს“ _ რა ღონისძიებებს გეგმავს რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო

gurianews.com

საზოგადოება

„ანასეულის მსგავსი პრობლემა საქართველოში არსად გვაქვს“ _ რა ღონისძიებებს გეგმავს რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო

2016 ნოე 3 22:33:34

ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში, 2016 წლის აგვისტოს დასაწყისში, აღმოჩენილი რადიაციის ახალი კერების შესახებ ინფორმაცია უკვე ცნობილია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსთვის. თუმცა, ჯერჯერობით უწყებას კონკრეტული ღონისძიებები ადგილზე არ გაუტარებია. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც სააგენტომ ადგილობრივ ხელისუფლებას მისცა, ტერიტორიის შემოღობვაა, რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებამდე უნდა შესრულდეს.

რა საფრთხის წინაშე დგას ანასეულის მოსახლეობა, ვინ უნდა დაიცვას ადგილზე უსაფრთხოება, სად აპირებენ დაბინძურებული ნიადაგის გადატანას, _ ამ და სხვა საკითხებზე "გურია ნიუსი" ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილეს, ხატია ჯიქუიძეს  ესაუბრა.

_ქალბატონო ხატია, ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა აგვისტოს დასაწყისში ანასეულში მოკვლევა ჩაატარეს, რითაც აღმოჩნდა, რომ იქ რადიაციით დაბინძურებული კერებია და ორი ადგილიდან რადიაცია ჟონავს. თქვენმა სააგენტომ როდის ჩაატარა ბოლოს მონიტორინგი ამ ტერიტორიაზე და რა პრობლემა გამოიკვეთა?

_ჩვენი სააგენტო  როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის იანვარში შეიქმნა, დავგეგმეთ ამ წლის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რადიაციული მონიტორინგის განხორციელება. ამ პროგრამაში რა თქმა უნდა, იყო გათვალისწინებული ანასეულის ტერიტორიის ხელახალი შესწავლაც. მონიტორინგი და რეაგირება ამ საკითხზე ჩატარდა ჩვენი სპეციალისტების მიერ აგვისტოს ბოლოს. გაკეთდა რადიაციული დეზიმეტრია, ასევე ავიღეთ მიწის ნიმუშები. რამაც დაადასტურა, რომ აქ არის რადიაციით დაბინძურებული ტერიტორიები - ცეზიუმ 137-ით, რომელიც 2013 წელს ლოკალიზებული და დროებით  შენახული იყო. იმ ეტაპისთვის, ეს იყო დროებითი გამოსავალი, რომ უსაფრთხოება  უფრო მეტად ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ვიდრე მანამდე იყო. ჩვენ პერიოდულად ჩავდივართ, ვამოწმებთ, რამდენად საფრთხისშეცველია. მომატებული ნამდვილად არ იქნება იქ არაფერი, რაც არის, იმაზე მეტი აღარ იქნება.  ახლა ვამოწმებთ წვიმების შედეგად სხვა ტერიტორიაზე  ხომ არ მოხდა უფრო მეტად გაჟონვა.  მომავლისთვის დაგეგმილი გვაქვს რომ გავაგრელოთ მონიტორინგი, ასევე ვმუშაობთ  რადიაქტიული ნარჩენების 15-წლიანი სტრატეგიის შემუშავებაზე, სადაც გათვალისწინებულია, რომ  მომავლისთვის ასეთი დაბინძურებული ნიადაგი იქნება თუ  საგნები, საბოლოოდ განთავსებული უნდა იყოს რადიაქტიური ნარჩენების სამარხში, რომელიც მდებარეობს სოფელ  საკაძესთან. იქ იქნება აბსოლუტურად უსაფრთხოდ განავსებული, არანაირი პრობლემა  არ იქნება არც მოსახლეობისთვის, არც გარემოსთვის როგორც დღე, ასევე მომავალშიც.

_ანასეულიდანაც აპირებთ დაბინძურებული ნიადაგის გადმოტანას? როდის იგეგმება ეს?

