რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ანასეულში აღმოჩენილმა რადიაციის კერებმა

საზოგადოება

რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ანასეულში აღმოჩენილმა რადიაციის კერებმა

4 ნოე. 2016, 18:54:46

ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში, 2016 წლის აგვისტოს დასაწყისში აღმოჩენილი რადიაციის ახალი კერების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. შესაბამისად, უწყებას ჯერ არ ჩაუტარებია მოკვლევა, რა შეიძლება გამოიწვიოს რადიაციის მომატებულმა ფონმა და რა საფრთხის წინაშე დგას ანასეულის მოსახლეობა.

როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, ანასეულის პრობლემას განსაკუთრებული კვლევა სჭირდება, თუმცა, როდის ჩატარდება ის, კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მსგავსად მონიტორინგი ანასეულში არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაუტარებია, ექსპერტები კი, უწყებათაშორისი კომისიის დროულად შექმნისა და საკითხის სწრაფად შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობენ. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა "გურია ნუსთან" საუბისას აღნიშნავს, რომ დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით, მათ ხელთ არსებული მონაცემებით გურიის რეგიონში განსაკუთრებული და განსხვავებული ვითარება არ არის. 

"ზოგადად რადიაციული ფონის ზრდა დაკავშირებულია სხვადასხვა დაავადებების გავრცელების მატებასთან. პირველ რიგში ეს არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბო, სისხლის კიბო და ასევე გარკვეულწილად ძუძუს კიბო. გარდა ამისა, რადიაციული ფონის მომატება მნიშვნელოვნად განაპირობებს გულსისხლძარღვთა დაავადებების მომატებასაც, ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ დარღვევებს და ა.შ. ასევე თუ უშუალოდ რადიაციის ზემოქმედების ქვეშ ვართ, შესაძლებელია იყოს თვალის ბადურის დაზიანებები, კანზე დამწვრობა. რაც შეეხება საქართველოში მდგომარეობას, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ 2015 წლიდან შეგვიძლია უშუალოდ განვსაზღვროთ თუ რა სიტუაციაა  რეგიონებში. ვიაიდან უკვე ხდება აღრიცხვა არა მარტო სამედიცინო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, არამედ რეგიონების, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ ვისაუბრებთ გურიის რეგიონზე ზოგადად, ყველა ლოკალიზაციის კიბოს გავრცელების თვალსაზრისით, 11 რეგიონს შორის გურია მე-8 ადგილზე დგას. თუ კონკრეტული ციფრები გაინტერესებთ, 2015 წელს ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ამავე წლის მონაცემით, ავთვისებიანი სარძევე ჯირკვლის სიმსივნის 57 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ამ ეტაპზე ის მონაცემებით, რაც ჩვენს ხელთ არის, კიბოს რეესტრში რაიმე განსაკუთრებულს გურიის რეგიონში ნამდვილად ვერ ვადასტურებთ", _ ამბობს სტურუა.

 "_ანასეულში რა ხდება ამას უფრო განსხვავებული ტიპის კვლევა სჭირდება, გამოკვლეული უნდა იყოს გარემო,  რადიაციის ფონი და ასევე უნდა მოხდეს  უშუალოდ მოსახლეობის გამოკვლევა", _ ამბობს სტურუა და დასძენს, რომ ამ მიმართულებით კვლევა ადგილზე არ ჩატარებულა.

ჯანდაცვის სპეციალისტი მოსახლეობას მოუწოდებს რადიაციულად დაბინძურებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვი არ გაუშვან, რადგან მისივე თქმით, ადამიანის ორგანიზმში რადიაცია რძის პროდუქტებიდანაც გადადის.

 "ნებისმიერი რადიაციულად დაბინძურებული პროდუქტიდან, რა თქმა უნდა, გადავა რადიაცია ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ ზუსტად რომ გითხრათ რა დოზით, რომელი რძის პროდუქტიდან შეიძლება გადავიდეს, არ ვიცი. ნებისმიერი მედია, სადაც არის რადიაციის კერა, წყალში იქნება ეს, ჰაერში, თუ ნიადაგში, მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე", _ აცხადებს სტურუა.

ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია კი მიიჩნევს, რომ ადგილზე სიტუაციის გამოსწორება უწყებათაშორისი კომისიის შექმნით და კვლევების ჩატარებით არის შესაძლებელი.

"ვფიქრობ, რადგან არსებობს ციფრები, ცნობილია სპეციალისტებისთვის, უნდა მოხდეს მულტისექტორალური ჩარევა, როგორც ენერგეტიკის, ასევე ჯანდაცვის, მედიცინის სპეციალისტების. უნდა შედგეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეაფასებს ამ მდგომარეობას დეტალურად და განსაზღვრავს რისკებს, რამდენად მაღალია მოსახლეობისთვის. ალბათ, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება, რა ფართზეც არის საუბარი, იმის შემოფარგვლა, რომ პირუტყვი და მოსახლეობა არ მიუახლოვდეს უშუალო კერებს. პარალელურ რეჟიმში უნდა მოხდეს საფუძვლიანი შესწავლა. საერთოდ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, არის თუ არა სახიფათო, თუ სახიფათოა როგორი ხარისხით ამას ყველაფერს დაადგენენ დეტალური შესწავლისას და ერთობლივად", _ ამბობს სასანია.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის უფროსი ზაურ ჩანქსელიანი "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილი ფიზიკის ინსტიტუტის კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ გახდა.

ჩანქსელიანის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილზე მოკვლევა ჯერჯერობით არ ჩაუტარებია, თუმცა დასძენს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ანასეულის ტერიტორიის შესწავლა გაიწერება.

"აღნიშნული პრობლემა ჩვენთვის ცნობილი გახდა საქართველოს ეროვნული აკადემიის ეკოლოგიის სექციის სხდომაზე. იქ ფიზიკის ინსტიტუტმა გამოიტანა  მონიტორინგის შედეგები ანასეულში, სადაც საცავი იყო რადიაქტიული ნარჩენების. კომისიას მოახსენეს, რომ დაახლოებით  1 ჰა ტერიტორიაზე წინასწარი დასკვნებით შესაძლებელია დაბინძურებული იყოს რადიაქტიული იზოტოპებით. ამ კვლევის შემდეგ დაისვა საკითხი, რომ  მივიდეს ეს მთავრობამდე და მათი განკარგულებით დაევალოს ყველა ორგანიზაციას შევისწავლოთ ეს და ვნახოთ რა ხდება იქ. მე როგორც მოვუსმინე მოხსენებას, ანასეულში კატასტროფული არაფერი არ არის. დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი, შემოიღობოს ტერიტორია მთლიანად, რომ საქონელი და ხალხი არ შევიდეს. გარე გამოსხივება იქ იმხელა არ არის, რომ ვინმე დაზიანდეს, მაგრამ საქონლის საკვებში რომ არ მოხვდეს რადიაცია და შემდეგ ადამიანის საკვებში გადავიდეს, ამ ადგილის იზოლაცია აუცილებელია.

 ჩვენც ჩავერთვებით, გვაქვს უახლესი აპარატურა, ფიზიკის ინსტიტუტთან ერთად და გავაკეთებთ ყველაფერს. ხალხი მინდა დავამშვიდო, რომ არაფერი საშიში და კატასტროფული  არ არის, თუმცა, საკითხის გაუბრალოებაც არ არ შეიძლება, აუცილებლად შესასწავლია.

აქამდე ეს ტერიტორია პროგრამაში არ გვქონია, არც შეგვიმოწმებია. ხომ არ  შეგვიძლია მთელი საქართველო ერთდროულად შევამოწმოთ. ეს არ იყო ცნობილი პრობლემა. სხვა პრობლემა მოიცდის, ჩაიდება მომავალი წლის ბიუჯეტში ფიზიკის ინსტიტუტთან ერთად და გავაკეთებთ", _ აღნიშნავს ჩანქსელიანი.

