რატომ არ სურს საზოგადოებას სუფთა გარემოში ცხოვრება

საზოგადოება

რატომ არ სურს საზოგადოებას სუფთა გარემოში ცხოვრება

6 ნოე. 2016, 17:28:41

თუ დღეისთვის ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ნარჩენების შეგროვება, დახარისხება  და გადამუშავება თუ ისეთ დონეზეა აყვანილი, რომ ნაგავსაყრელებზე მცირე ნაწილიღა ხვდება, ჩვენთან, მიუხედავად გამკაცრებული კანონმდებლობისა, პრობლემა პრობლემად რჩება და ამ მხრივ საქმე წინ არ მიდის.

ამ ეტაპზე მხოლოდ გარემოს, კონკრეტულად, ცენტრალური ტრასების დანაგვიანების საკითხს შევეხებით _ ადამიანთა დიდი ნაწილი, ვინც ავტომობილებით თუ სხვა სამგზავრო საშუალებებით გადაადგილდებიან, ფანჯრიდან ყრიან  ნაგავს _ ეს არის პოლიეთილენის ბოთლები და პარკები, სიგარეტის ყუთები თუ ნამწვი, საკვების ნარჩენები, გაზიანი სასმელების ბალონები. ძირითადად, მუნიციპალური ნარჩენებია, რომლითაც, გზის ორივე მხარეა მოფენილი.

ახლახან, ოზურგეთის  ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, წამოწყებული კამპანიის _ "ერთად დავასუფთავოთ ოზურგეთი" _ ფარგლებში, რომელშიც ოზურგეთელი მოსწავლეები მონაწილეობდნენ, დასუფთავდა ოზურგეთი-ქობულეთის მიმართულებით ტრასის სამკილომეტრიანი მონაკვეთი. 

როგორც "გურია ნიუსთან" ლიდერთა სკოლის მენეჯერი ნონა სადრაძე ამბობს, ამ აქციის მიზანი  იყო ერთგვარი ულტიმატუმიც _ ჩვენ გვინდა სუფთა გარემოში, სუფთა ქალაქში ცხოვრება!

მიუხედავად ამ აქციისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის მუშაობისა, ოზურგეთი-ბათუმის მიმართულებით, ცენტრალური ტრასის ორივე მხარეს,  ყოველდღიურად, ისევ  მუნიციპალური ნარჩენებია მოფანტული.

_ სახელმწიფოებრივი შეგნება იწყება იქედან, რომ, თუნდაც, ნაყინის ქაღალდი, ბავშვმა თუ ზრდასრულმა, სანაგვე ურნაში ჩააგდოს და არ ისროლოს პირდაპირ ქუჩაში. სამწუხაროდ, იმდენად დაბალია მოქალაქეობრივი განათლების დონე ამ კუთხით, რომ ვეჭვობ, ეს  ყველაფერი მალე გამოსწორდეს. ჩვენ როცა დასუფთავების აქცია დავასრულეთ (ეს იყო სერიოზული ნაგავი), დავურეკეთ ქალაქის დასუფთავების სამსახურს. ისინი მალე მოვიდნენ და წაიღეს ეს ნაგავი, მაგრამ  ცოტა ხნის შემდეგ ქუჩები ისევ დანაგვიანებული იყო. აუცილებლად უნდა ამოქმედდეს კანონი, რომელიც უკვე მიღებულია და დაჯარიმდეს ყველა, ვინც ანაგვიანებს გარემოს. რატომ ვასწავლით ბავშვებს, რომ კანონი უზენაესია? იმიტომ, რომ სახელმწიფოს სიყვარული იქედან იწყება, როცა პოლიეთილენის პარკს ქუჩაში არ მოისვრი და თუ ამას გააკეთებ, დაისჯები! კანონის დონეზე უნდა ამოქმედდეს თვითშეგნება, რაც  ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც მიგვიყვანს სუფთა გარემოსთან! კატასტროფაა, რაც ირგვლივ ხდება და კარგია, რაც მეტჯერ და ხშირად დაიწერება ამის შესახებ, _ ამბობს ნონა სადრაძე. მისივე თქმით, აქციის მიზანი ისიც იყო, ხმა მიეწვდინათ  სხვადასხვა სტრუქტურებისთვის და გამოეწვიათ ასეთ საქმიანობაში, თუმცა, გამოხმაურება არ ყოფილა.