_ეს არის ჩვენი ხანგრძლივი გეგმა. მაგრამ აუცილებლად ვაპირებთ ამის განხორციელებას. ამ სტრატეგიის შემდეგ დაიწერება სამოქმედო გეგმა, სადაც ჩვენი ყველა ქმედება იქნება გაწერილი. შესაბამისად,  იქნება დამფინანსებელი ორანიზაციებიც მითითებული, ვიცი მეშვეობითაც ჩვენ ამის განხორციელებას შევძლებთ. ამ ეტაპისთვის, ნიადაგის  ის ნაწილი, რომელიც მეტად საფრთხის შემცველი იყო არის შემოღობილი. თუმცა, არსებობს მცირეოდენი  ლაქები შემოღობილის გარე ტერიტორიაზე. საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მერიას და ჩვენთან შეთანხმებით, ჩვენს მიერ მითიებული  ტერიტორიების მიხედვით იქნება შემოფარგლული და გაფართოებული ეს შემოღობვა.

_როდის დაუკავშირდით ოზურგეთის მერიას?

_მერიას დავუკავშირდით აგვისტოს მონიტორინგის შემდგომ. შევთანხმდით, რომ ეს ღონისძიებები ჩატარდებოდა ოქტომბრის ბოლოს.

_ მოსახლეობისთვის რამდენად საფრთხისშემცველია ეს დაბინძურებული ტერიტორია დღეს და რა რეკომენდაციები გაქვთ ადგილობრივებისთვის, რა უნდა გაითვალისწინონ?

_იქედან გამომდინარე, რომ მოსახლეობა იმ ტერიტორიაზე არ ცხოვრობს, ნალებად საფრთხის შემცველია, მით უმეტეს, რომ  იმ შემოღობილ ნაწილზე ყველგან არის მითითებული და გაკრული რადიაციული საფრთხის ნიშანი.  დღეისთვის ყველამ იცის ეს რომ საფრთხის ნიშანია ეს და იქ არ უნდა შევიდეს, თუმცა, მოსახლეობასაც უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ იმ ტერიტორიაზე საფრთხეა და არ უნდა გაუშვან არც საქონელი და თვითონაც არ შევიდეს.

_ვიცით, რომ წინა წლებში ლაბორატორიის ტერიტორიიდან მანქანა დანადგარები და ნივთები გაიტანეს...

_90-იან წლებში იყო ასეთი პრობლემები. ასეთი პრობლემები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არა მარტო ანასეულში, სხვადასხვა სამრეწველო ობიექტებზე იყო, რომლებიც დაიხურა. ზოგმა მოიპარა და სხვადასხვა  მიზნებისთვის იყენებდა ამ რადიაქტიულ წყაროებს. ამიტომ მოსახეობამ უნდა შეიგრძნოს, რომ ის საფრთხის შემცველია და იმ ტერიტორიაზე არ უნდა შევიდეს.

_მოსახლეობის ინფორმირების კუთხით თქვენს სააგენტოს ბოლო პერიოდში თუ განუხორციელებია რაიმე ღონისძიება?

_კონკრეტულად ანასეულის მოსახლეობისთვის დაახლოებით ერთი წლის წინ იყო მოსახლეობის და ჟურნალისტების მომართვა, რამდენად საფრთხის შემცველი იყო ეს პრობლემა. ვიყავით სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ოზურგეთში და შევხვდით მოსახლეობას და ჟურნალისტებს. ვინც იყო დაინტერესებული, ყველა მოვიდა. არა მარტო ჩვენი, არამედ ჯანდაცვისა და სხვა კუთხეებით საფრთხეებზეც ვისაუბრეთ.

_2012 -2013 წელს რა ღონისძიებები გატარდა თქვენს მიერ ადგილზე?