ცნობისთვის, რადიაციის კერების არსებობის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ჯერ კიდევ 2005 წელს გახდა ცნობილი, როცა მოვიპოვეთ წერილი გრიფით _ "საიდუმლო". წერილით ირკვეოდა, რომ ქალაქ ოზურგეთში, დაბა ანასეულში ჩაის სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტერიტორიაზე რადიაციის კერა არსებობდა. შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ვითარების შესწავლას და შემდგომ რეაგირებას ითხოვდა, თუმცა რა რეაგირება მოყვა აღნიშნულ წერილს უცნობია. დღემდე არ არის ცნობილი, სად არის რადიაქტიული ნარჩენებით სავსე ტყვიის კონტეინერები. არსებული ინფორმაციით, ისინი ანასეულიდან გაიტანეს, თუმცა, მეორე ვერსიით, კონტეინერები ამ დრომდე ანასეულის ტერიტორიაზე რჩება.

ინსტიტუტში, რომელიც 70-იან წლებში დაარსდა და 1996 წლის ბოლომდე ფუნქციონირებდა, მცენარეებზე დაკვირვებას აწარმოებდნენ, თუმცა საბჭოთა პერიოდის შემდეგ, ადგილზე მასშტაბური სამუშაოები აღარ განხორციელებულა. ლაბორატორიის ტერიტორია კი, 90-იან წლებში რამდენჯერმე გაიძარცვა და გაპარტახდა. მოგვიანებით, 2012-2013 წლებში ადგილზე სამუშაოები ჩატარდა, დაბეტონდა ახალი სამარხების ტერიტორია, სადაც რადიაციული ნარჩენები იყო მოთავსებული, მაგრამ რადიაციის გაჟონვა ვერც  ბეტონის ახალი საფარმა უზრუნველყო, რომელიც უკვე საგრძნობლად დაზიანებულია.

"გურია ნიუსი" აგრძელებს საკითხზე მუშაობას და უახლეს ინფორმაციებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე:

რა საფრთხე აღმოაჩინეს მეცნიერებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში

რადიაციის ახალი კერები ანასეულში და "გურია ნიუსის" მიერ ნაპოვნი რესპონდენტი, რომელიც კვლევებს შეცვლის

"ანასეულის მსგავსი პრობლემა საქართველოში არსად გვაქვს" _ რა ღონისძიებებს გეგმავს რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო

გამოცემა მომზადებულია პროექტის "საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში" (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.