კითხვები, რატომ არ სურს საზოგადოებას დასუფთავებულ გარემოში ცხოვრება და რატომ არ ხდება ურჩი და დაუდევარი მოქალაქეების დაჯარიმება, რომლებიც არ ერიდებიან ცენტრალური ტრასების დანაგვიანებას, სადაც უამრავი სტუმარი და უცხოელი მოძრაობს, "გურია ნიუსს" პასუხობს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, იურისტი თინათინ ახვლედიანი:

_ 2015 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა შესაბამისი კანონი და  "ნარჩენების მართვის კოდექსი". საკმაოდ დიდი მუშაობა ხორციელდება. ჩვენთან ერთად მუშაობს საპატრულო პოლიცია და ასე ხდება იმ პირთა გამოვლენა, ვინც ტრასებზე პირდაპირ ყრის მუნიციპალურ ნარჩენებს.

მარტო წლის განმავლობაში ათასამდე საჯარიმო ოქმია დაწერილი მათზე, ვინც ქუჩაში ნაგავს ისვრის. იურისტები, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებს ვიცავთ,  პროცესებზე მისვლას ვერ ავუდივართ. ხშირია 80-100-ლარიანი ჯარიმების გამოწერა. თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ, გურიაში ყველაზე მეტი ოქმი ამ მხრივ ჩოხატაურში დაიწერა; ასევე, ბევრი ოქმია დაწერილი ლანჩხუთშიც. ასე რომ, ნუ იტყვით, თითქოს, არაფერი კეთდება და კანონის აღსრულება არ ხდება.

 ხშირად ძნელია ფაქტის დაფიქსირებაც _ მანქანებიდან, ძირითადად, პოლიეთილენის ბოთლებს, ქაღალდს თუ საკვების ნარჩენებს ისვრიან და ყველა შემთხვევის დაფიქსირება ძალიან ძნელია, მიუხედავად იმისა, რომ ტრასებზე ხშირად პატრულირებს პოლიცია. მოქალაქეობრივი დონე და თვითშეგნება რომ ამაღლდეს, ამის შესახებ იურიდიული კანონი რომ არ არსებობს, ვიცით და ხსნა იმაშია, რომ საზოგადოებას უნდა მოუნდეს აბსოლუტურად სუფთა გარემოში ცხოვრება. ვერ ვიტყვით, რომ არ სურს, თუმცა, მავნე ჩვევა ადვილი დასათმობი რომ  არ არის, ვხედავთ, _ გვითხრა ახვლედიანმა.




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდასაქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ სამი გამოჯანმრთელდა, _ ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა - 576. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 12 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისთვის ვცხოვრობთ- ილია მეორედღეს ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი იქადაგა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას - ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვის არის ყველაფერი. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით თქმა - ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ", _ განაცხადა ... ...
  • დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ შესაძლებელია- გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულსა და სექტემბერში ქორწილის გადახდა ღია სივრცეებში იქნება შესაძლებელი. „მსოფლიო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. შედარებით რომ მშვიდდება ჩვენთან სიტუაცია, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი გაჩნდეს“, - განაცხადა ... ...
  • მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს- გამყრელიძე გენადი ონიშენკოს„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალენებენ, ეს თქვიო. მოვეშვათ რა. სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მაგრამ – მარტო ჩვენ, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის ... ...
  • პაატა იმნაძე: კონდიციონერის გამოყენება საშიშიაოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება ნება დართული არ იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?