_2012 წელს იყო საკმაოდ დიდი საფრთხე დაბინძურებული ნიადაგიდან. როგორც იცით, შემოღობილი არ იყო და ბუნებრივი ფონისგან რადიაციული ფონი მკვეთრად განსხვავდებოდა. აქედან გამომდინარე იმ ეტაპზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული რომ დაბინძურებული მიწები  ერთად შეგროვებულიყო ლოკალურად. ამიტომ  გაკეთდა რამდენიმე დროებითი შესანახი ტერიტორიაზე, რომ უფრო მეტად  ყოფილიყო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე გარემოსთვის. იქ თუ არავინ არ შევა, არაფერი მოხდება. შემოფარგლულ ტერიტორიაზე თუ ვინმე რამეს დათესავს, მოსავალს მოიყვანს და მიიღებს, მაშინ  შესაძლებელია, რომ საფრთხე შეუქმნას ადამიანს. მაგრამ გამორიცხულია, რომ იმ პატარა ზომის ტერიტორიებზე ვინმემ რამე მოიყვანოს. სხვაგვარად ეს საფრთხის შემცველი არ არის. გარდა ამისა, იმ ტერიტორიაზე, რომელიც შემოღობილია, დაუშვებლად მიმაჩნია, რომ რომელიმე მსხვილფეხა ან წვრილფეხა ცხოველი შევიდეს. ისე, რაზეც ვისაუბრეთ, რომ  მცირე ლაქები, რომეიც ტერიტორიის გარეთაც არსებობს, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე დაბინძურება, მე პირადად არ მინახავს, მაგრამ იქ რომ დაშვება უფრო მეტად შეზღუდული ყოფილიყო, რაზეც ვისაუბრეთ, მივმართეთ ოზურგეთის მერს და შემოღობავენ, რომ უფრო მეტად უსაფრთხო გახდეს მოსახლეობისთვის, საამ დაბინძურებული ნიადაგი სააკაძის სამარში იქნება გადატანილი.

_ფიზიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი მეცნიერ-თანამშრომლის ინფორმაციით, ახალი სარკოფაგები, რომელსაც რეაბილიტაცია 2012-2013 წლებში ჩაუტარდა, ზომების დაცვით არ არის გაკეთებული. ნარჩენები პირდაპირ ტყვიის კონტეინერების გარეშეა ჩაყრილი სარკოფაგში. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს?

_ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ რადიაქტიული ნარჩენები აუცილებლად ტყვიის სარკოფაგებში უნდა იყოს იმიტომ, რომ არსებობს ტექნოლოგიური პროცესი რადიაქტიული ნარჩენების შესანახად ან გადასამუშავებლად, ის არის გაკეთებული ბეტონის მოცულობები, არანაირი ტყვია იქ არ უნდა ყოფილიყო. 

_ანუ არც იყო საჭირო?

_არ იყო საჭირო. ტყვიის კონტეინერები საჭიროა კონკრეტულად რადიაქტიული წყაროების შესანახად და ტრანსპორტირებისთვის და არა ნარჩენებისთვის.

_კიდევ ერთი რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები იძლევიან არის ის, რომ ჰიდროლოგიური კვლევაა ადგილზე ჩასატარებელი, რომელიც არასდროს ჩატარებულა. არ ვიცით სად მიდის წყალი, რამხელა დინება აქვს და რა ტერიტორია შეიძლება დააბინძუროს. ხედავთ თუ არა კვლევის ჩატარების აუცილებლობას?

_ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ იყო თუ არა მსგავსი კვლევა ჩატარებული. მაგრამ მე პირადად არ მაქვს ნანახი, არსებობს თუ არა ასეთი დასკვნა. როგორ აღვნიშნე ეს არის დროებით შესანახი, რომელსაც აქვს ბეტონის მოცულობა, რაზეც ვთვლი, რომ ახლოს, სადაც ეს შემოღობილი, დაბინძურებული ნიადაგები არსებობს, არანაირი  წყალი არ არის. თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ შეიძლება ნალექისგან იქნეს გარეცხილი, ის ნალექი იმდენს  ვერ გაიტანს, რომ მოცულობები დააზიანოს. შეიძლბა 100 წლის მერე და 50 წლის შემდეგ რააც პრობლემები შეიძლება შექნას, მაგრამ როგორც გითხარით 15-წლიან სტრატეგიაში დაახლოებით 5-დან 10-წლამდე პერიოდში  ეს დაბინძურებული ნიადაგი უნდა გადავიტანოთ. სტრატეგია გაწერიია, რომ ქვეყანაში არსებული ყველა რადიაქტიული რჩენი უნდა იყოს უსაფრხოდ განავსებული და ეს გულისხმობს ანასეულის დაბინძურებულ ნიადაგსაც.  სამოქმედო გეგმაში კონკრეტულად იქნება მითითებული, რომ ანასეულში არსებული დაბინძურებული ნიადაგი უნდა  იქნას გადატანილი. როდისთვის იქნება ესეც იქნება მითიებული.

_როდის გვექნება სამოქმედო გეგმა?

_სამოქმედო გეგმაც და სტრატეგიაც იქნება 2017 წლის 1 იანვრამდე დამტკიცებული.

_ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ რადიაციული ფონი სიმსივნური დაავადებების გამომწვევია. ხომ არ გაქვთ კვლევის შედეგები, არის თუ არა ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნამდვილად საფრთხის შემცველი და სიმსივნური დაავადებების მაპროვოცირებელი?

_სიმსივნურ დაავადებებს არამარტო რადიაცია ვევს. რეალურად, ჰაერი, ქიმიური დაბინურება და ა.შ. შეიძლება იყოს გამომწვევი. ჩვენს სააგენტოს რომ ჰქონდეს მონაცემები, არის  თუ არა სიმსივნით დაავადებული ადგილობრივი მოსახლეობა, ან როდის ჩატარდა იქ კვლევები, ეს ჩვენს ფუნქციას ნამდვილად სცდება.

თუმცა, სამედიცინო  დაწესებულებებთან ჩვენ გვაქვს კონტაქტი, ისინი არიან ჩვენი ლიცენზიანტები და არ გვაქვს ნამდვილად ინფორმაცია, რომ  უფრო მეტად მაგ რეგიონშია სიმსივნური დაავადებები გავრცელებული და არა სხვაგან. ჩვენ  როდესაც დავინტერესდით და ადგილზე ვიყავით ჩასულები სხვა უწყებებთან ერთად, მაშინ აღნიშნეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა, რომ არ გამოიხატება ამ ტერიტორიაზე უფრო მეტი ადამიანი იყოს სიმსივნით დაავადებული, ვიდრე საქართველოს სხვა ტერიტორიაზე.

_კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საუბრობენ, არის მძიმე ლითონებით ამ ტერიტორიის დაბინძურება.

_ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია. უახლოეს მომავალში ვეცდებით, რომ ეს პრობლემა იყოს აბსოლუტურად ამოწურული.

_ამის შემდეგ როდის აპირებთ ტერიტორიის შემოწმებას? ან რა პერიოდულობით უნდა შემოწმდეს?

_ჩვენ წელიწადში ორჯერ შევალთ და მონიტორინგს ჩავატარებთ, ნიადაგის სინჯებსაც ავიღებთ და გავსინჯავთ რადიონუკლიდების შემცველობას. მაგრამ ამის გარდა მოგვიწევს ჩასვლა შემოღობისას, რომ აღვნიშნოთ რომელი ნაწილი უნდა შემოიღობოს.

_საქართველოს ტერიტორიაზე ანასეულის მსგავსი პრობლემა გვაქვს სადმე?

_არ გვაქვს.

ამავე თემაზე:

რა საფრთხე აღმოაჩინეს მეცნიერებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში

რადიაციის ახალი კერები ანასეულში და "გურია ნიუსის" მიერ ნაპოვნი რესპონდენტი, რომელიც კვლევებს შეცვლის

გამოცემა მომზადებულია პროექტის "საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში" (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.