 ახალი ამბები
  • ამომრჩეველთა მოსყიდვის და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტები- ISFED-ის ანგარიში 4 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 5 ივლისამდე დაიწყო. ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოფიციალურად დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ 4, „ლელო საქართველოსთვის” მიერ 1, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ - 2 შემთხვევა; თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ - 1; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები 5 მუნიციპალიტეტში; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 5; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 2; სოციალური დამხარების გაცემისას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის 2; „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე ზეწოლის 1; პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 1 და ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის 1; პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის პროცესში  დაბრკოლების შექმნის 1 ფაქტი. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში, ტენდენციის სახით გამოკვეთილი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. „სამართლიანი არჩევნების” მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში, მსგავსი 8 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის, ცაგერში, ამბროლაურსა და ონში ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვა  მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის სახელით, რომელიც ოფიციალურად დასახელდა „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატებად შესაბამის ოლქში. ამომრჩევლის სავარაუდოდ მოსყიდვის ნიშნები, ასევე, გამოვლინდა ოპოზიციური პარტიების  „ლელო საქართველოსთვის” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობაშიც, რომლებმაც  სოციალური დახმარების აქციები განახორციელეს, კერძოდ: „ლელო საქართველოსთვის”  სოფელ გლდანში არსებულ მოხუცთა პანსიონატს  დაეხმარა, ხოლო - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელვაჩაურის მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ორ ოჯახს სურსათი გადასცა. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეიმჩნევა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა გათავისუფლება, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიის უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზანს და, ამ პროცესში, მერის წარმომადგენელთა ჩართულობას. „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებმა, მსგავსი ფაქტები  ზუგდიდში, მარტვილში, ტყიბულსა და ჭიათურაში დააფიქსირეს. მარნეულში „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი აქტიური წევრის ოჯახში, მარნეულის პოლიციის მიერ ჩაატარებული ჩხრეკისას, პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ იყო ნარკოტიკის ჩადების მცდელობა. ფაქტის ამსახველი ვიდეო „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა გაავრცელა. აგრეთვე, ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენლები, „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებთან აღნიშნავენ მათ აქტივისტებზე განხორციელებულ ზეწოლა/მუქარის ფაქტებს, რის გამოც უჭირთ პოლიტიკური აქტივობა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა. კასპში, სამოქალაქო აქტივისტზე განხორციელდა ზეწოლა, “ჰაიდერბეგცემენტის’’ წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გაუქმების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიისას, ეს მმართველ პარტიაზე უარყოფითად აისახებოდა. სავარაუდოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები გამოვლინდა საჩხერესა და ლაგოდეხში. მათ შორის, აღსანიშნავია, 8 ივლისს, სამუშაო საათებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შეკრება „ქართული ოცნების” ოფისში, სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ პარტიული ინსტრუქციის მისაღებად, თუ როგორ უნდა იმუშაონ, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, „ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ხაშურში, ერთ-ერთი ოჯახი მუნიციპალიტეტისგან დახმარებაზე უარს პოლიტიკურ ნიშნით დისკრიმინაციას უკავშირებს, რადგან ოჯახი მმართველი პარტიის მხარდამჭერი არ არის. ასევე, ხელვაჩაურში, მერის წარმომადგენელმა სოფელ ერგეში, ხანდაზმულ მოქალაქეს, პანდემიის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემაზე უარი განუცხადა და დახმარების მისაღებად „ნაციონალურ მოძრაობასთან” გადაამისამართა, რადგან ოჯახი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერად მოიაზრება. საგარეჯოში „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე განხორციელდა ზეწოლა მმართველი პარტიის მხრიდან, კერძოდ, მიანიშნეს, რომ მიმდინარე წინასაარჩევნო მონიტორინგისას, „მშვიდად იყოს და ბევრი არ იაქტიუროს”. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის - „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას. მრევლისადმი მიმართვის სახით კი დაამატა, რომ ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ეკლესიის მაღალი იერარქია და მისი სიტყვები, მოსახლეობაში, აღიქმება როგორც ეკლესიის პოზიცია. რეკომენდაციები: ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად; მაჟორიტარობის ოფიციალურად დასახელებულმა კანდიდატებმა თავი შეიკავონ სოციალური დახმარების უშუალოდ გადაცემისგან, რათა არ დაარღვიონ კანონმდებლობის მოთხოვნები და არ შექმნან ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე გავლენის განცდა; ქველმოქმედების განხორციელებისას, პოლიტიკურმა სუბიექტებმა დაიცვან ანონიმურობა და თანხები შესწირონ იმ ფონდებს, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ; პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა თავი შეიკავონ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისგან; პროკურატურამ სათანადო, სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება უნდა ჩაატაროს, მარნეულში, ნარკოტიკების სავარაუდო ჩადების ფაქტთან დაკავშირებით, რათა საზოგადოებას არ დარჩეს ეჭვები ფაქტის პოლიტიკური სარჩულის შესახებ; ხელისუფლებამ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე არ განახორციელოს აქტივისტებზე, პოლიტიკურ ოპონენტებსა და ოპოზიციურად განწობილ მოქალაქეებზე ზეწოლა/მუქარა ან/და მათ მიმართ დისკრიმინაცია, არ დაუშვას სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება; ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა/კანდიდატებმა და მათმა წარმომადგენლებმა არ განახორციელონ ზეწოლა დამკვირვებლებზე და ხელი არ შეუშალონ სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებაში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დახმარების გაცემისას იმოქმედონ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით და გამორიცხონ ამ პროცესში მოქალაქეთა დისკრიმინაცია პოლიტიკური შეხედულებების ან/და პარტიული კუთვნილების საფუძველზე; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, საქმიანობისას უნდა იხელმძღვანელონ ნეიტრალიტეტის პრინციპით, დაუშვებელია სოფლებში მერის წარმომადგენელთა პარტიული საარჩევნო მიზნით გამოყენება და პოლიტიკურად მოტივირებული საკადრო გადაადგილებები. რელიგიურ ორგანიზაციებს რელიგიურმა ორგანიზაციებმა, წირვა-ლოცვისას, არ გამოიყენონ თავიანთი გავლენა მრევლსა და მორწმუნეებზე და არ მიმართონ პოლიტიკურ აგიტაციას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან/და საწინააღმდეგოდ.  ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ამ ... ...
  • ბაჩალიაშვილის მამა: შსს-ში შეხვედრის აზრი? ისევ ზღაპრებს ჰყვებიან გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საგამოიძიებო პროცესში ამერიკული მხარის ჩართულობას ითხოვს. ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბნენ გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვის მოთხოვნით. ოჯახის თქმით, საელჩო მათ დახმარებას დაჰპირდა. როგორც ამერიკის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ „ფორმულასთან“ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრებს აზრი არ აქვს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის აზრი? წავალთ, ისევ თავის ზღაპრებს ჰყვებიან. ხვალ კომპიუტერი უნდა გაიხსნას, მანქანა... რატომ მოხდა ლადო ბაჭულაშვილის შვებულებაში გაშვება? რატომ გაიხსნა კომპიუტერი? (გზის) გადაკვეთიდან  უცბად გამოჩნდა მანქანა... იმედი აღარ მაქვს და იმიტომ ვითხოვ, რომ ფედერალურმა ბიურომ გამოიძიოს საქმე. იმათ ვენდობი და ამათ არ ვენდობი, ესენი არიან მსახიობები“, - განაცხადა ბაჩალიაშვილმა. შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი ... ...