ნახვა: 86


 ახალი ამბები
  • კონსულტაციები მთავრობის რეორგანიზაციის გეგმაზე დასრულდა _ ირაკლი კობახიძეპარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსულტაციები მთავრობის რეორგანიზაციის გეგმაზე დასრულდა. კობახიძის თქმით, პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შედგა. „პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განვიხილეთ ძირითადი პრინციპები. პრინციპების დონეზე შევთანხმდით და ამის საფუძველზე პრემიერი წარმოგვიდგენს თავის გეგმას მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ... ...
  • მეუფე შიო: "ასეთმა შეიძლება მიაღწიოს გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ სინამდვილეში ეს მონობაა""როცა წერ სოციალურ ქსელში ტექსტს, რომელიც სავსეა ზიზღით, როგორ შეიძლება ღმერთმა ასეთი თხოვნა შეასრულოს?! ასეთმა შეიძლება მიაღწიოს გამოხატვის თავისუფლებას და ამით იყოს კმაყოფილი, მაგრამ სინამდვილეში ეს მონობაა" , _ ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა: „დღესაც ხშირია მსგავსი რჩევები, მოიარე თორმეტი ეკლესია ფეხშიშველმა, მოიარე სალოცავები, ჩაატარე რიტუალები, ასე გვგონია, რომ რიტუალების აღსრულებით ვემსახურებით ქრისტეს. რამდენი რიტუალიც არ უნდა შეასრულო, თუ ეს მხოლოდ გარეგნულადაა სწორად ჩატარებული, უფალი წყალობას ვერ მოგცემს. ან მწირ წყალობას მიიღებთ, რადგან ღმერთს უყვარს ყველა ადამიანი. ამაზე დავფიქრდეთ, რამე ხომ არაა ცხოვრებაში, რაც უნდა შევცვალოთ. ესაა პირადი, თუ თუნდაც საქვეყნო საქმეები. როდესაც გვაქვს სიძულვილი, უხეშობა, უსიყვარულობა ჩვენს გულში, უფალი ჩვენს თხოვნას არ შეასრულებს. შეიძლება არ იყოს სიძულვილი, მაგრამ იყოს გულგრილობა. თქვენც ხედავთ როგორი ხშირია, როცა მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვხედავთ ასეთ დიდ უსიყვარულობას, მოუფრთხილებლობას, სისასტიკეს, უხეშობას, უცენზურობას. აფექტის დროს შეიძლება წამოსცდეს ადამიანს მსგავსი სიტყვები, მაგრამ როცა წერს სოციალურ ქსელში ტექსტს, რომელიც სავსეა ზიზღით, როგორ შეიძლება ღმერთმა ასეთი თხოვნა შეუსრულოს, რა თქმა უნდა არა, არასდროს შეასრულებს. ასეთმა შეიძლება მიაღწიოს გამოხატვის თავისუფლებას და ამით იყოს კმაყოფილი, მაგრამ სინამდვილეში ეს მონობაა. თავისუფლებაა, როდესაც დავძლევთ ჩვენს სიძულვილს, უხეშობას, უკულტურობას და ვიმარჯვებთ ამ თვისებებზე. ვიმარჯვებთ და შემდეგ ვიღებთ ღვთის მადლს," _ განაცხადა მეუფე ... ...
  • "ქართუ" "უკანასკნელი დღეების აურზაურის" მიზეზებს განმარტავს _ "ივანიშვილი საქმის კურსში არ ჩაგვიყენებია" "გიორგი შენგელაიას საქველმოქმედო დახმარება არ მოხსნია. ის კვლავაც იღებს ფონდი „ქართუს“ დახმარებას თვეში 3000 ლარის ოდენობით", _ აღნიშნულია საქველმოქმედო ორგანიზაცია "ქართუს" განცხადებაში, რომელიც ფონდმა რეჟისორის ბრალდებების საპასუხოდ გაავრცელა. "ბოლო დროს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რეჟისორ გიორგი შენგელაიასთვის ფონდი „ქართუს“ ფულადი დახმარების შეწყვეტის თაობაზე. ამ საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, ფონდის ადმინისტრაცია საჭიროდ თვლის გააკეთოს კომენტარი. პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. გ. შენგელაიას საქველმოქმედო დახმარება არ მოხსნია. ის კვლავაც იღებს ფონდი „ქართუს“ დახმარებას თვეში 3000 ლარის ოდენობით. გ. შენგელაია არის ფონდის ერთ-ერთი უძველესი ბენეფიციარი, ფულად დახმარებას ის იღებს თითქმის 20 წლის განმავლობაში. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ყოველთვიური სტიპენდიისა, ფონდმა დააფინანსა მისი მხატვრული ფილმის „მიდიოდა მატარებლის“ გადაღება. ფონდი „ქართუ“ ერთ-ერთი უძველესი და უდაოდ ყველაზე მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში. თავისი არსებობის 23 წლის განმავლობაში ფონდმა დახმარება გაუწია ათასობით ხელოვანს, მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს. ამავე დროს, ფონდის ისტორიაში არ არსებობს არცერთი პრეცედენტი, რომ ფონდს შეეწყვიტა ფულადი დახმარების გაცემა ბენეფიციარისთვის მისი პოლიტილური ან მსოფლმხედველობითი შეხედულებების გამო. თუმცა, 2012 წელს ფონდის ზოგიერთმა ბენეფიციარმა, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, თავად თქვა უარი ფონდის დახმარებაზე. მაგალითისთვის შეიძლება ისეთი პირების დასახელება, როგორიც არიან: მწერალი გურამ დოჩანაშვილი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, არტისტი ვახტანგ კიკაბიძე, სპორტსმენი ნანა ალექსანდრია და სხვა. რიგ შემთხვევაში, იმავე პოლიტიკური მოტივით ფონდის დახმარებაზე უარის თქმა მოხდა კოლექტიურადაც, კერძოდ კახიძის მუსიკალური ცენტრის, მუსკომედიის თეატრისა და სხვა დასების მხრიდან. მოგეხსენებათ, რომ ფონდი „ქართუს“ ერთადერთ დონორს წარმოადგენს ივანიშვილების ოჯახი. ვინაიდან გიორგი შენგელაიამ არაერთგზის საჯაროდ გააკრიტიკა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი და გამოხატა თუ რაოდენ მიუღებელია მისთვის ბ. ივანიშვილის პიროვნება, ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ მისი ამჟამინდელი პოზიცია განპირობებებულია პოლიტიკური შეუთავსებლობით. ფონდის გამგეობა დაინტერესდა, ხომ არ ჰქონდა ბ-ნ გიორგის სურვილი, სხვების მსგავსად, თავისი ინიციატივით უარი ეთქვა ფონდის დახმარებაზე. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავუკავშირდით რეჟისორს. პასუხად შევიტყვეთ, რომ გ. შენგელაიას ივანიშვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, არა თუ არ სურს მის ფულზე უარის თქმა, არამედ სასამართლოშიც კი უჩივლებს ფონდს, თუ მას ამ დახმარებას შეუწყვეტენ. გ. შენგელაიას პასუხის შემდეგ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მისი ბოლოდროინდელი საჯარო აქტიურობის მამოძრავებელ მოტივს არა პოლიტიკური, არამედ პირადი ხასიათის სარჩული გააჩნდეს. წლების განმავლობაში გ. შენგელაია უკმაყოფილო იყო მისი სტიპენდიის ოდენობით და თვლიდა, რომ მას სხვა ბენეფიციარების მსგავსად უფრო მაღალი ფულადი დახმარება უნდა მიეღო. წლების განმავლობაში ის ითხოვდა ყოველთვიური დახმარების 5000 ლარამდე გაზრდას. ამ საკითხის განხილვისას ფონდის ადმინისტრაცია ითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ გ. შენგელაიასთან ერთად ფონდის დახმარებას მისი ოჯახის სხვა წევრიც იღებს და ამიტომაც არ თვლიდა მიზანშეწონილად მისი სტიპენდიის დამატებით გაზრდას. ჩვენთვის ცნობილია, რომ ფონდის გამგეობის აღნიშნული პოზიცია გ. შენგელაიას