  • „ოჯახს იმედი აქვს, რომ ბავშვი ცოცხალია“ - ილია ფილფანს 18 დღეა, უშედეგოდ ეძებენმესტიაში დაკარგული მოზარდის, ილია ფილფანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა სოფელ ლენჯერში, მურთაზ გულედანმა განუცხადა,  სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. „მოზარდს მე-18 დღეა,  უშედეგოდ  ეძებენ. ოჯახს იმედი აქვს, რომ ბავშვი ცოცხალია“,- ამბობს  გულედანი. მოზარდის სამძებრო ღონისძიებები მესტიის გარდა, ასევე, ანაკლიაში, ქობულეთსა და ურეკშიც მიმდინარეობს და მასში ჩართულია 80-მდე მაშველი. ცნობისთვის, ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ   ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • "გაგვიჭირდა მერისთვის გაგვეგებინებინა, რა გვინდოდა, სამაგიეროდ, კარგად გაიგო გუბერნატორმა..." _ წულუკიანი გომისმთაზე3 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ გომისმთას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეწვია. მის მოსვლამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრი აქ შეხვდებოდა ადგილობრივ მოსახლეობას, ხელისუფლების წარმომადგენლებს და ძირითადად ისაუბრებდა კურორტზე არსებული უამრავი უკანონო მშენებლობის შემდეგ, თუ როგორ მოხდებოდა საკუთრების რეგისტრაცია. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ გომის მთას ახლახან მიენიჭა დაბის სტატუსი, შემდეგ კი იქ დაინიშნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ახლა კურორტზე სისტემური რეგისტრაცია იწყება, რომლის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აქ გურიის გუბერნატორთან ზურაბ ნასარაიასთან ერთად გაეცნო. მართლაც, მინისტრმა მოსვლისთანავე ამ საკითხზე დაიწყო საუბარი. იგი მიესალმა აქ შეკრებილ ორმოცდაათამდე ადამიანს, ჰკითხა მათ, არიან თუ არა ადგილობრივი მცხოვრებლები და საუბარი დაიწყო რეგისტრაციის შესახებ: "თბილისში ასე ჩაითვალა, რომ ამ და სხვა კურორტებზეც, ყველამ უნდა იცოდეს, ვის რა ეკუთვნის. ამაში იგულისხმება ის, თუ ვის რა ჰქონდა ან რა აქვს. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდა საბუთი, მაგრამ აქვს შენობა-ნაგებობა; შესაძლოა, ჰქონდა, მაგრამ ახლა არ აქვს საბუთი. ასეთ დროს ხდება იმ პირთა მიერ ამ ქონების დადასტურება, ვინც ეს იცოდა. დღეიდან აქ იწყება სისტემური რეგისტრაციის პროცესი. ჩვენ არ ავირჩიეთ სპორადული რეგისტრაციის პროცესი და ავირჩიეთ სისტემური რეგისტრაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მივდივართ სოფელში. აქ გარკვეული დროის მანძილზე დარჩებიან ჩვენი თანამშრომლები. ისინი მოგემსახურებიან. თქვენ ეუბნებით მათ, რომელია თქვენი ნაკვეთი. აზომვით და დაზუსტებით შედგება ეს ყველაფერი და შემდეგ, როცა დავბრუნდებით თბილისში, დავდებთ იმ დოკუმენტაციას, რა იყო და რა არ არის. თქვენი საქმეა, აქ იცხოვროთ და იყოს მშვიდობა. ჩვენ არ ვართ ჟანდარმები და არც პოლიცია. თუ გინდათ, რომ აქ ზუსტად და სწორად დარეგისტრირდეს, რა გაქვთ და რა არა, უნდა ითანამშრომლოთ მათთან. ისინი არ არიან ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რა გეკუთვნით და რა _ არა. ისინი მხოლოდ აღრიცხვას მოახდენენ. ამიტომ ნუ შეხვალთ კონფლიქტში, დაზოგეთ ნერვები. მათი ფუნქციაა, მოახდინონ აღრიცხვა. მოგემსახურებიან უფასოდ... ყოველივე ამის შემდეგ, კურორტს ექნება საკადასტრო რუკა... იმუშავეთ შეთანხმებულად, თუ გინდათ, რომ იცოდეთ, რა არის თქვენი და რა _ არა. ამას ჰქვია სისტემური რეგისტრაცია", _ განაცხადა თეა წულუკიანმა. ჩვენს კითხვაზე, იცის თუ არა, რომ აქ უმეტესად უკანონო მშენებლობებია და როგორ მოხდება დაკანონება, როცა მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი დიდი ხანია, აქ ბოძების დარჭობით არის დაკავებული, მინისტრმა კითხვა შემოგვიბრუნა: _ თქვენ იცით, რომ უკანონოა? _ დიახ და თქვენც უმეტესობამ, ყველამ იცით, რომ ასეა... მინისტრთან დასმული კითხვა სასწრაფოდ დაგვიწუნა იქვე მდგომმა სასულიერო პირმა ირაკლი ახალაძემ: _ რა არის ქალბატონო, უკანონო? მის გვერდით მდგომმა მამაკაცმა, გვარად ასათიანმა, რომელიც, როგორც აქ გვითხრეს, "თავისი გაგებით" აწესრიგებს სიტუაციას, ჯიქურ შემოგვიტია: _ თქვენ ჟურნალისტი ხართ? გვითხარით, რომელი ჟურნალისტი ხართ, რომ ვიცოდეთ, მაინც... როცა ვუპასუხე, რომ "გურია ნიუსს" წარმოვადგენ, არაფერი უთქვამს, მინისტრს კი მადლობა გადაუხადა _ ჩვენც ეს გვინდა, რასაც თქვენ ამბობთო. თეა წულუკიანმა თავის მხრივ საუბარი გააგრძელა: _ გომისმთა არ იყო დღის წესრიგში. ჩვენ ჩავწერეთ და მოვდივართ პრეზენტაციით, რომ დაგეხმაროთ. გუშინ ჩვენ გაგვიჭირდა ოზურგეთის მერისთვის გაგვეგებინებინა, რა გვინდოდა. ძალიან ცუდად მიგვიღეს მერიაში. იქ ყველა აჟიტირებული იყო. გვითხრეს, რომ აქ ყველაფერი მიტაცებულია. სამაგიეროდ, კარგად გაიგო გუბერნატორმა... თუ სისტემური რეგისტრაცია არ ჩატარდა, ისე კურორტი ვერ განვითარდება. შესაძლოა, მიტაცებულია, როგორც ქალბატონი ჟურნალისტი ამბობს, შესაძლოა, არ არის ასე. ამიტომ უნდა მოხდეს რეგისტრაცია, _ განაცხადა მინისტრმა. მან მოიყვანა მაგალითები, სხვადასხვა დავის შესახებ, როცა კერძო მესაკუთრეები ვერ ადგენენ ან ვერ იყოფენ საზღვრებს. როცა ერთი ნაკვეთი მეორისაში შედის ან ესაზღვრება. ასეთ დროს ან ერთი მიიღებს, ან _ მეორე ან დარჩება ისე, როგორც არის. თეა წულუკიანმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება დასახლების ვიზუალური მხარის შესახებ: _ მე მთას კარგად ვიცნობ... რაც შეუიარაღებელი თვალით ვნახე, პატარ-პატარა კომპლექსებია, უფრო დაქუცმაცებულს ჰგავს... გომისმთის გამგებელმა, ბესო ლომინაძემ, რომელიც ახლახან დაინიშნა ამ თანამდებობაზე და კარგად იცნობს მთას, თქვა, რომ აქ თავიდან 700-მდე სახლი იყო. ბოლო პერიოდში კი ორიათასამდეა და მიესალმება რეგისტრაციის პროცესის დაწყებას. ჩვენ გავარკვიეთ, თუ რა საუბარი შედგა წინა დღით ოზურგეთის მერიასა და მინისტრის წარმომადგენლებს შორის, რაზეც წულუკიანმა თავისი გამოსვლისას აღნიშნა. ჩვენი ინფორმაციით, მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ პირდაპირ თქვა, რომ გომისმთაზე არის უკანონო მშენებლობები და შეეწინააღმდეგა ხელაღებით დარეგისტრირებას. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ, ამ ეტაპზე, ხდება მონაცემების აღრიცხვა და დაზუსტება, ვის რა საკუთრება გააჩნია კურორტზე. ამ მონაცემების სრულად მოწესრიგების შემდეგ კი, მოხდება საკადასტრო რუკის შედგენა, რაც კურორტის განვითარების წინაპირობაა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით,  უკანონო მშენებლობების პროცესის პარალელურად, გომისმთაზე არაერთი არაკეთილსინდისიერი ადამიანი იჩენდა და იჩენს წარმოუდგენელ სიხარბეს და ზოგს შვიდი და რვა ნაკვეთი აქვს ბოძებით და ხიმინჯებით შემოსაზღვრული, რომ სამომავლოდ გაყიდოს და ეს ერთგვარი საშოვრის წყაროდ აქციოს. არაერთი მოქალაქე ჟურნალისტებს ამ თემაზე საგანგებო მუშაობას და ფაქტების გამოაშკარავებას გვთხოვს. სისტემური რეგისტრაციის პირობების გაცნობის შემდეგ, გომისმთაზე მოსულ ადგილობრივ მცხოვრებლებს გადასცეს საინფორმაციო მასალები. ხოლო საჯარო რეესტრის საველე ჯგუფებმა, რომლებიც აქ სამუშაოდ რჩებიან, გააცნეს ინფორმაცია საკადასტრო აზომვების სხვადასხვა საკითხებზე, რელიეფსა და სხვა პროცედურულ დეტალებზე. აქვე ითქვა, რომ მიუხედავად სხვადასხვა სირთულისა, საამზომველო სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს. როგორც ცნობილია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების მომართვას არ დაელოდება და ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას _ საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი და ნაკვეთების დარეგისტრირება _ საკუთარი ინიციატივით უფასოდ განახორციელებს. პროექტი კერძო მესაკუთრეებს საშუალებას მისცემს, მიწის ნაკვეთები მარტივად და უფასოდ დაირეგისტრირონ, შეძლონ რეგისტრირებული საკუთრების ეფექტურად განკარგვა და ეკონომიკური სარგებლის ... ...
  • გომისმთაზე მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო _ თეა წულუკიანი სამუშაოებს გაეცნომიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლებაში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. გომისმთაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მინისტრმა მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გომისმთის მცხოვრებთ პირადად გააცნო და საინფორმაციო მასალები გადასცა. საჯარო რეესტრის საველე ჯგუფებმა მინისტრს გაუზიარეს ინფორმაცია საკადასტრო აზომვების ტექნიკურ საკითხებზე, მათ შორის, რელიეფურ სირთულეებსა და მეტეოროლოგიურ პირობებზე, გეოდეზიური ხელსაწყოების მუშაობის სპეციფიკასა და სხვა პროცედურულ დეტალებზე. მიუხედავად არეალის კომპლექსური ხასიათისა, საამზომველო სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა საბიუჯეებით ფინანსდება. ვრცლად, თეა წულუკიანის გომისმთის დასახლებაში ვიზიტის შესახებ, "გურია ნიუსი" მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...