გაღიზიანებას იწვევდა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვფიქრობთ რომ უკანასკნელი დღეების აურზაურის მიზეზს შესაძლოა სწორედ ეს გარემოება ედოს საფუძვლად. ბოლოს ცალსახად უნდა ითქვას, რომ მსგავსი თემების შესწავლა და განხილვა ფონდის გამგეობის პრეროგატივა და ვალდებულებაა. შესაბამისად, ფონდის გამგეობას საქმის კურსშიც კი არ ჩაუყენებია ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით," _ აღნიშნულია საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გიორგი შენგელაიას განცხადბით, მას  "ქართუ ჯგუფმა" სტიპენდია გაუუქმა. რეჟისორმა ეს  მის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას დაუკავშირა,  სადაც მან ბიძინა ივანიშვილს "გაუნათლებელი კაცი" უწოდა. შენგელაიამ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ დაურეკეს ფონდიდან და პირდაპირ უთხრეს, რომ ტელეთერით გაკეთებული მისი განცხადება მიუღებელი იყო. "ჩემი გამოსვლის მერე, სადაც მე ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი უკითხავი კაცია მეთქი, სხვა არაფერი სალანძღავი სიტყვა არ გამომიყენებია, დამირეკა ვინმე ჩხეტიანმა, ეს არის "ქართუს ფონდის" მმართველი თუ თავმჯდომარე და მითხრა ეგეთი რამე - ბატონო გიორგი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგხსნათ სტიპენდიიდან, პირდაპირ თქვა ჩხეტიანმა, რომ რაც დაწერეთ, ეს ჩვენთვის მიუღებელიაო. მე ვუთხარი, რომ ამას მივიღებ მხოლოდ იმის მერე, რაც ოფიციალურ წერილს გამომიგზავნით-მეთქი. ჯერჯერობით წერილი არ მოსულა. შეიძლება გადაიფიქრეს, რაც მეეჭვება იმიტომ, რომ ის საშინელი ჯიუტი კაცია. თუ რამეს უბრძანებს ვინმეს, შემსრულებლები გააკეთებენ. ყოველ შემთხვევაში, ამ წლის კონტრაქტს ვერ გამიუქმებს. ეს არის ყოველწლიური ხელშეკრულება, ყოველ წელს აგრძელებენ და ამას ვერ გამიუქმებს. ივანიშვილი ჩემს ღვაწლს ვერ წაშლის, ამაშია მთელი საქმე. მე ყველას ვუყვარვარ", _ აცხადებდა შენგელაია, თუმცა, როგორც "ქართუს" განცხადებიდან გაირკვა, მისთვის სტიპენდია არ ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ლ.შ., 1998 წელს დაბადებული გ.კ., 1982 წელს დაბადებული ზ.გ. და 1988 წელს დაბადებული ლ. მ., ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 ივნისს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და მიმალვას შეეცადნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ მოპარული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღები - სხვადასხვა სახის ხელსაწყოები, ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, დადგინდა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 20 ივნისს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • პრემიერის დამალული წარსული _ ბახტაძის ბიოგრაფიაში "ცენტრ პოინტში" მუშაობის წლები ბიოგრაფიიდან წაშლილიასაქართველოს პრემიერის დამალული წარსული - მამუკა ბახტაძე, თითქმის, ორი წლის განმავლობაში კომპანია ცენტრ პოინტ ინვესტს ხლმძღვანელობდა, თუმცა, ეს წლები მისი ოფიციალური ბიოგრაფიიდან წაშლილია. ბახტაძე ამ თანამდებობაზე მაია რჩეულიშვილმა 2007 ნოემბერში დანიშნა და სადამფუძნებლო დოკუმენტების საქაღალდეში ყველა ეს საბუთი ინახება.   კომპანია ცენტრ პოინტ ინვესტმა, რომელსაც მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა, ასობით ადამიანის ფული მიითვისა და ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცენტრ პოინტის ხელმძღვანელი, გუკა რჩეულიშვილი, ამბობს, რომ კომპანია ცენტრ პოინტ ინცესტი, რომელსაც მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა, მოქალაქეებისგან ინვესტიციებს ანუ ნაღდ ფულს იზიდავდა და მათ ბანკზე ბევრად მაღალ პროცენტს ჰპირდებოდა. მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების მიზნით, ცენტრ პოინტ ინვესტს საქართველოში 2007 წელს ასობით მოქალაქემ მიმართა, ხალხმა ბინები გაყიდა და კომპანიაში ფული შეიტანა. საუბარია, ჯამში, რვა მილიონ დოლარზე. მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2009 წლის 6 ივლისს დატოვა, მას შემდეგ, რაც ცენტრპოინტს ინვესტი უკვე გადახდის უუნარო იყო და ასობით მენაბრე ფულის დაბრუნებას ითხოვდა. მაშინ კომპანია სამართავად დექსუსს გადაეცა, რომელსაც კრიზის უნდა დაეძლია. გუკა რჩეულიშვილი ამბობს, რომ მამუკა ბახტაძე დროებითი მენეჯმენტის შესვლის წინააღმდეგ იყო. ამავე კომპანიაში ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელად ბახტაძის დედა - მანანა ნანიტაშვილი, მუშაობდა. ის გელოვანის გამზირზე დაკიდული ბაღების მენეჯერი იყო. მანანა ნანიტაშვილისგან ბინა სვეტა დანელიამ იყიდა და 23 ათას დოლარიანი ბინიდან 4000 დოლარი პრემიერის დედას ხელზე მისცა, თუმცა, ქვითარი არ მიუღია. ახლა სვეტა დანელიას აღარც ბინა აქვს და აღარც ფული. ერთი წლის წინ დანელიამ მანანა ნანიტაშვილს პროკურატურაში უჩივლა, თუმცა, საქმე თაროზე შემოდეს და დაკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. პრემიერის დედა ცენტრ პოინტის სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, მან სახელმწიფო ბრალდებას მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის წინააღდეგ ჩვენები მისცა. უცნობია, რატომ არ იძიებს პროკურატურა პრემიერმინისტრისა და მისი დედის საქმიანობას, რომელიც ცენტრპოინტის ხმაურიან საქმეს პირდაპირ უკავშირდება. მამუკა ბახტაძე, რომელიც ცენტრ პოინტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო, მითვისებული თანხების საქმეზე არც კი დაუკითხავთ, რის გამოც, ოპოზიცია ამბობს, რომ სახეზეა შერჩევითი სამართალი. ქუჩაში მოქალაქეები ბინებს და ცენტრ პოინტ ინვესტში ჩადებულ ფულს ამ დრომდე უშედეგო ითხოვენ. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დააკავეს. მობინადრეებს ჰპირდებიან, რომ კუთვნილ ფართებს მიიღებენ, თუმცა, ჯერ ბინა უბინაოდ დარჩენილებს თვალით არ უნახავთ. ვრცლად იხილეთ: ... ...

არქივი

ზაფრანი

იცით თუ არა რომ

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს...

მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ

ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ...

ტელეფონი-ხელთათმანი

ამერიკელმა დიზაინერმა და მხატვარმა, ბრაიან...

გინესის წიგნში შეტანილი ქვეწარმავლები

ყველაზე დიდი ბაყაყი. აფრიკული ბაყაყი...

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა...

დაავადება, რომელსაც "დორიან გრეის სინდრომი" ეწოდა

დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...